1/29/2020

საქართველოში არის უბედურების პიკიი!! ისე უშვებენ ამ ჩინელებს ფულის გამო ხალხი საერთოდ სირზე კიდიათ

დგას თუ არა მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე?- ჩინეთში კორონა ვირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმე მდგომარეობაშია.მიუხედავად იმისა, რომ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსის გამო საერთასორისო ვაჭრობისა და მიმოსვლის აკრძალვას საჭიროდ არ მიიჩნევს, 22 იანვარს ორგანიზაციის წევრები იკრიბებიან და საკითხზე იმსჯელებენ.
საქართველო-ჩინეთს შორის ხშირი ავიარეისები სრულდება,თუმცა,  პროვინციასთან, სადაც  ვირუსია გავრცელებული საქართველოს პირდაპირი საჰაერო კავშირი არ აქვს.
მოსახლეობას სიმშვიდისკენ  მოიწოდებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატაიმნაძის, თქმით,  ჩინეთში დადგენილი ვირუსის გავრცელების საშიშროების წინაშე საქართველო არ დგას.
„ის რაც ჩინეთში ხდება არ არის გავრცელებული ეპიდემია. ცენტრალური ჩინეთის  ქალაქი უჰანი 16 მილიონიანი და აქედან  200 ადამიანია ავად,  200-დან 2  დაიღუპა,  მაგრამ ეს არ არის განგაშის სიგნალი.  ხვალ იკრიბება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტი, რომლებიც გასცემენ რეკომენდაციებს აღნიშნული დაავადების შესახებ.“-ამბობს პაატა იმნაძე.
მას შემდეგ რაც ე.წ ჩინური ვირუსი გავრცელდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ. ჩინეთის საზღვარზე კი, მათი შემოწმება რეგულარულად ხდება.
ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე აეროპორტში, სადაც ჩინეთიდან ფრენები ხორციელდება, მგზავრების თერმულ შემოწმებას ახორციელებენ.