9/18/2019

სიზმრების ახსნა

მაგია - თუ გესიზმრებათ, რომ მაგიით ხართ დაკავებული, გელით სასიამოვნო სიურპრიზები. თუ სხვები არიან მაგიით დაკავებულნი–გექნებათ კარგი ცვლილებები. მაგია ან ჯადოქარი–ნიშანია მოსალოდნელი მოგზაურობისა, რომელიც გამოიწვევს თქვენი საგანმანათლებლო სტატუსის ზრდასა და ბიზნესში წარმატებას.
შენიშვნა: მაგია, რომელიც აქ განიხილება, არ განეკუთვნება ჯადოქრობასა და სპირიტიზმს. თუ მკითხველი ამას ასეთი აზრით გაიგებს, მზად უნდა იყოს სიზმრის საწინააღმდეგო მნიშვნელობით ახდენაზე. ჭეშმარიტი მაგია–ეს არის ბუნების უდიდეს მოვლენებში წვდომა


მაგნიტი - მაგნიტი ნიშნავს, რომ ვიღაცას უნდა თქვენზე გავლენის მოხდენა და ჭეშმარიტი გზიდან გადაგდება–ეს უფრო ქალია. სხვა მხრივ, ქალისათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს ჯანმრთელობასა და ვიღაცის მფარველობას

მავთული - თუ მავთული გესიზმრათ, საქმიანი მოგზაურობის შემდეგ მიხვდებით, რომ უფროსი არ გაფასებთ. ძველი, ჟანგიანი მავთული თქვენ ცუდ ხასიათს გამოხატავს, რის გამოც თქვენ და თქვენს ახლობლებს უსიამოვნებები გელით. მავთული ღობეზე–თაღლითობის ნიშანია. თუ თქვენ რაიმე საქმე ჩაიფიქრეთ, იყავით ფრთხილად და ყურადღებით

მათრახი - მათრახის ნახვა სიზმარში ნიშნავს მეგობრებთან უთანხმოებას, კამათსა და გაუგებრობას

მაიმუნი - მაიმუნის დასიზმრება ცრუ ამბავს ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც არაკეთილმოსურნენი შეეცდებიან, გამოგიყენონ საკუთარი მიზნების მისაღწევად. მკვდარი მაიმუნი მოასწავებს თქვენი არაკეთილმოსურნეების ფიასკოს. თუ აჭმევთ მაიმუნს–უფრთხილდით ცუდ ადამიანებს.
ახალგაზრდა ქალს თუ დაესიზმრა მაიმუნი, მან უნდა იჩქაროს გათხოვება, თორემ, შესაძლოა, რჩეულმა უღალატოს. თუ სიზმარში აჭმევთ მაიმუნს–უნდა უფრთხილდეთ მლიქვნელ ადამიანებს. ზოგჯერ მაიმუნის დასიზმრება მოასწავებს რომელიმე ახლობლის ავადმყოფობას ან დამცირებას. თუ გესიზმრებათ ხეზე მხტუნავი პატარა მაიმუნი, უნდა უფრთხილდეთ ვერაგობას

მაისის ხოჭო - სიზმარში მაისის ხოჭოს ნახვა ნიშნავს საძაგელსა და ნერვების მომშლელ კომპანიონს იქ, სადაც თქვენ ელოდით კარგი კომპანიონის შეძენას.

მაკარონი - სიზმარში მაკარონის ჭამა მცირეოდენ დანაკრგს ნიშნავს. მისი დიდი რაოდენობით ნახვა–ჭკვიანური სიფრთხილის გამოჩენაა. ახალგაზრდა გოგონასათვის ასეთი სიზმარი ნიშნავს მის ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოსვლას

მაკრატელი - მაკრატელი სიზმარში ცუდის მომასწავებელია: ეჭვიანობა და უთანხმოება გაგიფუჭებთ ურთიერთობას ახლობელ ადამიანთან. ბასრი მაკრატელი არასასურველი სამუშაოს მომასწავებელია.
თუ მაკრატელი გაგიტყდათ–მოსალოდნელია ჩხუბი ოჯახში; არ არის გამორიცხული ურთიერთობათა გაწყვეტა. თუ გატეხილი მაკრატელი გესიზმრათ–საკუთარი ექსცენტრულობის გამო დაკარგავთ მეგობრებს და წონას საზოგადოებაში.
მაკრატელის დაკარგვა–სულის სიღრმეში ცდილობთ უსიამოვნო მოვალეობათაგან გათავისუფლებას. საერთოდ, როცა მაკრატელი გესიზმრებათ–თქვენ ძუნწი და უცერემონიო ხდებით მეგობრებთან ურთიერთობაში

მალამო - თუ დაგესიზმრათ მალამო–გელით ახალი მეგობრობა, რომლითაც იამაყებთ. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში აკეთებს მალამოს, იგი ადვილად გაართმევს თავს ყველა საქმეს–პირადსა თუ საზოგადოებრივს

მამა - თუ გესიზმრათ მამა, ე.ი. თქვენი საქმეები მოიკოჭლებს და მათ გამოსასწორებლად ვინმეს ბრძნული რჩევა დაგჭირდებათ. თუ მამათქვენი კვდება, სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან საკითხებში. თუ ქალს ესიზმრა მკვდარი მამა, მას საყვარელი უღალატებს

მამალი - მამალი სიზმარში დიდ წარმატებას და იღბალს მოასწავებს, თქვენი პრესტიჟი ამაღლდება, მაგრამ აქვე იმის საფრთხეც არსებობს, რომ ამპარტავანი და პატივმოყვარე გახდეთ. თუ მამლების ჩხუბს ხედავთ, ეს მომავალში უთანხმოებასა და მეტოქეზე მიანიშნებს.
თუ დილით მამლის ყივილი გესმით, ეს კარგი სიზმარია, რომელიც ახალგაზრდებს ბედნიერ ქორწინებასა და ოჯახის ბარაქას ჰპირდება. თუ მამალი ყივის საღამოს ან ღამე, თქვენ ცრემლების მიზეზი გექნებათ. ასეთი სიზმრის მერე საშიში სიტუაციებისათვის უნდა მოემზადოთ

