ევროპული ვალუტა მძიმე ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ფედერალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა რიჩარდ ფიშერმა გამორიცხა აშშ-ის ფულად-სარედიტო პოლიტიკის შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე გადასვლა.
ამ განცხადებამ მომენტალურად გამოიწვია დოლარის გაძლიერება და შესაბამისად, ევროსა და იენის შესუსტება. ამ ვალუტების კურსი დღეს იყო 1,3 დოლარი / ევრო და 78.7 იენი/დოლარი.
დოლარის გამყარების მეორე ფაქტორი გახდა წინასწარი შეთანხმება სახელფასო გადასახადის შემცირების შესახებ.
BBC-ის ინფორმაციით სახელფასო საგადასახადო შეღვათები აისახება მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებსაც წელიწადში 50 ათასი დოლარი აქვთ შემოსვალი.
ამ მიზნის მისაღწევად კონგრესში ორივე მხარე წავიდა, მთელ რიგ დათმობებზე: რესპუბლიკელებმა უარი თქვეს მოთხოვნაზე-სახელმწიფო ხარჯების 100 მილიარდი დოლარით შემცირებაზე. დემოკრატებმაც სხვადასხვა ხარჯების შემცირების მოთხოვნა დღის წესრიგში აღარ დააყენეს.