3/27/2020

"ქალებისთვის კარანტინი ღამის კოშმარად იქცა“ - კორონავირუსის გამო ოჯახური ძალადობის შემთხვევები გაიზარდა

დარ­ჩი სახ­ლში“ - ეს მთა­ვა­რი მე­სი­ჯია, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან და მე­დი­კო­სე­ბის­გან გვეს­მის. სახ­ლში დარ­ჩე­ნა კო­რო­ნა­ვირუ­სის ახა­ლი ტი­პის, COVID-19-ის კი­დევ უფრო გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი გზაა, რად­გა­ნაც ჯერ­ჯე­რო­ბით ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არც წა­მა­ლი არ­სე­ბობს და არც ვაქ­ცი­ნა.
კო­რო­ნა­ვირუ­სი ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს 199 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი და ამ ქვეყ­ნებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ წე­სებს ეჩ­ვე­ვი­ან, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­წე­სე­ბულ შე­ზღუდ­ვებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან


მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი სახ­ლშია გა­მო­კე­ტი­ლი. რა თქმა უნდა, სახ­ლში დარ­ჩე­ნას თან ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი ახ­ლავს. რომ არა­ფე­რი ვთქვათ მო­სა­ლოდ­ნელ ეკო­ნო­მი­კურ კრი­ზის­ზე, ყო­ვე­ლი­ვემ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში უკვე გა­მო­იწ­ვია ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის გაზ­რდა.
ადა­მი­ა­ნე­ბი სახ­ლებ­ში ოჯა­ხის მო­ძა­ლა­დე წევ­რე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდნენ და კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მათ გვერ­დით უფრო მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა უწევთ.