მამამთილი - თუ თქვენ მამამთილი დაგესიზმრათ, მეგობრებთან და ნათესავებთან ჩხუბი მოგელით

მანქანები (მექანიზმები) - სიზმარში მექანიზმების ნახვა მოასწავებს თქვენს დაინტერესებას პროექტით, რომელიც დიდ მღელვარებას განგაცდევინებთ, თუმცა, საბოლოოდ, თქვენთვის მაინც სასარგებლო იქნება. ძველი მანქანა იმის ნიშანია, რომ მავანნი ხელს შეგიშლიან–გახდეთ თქვენი ბედის გამგებელი. თუ თქვენ სიზმარში მექანიზმებში გითრევენ, ეს მოასწავებს საქმეში დანაკარგს, რომელსაც თან უბედურება მოჰყვება. როგორც წესი, ადამიანი ასეთი სიზმრის შემდეგ წამგებიან გარიგებას დებს.
თუ სიზმარში გატყდა მანქანა, ცხადში თქვენ გარისკავთ მეგობრის დაკარგვას. სახანძრო მანქანა მაუწყებელია ექსტრაორდინალურ მოვლენასთან დაკავშირებული შიშისა და მღელვარებისა. თუ ქალს ესიზმრება, რომ მგზავრობს სახანძრო მანქანით–უნდა გაფრთხილდეს, რათა არ ჩაითრიონ უსიამოვნო სიტუაციაში

მანქანით, ველოსიპედით მგზავრობა - თუ სიზმარში რომელიმე ამ ტრანსპორტით მგზავრობთ, თქვენს ბიზნესს საფრთხე დაემუქრება, შესაძლებელია ავადმყოფობაც. თუ თქვენ ნელა მიდიხართ, თქვენი შრომის შედეგები არ დაგაკმაყოფილებთ; ჩქარი სვლა საშიშ თავგადასავალს მოასწავებს

მანქანის (ტრანსპორტის) ტარება - სიზმარში, რომელშიც ავტომობილს ატარებთ, ნიშნავს, რომ უსამართლოდ დაგძრახავენ, რადგან მათ თქვენი საქციელი მიაჩნიათ სულელურად.
თუ თქვენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ატარებთ, მაშინ ცხოვრებაში მოგიხდებათ დამამცირებელი და დაუფასებელი სამუშაოს კეთება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ პერსპექტივას.
თუ სიზმარში მატარებელს ატარებთ, ცხადში აღმოჩნდებით შემავიწროებელ გარემოებებში. თუ იმყოფებით მანქანის კაბინაში, მაგრამ შემადგენლობა სხვას მიჰყავს, მაშინ თქვენ გადალახავთ საფრთხეს

მარანი, სარდაფი - თუ დაგესიზმრათ ცივი სარდაფი, ეჭვები შეგიპყრობთ: თქვენ სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. ხანდახან ასეთი სიზმარი მატერიალურ დანაკარგებზეც მიანიშნებს.
ღვინის მარანი საეჭვო საქმეში წილის შემოთავაზებას ნიშნავს. ახალგაზრდა ქალისათვის ეს სიზმარი ბანქოს მოთამაშეზე ან საეჭვო რეპუტაციის ადამიანზე ქორწინებას ნიშნავს. თუ ქალს დაესიზმრა მარნიდან გამოსული ნაცნობი, ცხადში ისინი ერთად მოხვდებიან უსიამოვნო სიტუაციაში, მაგრამ ყველაფერი კარგად დამთავრდება

მარაო - მარაოს ნახვა სიზმარში ძალიან სასიამოვნო ცნობისა და მოახლოებული სასიხარულო მოვლენის მაუწყებელია. თუ ახალგაზრდა ქალი ლამაზი მარაოთი ინიავებს ან ვინმე უნიავებს მას–ცხოვრება დაასაჩუქრებს უმშვენიერესი შეხვედრით. ძველი მარაოს დაკარგვა–მისთვის ძვირფასი ადამიანი ინტერესდება სხვა ქალით

მარგალიტი - მარგალიტი სიზმარში ყოველთვის მაუწყებელია კარგი ბიზნესისა, ვაჭრობის განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიღწევებისა. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს, რომ შეყვარებული ჩუქნის მარგალიტს, მას ელის მხიარულება და კმაყოფილება, ასევე მოსიყვარულე, ყურადღებიანი და ეჭვიანი საქმრო, რომელთანაც ის ძალიან ბედნიერი იქნება.
თუ ქალი კარგავს ან ფანტავს მარგალიტებს–მას მწარე განცდები ექნება. ახალგაზრდა ქალისათვის სიზმარში მარგალიტებით ტკბობა იმის ნიშანია, რომ ის იბრძოლებს თავისი სიყვარულისათვის კარგი განზრახვით

მარილი - მარილი სიზმარში მიგანიშნებთ, რომ თქვენს გარემოცვაში თქვენთვის უცხო ადამიანები არიან. თუ დაგესიზმრათ მარილი, სახლში დაგეწყებათ ჩხუბი, რომელიც გაუცხოების შედეგია. სიზმარში ხორცის დამარილება დიდძალი ვალების დაგროვებას ნიშნავს. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მარილს ჭამს, შეყვარებული მიატოვებს სხვა ქალის გამო

მარიონეტი - მარიონეტი დღესასწაულისა და გართობის სიმბოლოა, რომელიც მოგწყვეტთ სერიოზული და საჭირო საქმეებისაგან

მარსი - მარსის ნახვა გაფრთხილებთ მეგობართა სისასტიკეზე, რომელიც თქვენს ცხოვრებას არარაობად და აუტანლად აქცევს. მტრები შეეცდებიან თქვენს განადგურებას. მარსზე გაფრენა იმის ნიშანია, რომ თქვენ შორსმჭვრეტელობას გამოიჩენთ და გახდებით თქვენს მეგობრებზე განათლებული და მდიდარი

მარტოობა - თუ დაოჯახებულ ადამიანებს ესიზმრებათ, რომ ისინი არიან–რეალურ ცხოვრებაში მათი ქორწინება არასაკმარისად ჰარმონიული იქნება და მუდმივი დაუკმაყოფილებლობა მათი თანამგზავრი გახდება.

