9/18/2019

სიზმრების ახსნა


თაბაშირი, მებათქაშე - სიზმარში შებათქაშებული კედლების ნახვა ნიშნავს წარმატებას, თუმცა არასტაბილურს. თუ ბათქაშის ნატეხი გეცემათ–ეს აშკარა ნიშანია მოახლოებული უბედურებისა. მომუშავე მებათქაშეების ნახვა მოწმობს, რომ თქვენ ყველა მონაცემი გაქვთ იმისათვის, რათა უდარდელად იცხოვროთ

თავბრუსხვევა - სიზმარში თავბრუსხვევის შეგრძნება უსიამოვნებაა ოჯახსა და ბიზნესის სფეროში

თავდებობა - სიზმარში თავდებობა–ცხადში სერიოზული უსიამოვნებებია, თუ თავად უდგებით ვინმეს თავდებად, უსიამოვნებები არც ისე დიდი იქნება

თავი - სიზმარში ვიღაცის სასიამოვნო ფორმის თავის ნახვა მაუწყებელია სასურველ შეხვედრაზე გავლენიან ადამიანთან, რომელმაც, შესაძლოა, საჭირო მხარდაჭერა აღმოგიჩინოთ. თავის ნახვა სიზმარში ავადმყოფობის ნიშანია.
მოკვეთილი და სისხლიანი თავის ნახვა გიქადით საქმეების წახდენას და ყველაზე დიდი იმედების განადგურებას.
თუ სიზმარში თავზე ორი ან მეტი თავი გაქვთ, შესაძლოა დაწინაურება სამსახურში ან სხვა წარმატება. თუმცა არაა გამორიცხული, რომ წარმატება ხანგრძლივი არ აღმოჩნდეს.
სიზმარში თავის ტკივილის განცდა ზრუნვის მაუწყებელია. თუ თავი დასიებული გაქვთ, ცხოვრებაში ცუდზე მეტი სასიამოვნო გექნებათ. ბავშვის თავის ნახვა რაღაც კარგის მაუწყებელია. გარეული მხეცის თავის ნახვა ნიშნავს, რომ თქვნ გაინტერესებთ მხოლოდ მატერიალური ფასეულობები. თავის დაბანვა–რჩევის მისაღებად დაიწყებთ ცნობილი ადამიანის ძებნას

თავის მართლება - თუ სიზმარში ვინმეს წინაშე თავს იმართლებთ, გარკვეულ ქონებას დაეუფლებით, მაგრამ მანამდე სასამართლო გისწრებთ; თუ სხვების თავის მართლება გესიზმრებათ–მეგობრები გაგილამაზებენ დასვენებას და საქმეებიც დაგეხმარებათ

თავის ქალა - სიზმარში კბილებდაკრეჭილი თავის ქალის ნახვა ოჯახურ აშლილობას მოასწავებს. თუ მას ხელით შეეხეთ, საქმეებში უსიამოვნებები გელოდებათ. თუ თქვენი მეგობრის თავის ქალა დაგესიზმრათ, ცხადში იგი სამაგიეროს გადაგიხდით იმის გამო, რომ თქვენ უფრო წარმატებული აღმოჩნდით, ვიდრე თავად არის. თუ საკუთარი თავის ქალა დაგესიზმრათ–სინდისის ქენჯნას იგრძნობთ

თავკომბალა - წყალში თავკომბალას ნახვა მიგანიშნებთ საეჭვო გარიგებაზე. თუ გოგონას დაესიზმრება თავკომბალა ანკარა წყალში–ელის შეხვედრა მდიდარ, მაგრამ ზნედაცემულ ადამიანთან

თავმჯდომარე - რაიმე სხდომის ან ორგანიზაციის თავმჯდომარის დასიზმრება მიანიშნებს თქვენს სწრაფვას კარიერისაკენ. იყავით მიზანსწრაფული და სასურველს მიაღწევთ. თუ სიზმარში თავმჯდომარე რაიმეთი უკმაყოფილოა, ჯანმრთელობა შეგერყევათ. თუ თავად ხართ თავმჯდომარე, ცხადში თქვენი სიკეთე და სიმართლე დაფასდება

თავსხმა, კოკისპირული წვიმა - თუ სიზმარში ნახეთ თავსხმა–ე.ი. მალე მიიღებთ არაჩვეულებრივ კმაყოფილებას ხელოვნების ნაწარმოების გაცნობით, აგრეთვე, იმ ეგოისტური ქცევების ჭკვიანური შეფასებით, რომლებსაც მოაქვთ საეჭვო კმაყოფილება

თავშალი, მოსახვევი - თუ სიზმარში მოსახვევში გაეხვიეთ, ცხადში მლიქვნელი პიროვნება შეეცდება თავბრუ დაგახვიოთ. თავშალის დაკარგვა მოუსვენრობასა და მოწყენილობას მოასწავებს, ახალგაზრდა გოგონას კი ეს სიზმარი საბედისწერო სიყვარულს უქადის

თაიგული - ლამაზი, ხასხასა თაიგული სიზმარში ნიშნავს ვიღაც მდიდარი, უცნობი ნათესავისაგან მემკვიდრეობის მიღებას: ახალგაზრდებს ეს სიზმარი ჰპირდება სასიამოვნო, მხიარულ შეხვედრებს. დამჭკნარი თაიგულის ნახვა ავადმყოფობა და სიკვდილია

თალგამი - თალგამის მწვანე ფოთლები ბრწყინვალე მომავალსა და ოპტიმისტურ განწყობას გპირდებათ. სიზმარში თალგამის ამოძირკვა კეთილის ნიშანია–მოვლენები თქვენთვის სასიკეთოდ წარიმართება და ყველაფერს მიაღწევთ. სიზმარში თალგამის ჭამა, განსაკუთრებით კი მწვანესი–ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი თალგამს ჭამს–კარგი მემკვიდრეობა და ბედნიერი ქორწინება ელოდება

თამბაქო - მშრალი თამბაქოს ნახვა სიზმარში გიწინასწარმეტყველებთ წარმატებას მეწარმეობაში, მაგრამ წარუმატებლობას სიყვარულში. მშრალი თამბაქოს ფოთლები მიწათმოქმედს ჰპიდება კარგ მოსავალს.
თუ სიზმარში ჩიბუხს ეწევით, ცხადში ძველ მეგობარს შეხვდებით; თუ მასთან ნაჩხუბარი ხართ–აუცილებლად შერიდგებით

თაფლი - თუ სიზმარში იხილეთ თაფლი–მალე მნიშვნელოვანი ქონების მფლობელი გახდებით. გამოხდილი თაფლის ნახვა გპირდებათ სიმდიდრეს, სიმსუბუქეს. ამავე დროს, ნიშნავს, რომ ცხოვრებაში თან გდევთ რაღაც უსარგებლო ჟინი. თაფლის ჭამა სიზმარში–მოიპოვებთ სიყვარულსა და სიმდიდრეს. შეყვარებულებისათვის ეს არის სიმბოლო მხიარული განცდებისა და ბედნიერი ცოლ–ქმრული თანაცხოვრებისა

თაყვანისცემა - თუ თქვენ თაყვანს გცემენ, კარგი სიზმარი გინახავთ. მიუხედავად მაღალი თანამდებობისა, რომელსაც დაიკავებთ, ამასთანავე, სიყვარულსა და გარშემომყოფთა კარგ დამოკიდებულებას შეინარჩუნებთ

თახვები - თახვების დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი სიჯიუტითა და მოთმინებით მიაღწევთ ძალიან კარგ შედეგებს. თუ თქვენ თახვს კლავთ ბეწვის ბეწვის გულისათვის, სინამდვილეში დაგადანაშაულებენ თაღლითობასა და უდანაშაულო ადამიანისადმი უღირს საქციელში

თეატრი - თუ სიზმარში თეატრში წახვედით, ე.ი. მალე გამოგიჩნდებათ ახალი მეგობრები, რომლებთან მეგობრობაც თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. თუ საკუთარ თავს სპექტაკლში დაკავებულს ნახავთ, მოემზადეთ იმისათვის, რომ სიხარული, რომელსაც თქვენ განიცდით, ცხადში წუთიერი იქნება.
თეატრი–ვარიეტე მიგანიშნებთ, რომ, შესაძლოა, თქვენი მოუსაზრებლობით ქონება დაკარგოთ; მაგრამ საოპერო თეატრი ყველა თქვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ, რომ ხანძარმოდებული თეატრიდან გაქცევით შველით თავს, ცხადში სარისკო საქმეში მიიღებთ მონაწილეობას

თებერვალი - თებერვალი სიზმარში ხანგრძლივ ავადმყოფობას მოასწავებს. შესაძლოა, ცუდი განწყობა და ხასიათი დიდხანს გაგყვეთ; მაგრამ თუ მზიანი თებერვლის დღე გათენდა–რაღაც ბედნიერი მოვლენა სულიერ სიმტკიცესა და კმაყოფილებას მოგიტანთ

თევზი, თევზის დაჭერა - თუ თევზი სუფთა წყალში დაცურავს, თქვენ ბედის დიდი საჩუქარი გელით. გოგონასათვის ასეთი სიზმარი ბედნიერ ქორწინებას მოასწავებს. მკვდარი თევზი–უბედურების ნიშანია. წარმატებული თევზაობა ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებისეული გამოცდა გელით და მას თავს წარმატებით გაართმევთ. თუ დაგესიზმრათ, რომ სხვა თევზაობს, ეს ენერგიის მოზღვავებას და მოვლენების სასიკეთოდ წარმართვას ნიშნავს, რომელსაც თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენებთ.
თუ სიზმარში დადიხართ თევზის რიგებში–გელით შემოსავალი და სიხარული. თუ თქვენ უაზროდ იჭერთ თევზს, თქვენი ინდმეწარმეობით მიაღწევთ კეთილდღეობას, მაგრამ თუ ვერაფერი ვერ დაიჭირეთ, იმედები გაგიცრუვდებათ. თევზსაჭერი ბადე ნიშნავს მომგებიან შენაძენს, მაგრამ თუ ის გახეულია–შესაძლოა, უფრო მეტი დაკარგოთ, ვიდრე შეიძინოთ

თერმომეტრი - თუ სიზმარში დასცქერით თერმომეტრს–გექნებათ დისკომფორტი ოჯახსა და სამსახურში. გატეხილი თერმომეტრი მოასწავებს ავადმყოფობას. თუ გესიზმრებათ, რომ თერმომეტრზე ვერცხლისწყლის სვეტი დაბლა ეშვება–შეგაწუხებთ თქვენი საქმეების მდგომარეობა, მაგრამ თუ სვეტი მაღლა ადის–შეძლებთ თქვენს საქმეებთან დაკავშირებული ყველა უსიამოვნების გადალახვას

თესვა - თუ გლეხს დაესიზმრა, რომ თესავს, მას კარგი მოსავალი მოელის. თუ ეს სიზმარი ისეთ პიროვნებას დაესიზმრა, ვინც შორს არის სოფლის მეურნეობისაგან ეს სხვა სფეროებში საქმიანობას მისი შრომის დაფასებას მოასწავებს

თესლი - თესლი სიზმარში წარმატების ნიშანია, თუმცა ეს წარმატება შეიძება ცოტა მოგვიანებით მოვიდეს

თეფში - ქალიშვილი, რომელსაც თეფშები ესიზმრება, მომჭირნე იქნება და იღბლიანად გათხოვდება

თვალი - სიზმარში თვალის ნახვა გაფრთხილებთ ფარულ მტერზე, რომელიც ხელსაყრელ დროს უცდის, რათა გავნოთ. იგივე შეიძლება ითქვას სასიყვარულო ურთიერთობებშიც.
ელამი თვალები–ნიშანია ვერაგობისა, ცბიერებისა. სიზმარში თქვენზე მოპყრობილი ცისფერი თვალები მიგანიშნებთ წარუმატებლობაზე, რომელიც გელით თქვენი თავდაუჯერებლობის მიზეზით. რუხი თვალები მიგანიშნებთ ცბიერ ადამიანთან დაკავშირებულ უსიამოვნებაზე.
თუ სიზმარში თქვენ თვალის ანთება გაქვთ ან კარგავთ თვალს–საგანგაშო მოვლენის ნიშანია. ასევე ცუდია სიზმარი, რომელშიც ცალთვალა კაცი გამოგეცხადებათ. ის ისეთ უბედურებას მოასწავებს, რომელიც არც კი დაგსიზმრებიათ

თვითმკვლელობა - თუ სიზმარში თავის მოკვლა გადაწყვიტეთ, ეს უბედურების ნიშანია, რომელიც დიდხანს არ მოგშორდებათ. თუ სიზმარში თვითმკვლელობის მოწმე გახდით ან მის შესახებ გაიგონეთ, ცხადში სხვისი წარუმატებლობა თქვენს საქმეებს ხელს შეუშლის. თუ ახალგაზრდა გოგონას ესიზმრა, რომ მისი შეყვარებული თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ე.ი. იგი მას ღალატობს.

