4/20/2020

10 საინტერესო ფაქტი eBay.com – ს შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ

საინტერესო ფაქტები ebay.com – ის შესახებ: ონლაინ აუქციონი, რომელიც 157 მილიონ მყიდველსა და 2 მილიონ გამყიდველს აერთიანებს, მსოფლიოში უდიდესი ონლაინ პლატფორმაა.

კომპანია 1995 წელს შეიქმნა პიერ ომიდიარის მიერ. AuctionWeb – ის სახელწოდებით დაწყებული ვებგვერდი პიერ ომიდიარის სამოყვარულო პროექტი იყო, რომლის წარმატებულმა იდეამაც ის ბილიონერად აქცია.

გაიგეთ 10 საინტერესო ფაქტი ebay.com – ის შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ.

კომპანიის სახელი:

იბეის დამფუძნებელს პიერ ომიდიარს თავდაპირველად კომპანიისთვის სურდა, დაერქმია  Echobay და არა Ebay. თუმცა, რადგან სახელი კანადური კომპანიის მიერ უკვე დაკავებული აღმოჩნდა, არჩევანი eBay – ზე შეაჩერა.

აუქციონზე გაყიდული პირველი პროდუქტი:

გატეხილი ლაზერის პოინტერი. 14.83 $ – დ შეფასებული ნივთი კოლექციონერმა იყიდა. იქიდან გამომდინარე, რომ ნივთი დაზიანებული იყო, ომიდიარმა პირადად გაუგზავნა მეილი მყიდველს. ჰკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ გატეხილ ნივთს იძენდა. პასუხად მიიღო: “I’m a collector of broken laser pointers.”

ოფისების სახელწოდებები:

იბეის ოფისებს საიტზე წარმოდგენილი კატეგორიების სახელწოდებები აქვს: Collectibles, Jewelry, Motors, Music, Sports, Technology and Toys. საკონფერეციო ოთახების სახელებიც შესაბამისია.

მაგალითად, შენობაში, რომლის სახეწლოდებაცაა Music, ოთახების სახელები სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტებია. ერთ-ერთ საკონფერენციო ოთახს ასევე ჰქვია Jack Sheng. ეს არის ის გამყიდველი, რომელმაც 2008 წელს პირველმა მიიღო 1 მლნ ფიდბექი მომხმარებლისგან.

ყველაზე ხშირად ძიებადი პროდუქტი:

ნივთი, რომელსაც ყველაზე მეტად იძებენ ebay – ზე, iPhone  – ია.

ყველაზე ძვირადღირებული გაყიდული ნივთი:

ყველაზე ძვირადღირებულმა ნივთმა, რაც იბეიზე გაიყიდა, 168 მლნ დოლარის ღირებულება შეადგინა. Frank Mulder- ის დიზაინით შექმნილი იახტა რომან აბრამოვიჩმა იყიდა.

მობილურით შეძენილი ნივთი:

მობილურით შეძენილი ყველაზე ძვირადღირებული ნივთი არის 265 000 დოლარად შეფასებული თვითმფრინავი A PA-46-310P Malibu airplane.

ბილიონერი 3 წელიწადში:

იბეის დამფუძნებელი პიერ ომიდიარი კომპანიის დაფუძნებიდან 3 წელიწადში (31 წლის ასაკში) უკვე ბილიონერი იყო.

ქვეყანა, რომლის მცხოვრებლებიც ყველაზე მეტად ყიდულობენ eBay – დან:

ასეთი ქვეყანა ბრიტანეთია.

საუკეთესო დრო:

6:30 – 10:30 – PM. საიტზე შესყიდვებს სწორედ დროის ამ მონაკვეთში ახორციელებენ ადამიანები.

New/Buy It Now:

იმის მიუხედავად, რომ eBay აუქციონის საიტია, ნივთების უმრავლესობა (70%- ზე მეტი) ახალი პროდუქტია buy it now – ს ოფციით.