მარტორქა - მარტორქა მიგანიშნებთ, რომ გადაიტანთ არსებით დანაკარგს და უბედურება დაგატყდებათ თავს. მარტორქას მოკვლა ნიშნავს, რომ ვაჟკაცურად დაძლევთ წინააღმდეგობებს

მარში - თუ სიზმარში მარშირებთ ხმამაღალ მუსიკაზე, ეს მიანიშნებს თქვენს ჩანაფიქრზე–გახდეთ ჯარისკაცი ან თანამდებობის პირი, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ–დაწონოთ. ქალისათვის მამაკაცთა მარშირების ნახვა ნიშნავს, რომ მისი გატაცების საგანი იქნება თანამდებობის პირი, ან უნდა გამოიჩინოს წინდახედულება, რამდენადაც მისი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა

მარცვლეულობა - სიზმარში მარცვლეულობის ნახვა–ერთ–ერთ უბედნიერესი ნიშანია, რომელიც გპირდებათ კეთილდღეობასა და ბედნიერებას. ახალგაზრდა ქალს ბედი ამით მიანიშნებს, რომ ირწმუნოს თავისი ბედნიერებისა და რჩეულთან შეხვედრის გარდუვალობისა

მარწყვი - თუ სიზმარში ნახავთ მარწყვს, მიიღებთ სასიხარულო ცნობას; საქმეში გექნებათ წარმატებული რეზულტატი. სიზმარში მარწყვის ჭამა–გაყოფილი სიყვარულის ნიშანია. მარწყვით ვაჭრობა–კარგი მოსავალი და ბედნიერებაა

მარჯანი - მარჯანი სიზმარში ნიშანია მეგობრობისა, რომელსაც ყოველთვის შეგიძლიათ დაეყრდნოთ–ასეთი განმარტება აქვს ფერად მარჯანს. თეთრი მარჯანი გპირდებათ ღალატს და გაფრთხილებთ გაუმართლებელ სიყვარულზე

მასკარადი - თუ სიზმარში მონაწილეობთ მასკარადში–ცხადში თქვენი უაზრო გართობით ზარალს აყენებთ თქვენს საქმესა და ოჯახურ მოვალეობებს. გოგონა, რომელსაც ასეთი სიზმარი ესიზმრება, უნდა გაფრთხილდეს, რათა არ მოატყუონ

მასხარა - მასხარა სიზმარში სასაცილო ჩაჩითა და ჭრელი ტანსაცმლით იმის ნიშანია, რომ თქვენი საქციელით თქვენს პრინციპებსა და საქმეებს ზიანს მოუტანთ

მატარებელი - სამგზავრო მატარებელი სწრაფი მოგზაურობის ნიშანია, სატვირთო–ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებებს მოასწავებს. თუ დაგესიზმრათ მატარებელი რელსების გარეშე, ჩაფიქრებული საქმე ბევრ უსიამოვნებას მოგაყენებთ. თუ მატარებელში ზედა საწოლზე წევხართ, თქვენ არასასიამოვნო თანამგზავრები შეგხვდებათ, ეს, ასევე, ნიშნავს ფულის ტყუილად ხარჯვას

მატყუარა - სიზმარში ხალხის ნახვა, რომლებსაც მატყუარებად თვლით, ნიშნავს, რომ დაკარგავთ ინტერესს იმ საქმეზე, რომლის სწრაფად დაწყებას აპირებდით. თუ ვიღაცამ მატყუარა გიწოდათ, ნიშანია მოსალოდნელი უბედურებისა იმ ადამიანებისაგან, რომლებმაც გაგყიდეს. თუ ქალი სიზმარში ფიქრობს, რომ მისი შეყვარებული მატყუარაა, ასეთი სიზმარი გაფრთხილებთ: შეიძლება თქვენი უღირსი საქციელის გამო მეგობარი დაკარგოთ

მაღაზია - სურსათით სავსე მაღაზია ნიშნავს წარმატებასა და კეთილდღეობას. ცარიელი მაღაზია მიუთითებს დაწყებული საქმის ჩავარდნასა და მოსალოდნელ ჩხუბზე. ხანძარი თქვენს მაღაზიაში სიმბოლოა საქმეების განახლებისა და გართობისა. უნივერსალურ მაღაზიაში ყოფნა გიწინასწარმეტყველებთ ხეირს, რომელიც დაკავშირებულია შემოსავლის სხვადასხვა წყაროსთან.
რაიმეს ყიდვა წარმატებაა საქმეში–მოპოვებული თქვენი ენერგიულობითა და მეგობრების მხარდაჭერით. თუ ყიდულობთ ჭუჭყიან და ნაცრისფერ ქალის ხელთათმანებს–მაშინ თქვენი ურთიერთობა ქალებთან უსიამოვნებას მოგიტანთ. თუ ასეთი სიზმარი ესიზმრებათ ქალებს, მისი ფიზიკური მიმზიდველობა მამაკაცებში გამოხმაურებას არ პოვებს

მაღარო - მაღარო სიზმარში–გაფრთხილების ნიშანია: მტრები ცდილობენ გავნონ და თქვენს წარსულში იქექებიან, რათა თქვენი კეთილი სახელი შელახონ. თუ დაგესიზმრათ, რომ შახტასთან ახლოს იმყოფებით, ეს, როგორც წესი, ისეთ მოგზაურობას ნიშნავს, რომელიც უსიამოვნო იქნება თქვენთვის. მაღაროში მუშაობა–საქმეში წარუმატებლობაა. მიწის თხრა სასარგებლო წიაღისეულის ძებნის მიზნით–დროის ტყუილი, ფუჭი ხარჯვაა. თუ სიზმარში მაღაროს მფლობელი ხართ, ეს სიმდიდრის მაუწყებელია

მაყვალი - მაყვლის დასიზმრება ავადმყოფობის ნიშანია. მისი მოკრეფაც წარუმატებლობისა და დანაკარგის მაუწყებელია