თივა - თივის ზვინი მიუთითებს, რომ ახლო მომავალში თქვენი საქმეები არც თუ წარმატებით წარიმართება, ხოლო ჯანმრთელობა გაგიუარესდებათ. დაფანტული თივა უშედეგო საქმიანობაზე მიანიშნებს. ქალისათვის თივის დასიზმრება უსარგებლო გარჯაზე მიუთითებს. თუ თივა იწვის, ეს სასიკეთო პერიოდის მოახლოებას მოასწავებს თქვენს ცხოვრებაში. თუ თივას პირუტყვს აჭმევთ, ცხადში გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებით. როცა თივით თქვენი სახლის სახურავს ფარავთ, ეს მოსალოდნელ უბედურებას მოასწავებს, რომლის ასაცილებლად დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ.
თუ თქვენ თივის ზვინს ამზადებთ, ეს კეთილის ნიშანია. გლეხისთვის ასეთი სიზმარი დიდი მოსავლის მომასწავებელია. ახლადმოთიბული ბალახის ზოლი სიზმარში უდიდესი წარმატების ნიშანია. თუ თივის ზვინები დაგესიზმრათ, სასიამოვნო და საჭირო ნაცნობობა გელით

თივის ლეიბი - თივის ლეიბი სიყვარულში სერიოზულ სიძნელეებს, გოგონასათვის კი ეჭვიანი მოწინააღმდეგის გამოჩენას მოასწავებს

თითები - თუ საკუთარი ცერი დაგესიზმრათ–ვიღაც თაღლითი მოგატყუებთ; თუ დიდი თითი გტკივათ, საქმეებში უსიამოვნებები არ აგცდებათ; თუკი სიზმარში თქვენს ხელს უყურებთ და ხედავთ, რომ ცერი არ გაქვთ, მოგელით მარტოობა და სიდუხჭირე. თუ ცერი არაბუნებრივად პატარაა, თქვენი სიხარული ხანმოკლე იქნება; თუ იგი არაპროპორციულად დიდია–გელით სწრაფი წარმატება.
რაიმეთი დასვრილი დიდი თითი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ გრძნობებს აყევით და დიდ სიამოვნებას განიცდით. ძალზე გრძელი ფრჩხილი ცერზე–თქვენს საეჭვო სიამოვნებებზე ხელმოცარულობას გულისხმობს. თუ თითები ჭუჭყიანი და დაკაწრულია, ცხოვრებაში უსიამოვნებებს ელოდეთ.
თუ დაგესიზმრათ კარგად მოვლილი ლამაზი ხელები–თქვენი გულღიობა, კეთილგანწყობა და სიუხვე აღიარებას მოიპოვებს. თუ ხელზე თითები აქ გაქვთ, ეს მსხვილი მატერიალური დანაკარგის ნიშანია

თილისმა - თუ გესიზმრებათ, რომ თილისმას ატარებთ, ცხოვრებაში იმედიან მეგობარს შეხვდებით და ამა ქვეყნის უძლიერესის კათილგანწყობას მიაღწევთ. თუ ქალიშვილს ესიზმრება, რომ მას შეყვარებული თილისმას ჩუქნის, მისი ქორწინება ისეთი იქნება, როგორზეც ოცნებობდა

თირკმელები - საკუთარი თირკმელები–სერიოზული ავადმყოფობა ან ცოლქმრული უსიამოვნებებია. თუ გესიზმრებათ, რომ თირკმელები გაწუხებთ, ცხადში რაღაც ექსტრაორდინალური მოვლენის გამო უსიამოვნება შეგხვდებათ. თირკმელების ჭამა–უცნობისაგან თქვენ სასიყვარულო საქმეში ჩარევას ნიშნავს

თიხა - თიხა სიზმარში მიგანიშნებთ მოსალოდნელ გაკოტრებაზე. თუ თხრით ორმოს თიხიან ნაპირზე–ცხადში მოგიწევთ დათმობა მტრების ყველაზე დაუჯერებელი მოთხოვნებისადმი. მიწის თხრისას თუ უცბად წააწყდებით თიხას–ცუდი ნიშანია: თქვენი ყველა პროგრესული წამოწყება უკუღმა წავა. ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს უსიამოვნებას სიყვარულში, საზოგადოებრივ ურთიერთობებსა და ბიზნესში

თმები - თუ ქალი სიზმარში ხედავს თავის ლამაზ თმებს, მიანიშნებს ქარაფშუტულ საქციელზე, რომელსაც მერე ინანებს. კაცი თუ ხედავს თავის გამეჩხერებულ თმას, ე.ი. გაუმართლებელი დიდსულოვნება მიიყვანს გამუდმებული შიშით გამოწვეულ ავადმყოფობაზე. გაჭაღარავებული თმები სამწუხარო ნიშანია–მაუწყებელი სიკვდილისა ან გადამდები ავადმყოფობისა ოჯახში, ნათესავებში ან ახლო მეგობრებში.
თმებით დაფარული საკუთარი თავის ნახვა ნიშანია მიტევებისა და მოწყალებისა. ქალებისათვის კი თავისი ზნეობის საზიანოდ ახირების დათმობას ნიშნავს. თუ კაცს ესიზმრება, რომ აქვს შავი, ხვეული თმები, მას შეუძლია თავისი მომხიბვლელი ღიმილით აცდუნოს ადამიანები. ასევე შეიძლება მოიქცეს ის ქალთან მიმართებაში. ქალს შავი კულულები მიანიშნებს, რომ უნდა იფრთხილოს, თორემ გააუპატიურებენ.
მიჯნურზე ქერა თმების ნახვა ნიშნავს, რომ ღალატისათვის უარგყოფენ. მწითური თმები ყოველთვის ცვლილებებს მოასწავებენ. თუ სიზმარში თქვენ შავი თმები გაქვთ–ცხადში არ გაგიმართლებთ კარიერის არჩევანში. სუფთა და კარგად მოვლილი თმების ნახვა თქვენი ბედის უკეთესობისაკენ ცვლილებას გულისხმობს. თუ სიზმარში ძალიან მოკლედ იჭრით თმებს, მეგობრებს სიკეთისათვის სიკეთით გადაუხდით.
რბილი და მბზინავი თმების ნახვა–ბედნიერება და განცხრომაა. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ შავ თმებში ჭაღარებიც ურევია, მაშინ ის ძალიან მალე დადგება არჩევანის წინაშე და კარგად უნდა დაფიქრდეს, რომელი წინადადება მიიღოს, თორემ არჩევანმა შეიძლება დანაკარგი მოუტანოს. აწეწილი, მოუვლელი თმები–წარუმატებლობა, განხეთქილება და უსიამოვნებაა ოჯახში.
თუ ქალი სიზმარში ძლივს ივარცხნის აწეწილ თმებს, ის თავისი აუტანელი ხასიათის გამო დაკარგავს ღირსეულ ადამიანს. როცა ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს ჭაღარა ქალს, მაშინ მის ოჯახში შემოვა მეტოქე. თუ სიზმარში თმებს გაჭრიან, ელოდეთ იმედგაცრუებას.
თუ ქალი სიზმარში მელოტდება, ბედი ზურგს აქცევს და თვითონ მოუწევს მუშაობა თავის სარჩენად. მამაკაცებს და ქალებს თოვლივით თეთრი თმები ჰპირდება სასიამოვნო ცნობას, მოგზაურობას, შეხვედრებს.
თუ მამაკაცი სიზმარში ქალს ეფერება თმებზე–ის მოიპოვებს კარგი მდგომარეობის მქონე ქალის სიყვარულსა და ნდობას, რომელიც საზოგადოების აზრს და განსჯას ყურადღებას არ მიაქცევს.
ყვავილები თმებში–ლაპარაკობენ მოახლოებულ უსიამოვნებაზე, რომელიც ახლოს ისე საშინელი არ აღმოჩნდება, როგორც შორიდან ჩანდა. თუ შეკრული ჭაღარა თმები იშლება, ელოდეთ უსიამოვნებას საქმეში–თქვენს ფერად ოცნებებს ავადმყოფობა დაჩრდილავს. ერთ ღამეში გაჭაღარავებული კაცის ნახვა ნიშნავს მწუხარებასა და სიღარიბეს. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი უქადის შეყვარებულის დაკარგვას ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის გამო. მან ფრთხილად უნდა შეაფასოს თავისი გარემოცვა.

თმის დავარცხნა - თმის დავარცხნა ცუდი სიზმარია. იგი მეგობრებთან უსიამოვნებას, ახლობლის ავადმყოფობას და ქონების დაკარგვას ნიშნავს

თოვლი - თოვლი ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ცხოვრებაში სერიოზული სიძნელეები გელოდებათ. ქარბუქი მოულოდნელ შფოთვას და შეძრწუნებას მოასწავებს ისეთი ამბის გაგების გამო, რომელსაც დიდი ხანია მოუთმენლად ელით. თუ სიზმარში თოვლს ჭამთ–მოსალოდნელია თქვენი იდეალების დამსხვრევა. ჭუჭყიანი თოვლი იმის ნიშანია, რომ ბედს დაემორჩილეთ და იმ ადამიანების დაცინვას, ვისაც ეჯავრებით, გულგრილად შეხვდებით.
თუ გესიზმრებათ, რომ თოვლი დნება, თქვენი დღევანდელი შიში დიდი სიხარულით შეიცვლება. თუ თოვლის ფიფქებს ფანჯრიდან უყურებთ–ახლო მომავალში საყვარელ ადამიანს წაეჩხუბებით, სიტუაციას დაამძიმებს ფულის უქონლობაც. თოვლით დაფარული მწვერვალი ნიშნავს, რომ თქვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შეეცდებით დაუმსახურებელი წარმატებისათვის იბრძოლოთ.
ზამთრის მზით განათებული თოვლის პეიზაჟი თუ დაგესიზმრათ, ფორტუნა თქვენსკენ შემობრუნდება. თუ გოგონა ციგაზე ზის და თოვლში მიექანება, ცხადში თავისი სიყვარულისათვის ბრძოლა მოუწევს. გუნდაობა ოჯახურ სირთულეებს მოასწავებს, რომლის მოსაგვარებლად დიდ ძალისხმევას დახარჯავთ. თუ დაგესიზმრათ, რომ თოვლში დაიკარგეთ, თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებების პერიოდი დაიწყება

თოლია - სიზმარში თოლიას ნახვა ცხადში თქვენი საქმიანი პარტნიორების სიძუნწესა და არაკეთილსინდისიერებას მოასწავებს. მკვდარი თოლიები მეგობრებთან განშორებას ნიშნავს

თრობა - თუ სიზმარში თვრებით, რეალურად გაქვთ ლტოლვა სიამოვნებისაკენ

თუთა - თუთის ნაყოფის ნახვა სიზმარში ნიშნავს უცაბედ ავადმყოფობას, რომლის გამოც აგერევათ ყველა გეგმები და ხელი შეგეშლებათ დასახული მიზნების განხორციელებაში. თუ სიზმარში მიირთმევთ თუთას–ელოდეთ მწარე გულგატეხილობას

თუთია - თუ სიზმარში თუთია დაგესიზმრათ, ცხადში სოციალურ კიბეზე სწრაფი და ენერგიული წინსვლა მოგიწევთ

თუთიყუში - თუთიყუში დროის ფუჭად გატარების სიმბოლოა. თუ მოლაპარაკე თუთიყუში დადუმდა, ეს ოჯახში უთანხმოების შეწყვეტას ნიშნავს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას თუთიყუში ჰყავს, შეყვარებული ცუდი ქცევის გამო უსაყვედურებს. თუ თუთიყუშს ლაპარაკს ასწავლით, მაშინ პირად საქმეში უსიამოვნებები გექნებათ. მკვდარი თუთიყუში მეგობრის დაკარგვას მოასწავებს

თხა - სიზმარში თქვენს ეზოში თხის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც მოასწავებს მშვენიერ სეზონურ ამინდსა და მარცვლეულის კარგ მოსავალს. ასეთი სიზმარი შეიძლება ნიშნავდეს ასევე საქმიანობის კარგად წარმართვასა და ქონების ზრდას.
თუ სიზმარში თხა გრჩოლით, ფრთხილად იყავით კონკურენტებთან მიმართებაში, რომლებსაც ძალიან უნდათ თქვენი გეგმების გაგება. თუ ქალი თავის თავს ხედავს თხაზე მჯდომარეს, შესაძლოა თავისმა უღირსმა საქციელმა რეპუტაცია შეულახოს. თუ ქალი სიზმარში სვამს თხის რძეს, ის გათხოვდება მდიდარ ადამიანზე და იცხოვრებს ბედნიერად

თხილი - თხილის შეგროვება წარმატებულ მეწარმეობასა და ბედნიერ სიყვარულს გპირდებათ; თუ თხილს ჭამთ–შეძლებთ ნებისმიერი ოცნების ახდენას. თხილი ქალს უწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავალს. ძირს მობნეული შემოსული თხილი გპირდებათ წყნარ ოჯახურ ცხოვრებას და კარგ შენაძენს

თხოვნა - თუ სიზმარში ვინმეს დაჟინებულ თხოვნას ასრულებთ, ცხადში ისეთი საქმე გაგიჩნდებათ, რომელიც დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. თუ სიზმარში გადაუდებელი თხოვნით მოგმართავენ, ცხადში ხელმოკლედ იქნებით, მაგრამ, თქვენი ენერგიისა და მიზანსწრაფულობის წყალობით, გამოხვალთ ამ სიტუაციიდან. სიზმარში თქვენთვის წამოყენებული დასაბუთებული თხოვნა–თქვენს საქმეში დიდ წარმატებას გიწინასწარმეტყველებთ

თხრა - სიზმარში თხრა ნიშნავს, რომ წინ გელით ძნელი, მაგრამ არაღირებული ცხოვრება. თუ თქვენ ამოთხარეთ და იპოვეთ რაღაც მბრწყინავი ფასეულობა, ეს მოასწავებს თქვენი ბედის საკეთილდღეოდ შემობრუნებას, მაგრამ თუ ორმო ცარიელია, ე.ი. მოგელით უბედურება. თუ ორმოში, რომელიც ამოთხარეთ, წყალია, მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა, ვერ შეძლებთ მდგომარეობის შეცვლას

თხრილი - თხრილში ჩავარდნა დეგრადაციისა და პირადი დანაკარგის ნიშანია, მაგრამ თუ გადაახტით–გარშემომყოფებს გაუფანტავთ ყველა ეჭვს, რომელიც გამოწვეული იყო თქვენ მიერ გამოწვეული შეცდომებით

თხუნელა - თხუნელა გაფრთხილებთ, რომ გყავთ ფარული მტრები. თუ თქვენ დაიჭირეთ თხუნელა, შეძლებთ ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევას და დაიკავებთ განსაკუთრებულ მდგომარეობას თქვენს წრეში.


ია (იები) - თუ სიზმარში იებს უყურებთ, აგროვებთ და ამით სიამოვნებას იძენთ, ცხადში ბედნიერი შემთხვევა ძალზე საინტერესო ადამიანს შეგახვედრებთ. დამჭკნარი და გამხმარი იები უარყოფით სიყვარულს ნიშნავს

იანვარი - იანვარი სიზმარში იმის ნიშანია, რომ ბავშვები სადარდელს გაგიჩენენ და საქმიანი პარტნიორებიც თქვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვენ

იარაღი - ცეცხლსასროლი იარაღი უბედურების მომასწავებელია. თუ გესმით გასროლა–დანახარჯი გექნებათ. თუ თქვენ ესვრით ვიღაცას–უფრთხილდით უპატიოსნებას. თუ გესროლათ ვინმემ–არაკეთილმოსურნენი ბევრ თავსატეხს გაგიჩენენ; შესაძლოა ამას ავადმყოფობაც დაერთოს. გოგონას თუ ესიზმრება სროლა, ჩაითრევენ რაღაც სკანდალში, რომელიც მის რეპუტაციას შელახავს. გათხოვილ ქალს ასეთი სიზმრი უქადის უბედურებას, რომელშიც დამნაშავე მისი მეგობარი იქნება

იასპი (ქვა) –ბედნიერი სიყვარულის ნიშანია. თუ გოგონას დაესიზმრა ,რომ მან იასპის მორთულობა დაკარგა, მას და მის შეყვარებულს შორის მოულოდნელი გაუგებრობა მოხდება

იახტა - სიზმარში ლამაზი იახტის ნახვა სასიამოვნო დასვენების ნიშანია, რითაც თქვენ თავს განარიდებთ მომაბეზრებელ მეგობრებსა და ნათესავებს. თუ იახტა ნაპირზეა გამორიყული, ეს იმის ნიშანია, რომ გართობა არ დაგაკმაყოფილებთ და მოსაწყენად მოგეჩვენებათ

იგავ–არაკი - თუ გესიზმრებათ, რომ იგავ–არაკს ყვებით, სერიოზული არჩევანის წინაშე დადგებით, რისთვისაც საკუთარ თავში დარწმუნებული და თავდაჯერებული უნდა იყოთ. შეყვარებულებსა და გოგონებს ასეთი სიზმარი უსიამოვნებებსა და შეყვარებულის ღალატს უქადის. ახალგაზრდებს იგავების კითხვა ან მოყოლა ჰპირდება რომანტიკულ სიყვარულს. მითების მოსმენა ან საუბარი რელიგიურ თემებზე–ნიშანია ღვთისმოსაობისა

იდაყვები - იდაყვების ნახვა მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ რაღაც, ძალზე დაძაბული სამუშაოს შესრულება, რომლისთვისაც მცირეოდენ გასამრჯელოს მიიღებთ. ახალგაზრდა ქალისათვის ეს წარმატებული ქორწინების პერსპექტივაა. თუ იდაყვები გასვრილია, მაშინ ის ხელიდან გაუშვებს გათხოვებისა და ამით მდგომარეობის გაუმჯობესების შანსს

იდეალი - თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს თავისი იდეალის მამაკაცს, ცხადში მას ელის მთელი რიგი უწყვეტი სიამოვნებისა და მრავალი სურვილის შესრულება. თუ უცოლო კაცი ნახავს თავის იდეალს–ეს საქმეში კარგი ცვლილებების ნიშანია

იდიოტი - თუ სიზმარში შეხვდით იდიოტს, ელოდეთ დანაკარგს. თქვენი თავის ნახვა იდიოტად–გეგმების ჩაფუშვას მოასწავებს. სიზმარი ჭკუასუსტ ბავშვებზე მოასწავებს დანაღვლიანებას და ბედის არასასურველ ცვლილებას

იეროგლიფები - იეროგლიფების დასიზმრება ნიშნავს, რომ თქვენი გაუბედაობა გახდება თქვენი გასაჭირისა და ფულადი დანაკარგის მიზეზი. თუ სიზმარში შეძლებთ იეროგლიფების წაკითხვას, სინამდვილეში შეძლებთ რაღაც სიძნელეების სწრაფად გადალახვას

იზოლირებული ბინა - თუ სიზმარში იმყოფებით იზოლირებული ბინის მისაღებ ოთახში, რაღაც მოულოდნელი მოვლენა დაგირღვევთ მშვიდ ცხოვრებას. თუ უბრალოდ, ათვალიერებთ იზოლირებული ბინის ოთახს, გახდებით სოლიდური ქონების პატრონი. თუ შორიდან ტკბებით ლამაზი შენობის ყურებით–გპირდებათ უკეთეს მომავალს

იმპერატორი ქალი - სიზმარი, რომელშიც გესიზმრებათ იმპერატორი ქალი, გაუწყებთ, რომ თქვენ მალე მოგანიჭებენ დიდ პატივს, მაგრამ თქვენი სიამაყე ბევრს უკან უბიძგებს და მათ მტრობისათვის განაწყობენ. იმპერატორისა და ქალი–იმპერატორის ნახვა განსაკუთრებით ცუდი არ არის, მაგრამ მომავალ სიკეთეს მაინც გიქადით

ინგლისელი - სიზმარში, რომელშიც თქვენ თავს ხედავთ ინგლისში ან ხვდებით ინგლისელს, გიქადით ხლაფორთსა და შიშს

ინდაური - ინდაურის დასიზმრება ბიზნესმენს ჰპირდება შემოსავალს საქმეში, ხოლო გლეხებს–მდიდარ მოსავალს. გასაყიდად გამზადებული ინდაურის ნახვა იმის ნიშანია, რომ თქვენი საქმეები გაუმჯობესდება.
ავადმყოფი ან მკვდარი ინდაურების ნახვა ნიშნავს გარემოების გამო შევიწროებას, რომელიც თქვენს სიამაყეს ტანჯვას მიაყენებს. თუ სიზმარში ჭამთ ინდაურის ხორცს–ელოდეთ სასიამოვნო მოვლენას. მფრინავი ინდაურის ნახვა ნიშნავს წარმატებასა და პოპულარობას, რომელიც უახლოეს მომავალში გეწვევათ.
ინდაურს ესროლოთ გასართობად, ნიშნავს, რომ თქვენს სიმდიდრეს ყოველთვის პატიოსანი გზებით არ მოიპოვებთ

ინვალიდი - ინვალიდის დასიზმრება გპირდებათ უსიამოვნო პარტნიორებს, რომლებიც შეეცდებიან თქვენი ინტერესების ხელყოფას. დასიზმრება, თითქოს თქვენ ხართ ინვალიდი–ნიშნავს, რომ გემუქრებათ უსიამოვნებანი

ინჟინერი - ინჟინრის დასიზმრება მოასწავებს საკმაოდ დამღლელ მოგზაურობას, მაგრამ სამსახსოვრო და მხიარულ შეხვედრებს

ინსტრუმენტები - სამუშაო ინსტრუმენტების დასიზმრება გპირდებათ რაღაც სამუშაოს წარუმატებლად დასრულებას. თუ გესიზმრებათ დამტვრეული ინსტრუმენტები, გემუქრებათ სერიოზული ავადმყოფობა, ნათესავის სიკვდილი ან წარუმატებლობა საქმეში.

ირემი - ირმის ნახვა სიზმარში კარგი ნიშანია–ახალგაზრდებს მტკიცე მეგობრობას, ხოლო ცოლ–ქმარს გაწონასწორებულ ცხოვრებას ჰპირდება. შველი სიმბოლოა საიმედო და სამართლიანი მეგობრებისა, შეყვარებულთათვის კი ნიშნავს ერთგულებასა და სიწმინდეს. თუ ირემი მიკალით, ცხადში მტრები მოგწამლავენ. ფერმერებისა და საქმიანი ადამიანებისათვის ირემზე ნადირობა საქმის ჩავარდნას ნიშნავს

ისარი - თუ სიზმარში ისარი გიჭირავთ ხელში, უსიამოვნებები დიდი ხნით დაგტოვებენ. გატეხილი ისარი სიყვარულში იმედგაცრუებას მოასწავებს

იხვები - გარეული იხვები წყნარი წყლის ზედაპირზე გპირდებიან ბედნიერ მოგზაურობას. შინაური იხვები–სახლის აყვავებას და კარგ მოსავალს იმას, ვინც მიწათმოქმედებით არის დაკავებული. თუ სიზმარში იხვებზე ნადირობთ, უნდა გადახედოთ დასახულ გეგმებს. მფრინავი იხვები მეტყველებენ იმაზე, რომ იღბალი თქვენ მიმართ იქნება კეთილგანწყობილი. შესაძლოა, კარგად დაქორწინდეთ და გადახვიდეთ ახალ სახლში, სადაც გეყოლებათ შესანიშნავი ბავშვები

იჯარა - თუ თქვენ სიზმარში იჯარით აძლევთ სახლს, ეს ნიშნავს თქვენს ცხოვრებაში ახალ, საკმაოდ შემოსავლიან მოლაპარაკებას. თუ გესიზმრებათ, რომ ვერ შეძელით საკუთარი ქონების იჯარით გაცემა, ეს ნიშნავს თქვენს არასაკმარის აქტივობას ცხოვრებაში: გმართებთ უფრო ენერგიული და დაჟინებული მოქმედება თქვენი მიზნის მისაღწევად.
სიზმარში საიჯარო ქირის გადახდა ცხადში დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა ფინანსურ საქმიანობაში.თუ თქვენ სიზმარში არ გაქვთ იჯარის ქირის გადახდის საშუალება, ცხადში თქვენი საქმეები მალე წახდება, რასაც ხელს შეუწყობს თქვენი ელიტარული გართობები



კაბა - თუ გოგონას დაესიზმრა კარგად შეკერილი კაბა–მეგობრები აღტაცებულნი იქნებიან მისი ქცევით. თუ მას კაბა დაეხა, იგი უღირსად იქცევა და ამისთვის შენიშვნებს მიიღებს. თუ ქალი კაბას იზომებს, მალე თავის მეტოქეს შეხვდება. თუ მას დაესიზმრა, რომ ახალი კაბის საყიდლად გახდომას აპირებს, ცხადში იგი წარმატებას მოიპოვებს და თავის მეტოქეს აჯობებს

კადრილი - თუ თქვენ ცეკვავთ კადრილთან, ე.ი. გელოდებათ სასიამოვნო დროსტარება

კავალერია, ცხენოსანი ჯარი - კავალერიის დივიზიონის ნახვა მიგანიშნებთ პირად წარმატებასა და ჯილდოზე, მაგრამ თქვენს დაწინაურებას შეიძლება ახლდეს პატარა სენსაცია

კაზაკი - კაზაკის დასიზმრება ნიშნავს დამცირებას, ლაქას თქვენს რეპუტაციაზე, გამოწვეულს სულმდაბალი გართობითა და უზნეო საქციელით

კათედრა - სიზმარში კათედრის დასიზმრება მოასწავებს ნაღველსა და ჯავრს. თქვენი თავი ნახოთ კათედრასთან–ნიშნავს ავადმყოფობას ან სამუშაოს დამაკმაყოფილებელ შედეგს

კაიუტა - სიზმარში ხომალდის კაიუტაში ყოფნა ნიშნავს, რომ თქვენ გეწვევათ უბედურება, უფრო სწორედ, ეს იქნება სასამართლო პროცესი, რომელსაც წააგებთ თქვენი მოწმის არადამაჯერებელი ჩვენებით

კაკაბი - კაკაბის ნახვა სიზმარში გპირდებათ სიმდიდრის მოსაპოვებლად კარგი პირობების შექმნას. კაკაბის დაჭერა კაკანათით ნიშნავს, რომ თქვენი იმედები გამართლდება. კაკაბის მოკვლა–მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესანიშნავად უძღვებით საქმეს, თქვენი ქონების დიდი ნაწილი სხვების ხელში გადავა. კაკაბის ჭამა–მიიღებთ კმაყოფილებას დამსახურებული პატივისაგან. მფრინავი ფრინველის ნახვა–ბრწყინვალე მომავლის პერსპექტივაა

კაკალი - კაკალი სიზმარში მაუწყებელია ჭეშმარიტი სიხარულისა და ბედის კეთილგანწყობისა. თუ სიზმარში თქვენ ამტვრევთ ჭიან კაკალს–თქვენი მოლოდინი შეიცვლება მწუხარებითა და იმედგაცრუებით. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ ხელები გასვრილი აქვს კაკლით, ე.ი. მისი შეყვარებული თავის ყურადღებას გადაიტანს სხვა ქალზე, რის გამოც იგი ბევრს ინანებს გაუაზრებელი საქციელის გამო.

