5/29/2019

Amazon-ი მუშაობს მოწყობილობაზე რომელიც მალე თქვენს ემოცებს წაიკითხავს

Amazon-ი მუშაობს მოწყობილობაზე, რომელიც ადამიანის ემოციებს გააკონტროლებს. გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრონული კომერციის გიგანტის ახალი პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაკონტროლება იქნება.


მოწყობილობაზე Amazon-ის კომპიუტერული სისტემის ჯგუფი Lab126 და Alexa-ს ხმოვანი ასისტენტის პროგრამული უზრუნველყოფის გუნდი ერთად მუშაობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოწყობილობა სმარტფონთან იქნება დაკავშირებული, მიკროფონის საშუალებით კი ადამიანის ხმის მეშვეობით შეძლებს გაარკვიოს მომხმარებლის ემოციური მდგომარეობა.