მაშხალა, ჩირაღდანი- მაშხალა ყოველთვის წარმატების ნიშანია. თუ სიზმარში მაშხალა გიჭირავთ ხელში, იმის მაუწყებელია, რომ ძალზე რთულ და ჩახლართულ საქმეში დიდ წარმატებას მიაღწევთ

მაჩვი - მაჩვის ნახვა მოასწავებს წარმატებას ბედთან დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ

მაცივარი - მაცივარი სიზმარში თქვენი ეგოიზმის გამოხატულებაა, რომელიც შესაძლოა, გულზე მწარედ მოხვდეთ მათ, ვინც პატიოსანი შრომით ცდილობს ლუკმა–პურის მოპოვებას

მახრჩობელა გველი - სიზმარში მახრჩობელა გველის ნახვა–ეშმაკის ნახვაზე უკეთესი არ არის. ეს სიზმარი მოასწავებს მძიმე მდგომარეობასა და უიღბლობას. არ არის გამორიცხული, რომ გაჭირვებული გარემოებების გამო თქვენ გული გაგიტყდეთ ხალხზე. მახრჩობელა გველის მოკვლა–კარგი სიზმარია

მგელი - მგელი სიზმარში გაფრთხილებთ, რომ თქვენს თანამშრომლებს შორის არის მრუდე ხელის ადამიანი, რომელიც, ამავე, დროს, გასცემს თქვენი წარმოების საიდუმლოებებს. მგელის მოკვლა ნიშნავს, რომ გაუსწორდებით ეშმაკ მტრებს, რომლებიც ცდილობენ თქვენს ცილისწამებას. სიზმარში მგელი თუ ყმუის, თქვენ გამოაშკარავებთ თქვენ წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებას და ღირსეულად გაიმარჯვებთ კონკრეტულ ბრძოლაში

მგზავრი - თუ სიზმარში ტვირთიანი მგზავრები დაგესიზმრათ, ე.ი. მოვლენები თქვენდა სასიკეთოდ შეიცვლება. თუ მგზავრები გასამგზავრებლად ემზადებიან, მაშინ მოსალოდნელი გარიგება არ შედგება. თუ თავად ხართ ერთ–ერთი მგზავრთაგანი, ცხადში თქვენი ცხოვრებით უკმაყოფილო იქნებით და შეეცდებით მისი გამოსწორების გზების მოძებნას

მდგმური - თუ სახლის პატრონს ესიზმრება თავისი მობინადრეები, სიზმარი მოასწავებს მისი ცხოვრების რაღაც არასასიამოვნო საიდუმლოს გამოვლენას. თუ მას ესიზმრება, რომ მდგმურს უნდა მისი ბინიდან გადასვლა გადაუხდელად, ცხადში მას მოელის იმედგაცრუება ცოლთან ან საყვარელთან. ბინის ქირის აღება მაუწყებელია წარმატებისა და მატერიალური დამოუკიდებლობისა

მდინარე - მდინარის წყნარი და სწორი ზედაპირი სასარგებლო პერსპექტივას გიქადით. ამღვრეული და აჩქარებული მდინარე გაურკვევლობას ნიშნავს. თუ მდინარე გზას გიღობავთ, სამსახურში უსიამოვნებებს ელოდეთ, ასევე, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშ დადგება თქვენივე წინდაუხედავი საქციელის გამო. თუ დაგესიზმრათ, რომ სუფთა მდინარეში ცურავთ და მდინარის ფსკერზე დამხრჩვალი ადამიანების გვამებს ხედავთ, წარმატება მიგატოვებთ. მდინარის გამშრალი კალაპოტი მწუხარების საწინდარია

მდინარეზე გადასასვლელი - თუ სიზმარში ნავს ელოდებით, რათა სწრაფი მღვრიე მდინარე გადალახოთ, ე.ი. გაუთვალისწინებელი მოვლენები თქვენს ყველაზე სანუკვარ ოცნებათა ახდენას ხელს შეუშლიან. თუ მდინარე წყნარია, ხოლო წყალი სუფთა, ეს სიზმარი მიუთითებს, რომ თქვენი მიზნების მიღწევა ზედმეტი გარჯის გარეშე მოხერხდება და ფორტუნა გაგიღიმებთ

მდინარის კიბო - ცოცხალი კიბოების ნახვა ნიშნავს, რომ შეძლებული მეგობრები შეუფასებელ დახმარებას გაგიწევენ. სიზმარში კიბოს ჭამა–ცხადში იმ მეგობრების რჩევის დაჯერებას ნიშნავს, რომლებიც სარისკო საქმეს წამოიწყებენ.
თუ რესტორანში ან ლუდის ბარში შეუკვეთეთ კიბოები, მაშინ საკმაოდ მაღალ თანამდებობას დაიკავებთ და მრავალრიცხოვან კოლექტივს უხელმძღვანელებთ

მდოგვი - მდოგვის მწვანე ველის ნახვა: ფერმერისათვის წარმატებაა, ზღვაოსნისათვის სიმდიდრე. მდოგვის მარცვლების ჭამა და მისი მწარე გემოს შეგრძნება ნიშნავს, რომ თქვენ მალე ძალიან მწარედ ინანებთ წინდაუხედავი საქციელის გამო.
სიზმარში მომზადებული მწვანე მდოგვის ჭამა მოასწავებს ფულის უაზროდ ფლანგვას და გონებრივ დაძაბულობას. თუ ახალგაზრდა პიროვნება სიზმარში ჭამს ახლახან მოკრეფილი მდოგვის თესლებს, ნიშნავს, რომ ის თავის ქონებას შეწირავს სანუკვარი ოცნების განხორციელებას

