მიესალმეთ McLaren 600LT Spider-ს. როგორც მოგეხსენებათ ბრიტანული კომპანიის სამოდელო ხაზში დაბოლოება LT(Longtail) ნიშნავს, რომ ავტომობილი უფრო მძლავრი, უფრო მსუბუქი და შესაბამისად უფრო სწრაფია. მისი დონორი არის 570S Spider, რომელიც კომპანიის გამაში სულ ბოლოში იდგა. თუმცა „სასტარტოს“ ამ მოდელზე ვერ ვიტყვით.
როგორც 600LT კუპე, Spider აღჭრვილია 3,8 ლიტრიანი ორმაგად ტურბირებული V8 ძრავით, რომელიც 592 ცხენს და 457 მაბრუნ ძალას იძლევა. მთელი ეს სიმძლავრე უკანა ამძრაობის ღერძს შვიდსაფეხურიანი ორმგი ქუროიანი ტრანსმისიით გადაეცემა. განსხვავება მისი სახურავია რომელიც კუპესგან განსხვავებით მას 50 კგ-ით ამძიმებს. შედეგად
კი 0-დან 100-მდე აჩქარებას 2,8 წამს ანდომებს.
McLaren-ს ჯერ არ გამოუცხადებია, რამდენ ეგზემპლარს გამოსცემს გასაყიდად, თუმცა ის ნამდვილად შეზღუდული რაოდენობით გამოვა და თითოში სულ ცოტა 256,500 დოალრის გადახდა მოგიწევთ.