რა არის Cloud Mining?
თუ გინდა, დაიწყო კრიპტოვალუტის მოპოვება, მაგრამ გინდა, თავიდან აიცილო შენი მოწყობილობების მართვასთან დკავშირებული თავის ტკივილი, შეგიძლია გამოიყენო ქლაუდ მაინინგი.
მარტივად რომ ვთქვათ, ქლაუდ მაინინგი ნიშნავს სხვისი კომიუტერული სიმძლავრის ქირაობას. საჭიროა მხოლოდ სახლის ჩვეულებრივი კომპიუტერი კომუნიკაციისათვის, კრიპტოვალუტის საფულე და ა.შ.
ქლაუდ მაინინგის დადებითი მხარეები:
- ჩუმი და გრილი სახლი - სახლში არ არის საჭირო მუდმივად ჩრთული ქულერების ზუზუნი.
- არ არის დამატებით ელექტროენერგიის ხარჯი.
- არ გვრჩება მოწყობილობა, რომელიც თავიდან უნდა მოვიშოროთ, როდესაც მოპოვება აღარ არის მომგებიანი.
- თავიდან ვიცილებთ სავინტილაციო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
- ნაკლები შანსია, იმისა, რომ სამომპოვებლო ტექნიკის (კომპიუტერების) მწარმოებელმა გაგაწბილოს.
ქლაუდ მაინინგის უარყოფითი მხარეები:
- თაღლითობის რისკი.
- გაურკვეველი მაინინგ ოპერაციები.
- ნაკლებად სახალისოა (იმ შემთხვევაში, თუ მოგწონს ტექნიკის გამართვის და მართვის პროცესი).
- ნაკლებად მომგებიანია - რადგან დატა ცენტრს უნდა გადავუხადოთ საკომისიო.
- კონტროლის და მოქნილობის ნაკლებობა.
ქლაუდ მაინინგის სახეობები
- მასპინძელი პროვაიდერის მაინერი (Hosted) - შენ ქირაობ ტექნიკას, რომელსაც პროვაიდერი „მასპინძლობს“.
- ვირტუალური მასპინძელის მაინერი - შენ ქმნი ვირტუალურ სერვერს, სადაც აინსტალირებ შენს საკუთარ პროგრამას. ხოლო, თავად სამომპოვებლო ტექნიკა, ფიზიკურად სხვაგანაა.
- ნაქირავები ჰაშ სიმძლავრე - ყველაზე პოპულარული არჩევანია. შენ არ ფლობ არც ფიზიკურ და არც ვირტუალურ კომპიუტერს, მხოლოდ ქირაობ სიმძლავრეს პროვაიდერისაგან.
რისკი vs. ჯილდო
როდესაც კრიპტოვალუტის მოპოვებაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია გახსოვდეს მასთან დაკავშირებული რისკები, თუმცა მომგებიანობა შესაძლებელია, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ.
სატესტო გამოთვლებში ნახავ, რომ ქლაუდ მაინინგისას, როგორც წესი, პირველი რამოდენიმე თვე მომგებიანია, მაგრამ როგორც კი მოპოვების სირთულე იმატებს, იგი აზრს კარგავს. როგორც წესი, ქლაუდ მაინინგის მომგებიანობა 4-6 თვეს გრძელდება. მომგებიანობის გახანგრძლივების ერთ-ერთი ხერხია მიღებული თანხის რეინვესტირება და ამ გზით ჰაშ სიმძლავრის გაზრდა, თუმცა, ცხადია, ესეც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად ზემოთ აღწერილი რისკებისა, ყველაზე დიდ რისკს ქლაუდ მაინინგის შემთხვევაში წარმოადგენს თაღლითობა და არასწორი მენეჯმენტი (პროვაიდერის მხრიდან). შესაბამისად, ქლაუდ მაინინგში ინვესტირება ღირს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ რისკებს იცნობ და მზად ხარ მათ შენს თავზე ასაღებად. შესაბამისად, გამოთქმა - არასდროს გააკეთო იმაზე მეტი ინვესტიცია, ვიდრე თავს შეგიძლია უფლება მისცე, რომ დაკარგო.
ისევე, როგორც ნებისიერი სხვა ტიპის ინვესტიციის დროს, აუცილებელია სიტუაციის კარგად შეფასება. პროვაიდერის შესაფასებლად, უნდა წაიკითხო სხვადასხვა ინფორამცია, იკითხო მათი სანდოობის შესახებ ფორუმებზე, მოიკვლიო ინფორმაცია სოციალურ ქსელში და დაეკონტაქტო ისეთ ადამიანებს, ვისაც ამ პროვაიდერებთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ.
ეს სტატია მიზნად არ ისახავს ქლაუდ მაინინგის რეკლამირებას ან პირიქით, მის ანტი რეკლამას. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მკითხველმა გაანალიზოს რისკები, უპირატესობები და მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე.