3/27/2020

თუ ჩვენი ვარაუდი გამართლდება, შემთხვევათა კლებას ვნახავთ იქ, სადაც ყველაზე დიდი აფეთქებაა" - ექსკლუზიური ინტერვიუ მეცნიერთან, რომელიც COVID-19-ზე კვლევას ატარებს

მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის მკვლე­ვარ­მა, ვირუ­სო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­ფე­სორ­მა, მო­ჰა­მედ სა­ჯად­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ახა­ლი,  რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავს, რომ ის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლე­ბი, სა­დაც COVID 19-ის ყვე­ლა­ზე დიდი აფეთ­ქე­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი ტემ­პე­რა­ტუ­რი­თა (5-11 გრა­დუ­სი) და ტე­ნი­ა­ნო­ბით (47-84%) ხა­სი­ათ­დე­ბა.
სა­ჯა­დი ვა­რა­უ­დობს, რომ შე­საძ­ლოა, ვირუ­სი სე­ზო­ნუ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბო­დეს და აღ­ნიშ­ნულ არე­ა­ლებ­ში დათ­ბო­ბას­თან ერ­თად შე­სუს­ტდეს. მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს და­უ­კავ­შირ­და და მას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა: 
თქვე­ნი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­რო­ნა­ვირუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით ვრცელ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში. რა პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს ამ მიგ­ნე­ბას მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის გზა­ზე?
- გვჯე­რა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სებს სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებს. ვი­ცით, რომ სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი სე­ზო­ნუ­რია, რაც ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი კონ­კრე­ტუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა და ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში, ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის მქო­ნე არე­ა­ლებ­ში აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან და მათ წლის სხვა დროს, გა­ზა­ფხულ­ზე ან ზა­ფხულ­ზე ტო­ვე­ბენ.
ახალ კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბის მსგავ­სად, მისი გა­და­ცე­მა შე­და­რე­ბით გრილ პი­რო­ბებ­ში ხდე­ბა, 5-11 გრა­დუ­სი­სა და და­ბა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბის პი­რო­ბებ­ში. ეს ჯერ კი­დევ შე­სა­მოწ­მე­ბე­ლია, თუმ­ცა თუ მარ­თლე­ბი ვართ, შე­იძ­ლე­ბა, ეს დაშ­ვე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო იყოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. მა­გა­ლი­თად, ის მი­გი­თი­თებს, თუ სად უნდა მო­ახ­დი­ნო შენი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და პო­ტენ­ცი­უ­რად, რო­დის უნდა ელო­დო ვირუსს.
- თქვენს კვლე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არის შან­სი, COVID-19-ს სე­ზო­ნუ­რო­ბა ახა­სი­ა­თებ­დეს. თუმ­ცა, თუ ვირუ­სის წარ­მო­შო­ბა ღა­მუ­რას ან პან­გო­ლინს უკავ­შირ­დე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მისი და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ ის კვლავ რა გზით შე­მობ­რუნ­დე­ბა?
- ავ­ხსნი, რას ვგუ­ლის­ხმობთ, როცა "სე­ზო­ნუ­რო­ბას" ვახ­სე­ნებთ. ტი­პი­უ­რად, სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბი შე­მოდ­გო­მა­ზე ან ზამ­თარ­ში, ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის არე­ა­ლებ­ში გვხვდე­ბა. მსოფ­ლი­ოს გარ­კვე­ულ არე­ა­ლებ­ში ისი­ნი პიკს აღ­წევს, შე­მოდ­გო­მა­ზე ან ზამ­თარ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი შემ­თხვე­ვა ფიქ­სირ­დე­ბა და შემ­დეგ, გა­ზა­ფხულ­სა და ზა­ფხულ­ში იკ­ლებს. თუმ­ცა, მა­შინ, რო­დე­საც ეს ხდე­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა ნა­წი­ლებ­ში შე­იძ­ლე­ბა ზამ­თა­რი იყოს და იქ ბევ­რი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­დეს.
ტრო­პი­კე­ბი­სა და სუბტ­რო­პი­კე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყოს, მაგ­რამ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია. ასე რომ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სე­ზო­ნუ­რო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ვირუ­სი კონ­კრე­ტულ ად­გი­ლებ­ში.
VIDEO: ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თან, რო­მელ­მაც ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა
მა­შინ, როცა ვირუ­სი ყო­ველ­წლი­უ­რად ან რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ერთხელ ცირ­კუ­ლი­რებს, შე­გიძ­ლია, მის ქცე­ვა­ზე ვა­რა­უ­დე­ბი გა­ა­კე­თო, მაგ­რამ და­სა­წყის­ში, რო­დე­საც იმუ­ნი­ტე­ტი არა­ვის აქვს, შე­საძ­ლოა, ვირუ­სის ქცე­ვა არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი იყოს, მისი აფეთ­ქე­ბე­ბი იმის გა­რეთ მოხ­დეს, რა­საც სე­ზო­ნუ­რად ვთვლით. ეს 10 წლის წინ, H1N1-ის შე­თხვე­ვა­ში ვი­ხი­ლეთ.
