17 წლის ბიჭმა მრავალსართულიანი შენობიდან გადავარდნილი ბავშვი დაიჭირა. ინციდენტი სტამბოლში მოხდა.
ორი წლის სირიელი დოჰა მუჰამედი მეორე სართულის ფანჯრიდან მაშინ გადავარდა, როდესაც მშობელი სამზარეულოში იყო. მოზარდმა ბავშვი დაინახა და ის დროულად დაიჭირა. 2 წლის ბავშვს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.