მეგობარი - თუ თქვენი მეგობრები გესიზმრებიან ჯანმრთელები და მხიარულები, ისინი გამოგზავნიან შეტყობინებას ან შეხვდებით მათ ან მათ ნათესავს. თუ გესიზმრებათ, რომ თქვენი მეგობარი დამწუხრებულია, ე.ი. ცხადში თქვენი მეგობარი ავადაა ან განსაცდელშია. მეგობრის ნახვა მუქი თმით–მაუწყებელია, მისი ან თქვენი ავადმყოფობისა. თუ თქვენს მეგობარს ხედავთ ცხოველის სახით, ე.ი. მტერი მალე დაგაცილებთ ახლობელს.
თუ მეგობარი თქვენდა მოულოდნელად გამოგეცხადათ ღია წითელ ფერებში ჩაცმული, ეს გიქადით შიშსა და დანაკარგს, რომელშიც ის იქნება ჩარეული. თუ გესიზმრებათ გორაკზე ქანდაკებასავით მდგომი მეგობარი, მოგიწევთ მრავალი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა და სამართლიანობის განცდა თქვენი თანამდევი იქნება. თუ თქვენ მას ხედავთ დაბლა, შორს–ე.ი. თქვენს მომავალ წარმატებებს უგულებელყოფთ თქვენი ძველი გატაცებების გამო. თუ ის დგას თქვენი სიმაღლის გასწვრივ–თქვენი აჩემება, მოხვდეთ მაღალ მწვერვალებზე, განუხორციელებელი აღმოჩნდება; თუ თქვენ მას ზურგს აქცევთ, ე.ი. მიუხედავად თქვენი დიდი მეგობრობისა, თქვენს თავს უბიძგებთ ცვლილებებისაკენ.
თეთრი მატერიით სახეშეხვეული მეგობრის ნახვა ნიშნავს, რომ გაგაბრაზებთ ის, ვისაც ყველაზე მეტად სურს თქვენთან მეგობრობა. თუ სიზმარში ხელს ართმევთ ადამიანს, რომელმაც ადრე გაგაბრაზათ, ის კი გამოიყურება დამწუხრებულად და უკვე ემზადება წასასვლელად, ცხადში გექნებათ უთანხმოება უახლოეს მეგობართან. ასეთი სიზმარი თითქმის ყოველთვის დანაკარგის მაუწყებელია

მედალიონი - თუ გოგონას ესიზმრება, რომ შეყვარებული კისერზე ჰკიდებს მედალიონს, ე.ი. ბევრნი მზად არიან მის სათხოვნელად და ის მალე საპატარძლო გახდება, შემდეგ კი მშვენიერი ბავშვების დედაც; მაგრამ თუ მან სიზმარში დაკარგა მედალიონი–დანაკარგით გამოწვეული მწუხარება მის ცხოვრებას შავ–ბნელს გახდის.
თუ შეყვარებულს ესიზმრება, რომ გულისწორი მას ნაჩუქარ მედალიონს უკან უბრუნებს, ელის იმედგაცრუება: მისი საყვარელი ქალი გააბრაზებს და ცუდად მოექცევა. სიზმარში მედალიონის გატეხვა ქალისათვის ნიშნავს უიღბლო გათხოვების საშიშროებას უნებისყოფო, სუსტ პიროვნებაზე, რომელიც არასანდოა როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში

მედროშე - თუ თქვენ სიზმარში მედროშე ხართ, მაშინ გელით სასიამოვნო, მაგრამ მეტისმეტად მრავალგვარი საქმიანობა. ვინმე ნახო მედროშედ–განიცდით შურსა და ეჭვიანობას მეგობრების მისამართით

მეზობლები - თუ მეზობლები დაგესიზმრათ, შესაძლოა დიდძალი დრო ტყუილ კამათში გაატაროთ. დამწუხრებული ან გაბრაზებული მეზობლები ვიღაცასთან სერიოზული უთანხმოების მომასწავებელია

მეთოფე - მეთოფე სიმბოლოა მომავალი ოჯახური უსიამოვნებებისა, ბავშვებზე და მომსახურეებზე ღელვისა. თუ გაისროლეთ თქვენი ორლულიანი თოფის ორივე ლულადან, ცხადში თქვენ გარშემომყოფნი გამოიჩენენ გაუგონარ უტაქტობას თქვენი პირადი ცხოვრების მიმართ, მაგრამ, საბედნიეროდ, მხოლოდ თქვენი თავშეკავება და დახვეწილი მანერები მოგცემენ საშუალებას, თავი დააღწიოთ ამ განსაცდელს და ზიანი არ მიაყენოთ თქვენს ღირსებას

მეკობრე - სიზმარში მეკობრე იმის მაუწყებელია, რომ თქვენს, ვითომდა, მეგობრებს ბოროტი ზრახვები ამოძრავებთ და თქვენ შეძლებთ მათ გამოაშკარავებას. თუ გესიზმრებათ, რომ თავად ხართ მეკობრე, თქვენი რეპუტაცია შეილახება. თუ გოგონას თავისი შეყვარებული ესიზმრება მეკობრის სახით, ეს ნიშნავს რომ საბედო უღირსია და არაკეთილსინდისიერად იქცევა. თუ გოგონა მეკობრეებმა ტყვედ ჩაიგდეს, ე.ი. ცრუ მიზეზით მას სახლს დაატოვებინებენ

მელა - თუ სიზმარში მელაზე ნადირობთ–ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქმიანობა საეჭვოა, სასიყვარულო ურთიერთობა კი სახიფათო. თუ მელა ჩუმად შემოაღწევს თქვენს ეზოში, ფრთხილად იყავით: ერიდეთ შურიან ადამიანებს, თქვენი რეპუტაცია საფრთხის ქვეშაა. მელას მოკვლა ყველა საქმის წარმატების საწინდარია

მელანი - თუ მელანით დასვრილი ტანსაცმელი გესიზმრებათ–მოშურნეები ცუდად მოგექცევიან. თუ მელანი გოგონას ესიზმრება, მტრები ჩირქს მოსცხებენ.
თუ თითები მელნითა გაქვთ დასვრილი, ეჭვიანობა დიდი ხნით დაისადგურებს თქვენს გულში. წითელი მელანი უბედურების ნიშანია. თუ მელანს დაასხამთ–ცხადში ცუდ საქმეში გაერევით. მელნის ფლაკონი საქმეებში წარუმატებლობის ნიშანია

მელანქოლია - თუ თქვენ სიზმარში გეწვევათ მელანქოლია, ცხადში გელით იმედგაცრუება იმით, რასაც ადრე გამართლებულად თვლიდით. შეყვარებულთათვის ასეთი სიზმარი დაცილების მიმანიშნებელია