თუმ­ცა, თუ სე­ზო­ნუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, შემ­თხვე­ვა­თა კლე­ბა უნდა ვი­ხი­ლოთ იმ არე­ა­ლებ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე დიდი აფეთ­ქე­ბაა. ვნა­ხოთ, რა მოხ­დე­ბა ზა­ფხულ­ში, თუმ­ცა იმა­საც ვვა­რა­უ­დობთ, რომ შე­იძ­ლე­ბა, COVID 19-მა დაბ­რუ­ნე­ბა შეძ­ლოს
ვი­ცით, რომ ამ ეტაპ­ზე იტა­ლი­ა­ში ყვე­ლა­ზე რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს იტა­ლი­ის­თვის გა­მო­სა­ვა­ლი, რომ იქ გავ­რცე­ლე­ბა შემ­ცირ­დეს და რო­გორ უნდა აი­რი­დონ ქვეყ­ნებ­მა თა­ვი­დან მსგავ­სი ვი­თა­რე­ბა?
- სამ­წუ­ხა­როდ, იტა­ლი­ას ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა აქვს. ეს ბევ­რი ფაქ­ტო­რი­სა და რე­სურ­სე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ტეს­ტი­რე­ბის­თვის - უპირ­ვე­ლე­სი და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის­თვის, უნდა იცო­დე, ვინ ინ­ფი­ცირ­დე­ბა, რა რი­ცხვე­ბი გაქვს. ადეკ­ვა­ტუ­რი ტეს­ტი­რე­ბის სა­კი­თხი აქ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შიც დგას. ასე­ვე, უნდა გქონ­დეს ადეკ­ვა­ტუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და რე­სურ­სე­ბი, ვგუ­ლის­ხმობ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, სა­ჭი­როა სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბა იმის­თვის, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი "COVID ჰოს­პიტ­ლე­ბად" გა­და­კეთ­დეს...
ასე რომ, ეს შე­იძ­ლე­ბა დიდი პრობ­ლე­მა იყოს და ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო რამ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს, ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის მოს­მე­ნა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა.
შე­იძ­ლე­ბა თუ არა, კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ეფექ­ტუ­რი იყოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლის გა­დას­ხმა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლის­თვის?
- კარ­გი თემა წა­მო­წი­ეთ. რო­დე­საც სის­ხლზეა სა­უ­ბა­რი, დრო­ის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი იმ ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე ფიქ­რს ეთ­მო­ბა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტებ­ში ჩნდე­ბა, რო­დე­საც ისი­ნი ჯან­მრთელ­დე­ბი­ან და დიახ, არ­სე­ბობს პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ ამან იმუ­შა­ვოს - რომ სის­ხლი, პა­ცი­ენ­ტის შრა­ტი ან დაწ­მენ­დი­ლი ან­ტის­ხე­უ­ლი სხვა პა­ცი­ენტს მივ­ცეთ. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ა­ცალ­კე­ვო ან­ტის­ხე­უ­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ის აწარ­მოო.
სწო­რედ ესაა ერთ-ერთი, რა­ზეც ჩვე­ნი კვლე­ვის ცენ­ტრში, ჩემს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ვმუ­შა­ობთ. მაგ­რამ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ზოგ ინ­ფექ­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა, ან­ტის­ხე­უ­ლებ­მა უა­რე­სი შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს. ბო­ლომ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ვართ, ამ ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა მოხ­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თუ - უსარ­გებ­ლო, ან მე­ტიც, ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი. ჩვე­ნი ჩათ­ვლით, მას ბევ­რი ჯგუ­ფი სწავ­ლობს.
- რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი მთა­ვა­რი რჩე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, სა­დაც ჯერ­ჯე­რო­ბით 80 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და სწო­რედ ამ დღე­ებ­ში და­ი­წყო ახა­ლი ეტა­პი - შიდა გა­და­ცე­მა?
- დიახ, გა­და­ვა­მოწ­მე მო­ნა­ცე­მე­ბი და ვნა­ხე, თქვენ­თან რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ­ჟა­მად ეს რი­ცხვი მსოფ­ლი­ოს სხვა ად­გი­ლებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბია, რაც კარ­გია. ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი ტეს­ტი იყოს ხელ­მი­საწ­ვდო­მი. უნდა იცო­დეთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, სა­ბო­ლო­ოდ სა­დამ­დე ახ­ვალთ - ამის ცოდ­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.
მე­ო­რე სა­კი­თხი, რაც მო­სახ­ლე­ო­ბას შე­ე­ხე­ბა, ისაა, რომ მათ რე­ა­ლუ­რად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ჯან­დაც­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა რჩე­ვე­ბი, რად­გან მა­ში­ნაც კი, თუ სე­ზო­ნუ­რო­ბა­ზე ჩვე­ნი ვა­რა­უ­დი და­დას­ტურ­დე­ბა და ვთქვათ, შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა, სა­კი­თხა­ვია, რამ­დე­ნად შემ­ცირ­დე­ბა ისი­ნი. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ჩა­რე­ვი­სა და იმ ქმე­დე­ბე­ბის გარ­და, რა­საც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გა­სა­ჩე­რებ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, ამან შე­იძ­ლე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სხვა­ო­ბა მო­ი­ტა­ნოს იმ კუ­თხით, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა.