7/15/2011

მე



ჩემთან სიმშვიდე სუფევს ისე, როგორც არასდროს.

დღეს თბილისში დარია, სასიამოვნო ცივი, წვიმიანი ქარი ჰქრის, ცა შავია, რაც დაძინების საშუალებას იძლევა. ვიმუშავე, ეხლა წამოვწექი ადგომა არ მინდა, არც ჭამა მინდა, არც ფიქრი, უბრალოდ ჩემთვის ყოფნა მინდა.

ყველაფრისადმი ხალისი დამეკარგა, ყველაფერი უინტერესო გახდა, რა აზრი აქ ასეთ ყოფას, წინ გამოცდა მელოდება,ტესტირება :)).
  შემიძლია ვთქვა, რომ ისე ვარ , თითქოს  გარდაიცვალო, და სადღაც ძალიან შორს, მიგიჩინონ ადგილი და ვერ ნახო ვერავინ, გარდა ვიღაც უცხოებისა.
განსხვავება მაინც ისაა, რომ ეხლა ინტერნეტში ვარ შემძვრალი.

Комментариев нет: