1/29/2020

რაჟდენ გაბრიჭიძე გარდაიცვალა / რუსთაველი ფოტოგრაფი


81 წლის ასაკში რაჟდენ გაბრიჭიძე გარდაიცვალა.
ცნობილი რუსთაველი ფოტოგრაფი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ის მძიმე სენს ებრძოდა.
გაბრიჭიძე რუსთავის ისტორიული ფოტოარქივის ავტორია. ფოტოგრაფი 50-იანი წლებიდან მოყოლებული ასახავდა ქალაქის პეიზაჟებსა თუ მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, ცნობილ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეებს. მის ნამუშევრებში ნაჩვენებია ძველი და თანამედროვე რუსთავის უნიკალური კადრები. ასეულობით ფოტოს ავტორი და უამრავი ჯილდოს მფლობელი, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელმაც რუსთაველებს ქალაქის ასეთი ხანგრძლივი ისტორია შემოუნახა.
რაჟდენ გაბრიჭიძე დღეს, 29 იანვარს გარდაიცვალა. იხილეთ რუსთაველი ფოტოგრაფის ნამუშევრები.