კაკანი, კრიახი - თუ სიზმარში გესმით ქათმების კრიახი–ნიშანია რაღაც ცნობისა, რომელიც გაგაოცებთ; შესაძლოა გაიგოთ ვიღაცის ნაადრევი სიკვდილი, შეიძლება, ავადმყოფობამ თქვენთვის საყვარელი ადამიანი გაკოტრებამდე მიიყვანოს

კაკაო - თუ კაკაო დაგესიზმრათ, მეგობრობას დაამყარებთ არასასიამოვნო ხალხთან სამსახურში დაწინაურების მიღწევის მიზნით

კალათი - თუ სიზმარში თქვენ მიგაქვთ სავსე კალათი, გელით უდიდესი წარმატება. ცარიელი კალათი მოგიტანთ მწუხარებასა და დაუკმაყოფილებლობას

კალეიდოსკოპი - სიზმარში კალეიდოსკოპის ნახვა თქვენს ცხოვრებაში სწრაფი ცვლილებებისა და მცირე სიხარულის მომასწავებელია

კალენდარი - თუ სიზმარში კალენდარში აწარმოებთ ჩანაწერებს–მთელი წლის განმავლობაში არ უღალატებთ თქვენს ჩვევებს და იქნებით წესიერი სიტყვასა და საქმეში. უბრალოდ, ნახვა კალენდრისა–გაწბილებაა თქვენს ვარაუდებში

კალია - კალია სიზმარში წინააღმდეგობებს მოასწავებს. იგი საქმეებში შეფერხებას ნიშნავს. თუ კალია ქალს დაესიზმრა, მას მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი გამოუჩნდება. თუ კალია ბოსტნეულზე მიცოცავს, უსიამოვნო მოვლენები თქვენს ინტერესებს ზიანს მიაყენებს. თუ კალიების გუნდით მინდორი დაიფარა–ეს ავადმყოფობის ნიშანია. თუ კალიების გუნდი მზეს ჩრდილავს–ცუდი ამბებია მოსალოდნელი

კალმახი - კალმახი სიმდიდრისა და ბედნიერების ნიშანია. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს, კალმახს ნახავთ, დაიჭერთ თუ მიირთმევთ. მაგრამ თუ სიზმარში კალმახი ანკესს მოწყდა და წყალში ჩავარდა, თქვენი ბედნიერება დიდხანს არ გასტანს. თუ მას მღვრიე წყალში ხედავთ, თქვენ სიყვარულში იმედგაცრუება გელით

კალმისტარი - სიზმარში კალმისტრის ნახვა ნიშნავს, რომ თქვენი მიდრეკილება მოგზაურობების მიმართ სიკეთეს არ მოგიტანთ. თუ კალმისტარი სიზმარში არ წერს, ცხადში თქვენ ამორალურ ქმედებაში დაგადანაშაულებენ

კალომელი (ფარმ.) - სიზმარში კალომელის ნახვა ნიშნავს, ვიღაცას თქვენი მოტყუება უნდა და დარტყმის მოყენებას ცდილობს თქვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიც გაუცნობიერებლად მოქმედებენ. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ იღებს კალომელს–ის გახდება მსხვერპლი ხრიკებში დაოსტატებული ადამიანებისა,რომლებსაც არ ენდობა. თუ სიზმარში ხედავს, რომ კალომელს იღებს გარედან–ე.ი. ის თვალს ხუჭავს ტყუილზე, რათა დატკბეს კმაყოფილებით, თუნდაც ხანმოკლე დროით

კამათელით თამაში - თუ სიზმარში თამაშობთ კამათელს, ე.ი. გელით წარუმატებელი თამაში ბირჟაზე, რასაც შედეგად მოჰყვება სიღარიბე და სასოწარკვეთილება, ასევე ინფექციური დაავადება. ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ხედავს, რომ მისი შეყვარებული ყრის კამათელს, ეს სიზმარი ფარდას ხდის მისი რჩეულის უმაქნისობას

კამათი, შეკამათება - უსაფუძვლო, ტყუილი კამათი სიზმარში ჯანმრთელობის გაუარესებას მოასწავებს; ეს, ასევე, გარშემომყოფთა უსაფუძვლო გაკიცხვასაც ნიშნავს. თუ სიზმარში მონაწილეობას ღებულობთ სამეცნიერო დისკუსიაში, ე.ი. თქვენში დაფარული ნიჭი იმალება, რომლის გამოვლენაც ძალზე გეზარებათ

კამეა - კამეას ნახვა ნიშნავს, რომ მალე რაღაც სამწუხარო მოვლენა მოითხოვს თქვენს ყურადღებას

კამეჩი - თუ ქალს ესიზმრება, რომ ხოცავს კამეჩებს, ის ხელს მოკიდებს რაღაც რთულ საქმეს, მაგრამ მიზანდასახულობისა და უანგარობის წყალობით დაიმსახურებს მამაკაცების კეთილგანწყობას და მიიღებს დიდი ხნის ნანატრს. ბევრისათვის სიზმარში კამეჩის ნახვა მოასწავებს ძლიერი, მაგრამ არც თუ ჭკვიანი, მოწინააღმდეგის გამოჩენას, თუმცა თავშეკავება და ტაქტიკური მოქმედება დაეხმარებიან გამკლავებაში

კამპანია - პოლიტიკური კამპანიის წარმოება ნიშნავს, რომ თქვენ არ ეთანხმებით კომერციული საქმიანობის წარმოების საზოგადოდ მიღებულ ხერხებს და თქვენს თავს უყენებთ საკუთარ პრინციპებს; მიუხედავად მტრების ხრიკებისა, შესაძლოა, რომ მათ, ვინც იმყოფებიან ხელისუფლებაში, წააგონ.
თუ გესიზმრებათ, რომ მრევლი ატარებს კამპანიას ცოდვიანობის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ ცხადში თქვენ მოგმართავენ თხოვნით, საქველმოქმედო ორგანიზაციას დაეხმაროთ პირადი სახსრებით. თუ ქალი ხედავს სიზმარში, რომ ინტერესდება გახრწნილ ქალთა წინააღმდეგ მიმართული კამპანიისადმი, ის შეძლებს რაღაც წინააღმდეგობის გადალახვას და საჭიროების შემთხვევაში სიმტკიცეს გამოიჩენს

კანარის ჩიტი - სიზმარში ნახოთ ეს ტკბილხმიანი მომღერალი–ნიშანია მოულოდნელი სიხარულისა. თუ ახალგაზრდებს ესიზმრებათ, რომ ეს ფრინველი ჰყავთ, ბედი მათ უმზადებს სამწერლო პოპულარობას, ოცნებებისა და ახალგაზრდული იმედების ასრულებას. თუ კანარის ჩიტს გჩუქნიან–მალე მემკვიდრეობას მიიღებთ. ფრინველის გამოშვება გალიიდან–ყველაზე სანუკვარი იმედების გაცრუებაა.
მომაკვდავი კანარის ჩიტი გაფრთხილებთ მეგობრის გაიძვერობაზე. მფრინავი და მხიარულად მოჭიკჭიკე ჩიტი გპირდებათ მდიდრულ აპარტამენტში დღესასწაულს და ცხოვრებას, რომელიც სავსე იქნება სინატიფით, შემოსავლითა და შესანიშნავი მეგობრებით. თუ ჩიტის ფერი უცნაური და არაბუნებრივად ნათელია–ე.ი. თქვენი იდუმალი ოცნება ფუჭია, ხოლო თქვენი თავდაჯერებულობა–ყველაზე დიდი მტერი. ქალი ასეთი სიზმრის მერე ფრთხილად უნდა იყოს, რათა მლიქვნელური დაპირებები მისი იმედგაცრუებით არ დამთავრდეს. ასეთი სიზმრის ზღაპრული სცენები ქალს კარგს არაფერს უქადის, რადგან ისინი დააბნევენ მას.

კანაფი - სიზმარში კანაფის ნახვა საწინდარია თქვენი წარმატებისა ნებისმიერ საქმეში, განსაკუთრებით კი მსხვილ ბიზნესში. ახალგაზრდა ქალი თუ სიზმარში გაურკვეველი მიზეზით მიდის კანაფის ველზე–ნიშნავს ჩხუბს და მეგობართან დაცილებას.
კანაფის თესლის დასიზმრება რეალურ ცხოვრებაში გპირდებათ მგრძნობიარე და ერთგული მეგობრის პოვნას. საქმიან ადამიანს ეს სიზმარი აფრთხილებს, რომ დადგა დიდი ფულის შოვნის დრო

კანის დაავადება - თუ სიზმარში ნახეთ, რომ კანის დაავადება გაქვთ, იგი შეიძლება ცხადშიც დაგემართოთ, მაგრამ ეს საშიში არ იქნება. თუ სიზმარში ეს ავადმყოფობა სხვა ადამიანებს დაემართათ, ცხადში დასახმარებლად ღარიბ–ღატაკები მოგმართავენ

კანფეტი - თუ გესიზმრებათ, რომ თქვენ თვითონ აკეთებთ კანფეტებს, ე.ი. ეს საქმიანობა იქცევა თქვენი კეთილდღეობის რეალურ წყაროდ. თუ სიზმარში გემრიელად მიირთმევთ კანფეტს, გელით გართობა მაღალ საზოგადოებაში და ახალი სიყვარული, მიუხედავად იმისა, ახალგაზრდა ხართ თუ არა. უგემური კანფეტი ნიშანია ავადმყოფობისა ან გაუწყებთ, რომ თქვენს კარგ სულიერ მდგომარეობას შეცვლის გაღიზიანება და გაბოროტება.
თუ თქვენ ჩუქნით ვიღაცას კანფეტს ყუთით–ცხადში მალე შესთავაზებთ ვინმეს წინადადებას

კაპიტანი - თუ სიზმარში გამოგეცხადათ ნებისმიერი ეკიპაჟის კაპიტანი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი კეთილშობილური მიზნები ასრულდება. თუ ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული კაპიტანია, მას ელის მწარე განცდები ეჭვიანობის ნიადაგზე

კარადა - თუ თქვენ რამეს ეძებთ კარადაში ან ნივთებს ალაგებთ თაროებზე, ცუდი წინათგრძნობა დაგეუფლებათ, მაგრამ ამის რეალური საფუძველი არ იარსებებს. თუ კარადაში ნივთები მოწესრიგებულად აწყვია, ცხადში დიდი წარმატება გელით

კარავი - თუ დაგესიზმრათ, რომ ცხოვრობთ კარავში, თქვენი ცხოვრება უახლოეს მომავალში რადიკალურად შეიცვლება. რამდენიმე კარავი ან კარვების ქალაქი–იმ ადამიანებთან ერთად მოგზაურობაა, რომლებიც თქვენ გულზე არ გეხატებათ. დახვეული ან ქარისაგან წაქცეული კარვები მოუსვენრობას მიანიშნებს

კარანტინი - თუ თქვენ სიზმრში იმყოფებით კარანტინში, თქვენ არც თუ კარგი მეგობრების ინტრიგების წყალობით აღმოჩნდებით რთულ სიტუაციაში

კარაქი - სიზმარში ახალი, ოქროსფერი კარაქის ჭამა ნიშნავს, რომ იქნებით ჯანმრთელი და თქვენი გეგმები წარმატებით რეალიზდება. შესაძლოა, თქვენ გახდეთ სოლიდური უძრავი ქონების მფლობელი და გაიფართოოთ თვალსაწიერი. თუ ჭამთ დამძაღებულ კარაქს, მომავალში მდგომარეობის მისაღწევად მძიმე შრომა მოგიწევთ. კარაქით ვაჭრობა შემატებას ნიშნავს, თუმცა უმნიშვნელოს.
კარაქის ათქვეფა სიზმარში–დაისახავთ ძნელად მისაღწევად მიზანს, მაგრამ თქვენი შრომისმოყვარეობითა და გულითადობით მიაღწევთ სასურველს და გახდებით მდიდარი ადამიანი. გლეხს ასეთი სიზმარი ჰპირდება კარგ მოსავალს, ქალს კი–მშრომელ და ენერგიულ მამაკაცს.

კარდინალი - სიზმარში კარდინალის ნახვა თავის ტანსაცმელში–წარუმატებლობაა. ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ იმდენი უბედურება, რომ იძულებული იქნებით გადასახლდეთ სადღაც შორეულ მხარეს ან სხვა ქვეყანაში, რათა ხელახლა დაიწყოთ თქვენი გაბზარული ცხოვრება. ქალისათვის ასეთი ცხოვრება სიკვდილს ნიშნავს, თუ ის ცხადში დაიჯერებს ტყუილ დაპირებებს. თუ მღვდელი, რომელიც გესიზმრებათ, თქვენი მოძღვარია და გესაჭიროებათ მისი მხარდაჭერა, განსაკუთრებით ცდუნებისას, ეს სიფრთხილისაკენ მოწოდების ნიშანია

კარეტა - თუ სიზმარში ხედავთ ეკიპაჟს, ცხადში გელით დაჯილდოება და ნაირგვარი ვიზიტები. კარეტით მგზავრობა–სწრაფი, მაგრამ ხანგრძლივი ავადმყოფობაა, რომლის შემდეგაც შეძლებთ დატკბეთ ჯანმრთელობითა და კარგი შესაძლებლობებით. თუ თქვენ ეძებთ ეკიპაჟს–მოგიწევთ ბევრი მუშაობა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საკმაოდ უზრუნველყოფილი იქნებით მატერიალურად

კარზე კაკუნი - თუ სიზმარში კარზე კაკუნი მოგესმათ, სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. თუ სიზმარში კაკუნის ხმამ გაგაღვიძათ, ახალი ამბავი ძალზე სასიამოვნო იქნება

კარი - თუ სიზმარში შედიხართ კარებში–თქვენი მცდელობა, განთავისუფლდეთ ცილისმწამებლებისა და არაკეთილმოსურნეებისაგან, ფუჭად ჩაივლის. ერთ–ერთი კარები, საიდანაც თქვენს სიზმარში შეგიძლიათ უშიშრად გამოხვიდეთ–ეს არის თქვენი ბავშვობის სახლი. ის მომავალში გპირდებათ შეძლებულად ცხოვრებასა და სასიამოვნო გარემოცვას.
თუ სიზმარში წვიმიან ღამეს შედიხართ კარში–ეს ქალს მიანიშნებს შეუფერებელ საქციელზე, კაცისთვის კი მეტყველებს მის უპატიებელ ნაკლზე, ასევე მომავალ საიდუმლო შეხვედრაზე. სხვა ხალხი, შემავალი და გამომავალი კარებიდან, რომლის წინაც თქვენ დგახართ–გაფრთხილებაა მოსალოდნელ სიძნელეებზე, რომლებსაც შეხვდებით თქვენი საქმეების წესრიგში მოყვანის მცდელობისას.
ეს სიზმარი განსაკუთრებით ცუდის მომასწავებელი ნიშანია პოლიტიკური მოღვაწისათვის. მწერალს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს, რომ მკითხველს არ მოეწონება მისი წერის მანერა და ისინი დაკარგავენ მისდამი ინტერესს. თუ კარი დახურვისას მოულოდნელად მოწყდება ანჯამებიდან და ამის გამო ვიღაც დაზიანდება, ასეთი სიზმარი მოასწავებს საშიშროებას თქვენი მეგობრისათვის, რომელსაც ცუდი რჩევა მიეცით.

კარნავალი - სიზმარში კარნავალში მონაწილეობის მიღება–იმის მომასწავებელია, რომ თქვენ მალე დატკბებით არაჩვეულებრივი გართობით ან დასვენებით. კარნავალი ნიღბებით ან მახინჯი, უაზრო კლოუნის ფიგურებით, ნიშნავს უთანხმოებას, განხეთქილებას სახლში და უპასუხო სიყვარულს

კარტოფილი - კარტოფილის ნახვა–კარგი ახალი ამბავია. სიზმარში კარტოფილის ამოღება–წარმატებული მომავლის ნიშანია. კარტოფილის ჭამა ნიშნავს არსებით სარგებელს. კარტოფილის მოხარშვა ან შეწვა–კარგი სამსახურის შოვნაა. თუ სიზმარში რგავთ კარტოფილს, ე.ი. თქვენი სურვილები ახდება. დამპალი კარტოფილის ნახვა მოასწავებს თქვენი სიხარულისა და კმაყოფილების დასასრულს, აგრეთვე ბინდით მოცულ მომავალს.


