10/03/2019

„ჩათვალეთ, რომ ღია საჯარო დაპირებას ვიძლევი“-რას გვპირდება პრემიერი?



"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი"-ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 


პრემიერი ამბობს, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჩადებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა გახარია საჯარო დაპირებას გვაძლევს, რომ მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს და ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი.

„გეთანხმებით, რომ ეს საკმაოდ ამბიციური მიზანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც რეგიონში ხდება, თუმცა ჩვენ, მთავრობა და ამას ჩათვალეთ, რომ ღია საჯარო დაპირებას ვიძლევი, მივლათ თითოულ კომპანიამდე, რომელსაც შეიძლება ბიუროკრატიული, შეიძლება სუბიექტირ პრობლემები აქვს.

მივალთ თითოეულამდე და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს. რა თქმა უნდა იგივეს გავაკეთებთ საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილში, რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ამბოსულუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის პირველ რიგში, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი, რამეთუ მან შეძლოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნა“-განაცხადა გიორგი გახარიამ.