2/07/2020

ინფექციურ საავადმყოფოში დღეს ჩინეთის კიდევ ორი მოქალაქე შეიყვანეს


და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ჩი­ნე­თის ორი მო­ქა­ლა­ქე შე­იყ­ვა­ნეს. რო­გორც მან დღეს გა­მარ­თულ პრსკონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, გა­მოკ­ვლე­ვის პა­სუ­ხე­ბი დღეს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.
ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ორ პა­ცი­ენტს, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­დათ.
„მინ­და მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ დღეს ჩი­ნე­თის კი­დევ ორი მო­ქა­ლა­ქე შე­იყ­ვა­ნეს ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. რო­გორც გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ისი­ნი ერთ-ერთი დიდი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლია, რომ­ლე­ბიც ერთ-ერთ რა­ი­ონ­ში მუ­შა­ობ­დნენ, რო­მელ­საც არ და­ვა­სა­ხე­ლებ. ჩვე­ნი ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბი გა­სუ­ლე­ბი არი­ან, იკ­ვლე­ვენ ამ ადა­მი­ა­ნებს, აი­ღე­ბენ სინ­ჯებს და დღეს მათ­ზეც იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი. მინ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, რომ აქ­ტი­უ­რად შუქ­დე­ბა ეს სა­კი­თხი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ დრომ­დე ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არც ერთი შემ­თხვე­ვა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა და ქვე­ყა­ნა­ში ამ თვალ­საზ­რი­სით კვლავ და­ბა­ლი რის­კია. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­რი­სი მა­რა­გი არ­სე­ბობს იმის­თვის, რომ კო­რო­ნა­ვირუს­ზე ეჭ­ვის შემ­თხვე­ვა­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი შე­ა­მოწ­მონ.
ბრი­ფინგზე ასე­ვე წუ­თი­ე­რი დუ­მი­ლით პა­ტი­ვი მი­ა­გეს გარ­დაც­ვლი­ლი ჩი­ნე­ლი ექი­მის ხსოვ­ნას, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ პირ­ვე­ლად აც­ნო­ბა.
„ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და ნა­ბი­ჯე­ბი, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ქვე­ყა­ნა­ში იდ­გმე­ბა, სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია იმ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან, რა­საც ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი გას­ცემს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ჯერ კი­დევ ე.წ. და­ბა­ლი რის­კის მქო­ნე ქვე­ყა­ნად ვართ მიჩ­ნე­უ­ლი, რად­გან ჩვენ­თან ამ ეტა­პის­თვის ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არც ერთი შემ­თხვე­ვა არ­ყო­ფი­ლა.
ორ­შა­ბა­თი­დან უკვე გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ად­გილ­ზე დავ­სვათ სრუ­ლად დი­აგ­ნო­ზი, და­ვა­დას­ტუ­როთ შემ­თხვე­ვა და და­დას­ტუ­რე­ბულ გან­სა­ზღვრე­ბად ით­ვლე­ბა ის შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლიც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ანა­ლი­ზით დას­ტურ­დე­ბა და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არის. დღემ­დე ქვე­ყა­ნა­ში უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 12-მდე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ზი, ასე­ვე ჩვენ გა­მოვ­ცა­დეთ ტეს­ტე­ბი და ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად მუ­შა­ო­ბენ. აქვე მინ­და გი­თხრათ, რომ ქვე­ყა­ნა­ში მა­რა­გი საკ­მა­ოდ არის შექ­მნი­ლი. იცით, რომ ჩვე­ნი პარტნი­ო­რი გერ­მა­ნია დაგ­ვეხ­მა­რა, ახლა არის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენრტრი­დან მი­ვი­ღოთ, ასე­ვე ინ­გლი­სი­დან შე­ვი­ძი­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი ნაკ­რე­ბე­ბი. ასე, რომ სრუ­ლი მზად­ყოფ­ნაა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით“,-გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ

Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი