იყვნენ ორი ძმაკაცები, ერთი მდიდარი მეორე კი ღარიბი.
ერთ დღეს მდიდარი ძმაკაცი თავის ცოლთან ერთად რესტორანში წავიდა.გვერდით მაგიდაზე მსხდომმა კაცმა მის ცოლს ფლირტაობა დაუწყო, მდიდარმა ვერმოითმინა შეურაწყოფა აიღო დანა და მოკლა ეს კაცი.
პირველი რაც მოაგონდა, დაურეკა ღარიბ ძმაკაცს და შველა სთხოვა.
ღარიბი ძმაკაცი მაშინათვე მოვიდა და მდიდარი ძმაკაცის დანაშაული თავის თავზე აიღო.
მიუსაჯეს 20 წელი პატიმრობა.
გავიდა დრო, ღარიბი ძმაკაცი გამოიქცა ციხიდან და მდიდარ ძმაკაცთან მივიდა,რომელმაც ნორმალური გამარჯობაც არ უთხრა და კარები ცხვირწინ მიუჯახუნა.
დაღონდა ღარიბი ძმაკაცი, აღარ იცოდა სად წასულიყო, იარა ნელ ნელა დაღონებულმა და იქვე პარკში ჩამოჯდა.
უცებ ხანშიშესულმა კაცმა გამოიარა და ხელში ჩანთა ჩაუდო და წავიდა.
დაღონებულმა ღარიბმა ძმაკაცმა გადაწყვიტა ჩანთა გაეხსნა სა დაინახა ფულით სავსეა, გაუხარდა ეს ღვთის საჩუქარი ადგა სახელი და გვარი შეიცვალა, იყიდა სახლი, მანქანა და ჩაერთო დიდ ბიზნესში.
ერთ დღეს სახლის კარებზე ხანშიშესული ქალი მიადგა და მასთან უფასოდ დამლაგებლად მუშაობის სურვილს გამოთქვამდა, მაგრამ ფული აღარ უჭირდა და ხელფასი დაუნიშნა.
შემთხვევით შეხვდა ულამაზეს გოგოს, გაიცნო, ცოტახნის მერე ცოლობა შესთავაზა და დანიშნეს ქორწილის დღე.
მოიწვიეს ყველა ნაცნობი, ნათესავი და მეგობარი მათ შორის მდიდარი ძმაკაციც.
შუა ქორწილში მდიდარმა ძმაკაცმა მიკროფონი მოითხოვა და სიტყვით გამოსვლა დაიწყო.
- ძმაო! გახსოვს ჩვენ როგორ ვმეგობრობდით? გახსოვ მე რომ კაცი შემომაკვდა და დანაშაული შენს თავზე აიღე? მე მახსოვს.
ძმაო! ის თუ გახსოვს ციხიდან გამოქცეული პირდაპირ ჩემთან, რომ მოხვედი და მე კარები ცხვირწინ მოგიხურე? მაგ დროს სახში პოლიციელები იყვნენ და ვერ მიგიღებდი სტუმრად.
ძმაო, თუ გახსოვს მოხუცი კაცი, ფულით სავსე ჩანთა რო ჩაგიდო ხელში? ის მამაჩემი იყო, მე გამოვგზავნე.
ხოლო ის თუ გახსოვს ხანშიშესული ქალი, რომელსაც უფასოდ უნდოდა შენთან დამლაგებლად მუშაობა? ის დედაჩემია. ...
ხოლო ქალი, რომელსაც შენ ეხლა ცოლად ირთავ , ჩემი დაა.
ასე,რომ მე გადმოგეცი ყველაფერი და ყველაზე ძვირფასები ჩემთვის, ესენი ჩემი სიცოცხლეები არიან,ჩათვალე ჩემი სიცოცხლე მოგეცი შენ. იცხოვრე ბედნიერად ძმაო!