კარუსელი - თუ დაგესიზმრათ კარუსელი, ე.ი. თქვენი მცდელობა, მოიპოვოთ წარმატება ცხოვრებასა და სიყვარულში, ამაო აღმოჩნდება

კასრი - წყლით სავსე კასრი ოჯახში შემატების ნიშანია. ცარიელი კასრი უსიამოვნებას მოასწავებს: წარმატება გარკვეული დროით ზურგს გაქცევთ

კატასტროფა - თუ ნახეთ, რომ საქალაქო ავტოტრანსპორტით მოხვდით ავარიაში, გელოდებათ რაღაც საკუთრების დანაკარგი ან დაშავება. თუ ახალგაზრდა ქალი თავის თავს ხედავს კატასტროფის მონაწილედ, ე.ი. ის მალე განიცდის საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სიმწარეს. მეზღვაურისთვის კატასტროფა ზღვაზე ნიშნავს უბედურებას და შემოსავლის დაკარგვას; მაგრამ თუ ხედავთ, რომ გადარჩით, მაშინ ცხადში თქვენ თავს დააღწევთ ძალზე სახიფათო სიტუაციას.
თუ სიზმარში გახდით სარკინიგზო კატასტროფის მონაწილე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ანგარების მიზნით დაინტერესდებით რაღაც უბედური შემთხვევით ან წარმოგექმნებათ სიძნელეები ბიზნესში

კატაფალკა - კატაფალკა სიზმარში ნიშნავს დაძაბულობას ოჯახურ ურთიერთობაში და წარუმატებლობას საქმეებში. ასეთი სიზმარი მოასწავებს აგრეთვე მწუხარებას, ავადმყოფობას ან ახლობლის სიკვდილს. თუ სიზმარში კატაფალკამ გზა გადაგიღობათ–მოგიწევთ ბრძოლა სასტიკ მოწინააღმდეგესთან

კატები კატა სიზმარში ყოველთვის უბედურებას მოასწავებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა თქვენ მოკლავთ მას ან გააგდებთ თქვენგან შორს. თუ კატა თავს გესხმით–თქვენი მტრები შეეცდებიან, ჩრდილი მიაყენონ თქვენს რეპუტაციას და გაანადგურონ; მაგრამ თუ შეძლებთ კატის გაგდებას, გადალახავთ ყველა წინააღმდეგობას და გახდებით მდიდარი და ცნობილი.
თუ კატა ჭუჭყიანი და გამხდარია–ელოდეთ ცუდ ამბებს: შესაძლოა, ვინმე თქვენი ახლობელი ავად გახდეს, მაგრამ თუ გააგდებთ კატას, იგი გამოჯანმრთელდება. სიზმარში კატის კრუტუნისა და კნავილის მოსმენა იმის მაუწყებელია, რომ თქვენი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გავნოთ. თუ სიზმარში კატამ დაგჩხაპნათ, თქვენი მტერი შეძლებს წაგართვათ შემოსავალი იმ საქმიდან, რომელზეც მრავალი დღე მუშაობდით.
თუ ახალგაზრდა ქალს ხელში უჭირავს კატა ან კნუტი. ის ჩათრეულ იქნება უკეთურ საქმიანობაში. სუფთა, თეთრი კატა ნიშნავს რაღაც ჩახლართულობას, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ შეიძლება იქცეს ქონების დაკარგვისა და მწუხარების საბაბად. თუ მსხვილ ვაჭარს ესიზმრება კატა, მან სასწრაფოდ უნდა მიხედოს თავის საქმეს, რადგან კონკურენტებმა თითქმის უკვე გაანადგურეს მისი საქმის მართვის სისტემა და ის იძულებული იქნება მიიღოს ზომები და გაყიდოს თავისი საქონელი იაფად, რათა საბოლოო ჯამში მოიგოს.
ერთმანეთის გვერდით მშვიდად მყოფი კატა და გველი დასაწყისია სასტიკი ბრძოლისა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ, საიდუმლო ინფორმაციის მიღების მიზნით, თქვენთან იღებთ მტერს და გეჩვენებათ, რომ ეს თქვენ გეხებათ და საზოგადოების განსჯის საგნად არ უნდა იქცეს.

კაჭკაჭი კაჭკაჭი ყოველთვის ხანგრძლივ ჩხუბს მოასწავებს.ეს რომ თავიდან აიცილოთ, შეეცადეთ კარგად აწონ–დაწონოთ თქვენი საქციელი და ლაპარაკი.

კბენა - სიზმარში თუ მწერი გკბენთ–ელოდეთ ბოროტებასა და უბედურებას. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს გოგონა–ცხადში მას შეაწუხებს ნაღველი და სინანული მამაკაცებისადმი უჩვეულო მიმნდობლობის გამო.
თუ სიზმარში დაგკბინეს, მოასწავებს ავადმყოფობას და წარუმატებლობებს: შემთხვევითი შეცდომის გამო თქვენ შეიძლება გააფუჭოთ საქმე, რომელშიც ბევრი შრომა ჩადეთ

კბილები - თუ სიზმარში ნახავთ კბილებს, გელოდებათ ავადმყოფობასთან დაკავშირებული უსიამოვნება. თუ კარგავთ კბილებს–გელით წარუმატებლობა ან ცუდი ცნობა. თუ ექიმმა ამოგიღოთ კბილი, გელოდებათ ხანგრძლივი ავადმყოფობა, შესაძლოა სიკვდილიც.
თუ სიზმარში გიპლომბავენ კბილებს–ე.ი. მრავალგვარი გამოცდის შემდეგ თქვენ დაგიბრუნდებათ დაკარგული ღირებულებები. თუ სიზმარში იწმენდთ კბილებს–ბედნიერების შესანარჩუნებლად მოგიწევთ ბრძოლაც და მსხვერპლიც. თუ გესიზმრებათ, რომ გიდგამენ ხელოვნურ კბილებს–თავს დაგატყდებათ საშინელი ბოროტება, რომლისთვისაც მოგიწევთ თავის არიდება.
თუ სიზმარში კარგავთ კბილებს–ზრუნვის მძიმე ტვირთი გაანადგურებს თქვენს სიამაყეს და უარყოფითად იმოქმედებს საქმეზე. თუ დაგესიზმრათ, რომ კბილი ამოგძვრათ–ნიშნავს მოულოდნელ უბედურებას: ან თქვენი ბიზნესი იზარალებს, ან სიკვდილია სადმე ჩასაფრებული. თუ სიზმარში ათვალიერებთ თქვენს კბილებს–ყურადღებით უნდა იყოთ საქმესთან დაკავშირებით, რადგან თქვენი მტრები არ ისვენებენ.
თუ სიზმარში დამტვრეული კბილები გაქვთ–უფრთხილდით ჯანმრთელობას. თუ პირიდან აფურთხებთ კბილებს–ე.ი. ავადმყოფობა გემუქრებათ თქვენ ან თქვენს ნათესავს. არასწორი, გაფუჭებული კბილები ცუდია. იგი მის მნახველს მრავალ უსიამოვნებას უქადის: ესაა უძრავი ქონების დაკარგვა, პირადი გეგმებისა და იმედების მსხვრევა, სერიოზული ავადმყოფობა და, ასევე, ნერვების დასუსტება ჯანმრთელი ადამიანისათვისაც კი.
სიზმარში ერთი კბილის ამოვარდნა ცუდი ამბავია. თუ ორი–ელოდეთ რიგ უსიამოვნებებს, რომელშიც აღმოჩნდებით თქვენი გაუფრთხილებლობის წყალობით. თუ ამოვარდება სამი კბილი–გელით კატასტროფა. ნახოთ, როგორ გცვივათ კბილები–უმეტესად ვინმეს სიკვდილია. თუ კბილები გაფუჭებულია და ამიტომ გიღებენ–ასევე სიკვდილის ნიშანია, ოღონდ თქვენი.
თუ გესიზმრებათ, რომ კბილებიდან გცვივათ მუქი ნადები, კბილები კი თეთრი და ჯანმრთელნი ხდებიან ე.ი. მალე გამოჯანმრთელდებით. თუ სიზმარში აღფრთოვანებული ხართ თქვენი კბილების ბრწყინვალებითა და სილამაზით, გელით სასიამოვნო საქმიანობა და თქვენი სურვილის შესრულებით მიღებული სიხარული.
შესაძლოა, სიზმარში დაკარგეთ ერთი კბილი, მაგრამ მერე ენით დაუწყეთ ძებნა ამოვარდნილ ადგილს და ვერ იპოვეთ. შემდეგ ამ ღრმულს ეძებს ექიმი, მაგრამ გამოცანა ამოუხსნელი რჩება. ასეთი სიზმარი ნიშნავს, რომ გელით რაღაც შეხვედრა, რომელსაც საერთოდ არ ელით და გსურთ თავის არიდება, მაგრამ შემდეგში კვლავ გააგრძელებთ შეხვედრას იმ ადამიანთან და, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი მეგობრები არ იწონებენ ამას, მაინც მიიღებთ ამ შეხვედრისაგან დადებით ემოციებს.
თუ გესიზმრებათ, რომ ექიმმა მშვენივრად გაგისუფთავათ კბილები, მაგრამ შემდეგში აღმოაჩინეთ, რომ ისინი კვლავ გაყვითლდნენ, ე.ი. თქვენ გჯერათ, რომ ვიღაც პიროვნება იცავს თქვენს ინტერესებს, მაგრამ მალე აღმოაჩენთ, რომ ის ვერ უმკლავდება ვიღაც მატყუარას ეშმაკურ დაპირებებს

კბილის საწმენდი სიზმარი, რომელშიც ნახულობთ კბილის საწმენდს, მიგანიშნებთ, რომ ბოროტება და უმნიშვნელო გაბრაზება ვერაფერს გავნებთ, ოღონდ იმ პირობით, თუ თავს ფლობთ. თუ სიზმარში ხმარობთ კბილის საწმენდს–ე.ი. მალე გაანაწყენებთ მეგობრებს.

კედარები - მწვანე და მაღალი კედარები მოასწავებენ რაღაც სასიამოვნო წარმატებას. გამხმარი და ავადმყოფი კედარები იმედგაცრუებას. ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ კეთილის მოლოდინი ნუღარ გექნებათ

კედელი - თუ გზაზე კედელი გადაგეღობათ, ცხადში ზეწოლას ვერ გაუძლებთ და იძულებული გახდებით, უარი თქვათ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. თუ სიზმარში კედელზე გადადიხართ, ცხადში თქვენი მიზნების მისაღწევად ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ. კედელში გაკეთებული ხვრელი თქვენი სულის სიმტკიცეზე მიუთითებს, რომლის გამოვლენით ყველა წინააღმდეგობას გადალახავთ.
დანგრეული კედელი–მტრებზე გამარჯვებას მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ, რომ კედელს აშენებთ, წარმატების მისაღწევად მოგიწევთ საკუთარი ცხოვრების დეტალურად დაგეგმვა. თუ სიზმარში ქალი მიფოფხავს კედელზე, მისი ბედნიერება მყარი იქნება. თუ ქალი ვინმეს ემალება კედლის უკან, ცხადში მას თავისი სიყვარულის შერცხვება. თუ იგი კედელთან სეირნობს, ცხოვრებაში იგი ძალიან გალამაზდება

კეთილგანწყობა - თუ სიზმარში ვიღაცის კეთილგანწყობას ეძებთ, ე.ი. თქვენ მალე გამდიდრდებით და გაჭირვება უკან დარჩება. თუ ვინმეს ჩუქნით თქვენს კეთილგანწყობას–გელით დანაკარგი

კენგურუ - კენგურუ სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ გააცურებთ თქვენს ძლიერ მტრებს, რომლებიც ოცნებობენ, ცუდად წარმოგადგინონ იმ ადამიანებთან, რომელთა გადმობირებასაც ცდილობთ თქვენს მხარეზე. თუ კენგურუ გესხმით თავს, თქვენი რეპუტაცია საფრთხეშია. თუ კლავთ კენგურუს–გელით წარმატება თქვენი მტრების ეშმაკობისა და მოქმედების მიუხედავად. კენგურუს თავშესაფარი მიგითითებთ, რომ თქვენ პატიოსანი წარმატების გზას ადგახართ.

კენჭის ყრა, ხმის მიცემა - თუ სიზმარში ბიულეტენს აგდებთ ამომრჩევლის ყუთში–გელით სულიერი აფორიაქება, რომელიც გავლენას მოახდენს თქვენს მეგობრებზე და ახლობლებზე. თუ ხმის მიცემისას ეშმაკობთ–ე.ი. თქვენი უპატიოსნება იმოქმედებს თქვენს საუკეთესო პარტნიორზე.

კერპი - კერპებისადმი თაყვანისცემა სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ზედმეტად წვრილმანი საქმიანობით მიიწევთ დიდებისა და წარმატებისაკენ. კერპების უარყოფა ნიშნავს, რომ თქვენ ხართ თავდაჭერილი ადამიანი–ვერაფერი ვერ შეგაჩერებთ საყოველთაო პატივისცემის მოპოვების სწრაფვისაგან.
თუ ხედავთ, სხვები როგორ სცემენ კერპებს თაყვანს, ეს მიანიშნებს თქვენს უთანხმოებაზე უახლოეს ადამიანთან. კერპთაყვანისმცემლობის განსჯა გიქადით პოპულარობასა და პატივს, რაშიც დაგეხმარებათ თქვენი უნარი–ჩასწვდეთ ადამიანების შესაძლებლობებსა და მიდრეკილებებს.

კვანძი - თუ სიზმარში კვანძს ხსნით–ცხადში დაიწყებთ წვრილმანებზე წუხილს. კვანძის შეკვრა–გამოიჩენთ გაბედულებას და თავს დააღწევთ თქვენთვის არასასიამოვნო ადამიანს

კვარტეტი - თუ სიზმარში ხედავთ კვარტეტს ან მღერით მასში–გპირდებათ თქვენი საქმის მომგებიან წარმართვას, მხიარულ მეგობრებს და სასიამოვნო დროსტარებას. სიზმარში კვარტეტის დაკვრის ნახვა და მოსმენა ნიშანია იმისა, რომ თქვენ ჯიუტად ცდილობთ თქვენთვის მიუღწეველი რაღაცის მიღწევას

კვერთხი - თუ დაგესიზმრათ, რომ ხელში კვერთხი გიჭირავთ, მეგობრები თავიანთ წინამძღვრად, ლიდერად აგირჩევენ, ხოლო თქვენ მათ იმედებს გაამართლებთ. თუ კვერთხი სხვას უჭირავს, ცხადში ინიციატივის გამოვლენას უფრო სხვა ადამიანის დამორჩილებას ამჯობინებთ.

კვერცხი - თუ კვერცხებიანი ჩიტის ბუდე დაგესიზმრათ, ბედნიერი ქორწინება გელით. არ არის გამორიცხული, რომ დიდძალი მემკვიდრეობაც მიიღოთ. ქალისათვის ასეთი სიზმარი იმის ნიშანია, რომ ხშირად იცვლის თავის გატაცებებს. თუ სიზმარში კვერცხს მიირთმევთ, თქვენ სადარდებელი გაგიჩნდებათ.
გატეხილი კვერცხები იმის ნიშანია, რომ ბედი ძვირფას საჩუქრებს გიბოძებთ, თქვენი ჭკუითა და ამაღლებული გრძნობებით საყოველთაო აღიარებას მოიპოვებთ. გაფუჭებული კვერცხები მატერიალურ დანახარჯს მოასწავებენ, კვერცხებიანი კალათი კი სარფიან საქმეებში მონაწილეობას გპირდებათ

კვიცი, ულაყი - სიზმარში კვიცის ნახვა მაუწყებელია იმისა, რომ თქვენთვის დგება კარგი დრო და თქვენს გარემოცვაში დაიკავებთ ღირსეულ ადგილს.
ლამაზ კვიცზე ჯდომა და სეირნობა ნიშნავს, რომ თქვენი პრესტიჟი და საზოგადოებრივი მდგომარეობა ძალიან მალე გაიზრდება, თუმცა ეს მოხდება თქვენი შეხედულებებისა და პრინციპების ხარჯზე. გაშმაგებული კვიცის ნახვა გაფრთხილებთ იმაზე, რომ გარემომცველი ფუფუნება გაქცევთ ამპარტავან და ქედმაღალ ადამიანად, ეს კი დაგაცილებთ მეგობრებს და გიბიძგებთ საეჭვო გართობისკენ

კიბე - ფართო, ლამაზი კიბე ნიშნავს აღმასვლას. ასვლა კიბეზე–გალაღება და უღრუბლო ბედნიერებაა. კიბეზე ჩასვლა–არც ერთ საქმეში არ გაგიმართლებთ. ფართო, ლამაზი კიბის ნახვა–სიმდიდრისა და პატივის მაუწყებელია. კიბეზე ჩამავალი ხალხის ნახვა ნიშნავს, რომ კმაყოფილებას შეცვლის უსიამოვნო მოვლენები. კიბის საფეხურზე ჯდომა–კეთილდღეობისაკენ ნელი სვლაა. თუ ჩამოვარდით კიბიდან, ე.ი. იქნებით ზიზღისა და შურის ობიექტი

კიბორჩხალები = თუ დაგესიზმრათ კიბორჩხალები, ე.ი. შეგხვდებათ უამრავი პრობლემა, რომელთა გადასაწყვეტად დაგჭირდებათ გონიერების მოხმობა. შეყვარებულებს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს არშიყობის ხანგრძლივ პერიოდს

კითხვა - თუ სიზმარში კითხვით ხართ დაკავებული, ცხადში წარმატებით გაართმევთ თავს იმ ამოცანებს, რომელიც თავდაპირველად შეუსრულებელი გეგონებათ. თუ სიზმარში სხვა პიროვნება კითხულობს–ცხადში მეგობრები გვერდში დაგიდგებიან, და თქვენი საქმეები საუკეთესოდ აეწყობა.
თუ სიზმარში გაურკვეველი ტექსტის გარჩევას ცდილობთ, ცხადში მოუსვენრობა და იმედგაცრუება დაგეუფლებათ. თუ სიზმარში ვინმეს თხოვთ რაიმე ტექსტის წაკითხვას ან მასთან ერთად განიხილავთ წაკითხულ ტექსტს, ცხადში ამ სფეროში დიდ წარმატებას მიაღწევთ.

კირი - სიზმარში კირის ნახვის შემდეგ გაჭირვება დროებით დაგაკარგვინებთ წონასწორობას, მაგრამ გონს მოეგებით, რათა უფრო თავდაჯერებული და წარმატებული გახდეთ, ვიდრე იყავით

კისერი - თუ სიზმარში საკუთარ კისერს ათვალიერებთ, ცხადში თქვენი ოჯახური უსიამოვნებები სამსახურზეც აისახება. თუ სიზმარში ვინმეს კისერი მოგწონთ, ე.ი. ცხადში, საკუთარი ცინიზმის გამო, შეეცდებით ვიღაცის ოჯახის დანგრევას. თუ ქალს დაესიზმრა, რომ ძალზე წვრილი კისერი აქვს, იგი რეალურ ცხოვრებაში ახლობლების მიმართ ანჩხლი და მოუთმენელი იქნება. საჭიროა, მან თავი ხელში აიყვანოს

კიტრი - კიტრის დასიზმრება ჯანმრთელობისა და საქმეებში წინსვლის საწინდარია; თუ ავად ხართ, მალე გამოჯანმრთელდებით; თუ შეყვარებული ხართ–თქვენი სიყვარული ბედნიერი იქნება

კლარნეტი - კლარნეტის ნახვა მიუთითებს თქვენს თავქარიან საქციელზე, რომელიც ჩრდილს მიაყენებს თქვენს ღირსებას. თუ კლარნეტი გატეხილია, გამოიწვევთ მეგობრის უკმაყოფილებას

კლდეები - სიზმარში ნანახი კლდეები საქმეში წარუმატებლობასა და ნათესავებთან ურთიერთობაში გაურკვევლობას მოასწავებს. თუ კლდეზე მიცოცავთ, ეს არსებული მდგომარეობიდან თავდაღწევის დიდ სურვილზე მიუთითებს

კლიტის ჭუჭრუტანა - თუ სიზმარში ვინმეს უთვალთვალებთ კლიტის ჭუჭრუტანიდან, ცხადში ვიღაცას ავნებთ სხვისი საიდუმლოს გამხელით.თუ სიზმარში თქვენ დაიჭირეთ ადამიანი, რომელიც სხვას უთვალთვალებდა, ცხადში მოჩვენებითი მეგობრები უსირცხვილოდ დაიწყებენ ქექვას თქვენს საქმეებში, რათა თქვენზე მაღლა დადგნენ. თუ სიზმარში ვერ აგნებთ კლიტის ჭუჭრუტანას–მოულოდნელად ზიანს მიაყენებთ თქვენს მეგობარს

კნუტი - თუ ხედავთ კნუტებს, გექნებათ მცირე უსიამოვნებანი–დაიწყებთ ფიქრს დაკარგულ სამუშაოზე, მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე გაქრებიან, თუ სიზმარში მოკლავთ კნუტს. ნახვა, თუ გველი როგორ კლავს კნუტს, ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ მტრები, რომლებიც ცდილობენ გაზარალონ, თუმცა ამით მხოლოდ თავს ივნებენ.
ახალგაზრდა ქალისათვის ლამაზი, ფუმფულა, თეთრი კნუტის ნახვა ნიშნავს, რომ მას ტყუილების ბადეში გაახვევენ, მაგრამ ნათელი განსჯა და გონება დაეხმარებიან მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. თუ კნუტი ჭუჭყიანი და გამხდარია, სიზმრის მნახველი ცხოვრებაში გახდება ვიღაცის უმსგავსი საქციელის მსხვერპლი

კომბოსტო - სიზმარში კომბოსტოს ნახვა ყოველთვის ცუდია. ეს არის ყოველგვარი უწესრიგობის ნიშანი. მწვანე კომბოსტო–ცბიერებაა სიყვარულში და ღალატი ოჯახურ ცხოვრებაში. თუ თქვენ ჭრით კომბოსტოს, სიზმარი გაფრთხილებთ, რომ თქვენი უაზროდ ხარჯვის ჩვევა დამღუპველია

კომედია - თუ თქვენ ესწრებით მსუბუქ, მხიარულ სპექტაკლს თეატრში, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახდებით სულელური გართობის უნებლიე მონაწილე. სიზმარში კარგი კომედიის ნახვა გპირდებათ მცირე კმაყოფილებასა და სასიამოვნო ზრუნვას

კომერცია - თუ სიზმარში დაკავებული ხართ კომერციით–საკმაოდ კარგად ისარგებლებთ თქვენ წინაშე წარმოქმნილი მდგომარეობით. თუ სიზმარში კომერციული საქმიანობისას განიცდით წარუმატებლობას, ეს მიგანიშნებთ მღელვარებასა და პრობლემებზე რეალურ ცხოვრებაში

კომეტა - სიზმარში კომეტას ნახვა ცაზე ნიშნავს, რომ გელით მოულოდნელი გამოცდა, რომელსაც თქვენ გმირულად გაუმკლავდებით და შედეგად მიაღწევთ დიდების მწვერვალს. ახალგაზრდა ქალს კომეტა უქადის მძიმე დანაკარგსა და მწუხარებას

კომპასი - კომპასი სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენი მიზნის მიღწევისათვის ბრძოლისას თქვენი მოქმედება მოექცევა ძალიან ვიწრო ჩარჩოში. გამარჯვება იქნება ძნელი, მაგრამ დამსახურებულ ღირსებას მოგიტანთ. სიზმარში თუ ჩვეულებრივი ან საზღვაო კომპასი ნახეთ, ე.ი. გიმართლებენ გარემოებები და პატიოსანი ადამიანები. არასწორი მიმართულების მაჩვენებელი კომპასი მაუწყებელია დანაკარგისა და სიცრუისა

კონვერტი - კონვერტი სიზმარში გპირდებათ არც თუ ისე სასიხარულო ახალ ამბებს

კონცერტი - სიზმარში თუ გესმით მშვენიერი მუსიკის ხმა, ეს გპირდებათ ბრწყინვალე გართობას, მწერალს კი–წარმატებულ ლიტერატურულ მოღვაწეობას. ახალგაზრდა გოგონას ასეთი სიზმარი ჰპირდება ღვთაებრივ სიყვარულს, ბიზნესმენს კი საქმის კარგად წარმართვას.
კონცერტი მომღერლებისა და ბალეტის მსახიობების მონაწილეობით ნიშნავს, რომ თქვენი მეგობრები იქნებიან უმადურები და, შესაძლოა, თქვენ გვერდით აღმოჩნდნენ არასასურველი თანამგზავრები, ბიზნესის ჩარჩოები დავიწროვდება

კორსეტი - სიზმარში კორსეტის ნახვა ნიშნავს, რომ უკმაყოფილო იქნებით იმ ყურადღებისა, რომელიც თქვენ თვითონ მოიპოვეთ. თუ ქალი ნერვიულობს კორსეტის გახსნისას ან შეკვრისას, ე.ი. მას აქვს მეგობრებთან წაჩხუბების მიდრეკილება უმნიშვნელო მიზეზზე

კოქსი - კოქსი თუ დაგესიზმრათ, უახლოეს მომავალში ელოდეთ უბედურებასა და უთანხმოებას.

კოქტეილი - სიზმარში კოქტეილის ნახვა ცუდი ნიშანია და ნიშნავს, რომ თქვენ აბნევთ მეგობრებს თქვენი მიდრეკილებებით და გართობით უწესო და თავქარიანი ადამიანების საზოგადოებაში, რაც სხვა პიროვნებად გაქცევთ. ქალებს ასეთი სიზმარი უქადის აწეწილ ცხოვრებას, რომელიც არ ემორჩილება მიღებულ ნორმებს

კოღო - თუ სიზმარში ნახეთ კოღო, მაშინ თქვენი მტრების წინააღმდეგ მიმართული თქვენი ძალისხმევა ამაოა, რადგან ეს ადამიანები ძალიან გაზარალებენ. თუ კლავთ კოღოებს, ბოლოს და ბოლოს, დაძლევთ სიძნელეებს და იქნებით მდიდარი და ბედნიერი

კოშკი - თუ დაგესიზმრათ კოშკი, ე.ი. ცხოვრებაში დიდი წარმატებების მიღწევა გსურთ. თუ სიზმარში აძვერით კოშკზე–ბევრს მიაღწევთ, მაგრამ თუ კოშკი მაშინვე დაინგრა, როგორც კი ჩამოხვედით–იმედი გაგიცრუვდებათ

კოშმარი - კოშმარული სიზმრები,ჩვეულებრივ, მიანიშნებენ ჩხუბსა და უთანხმოებაზე. ახალგაზრდა ქალს მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სხვადასხვა ხასიათის იმედგაცრუებას და აფრთხილებს, რომ მას დაუმსახურებლად უგულებელყოფენ; ასევე მოუწოდებს, რომ ყურადღებით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობასა და კვებას

კოცნა - თუ სიზმარში ბავშვები კოცნიან ერთმანეთს, ოჯახში მშვიდობა და სიწყნარე იქნება; დედის კოცნა–საქმეში წარმატება და მეგობრების პატივისცემაა; ძმის ან დის კოცნა–მტკიცე მეგობრობა; შეყვარებულების კოცნა ბნელ ადგილას–საშიშროების ნიშანია; თუ იგივე სინათლეში ხდება–თქვენ კეთილშობილი იქნებით ქალების მიმართ. უცნობი ქალის კოცნა–უსინდისო საქციელის ნიშანია.
თუ მეტოქე კოცნის თქვენს შეყვარებულს, ცხადში მის პატივისცემას დაკარგავთ. ცოლ–ქმრისათვის სიზმარში კოცნა მთელი ცხოვრების მანძილზე სულიერ თანხმობას ნიშნავს. მტრის კოცნა–მეგობართან შერიგებაა. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ იგი დაინახეს შეყვარებულის კოცნის დროს, ე.ი. მეგობრები მას მკაცრად მოექცევიან. ჰაეროვანი კოცნა მგზავრობას ნიშნავს, რომლითაც ძალიან კმაყოფილი დარჩებით