მემკვიდრეობა - თუ გესიზმრებათ, რომ მემკვიდრეობა მიიღეთ, შეიძლება ისიც დაკარგოთ, რაც უკვე გაქვთ: უნდა გაუძლოთ მკაცრ გამოცდას. თუ გართმევენ მემკვიდრეობას–უნდა გადახედოთ საკუთარ შეხედულებებს ცხოვრებაზე. ქალისათვის ასეთი სიზმარი გამაფრთხილებელი ნიშანია–ახლო მომავალში შეიძლება ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელიც მის ბედზე ცუდად იმოქმედებს

მემორანდუმი (სამახსოვრო ჩანაწერი) - თუ თქვენ სიზმარში ასეთ ჩანაწერს აკეთებთ, ეს ნიშანია მოსალოდნელი წამგებიან კაპიტალდაბანდებასთან დაკავშირებული დარდისა და მღელვარებისა. სიზმარში თუ სხვები აკეთებენ ჩანაწერებს, ცხადში ვიღაცა თქვენგან მოითხოვს დახმარებას, რაც თქვენ შეგაწუხებთ. თუ სიზმარში დაკარგეთ სამახსოვრო ჩანაწერი, სავაჭრო საქმეში გელით მცირეოდენი დანაკარგი. თუ პირიქით, იპოვეთ, ცხადში დაიწყებთ ახალ საქმიანობას, რომელიც გაახარებს თქვენს მეგობრებსა და ამხანაგებს

მენუეტი - სიზმარში მენუეტის ცეკვა კარგია. მის მნახველს მოელის წარმატება საქმეში და ოჯახური ბედნიერება. თუ მენუეტს სხვები ცეკვავენ–გელით კარგი დროსტარება ახლობელ ადამიანთა გარემოცვაში

მერცხალი - მერცხალი სიზმარში გპირდებათ სიმშვიდესა და ჰარმონიას ოჯახში. დაჭრილი ან მკვდარი მერცხალი მწუხარების ნიშანია

მესერი - სიზმარში მესერზე აძვრომა–მნიშვნელოვანი საქმის წარმატებით დამთავრდება. მესერიდან ჩამოვარდნა–თქვენს თავს უფლებას აძლევთ, ისეთ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომლის შესრულებაც არ ძალგიძთ და თქვენს თავს წარუმატებლობისთვის წირავთ. თუ სიზმარში მეგობრებთან ერთად ზიხართ მესერზე, რომელიც მოულოდნელად იშლება, ცხადში მოსალოდნელია უბედური შემთხვევა, რომელშიც შეიძლება თქვენი მეგობარი ძალიან დაშავდეს.
თუ სიზმარში მესერზე გადაძვერით–ე.ი. თქვენი მიზნების მისაღწევად იყენებთ შეუფერებელ საშუალებას. სიზმარში მესერის გადაყირავება და ზედ გავლა ნიშნავს, რომ თქვენი ენერგიული მოქმედებით შეძლებთ დაამსხვრიოთ ყველაზე დიდი ბარიერი თქვენი წარმატების გზაზე.
თუ შინაური ცხოველები ხტებიან მესერზე და აღმოჩნდებიან თქვენს ადგილ–მამულში, მიიღებთ მოულოდნელ მხარდაჭერას, მაგრამ თუ ცხოველები გადახტებიან თქვენი მამულიდან–დანაკარგი გექნებათ ვაჭრობაში.
თუ სიზმარში აშენებთ მესერს, ე.ი. თქვენი გულმოდგინებითა და ეკონომიურობით საფუძველს ჩაუყრით თქვენს მომავალ კეთილდღეობას. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი უწინასწარმეტყველებს წარმატებას სიყვარულში, და პირიქით, თუ მას დაესიზმრება წაქცეული მესერი, ის თვითონ დაზარალდება სიყვარულის გამო

მეტოქე (ქალი, კაცი) - თუ სიზმარში მეტოქე გაგიჩნდათ, ცხადში გავლენიანი ადამიანების კეთილგანწყობას დაკარგავთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მეტოქე გაუჩნდა, ცხადში მან შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას თავისი შეყვარებულის მისამართით.
თუ სიზმარში თქვენმა მეტოქემ მოგატყუათ, ე.ი. სამსახურებრივ მოვალეობებს ძალზე მსუბუქად ეკიდებით. თუ დაგესიზმრათ, რომ თავად ხართ ბედნიერი მეტოქე, საქმიანი პარტნიორებისაგან სრული მხარდაჭერა გექნებათ

მეურვე - თუ დაგესიზმრათ თქვენი მეურვე–მოემზადეთ უსიამოვნო დავალებისათვის; თუ ის გაცილებთ სადმე–სამუშაო, რომლის შესრულებაც მოგიწევთ, მოსაწყენი და უფასური იქნება, თუმცა, ზოგჯერ ასეთი სიზმარი პატივისცემასა და სიყვარულს გპირდებათ ერთგული ადამიანისაგან; თუ მეურვე სიზმარში უსამართლოდ იქცევა–თქვენ დანაკარგი გექნებათ

მეფე - სიზმარში მეფის ნახვა ნიშნავს, რომ ებრძვით საკუთარ თავს, თქვენი მოქმედებით კი ავლენთ პატივმოყვარეობას. სიზმარში თქვენი თავის ნახვა გვირგვინდადგმულ მეფედ–ე.ი. თქვენ დადგებით თქვენს ამხანაგებზე და კოლეგებზე მაღლა.
თუ სიზმარში გასამართლებენ, ცხადში მიიღებთ საყვედურს თქვენი ვალდებულებების უგულებელყოფისათვის. ახალგაზრდა ქალი თუ ნახავს თავის თავს მეფის გვერდით–ის გათხოვდება კაცზე, რომლის შიშიც ექნება. თუ სიზმარში დაიმსახურა მეფის ყურადღება, მაშინ ის გათხოვდება სულიერად ახლობელ ადამიანზე

მექანიკოსი - სიზმარში მექანიკოსის ნახვა მიგანიშნებთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და საქმეში აქტიურობაზე. თუ თქვენს სიზმარში მექანიკოსი საქმიანობს, როგორც წესი, ეს გპირდებათ ფინანსურ კეთილდღეობას

