2/07/2020

ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა


სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის შე­დე­გად ქალი გარ­და­იც­ვა­ლა.
უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო, მიმ­დე­ბა­რე ბი­ნე­ბი­დან 7 მო­ქა­ლა­ქე გა­მო­იყ­ვა­ნეს. მათ სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.
"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ოპე­რა­ტი­ულ მარ­თვის ცენ­ტრ 112-ში შე­მო­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, თბი­ლის­ში, ქავ­თა­რა­ძის ქუ­ჩა­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთ ბი­ნა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­მა. მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კე­ტილ ბი­ნა­ში, სა­ი­და­ნაც გა­მო­დი­ო­და კვამ­ლი, უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ქა­ლა­ქე. სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში შე­სულ­მა მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა ხან­ში­შე­სუ­ლი ქა­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს.
ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბის გამო, მიმ­დე­ბა­რე ბი­ნე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლია 7 მო­ქა­ლა­ქე. მათ სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.
ხან­ძა­რი სრუ­ლად ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია.
ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და 7 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


Alidrop.club საინფორმაციო პორტალი - ექსკლუზივი, პოლიტიკა, ეკონომიკა, შოუ-ბიზნესი, მედიცინა, კრიმინალი, სპორტი