კოჭლი - კოჭლის დასიზმრება–აუსრულებელი იმედებისა და ადამიანებზე იმედგაცრუების ნიშანია

კოჭლობა - საკუთარი კოჭლობა სიზმარში უმნიშვნელო წარუმატებლობას მოასწავებს. თუ სხვა ვინმე კოჭლობს, ცხადში თქვენი მეგობარი რაღაცით გაწყენინებთ

კოხტაპრუწა - თუ სიზმარში თვით კმაყოფილ პიროვნებას ნახავთ–არასწორი ზრახვები გამოძრავებთ, საჭიროა სულიერებაზე მეტად იზრუნოთ

კრავი - თუ მდელოზე ნახეთ კრავები,ეს მყარი და ხანგრძლივი მეგობრობის ნიშანია. გლეხისათვის ეს სიზმარი უხვი მოსავლის სიმბოლოა. მკვდარი კრავი სიღატაკეს მოასწავებს. კრავის თეთრ ბეწვზე სისხლი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ უსამართლო ბრალდების ობიექტი გახდებით.
თუ სიზმარში ფარადან დაკარგულ კრავს ეძებთ, საქმეში მეტი დაფიქრება გმართებთ. თუ დაგესიზმრათ, რომ კრავს კლავენ, ისეთი კეთილდღეობის ნიშანია, რომლისთვისაც ბევრი რაიმეს დათმობა მოგიწევთ. ცხვრის შემწვარი ხორცი ავადმყოფობის ნიშანია.
თუ კრავი დედის რძეს წოვს, თქვენს სახლში მშვიდობა და სიმშვიდე დაისადგურებს. თუ კრავს მგელი მიათრევს, ეს სიზმარი გაფრთხილებთ თქვენც და თქვენს ახლობლებსაც–არ გახდეთ ინტრიგების მსხვერპლი. თუ კრავის ბღავილი გესმით, ცხადში თქვენი დიდსულოვნების გამო გარშემომყოფთა პატივისცემას დაიმსახურებთ.
გათოშილი კრავები იმედგაცრუებას ნიშნავს. თუ კრავი ხელში გიჭირავთ–თქვენ მიმართ დიდ მზრუნველობას და ყურადღებას გამოიჩენენ. თუ კრავს კრეჭთ, ეს პარტნიორებთან თქვენს პატიოსან დამოკიდებულებას მოასწავებს, მაგრამ თქვენ, ამავე დროს, მკაცრი და შეუწყნარებელი იქნებით

კრემაცია - სიზმარში კრემაცია ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგეები საქმიან წრეებში თქვენს გავლენას შეასუსტებენ. თუ თქვენ გიკეთებენ კრემაციას, გელით წარუმატებლობა მეწარმეობაში, განსაკუთრებით, თუ მოისმენთ უცხოთა რჩევებს და არ დაუჯერებთ თქვენს ინტუიციას

კუ - თუ კუ დაგესიზმრათ, ცხადში რაღაც სასიამოვნო ამბავი სიხარულს მოგიტანთ და ძალას შეგმატებთ, რაც მომენტალურად აისახება თქვენს საქმეებზეც. სიზმარში კუს წვნიანის ჭამა–საეჭვო სიამოვნებებია.

კუდი - თუ რაიმე ცხოველის კუდი დაგესიზმრათ, მწუხარე მომავალი გელოდებათ. თუ სიზმარში რამეს აჭრით კუდს, უბედურება თქვენივე გაუფრთხილებელი საქციელის გამო მოგელით. თუ დაგესიზმრათ, რომ კუდი გაბიათ და იგი გაგეზარდათ, ცხადში თქვენი ცუდი განწყობილება გარშემომყოფთა ნერვიულობის მიზეზი გახდება. სანამ გვიან არ არის, სჯობს გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას ადამიანებთან

კუზი - სიზმარში კუზიანის ნახვა ნიშანია თქვენი მომავალი გეგმების მოულოდნელი გართულებისა.

კუთხე - თუ სიზმარში შიშით იმალებით კუთხეში, უსიამოვნებები გელით. თუ გესიზმრებათ, რომ უცხო ხალხი კუთხეში რაღაცაზე ჩურჩულებს, ე.ი. მტრები ცდილობენ დათრგუნონ თქვენი ნებისყოფა; შესაძლოა, აგრეთვე, რომ ვიღაც თქვენი მეგობრებიდან თქვენდამი გულწრფელი არ იყოს.

კუნძული - თუ დგახართ კუნძულზე სუფთა წყლის გარემოცვაში–გელით მშვენიერი მოგზაურობა ან ქორწინება. გაპარტახებული კუნძულის დასიზმრება დაგაკარგვინებთ მდგომარეობას და გაუბედურდებით.
გამწვანებული კუნძულის ნახვა–თქვენი მწუხარება სიმშვიდითა და თავისუფლებით შეიცვლება. გარშემომყოფნი, დამსახურებისამებრ, მადლიერნი იქნებიან. ხალხი კუნძულზე–მოასწავებს თქვენს ხანგრძლივ ბრძოლას საზოგადოებაში უფრო მაღალი მდგომარეობის დასაკავებლად

კურდღელი - თუ სიზმარში ხედავთ თქვენგან გაქცეულ კურდღელს, ე.ი. მოულოდნელად დაკარგავთ რაღაც ფასეულს. თუ შეიჩვიეთ კურდღელი–თქვენ გარშემო იქნებიან კარგი, მაგრამ არაინტელექტუალური კეთილისმსურველები. მკვდარი კურდღელი მომასწავებელია ახლობლის სიკვდილისა. კურდღლის ნახვა, რომელსაც ძაღლები მისდევენ–მაუწყებელია თქვენს ახლობლებს შორის ჩხუბისა და უთანხმოებისა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ძველი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. თუ სიზმარში ესვრით კურდღელს, ცხადში იძულებული იქნებით, ახლობლებთან მიმართებით, მიიღოთ ძალიან მკაცრი ზომები თქვენი კანონიერი საკუთრების შესანარჩუნებლად.

კურთხევა - სიზმარში კურთხევის ნახვა ნიშანია ახალი, ძალზე სასიამოვნო ნაცნობობისა და მეგობრობისა გამოჩენილ ადამიანებთან. თუ სიზმარში ახალგაზრდა ქალი მონაწილეობს კურთხევის ცერემონიაში, ეს ნიშნავს, რომ მას ელის ყურადღება ცნობილ ადამიანთაგან; მაგრამ თუ კურთხევა მის სიზმარში იღებს უსიამოვნო ჩახლართულობას, ელის ცუდი მოვლენა, რომელიც იმოქმედეს მის დროსტარებაზე.

კუტკალია - მწვანე ბალახზე კუტკალიას ნახვა ნიშნავს, რომ მტრები ემუქრებიან თქვენს ყველაზე დიდ ინტერესს. თუ კუტკალია გამხმარ ბალახზეა, მაშინ გემუქრებათ ჯანმრთელობის გაუარესება ან იმედგაცრუება ბიზნესში. თუ კუტკალიას ხედავთ მზის ფონზე–უახლოეს ხანს მოგიწევთ ერთი არასასიამოვნო პრობლემის გადაწყვეტა და ფრთხილი მოქმედებით შეძლებთ საქმის თქვენს სასარგებლოდ შემოტრიალებას. თუ სიზმარში ვიღაცას აჩვენებთ კუტკალიას, ე.ი. თქვენ თავშეკავებული ხართ და ადვილად გასცემთ თქვენი ბიზნესის საიდუმლოებებს.



ლაბა (კულინარიაში გამოყენება) - ლაბას დასიზმრება ცხადში დასახული მიზნის მისაღწევად ყველა წინააღმდეგობის იოლად გადალახვას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა, რომ იგი ლაბას ამზადებს–მეგობრებთან სასიხარულო შეხვედრას მოასწავებს

ლაბადა - თუ თქვენ ლაბადა დაგესიზმრათ, შესაძლოა საკუთარი სიჯიუტის მსხვერპლი გახდეთ. თუ სიზმარში ვინმეს ლაბადას სთხოვთ, თქვენი წარუმატებლობის მიზეზი სხვისი შეცდომები გახდება. თუ თქვენ ახალი ლაბადა დაგესიზმრათ, სურვილები აგისრულდებათ.
თუ სიზმარში ხვდებით, რომ სხვისი ლაბადა გაცვიათ, ეს გართულებულ სიტუაციას მოასწავებს, სადაც მეგობრების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. დახეული ლაბადა დიდ უსიამოვნებებს ნიშნავს. თუ სიზმარში კარგავთ ლაბადას–მოგიწევთ თქვენი ბედის ხელახლა მოწყობა; მწარედ ინანებთ თქვენი მიმნდობი ხასიათისა და საქმეში დაუდევრობის გამო

ლაბირინთი - თუ გესიზმრებათ ლაბირინთი, შესაძლოა, ცხადში თქვენი ბიზნესისათვის მაინტრიგებელი და გასაოცარი პირობები გაგიჩნდეთ. ცოლი ოჯახში თქვენს ყოფნას აუტანელს გახდის, ხოლო ბავშვები გამოავლენენ თავიანთი ხასიათის ცუდ მხარეებს. თუ ლაბირინთში თქვენს თავს ხედავთ სიბნელეში–ელოდეთ რაღაც უსიამოვნებებს. შესაძლოა, ეს იყოს ყველაზე სწრაფწარმავალი ავადმყოფობა ან არეულობა ბიზნესში. ვაზების ან ხეების ლაბირინთი უფრო სერიოზული ნიშანია: ერთი მოულოდნელი ბედნიერება შეიძლება თქვენთვის იქცეს შესაძლო დანაკარგის ან სასოწარკვეთილების მიზეზად. თუ ხედავთ არხების ქსელს ან რკინიგზას, თქვენ მალე გელით ხანგრძლივი მგზავრობა, სადაც საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, ბიზნესის მხრივ კი, ეს მგზავრობა მომგებიანი იქნება

ლაბორატორია - სიზმარში თუ ლაბორატორიაში იმყოფებით–ე.ი. დახარჯავთ უზარმაზარ ენერგიას უსარგებლო საქმიანობაზე მაშინ, როცა პრაქტიკული საქმიანობით უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდით. თუ გესიზმრებათ, რომ ხართ ალქიმიკოსი და ცდილობთ რკინის ოქროდ გადაქცევას–სინამდვილეში შექმნით საინტერესო პროექტს, მაგრამ მიზნის მიღწევისას წარუმატებლობას განიცდით: სიმდიდრე აღმოჩნდება მითად, ხოლო თქვენი საყვარელი ქალი არაგულწრფელი იქნება თქვენ მიმართ

ლაგუნა - თუ დაგესიზმრათ ლაგუნა–ჩათრეულ იქნებით ეჭვიანობის მორევისა და გაუგებრობაში თქვენივე სისულელის გამო

ლალი - ლალი სიზმარში ყოველთვის კეთილის მაუწყებელია. თუ ქალმა დაკარგა ლალი, შეყვარებული მას მიატოვებს

ლამპა - ნავთის ლამპა ნიშნავს საქმიან აქტიურობას, საიდანაც თქვენ კარგ შედეგს ელით. ლამპა ნავთის გარეშე მოასწავებს დეპრესიისა და სასოწარკვეთილებას. სუფთად და ლამაზად მანათობელი ლამპა მოასწავებს ოჯახურ ბედნიერებასა და წარმატებულ საქმიანობას. თუ თქვენ სიზმარში დაგაქვთ ლამპა, ე.ი. თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ, ცხოვრობთ საკუთარი ჭკუით და თქვენს აზრებს სხვებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებთ. თუ სიზმარში შეშინდით და ლამპა ფანჯრიდან ისროლეთ, ეს ნიშნავს, რომ მტრები მოჩვენებითი მეგობრობისა და ვითომ თქვენი წარმატების ინტერესით მახეს დაგიგებენ. თუ ლამპა ბოლავს–დაგეუფლებათ ყველაზე მდაბალი გრძნობები–ეჭვიანობა და შური, მაგრამ ბრძოლის შედეგად შეიცნობთ თქვენი უბედურების ჭეშმარიტ დამნაშავეს.
თუ სიზმარში იატაკზე დაგივარდათ ანთებული ლამპა–ე.ი. მთელი თქვენი გეგმები დაიმსხვრევიან. გატეხილი ლამპა მოასწავებს მეგობრის ან ნათესავის სიკვდილს. თუ ლამპა ბჟუტავს–გელით უბედურება. თუ ლამპის ცეცხლით დაგეწვათ კაბა–დაგამცირებენ ადამიანები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მეგობრებად გაჩვენებდნენ თავს, ბიზნესში კი გელით საშიშროება.