მექოთნე - მექოთნის დასიზმრება კარგი ნიშანია და გაუწყებთ, რომ გექნებათ მუდმივი სამუშაო ადგილი, რომელიც მოგიტანთ კმაყოფილებასა და სიხარულს. გოგონას ეს სიზმარი ჰპირდება ბედნიერ შეხვედრას

მეშველი კანჯო - თუ დაგესიზმრათ, რომ მეშველი კანჯოთი მიცურვთ, ცხადში დიდ უსიამოვნებას აარიდებთ თავს. თუ კანჯო იძირება, მეგობრებისაგან სერიოზული უსიამოვნებები გელით. თუ გაშლილ ზღვაში ხანგრძლივი თავგადასავლების შემდგომ ნაპირს მიადგებით, თქვენი ცხოვრება მალე დალაგდება

მეძავი - თუ თქვენ თავს მეძავთა შორის ხედავთ, ცხადში ამხანაგებისა და მეგობრების დამსახურებული შენიშვნების ობიექტი გახდებით. თუ ეს სიზმარი გოგონას დაესიზმრა, იგი, მიუხედავად თავისი პატიოსნებისა და ბუნებრივი ნატურისა, თავგზას აუბნევს თავის შეყვარებულს. გათხოვილი ქალისათვის ეს სიზმარი ჩხუბსა და ეჭვიანობას ნიშნავს

მეწაღე - მეწაღე სიზმარში მოვლენების თქვენ საწინააღმდეგოდ განვითარებას ნიშნავს. თუ ქალს მეწაღე შეუყვარდა, ან მას ცოლად გაყვა, ე.ი. დიდი ხნის ნანატრი აუსრულდება

მეჭეჭები - თუ სიზმარში ხელებზე და სახეზე მეჭეჭები გაქვთ და ძალიან ნერვიულობთ, ე.ი. ცხადში თქვენ ვერ შეძლებთ თავიდან ღირსეულად აიცილოთ სახელის გატეხვა. თუ ხედავთ, რომ მეჭეჭები თავისით ქრებიან, ე.ი. წარმატების გზაზე ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.
სხვის ხელებზე და სახეზე მეჭეჭების ნახვა ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით გაავებული მტერია. მეჭეჭების მოცილება–ჩაებმებით სასტიკ ბრძოლაში თქვენი და თქვენი ახლობლებისათვის მოსალოდნელი ხიფათის ასაცილებლად

მეხანძრე - თუ მეხანძრე დაგესიზმრათ, თქვენი მეგობრები არასდროს გიღალატებენ. თუ გოგონას დაესიზმრა დაშავებული მეხანძრე, მის მეგობარს უსიამოვნება ელის

მეჯლისი - ეს სიზმარი კარგია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ტკბებით კარგ მუსიკაზე მოცეკვავე ლამაზი ადამიანების ცქერით. მაგრამ თუ მეჯლისზე მოწყენილი ხართ და განიცდით თქვენდამი უყურადღებობას, ელოდეთ ოჯახის ერთ–ერთი წევრის სიკვდილს

მზე - მზის ამოსვლა სიზმარში სიხარულსა და წარმატებას ნიშნავს. თუ მზე ზენიტშია, თქვენ შესანიშნავი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, რათა ოცნებები ცხადში აისრულოთ. მზის ჩასვლა იმის მაუწყებელია, რომ თქვენთვის დამთავრდა წარმატების პერიოდი და ამიერიდან მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ მიღწეულის შესანარჩუნებლად.
თუ მზე ღრუბლებიდან ანათებს–ყველა უსიამოვნებები და სიძნელეები წარსულს ჩაბარდება და უკეთესობისაკენ მოტრიალების პერიოდი გეწყებათ. თუ ღრუბლები ხშირია და მზე ხანდახან გამოანათებს, თქვენთვის ხანმოკლე მოუსვენრობის ეტაპი იწყება. ძალიან მალე თქვენი ცხოვრების ჰორიზონტი ისევ განათდება

მზითვი - თუ გოგონას ესიზმრება, რომ მას მზითვები არ აქვს, ე.ი. მისი მომავალი სევდიანი იქნება: იგი ისეთ სიტუაციაში მოხვდება, რომლისგანაც თავის დაღწევა გაუჭირდება. სიზმარში მზითვის მიღება–თქვენი ოცნებების ახდენას ნიშნავს

მზის დაკვრა - თუ სიზმარში მზის დაკვრა მიიღეთ–ცხადში გელით გეგმების ჩაფუშვა მეგობრის გამყიდველობის გამო.

მთა - თუ ახალგაზრდა გოგონას დაესიზმრა, რომ ადის მთაზე თავის ბიძაშვილებთან და მკვდარ ძმასთან ერთად, რომელიც უღიმის, ე.ი. მის ცხოვრებაში დიდი ცვლილებები მოხდება უკეთესობისაკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს სიზმარი გაფრთხილებაა: ნუ მიენდობით მეგობრის მომხიბვლელობას, ვინაიდან, მათ შეიძლება გაგყიდონ. თუ ქალი სიზმარში დაიღალა და გზის გაგრძელება აღარ შეუძლია, მას მოლოდინზე იმედი გაუცრუვდება.
თუ სიზმარში ადიხართ მთაზე ლამაზი მწვანე ბილიკით, სინამდვილეში ადვილად გამდიდრდებით და საზოგადოებაში დაიკავებთ წამყვან მდგომარეობას. თუ მთა უსწორმასწოროა და ვერ შეძლებთ მწვერვალამდე მიღწევას, გელით ბედის უკუღმართობა და მოგიწევთ დიდი ძალისხმევის დახარჯვა თქვენი სუსტი ბუნების დასაძლევად. ამავე დროს, თუ თქვენ მაინც მიაღწიეთ სახიფათო წერტილამდე–კარგი ნიშანია: იპოვით თქვენი პრობლემებიდან თავდაღწევის გზას

