გთავაზობთ ძალიან სახალისო ანეგდოტებს სვანებზე. თუ მოგეწონებათ, სხვა კრებულსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ. გთხოვთ, კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი ფავორიტი ანეგდოტები და ჩვენს საიტზე აუცილებლად გამოქვეყნდება.
სვანი სტუმრადაა. გადმოიღო ხალადეცის ერთი, მეორე, მესამე ნაჭერი … თან სადაც შავი პილპილის ბურთულები შეხვდა, ხელსახოცზე დადო, შეახვია და ჯიბეში ჩაიდო.
გამომშვიდობებისას დიასახლისი ეუბნება:
– შეგამჩნიეთ ჩემი გაკეთებული ხალადეცი ძალიან მოგეწონათ და გაგატანთ. აი, მოგიმზადეთ.
– არა, რად გინდა, თესლი უკვე მიმაქვს.
მეგრელი და სვანი დაბოლდებიან. სვანი დაიგრუზება:
– ე, ბიჯო, ეს პლანი რაღაც მა*ლევებს.
– კი არ გა*ლევებს, ტვინი გაგეხსნა და მიხვდი რა და*ლევებულიც ხარ – პასუხობს მეგრელი.
სვანი მაგარ შარზეა და ცდილობს გურული წამოიკიდოს, მაგრამ ვერაფრით ახერხებს. გურული ოსტატურად უძვრება. ბოლოს ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა, ეკითხება:
– ნიკაპი რატომ გაქვს გაყოფილი?
– დედაჩემი ჩემზე ორსულად რომ იყო, მამაჩემი მაინც არ ასვენებდა და სულ ნიკაპში მხვდებოდა.
– მე რატომ არ მაქვს გაყოფილი?
– შენ ალბათ პირი გქონდა ღია.
სვანი და მეგრელი ლიფტში გაიჭედნენ. სვანი ყვირის:
– მიშველეეეთ, მიშველეეთ.
მეგრელმა უთხრა, მოდი ერთად ვიყვიროთო. სვანი:
– ერთააად, ერთააად.
სვანს კითხავენ ყველაზე ძლიერი ცხოველი რომელიაო? – სპილოო, პასუხობს.
– რატომ?
– ვირივით ჯანი აქვსო.
სვანი სტუდენტი მსუბუქი ყოფაქცევის ქალს აიყვანს სახლში. ქალი ეკითხება:
– მალე მორჩები?
– ჯერ მესამე კურსზე ვარ – პასუხობს ბიჭი.