ლანგარი, სინი - თუ ლანგარი დაგესიზმრათ, ქონებას უმიზნოთ გაფლანგავთ. თუ ლანგარზე ძვირფასეულობა აწყვია–წარმატება გელით

ლანდო - თუ მეგობართან ან შეყვარებულთან ერთად მიდიხართ ლანდოთი–თქვენს ცხოვრებაში ერთმანეთს მიჰყვებიან ბედნიერი წუთები; მაგრამ თუ ლანდო გადაბრუნდა, სიხარული მოულოდნელად მწუხარებით შეიცვლება, თუმცა თქვენ სულიერად არ დაეცემით

ლაპარაკი - თუ სიზმარში ვინმეს ელაპარაკებით, მალე ახლობლის ავადმყოფობის ამბავს გაიგებთ. ხმამაღალი და მოსაბეზრებელი ლაპარაკი, რომელიც სიზმარში გაწუხებთ, ცხადში სხვის საქმეებში ჩარევას ნიშნავს. თუ სიზმარში თქვენზე ვინმე ლაპარაკობს, მეგობრები თქვენდამი არაკეთილგანწყობილნი იქნებიან. სიზმარში რაიმე ჭურჭლიდან დალევა ნიშნავს სიყვარულით ტკბობას. გატეხილი ვაზა (ფინჯანი)–უბედურების ნიშანია. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში საჩუქრად იღებს ლარნაკს–ის შეისრულებს სანუკვარ ოცნებას

ლატარეა - თუ სიზმარში ნახეთ ლატარეა და თვითონაც მონაწილეობდით მის გათამაშებაში–ცხადში ჩაერევით რაღაც უნაყოფო საქმიანობაში და ტყუილად წახვალთ ჩაფიქრებულ მოგზაურობაში. თუ ხელში ბედნიერი ბილეთი გიჭირავთ, ცხადში შეიძენთ რაღაც სასიამოვნოს, თუმცა ეს დაკავშირებული იქნება ხლაფორთსა და ნერვიულობასთან.
ნახვა, თუ როგორ იგებენ სხვები, ნიშნავს, რომ მონაწილეობას მიიღებთ სასიამოვნო ქმედებაში, როცა თქვენი მეგობრების უმეტესობა შეიკრიბება. წაგება–ე.ი. იზარალებთ სხვა ხალხის მტრობით და თქვენი საქმე მხოლოდ დარდს შეგმატებთ.
ახალგაზრდა ცოლი, რომელიც ხედავს ან თვითონ მონაწილეობს ლატარეაში, მეტყველებს, რომ მისი არასერიოზული დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი მას მოუტანს იმედგაცრუებას, ხოლო მეუღლე აღმოჩნდება არასანდო და ცვალებადი. საერთოდ, ლატარეის ნახვა სიზმარში–არასანდო პარტნიორებია ბიზნესში, ხოლო სასიყვარულო ურთიერთობანი დროებითი კმაყოფილების მომტანია

ლაქა - ხელებზე ან ტანსაცმელზე გაჩენილი ლაქები იმაზე გაფრთხილებთ, რომ არაკეთილმოსურნე ადამიანებს თქვენთვის ზიანის მოყენება სურთ და თქვენ მათგან თავის დაცვა მოგიწევთ

ლაქი - ნახვა, თუ როგორ უსვამთ ლაქს რაიმე საგანს, ნიშანია გაფრთხილებისა: ნუ შეეცდებით პოპულარობის მიღწევას თაღლითობით. თუ ნახეთ, რომ სხვა ადამიანები უსვამენ ლაქს რაიმეს–ასევე საშიშროების ნიშანია იმათი მხრიდან, ვინც ნებისმიერი ხერხით ცდილობს გამდიდრებას

ლეიბი - ლეიბის ნახვა–უახლოეს მომავალში მოგემატებათ ვალდებულებები. თუ სიზმარში გძინავთ ახალ ლეიბზე–კმაყოფილი იქნებით თქვენი გარემოცვით. ფაბრიკის ნახვა, სადაც კერავენ ლეიბებს, გპირდებათ, რომ თქვენ გამოგიჩნდებიან მდიდარი პარტნიორები და თქვენი შემოსავლები გაიზრდება

ლეოპარდი, ჯიხვი - თუ სიზმარში თავს გესხმით ლეოპარდი, ეს ნიშნავს, რომ, თუმცა მომავალი მიმზიდველად გეჩვენებათ, წარმატების მიღწევა ბევრ სიძნელესთან იქნება დაკავშირებული, განსაკუთრებით, თუ მიმნდობი იქნებით. ლეოპარდის მოკვლა წარმატების საწინდარია. ლეოპარდი ნახოთ გალიაში–მტრები, რომლებიც ცდილობენ თქვენთვის ხელის შეშლას, დამარცხდებიან.
თუ თავის სტიქიაში მყოფი ლეოპარდი თქვენგან გაქცევას ლამობს–ელოდეთ გართულებას ბიზნესსა და სიყვარულში, მაგრამ თქვენი ძალისხმევით მას გადალახავთ. ლეოპარდის ტყავი ნიშნავს, რომ თქვენს ინტერესებს ემუქრება საფრთხე თქვენთვის პატივსაცემი, მაგრამ უსინდისო ადამიანისაგან

ლექსიკონი - როცა სიზმარში ლექსიკონს იყენებთ, ეს თქვენი სიმორცხვის ნიშანია და თქვენ ძირითადად გარემოცვაზე ხართ დამოკიდებული. თუ ამ სიმორცხვეს გადალახავთ–საქმეები უკეთ წაგივათ

ლეღვი - ლეღვის ჭამა სიზმარში მიმანიშნებელია რაღაც აფორიაქებისა, რომელიც ცოტა ხნით მოგიცავთ. გაზრდილი ლეღვის ნახვა კარგია და მოასწავებს საქმეების წყნარად წარმართვასა და კარგ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით კარგია თუ ასეთ სიზმარს ხედავს გოგონა–ეს მას ჰპირდება ღირსეულ და მდიდარ ქორწინებას

ლიმონათი - თუ სიზმარში სვამთ ლიმონათს, სინამდვილეში თქვენ გამოავლენთ შემოქმედებითობას, რათა აჯობოთ სხვებს და წარმოადგინოთ საკუთარი გეგმები და პროგრამა თქვენი საქმის განსავითარებლად; თუმცა იყავით მზად იმისათვის, რომ, ბოლოს და ბოლოს, ყველა ინტერესი თქვენი ძალისხმევით შესრულდება

ლიმონები - დაფოთლილი და ნაყოფით დახუნძლული ლიმონის ხე მოასწავებს საყვარელი ადამიანისადმი ეჭვიანობას, თუმცა არსებული მტკიცებულებები გამოავლენენ თქვენი ეჭვიანობის აბსურდულობას. ლიმონის ჭამა–დამცირება და იმედგაცრუებაა. მწვანე ლიმონი მოასწავებს ავადმყოფობას. გამხმარი ლიმონის ნახვისას ცოლ–ქმარს გაყრა, ხოლო შეყვარებულებს დაცილება ემუქრებათ

ლიფტი - თუ სიზმარში ადიხართ ლიფტით–მალე მიაღწევთ მაღალ მდგომარეობას და სიმდიდრეს, მაგრამ თუ დაბლა ეშვებით, გელით წარუმატებლობა და დიდი იმედგაცრუება. თ ხედავთ დაბლა დაშვებულ ლიფტს, რომლიდანაც ეს–ესაა ხალხი გამოვიდა–გემუქრებათ საშიშროება

ლოგინი - სუფთა ლოგინი საზრუნავისაგან თავის დაღწევას ნიშნავს. თუ თქვენ შლით ლოგინს, ახალი სიყვარული გელით. ლოგინი უცნობ საძინებელში–მეგობრების ჩამოსვლაა. ლოგინი სუფთა ჰაერზე ნიშნავს ფართო შესაძლებლობებს, რომელიც გადაიშლება მის წინაშე, ვისაც სურს ცხოვრების შეცვლა

ლოკოკინა - ლოკოკინა სიზმარში მიგითითებთ, რომ თქვენ გარშემო შეიქმნა არასასურველი გარემო. თუ თქვენ გაჭყლიტეთ ლოკოკინა, მაშინ ცხადში საქმე გექნებათ არასასიამოვნო ხალხთან

ლოკომოტივი - თუ გესიზმრებათ დიდი სისწრაფით მოძრავი ლოკომოტივი, ეს მოასწავებს თქვენი კეთილდღეობის უსწრაფეს ზრდას და მომავალ მოგზაურობას საზღვარგარეთ, მაგრამ თუ თბომავალი დგას–უსიამოვნებები უშლიან საქმეს, ხოლო მოგზაურობა უკეთეს დრომდე გადაიდება. ძველი, დამტვრეული თბომავლის ნახვა ცუდის ნიშანია–მომასწავებელი უბედურების ან საკუთრების დაკარგვისა.
სიზმარში მოახლოებული თბომავლის თვლების ხმის გაგონება–ახალი ამბავია უცხოეთიდან. შესაძლოა, თქვენი საქმეები უკეთესობისაკენ შეიცვალოს და ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. მისი საყვირის ხმის გაგონება–გაგიკვირდებათ და გაგიხარდებათ დიდი ხნის უნახავი მეგობრის გამოჩენა ან მისი დაწინაურება სამსახურში

ლომბარდი - სიზმარში ლომბარდში შესვლა ცუდი სიზმარია, რომლის შემდეგ თქვენ განიცდით იმედგაცრუებას ან შეიტყობთ დანაკარგის შესახებ. ლომბარდში ნივთების ჩაბარება ნიშანია შეყვარებულების ან ცოლ–ქმარის დაცილებისა ან ბიზნესში დანაკარგისა.
თუ ქალი შედის ლომბარდში–ე.ი. ის თავს დამნაშავედ თვლის და უკვე ნანობს დაკარგულ მეგობრებზე. თუ თქვენ შედიხართ ლომბარდში თქვენი ნივთების გამოსასყიდად–ისევ დაგიბრუნდებათ თავდაჯერებულობა და ხელახლა დაიკავებთ ცხოვრებისეულ პოზიციას.
უბრალოდ, ნახვა ლომბარდისა, ნიშნავს, რომ ზედმეტად მიმნდობი ხართ, რის გამოც არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენი შეუბღალავი სახელი მსხვერპლად მიიტანონ რაღაც უხამსი საქმის გამო

ლომი - თუ დაგესიზმრათ ლომი, ნიშნავს, რომ გმართავენ ძლიერი ძალები. თუ სიზმარში იმორჩილებთ ლომს, ცხადში ნებისმიერ საქმეში გამარჯვება გელით. თუ სიზმარში ლომი გამარცხებთ–მტრებისაგან დაუცველი დარჩებით. ლომის ნახვა გალიაში ნიშნავს, რომ თქვენი გამარჯვება მთლიანად დამოკიდებული იქნება თქვენს შესაძლებლობაზე–გაანეიტრალოთ თქვენი მოწინააღმდეგეების მოქმედება. სიზმარში ლომის მომთვინიერებლის ნახვა–საქმეში წარმატების საწინდარია: ქალები კეთილგანწყობილნი იქნებიან თქვენ მიმართ.
სიზმარი ახალგაზრდა ლომზე მიუთითებს, რომ თქვენი ახალი სამეწარმეო საქმიანობა წარმატებული იქნება, თუ საჭირო ყურადღებას დაუთმობთ მას. თუ სიზმარში გესმით ლომის ბრდღვინვა, გელით მოულოდნელი წარმატება ბიზნესსა და სასიყვარულო საქმეში. ლომზე შეჯდომა–გამოავლენთ ვაჟკაცობასა და დაჟინებას სიძნელეთა გადალახვისას.
თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება დანიელ წინასწარმეტყველი ლომების ღრიალის თანხლებით, მისი ინტელექტი და პირადი მიმზიდველობა მისდამი განაწყობს ბედს და მისთვის სასურველ მიჯნურს. ლომის ტყავი ნიშნავს ბედნიერებასა და სიმდიდრეს. თქვენზე ნახოთ მოღრიალე და კბილებდახრჭენილი ლომის თავი, მიგანიშნებთ, რომ თქვენი მისწრაფება ძალაუფლებისაკენ საშიშროების ქვეშაა.
თუ სიზმარში თქვენს ბავშვებს დანით იცავთ ლომისაგან, ნიშნავს, რომ მტრები, რომლებიც გემუქრებიან, წარმატებას მიაღწევენ, თუ წამოეგებით მათ ხრიკებს და, თუნდაც დროებით, ხელს აიღებთ თქვენი ვალისა და საქმისადმი მოვალეობისაგან

ლორი - ლორის ნახვა ნიშნავს, რომ ვიღაც გიყენებთ ცუდი ზრახვებით. ლორის დაჭრა დიდ ნაჭრებად–ღირსეულად მოიგერიებთ უღირს ადამიანთა თავდასხმებს. გატყავებული საქონლის დანაწილება–დაიმსახურებთ გარშემომყოფთა კეთილგანწყობას.
თუ სიზმარში ვაჭრობთ შაშხით, ნიშნავს, რომ მალე შეიძენთ სიმდიდრეს, მაგრამ თუ ჭამთ–მაშინ რაღაც ფასეულს დაკარგავთ. განსაკუთრებით ცუდია, თუ გესიზმრებათ, რომ ამარილებთ ბეკონს და თან ბოლის სუნს გრძნობთ

ლუდი - თუ სიზმარში სვამთ ლუდს, ეს ცხოვრებაში იმედგაცრუებაზე მიუთითებს. თუ ხედავთ სიზმარში იმ ადამიანებს, რომელიც ლუდს სვამენ–ვიღაცის ინტერესები თქვენ იმედებს გაგიცრუებთ. ხოლო თუ ლუდის გურმანი, სასიამოვნო გარემოში წყნარად მიირთმევს საყვარელ სასმელს, მისი ცხოვრება ძალზე კარგად აეწყობა

ლუდის ბარი - ვისაც ლუდის ბარი ესიზმრება, მან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საქმეში, ვინაიდან მტრები ცხადში ყოველ მის ნაბიჯს უთვალთვალებენ

ლუდის გამოხდა - თუ თქვენი თავი ლუდის გამოსახდელში დაგესიზმრათ–თქვენ ბიუროკრატიზმისა და უსაფუძვლო განცხადებების გამო დაისჯებით, თუმცა დიდი ჯაფის შემდეგ სიმართლეს მაინც დაამტკიცებთ. ნებისმიერი საგანი, რომელსაც შეხება აქვს ლუდის გამოხდასთან, მიანიშნებს, რომ თქვენი ჯაფა კარგად დასრულდება და მიიღებთ როგორც მორალურ, ისევე მატერიალურ მოგებას.

ლუპა - სიზმარში ლუპიდან ყურება გაუწყებთ, რომ შეიძლება საქმის დამთავრება შესაბამის დონეზე. ქალი თუ ნახავს, რომ ლუპა უჭირავს ხელში–ის მიიპყრობს ადამიანის ყურადღებას, რომელიც შემდეგ იგნორირებას გაუკეთებს მას.

ლურსმანი - თუ თქვენ სიზმარში ხედავთ ლურსმნებს–გელით მრავალი კონფლიქტი და არც თუ ისე ბევრი სიხარული. თუ თქვენს სიზმარში თქვენი ბიზნესი ლურსმნების წარმოებაა–მიიღებთ წინადადებას პრესტიჟული, მაგრამ მცირეხელფასიანი სამსახურის შესახებ. დაჟანგული ან დაღუნული ლურსმნები–ავადმყოფობა და წარუმატებლობაა ბიზნესში