მთვარე - სავსე მთვარე სიზმარში ნიშნავს წარმატებას სიყვარულსა და საქმის დაწყების კეთილად დაგვირგვინებაში. იდუმალი და არაბუნებრივად დიდი მთვარე ნიშნავს გაუმართლებელ სიყვარულს, ოჯახურ პრობლემებს. მთვარის დაბნელება ნიშნავს რაიმე ეპიდემიას, რომელიც ავნებს თქვენ გარშემომყოფებს. ახალი მთვარე ნიშნავს კეთილდღეობას, მომავალში კი ერთგულ მეუღლეს.
სიზმარი, რომელშიც ახალგაზრდა ქალი მთვარეს ეკითხება თავისი ბედის შესახებ, უწინასწარმეტყველებს მას ბედის საჩუქარს: სანუკვარ ქორწინებას საყვარელ ადამიანთან. თუ ის ხედავს ორ მთვარეს–დაკარგავს სიყვარულს თავისი მერკანტილობის გამო. თუ მთვარე მუქდება, ეს ნიშნავს, რომ თავისი ბედის გადამწყვეტ მომენტში უტაქტობას გამოიჩენს. სისხლისფრად წითელი მთვარე მოასწავებს ჩხუბსა და ომს: თქვენი შეყვარებული წავა ომში სამშობლოს დასაცავად

მთვარეული - შენი თავი ნახო მთვარეულად, ნიშნავს, რომ ცხადში უნებლიედ დათანხმდებით რაღაც წინადადებას, რომელიც მოგიტანს დიდ ხლაფორთს ან დამთავრდება თქვენი გეგმების განადგურებით

მთვრალი - თუ სიზმარში თავს მთვრალად იგრძნობთ ან ამ მდგომარეობაში სხვა ადამიანებს ნახავთ, ცხადში ბევრ რთულ საქმეს მსუბუქად აღიქვამთ, განსაკუთრებით ეს კოლეგებთან თქვენს დამოკიდებულებას შეეხება, რაც სამსახურის დაკარგვის საშიშროებას შეგიქმნით; თქვენ ამ შემთხვევაში არ იგრძნობთ სინდისის ქენჯნას და თან ამ პერიოდში სირთულეები შეგხვდებათ, მათ გადალახვის ნაცვლად შეეცდებით მათთვის გვერდის ავლას. ქალს ეს სიზმარი დაუფიქრებელი ქცევის ჩადენისაგან აფრთხილებს; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მწარედ ინანებს

მთქნარება - თუ თქვენ მოწყენილობისაგან ამთქნარებთ ვიღაცის თანდასწრებით–მიიღებთ დამამშვიდებელ ცნობას შორეული მეგობრისაგან. თუ ახალგაზრდა პიროვნებას ესიზმრება, რომ მეგობარი ამთქნარებს მისი თანდასწრებით–კეთილის მომასწავებელია–მალე მას ხელს სთხოვენ. თუ ეს გოგონა თვითონ ამთქნარებს დემონსტრატიულად მის წინაშე, ის მალე თვითონვე დარჩება მარტო თავისი განცდების ახალი ობიექტის ძებნაში

მიბაძვა - თუ დაგესიზმრათ, რომ ვიღაცას ბაძავთ–ელოდეთ მოტყუებას

მიზანში ტყორცნა - ის, ვინც სიზმარში ამ თამაშს, ემუქრება კარგი თანამდებობის დაკარგვისა და შემთხვევით შემოსავალზე გადასვლის საშოშროება. ქულებით წაგება მოასწავებს ახლო მომავალში სატირალ მდგომარეობას

მიკიტანი - თუ მიკიტანი დაგესიზმარათ–ცხადში ვიღაცის გაჭირვებულის მდგომარეობა გამოიწვევს თქვენში თანადგომას და მსხვერპლად გასცემთ თქვენი შემოსავლების ნაწილს ამ ადამიანის დასახმარებლად. თუ ქალიშვილს დაესიზმრა მიკიტანი, მაშინ ცხადში მის შეყვარებულს მოუგვარებელი მდგომარეობა აიძულებს, რომ უარი თქვას გრძნობებზე

მიკროსკოპი - მიკროსკოპი მოასწავებს წარუმატებლობას საქმიან ურთიერთბებში ან მცირეოდენ მატერიალურ გაჭირვებას, თუმცა ის ისეთი უმნიშვნელო იქნება, რომ თქვენს სიმშვიდეს ვერ დაარღვევს

მილი - სიზმარში მილების ნახვა გპირდებათ, რომ ბრძოლა, რომელსაც ცხადში ეწევით, მალე დამთავრდება და თქვენს ცხოვრებაში დაისადგურებს მშვიდობა და სიწყნარე.
ქურის, ორთქლმავლის, ქარხნისა და სხვა სპეციალური დანიშნულების მილები გპირდებათ ღრმა პატივისცემას გარშემომყოფთაგან. ძველი ან გახეთქილი მილი–იმის ნიშანია, რომ თქვენი ჯანმრთელობა გაუარესდება, საქმეში კი უძრაობის პერიოდი დაისადგურებს

მინამბერი - თუ სიზმარში მინამბერი ხართ, ე.ი. ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გსურთ და ამის იმედიც გაქვთ, მაგრამ თქვენი ძალისხმევა წარმატებით არ დასრულდება

მინდორი - მინდვრის ნახვა სიზმარში გპირდებათ ახლობელთან ბედნიერ ურთიერთობას და მომავალი ოჯახური ცხოვრების სასიხარულო პერსპექტივას.
მოცელილი მინდორი–წარუმატებლობას ნიშნავს; თავთავიანი ან მწვანე მინდორი–თქვენს ცხოვრებაში ბედნიერი ხანის დაწყების მომასწავებელია. გათოხნილი მინდორი–წარმატებას თქვენ შრომით მიაღწევთ

მინერალი - მადნის დასიზმრება გიწინასწარმეტყველებთ შესანიშნავ პერსპექტივას თქვენი საქმიანობის ყველა სფეროში. თუ გესიზმრებათ, რომ დადიხართ მადნის ფერდობებს შორის–თქვენ შეძლებთ გაექცეთ რაღაც უბედურებას და გაიმყაროთ თქვენი მდგომარეობა

მიპატიