9/06/2012

დიდ ბრიტანეთში ონლაინ-პორნოგრაფია 15 ივლისიდან დაიბლოკება

დიდი ბრიტანეთის მასშტაბით პორნოგრაფიის დაბლოკვის კანონპროექტი 2019 წლის 15 ივლისიდან ამოქმედდება.
რეგულაცია მიზნად ისახავს 18 წლამდე ადამიანებს არ ჰქონდეთ წვდომა პორნოგრაფიულ ვებსაიტებზე. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ თავდაპირველად განაცხადა, რომ მისი ამოქმედება აპრილში მოხდებოდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო 15 ივლისამდე გადაიდო.
ახალი კანონი აიძულებს პორნოგრაფიულ ინდუსტრიას, საიტზე შესვლისთანავე გაარკვიოს იმ მომხმარებელთა ასაკი, რომლებიც დიდი ბრიტანეთიდან დააპირებენ შესვლას, წინააღმდეგ შემთხვევაში ვებსაიტი დაიბლოკება პროვაიდერების მხრიდან.
ვებსაიტის ვიზიტორებს საკუთარი ასაკის დადასტურება შემდეგი დოკუმენტაციებით მოუწევთ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დიდი ბრიტანეთის პასპორტი, მართვის მოწმობა და საკრედიტო ბარათი, თუმცა მომხმარებლებს, როგორც ყოველთვის, შესაძლებლობა აქვთ აირიდონ ყოველგვარი დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა, ყველასათვის ნაცნობი VPN-ის დახმარებით.
ისეთ ვებსაიტებს, როგორებიც არიან: TwitterReddit და Imgur, არ ექნებათ ზემოთხსენებულ რეგულაციასთან შეხება მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილ ვებსაიტებზე შესაძლებელია პორნოგრაფიული მასალის როგორც ხილვა, ისე განთავსება.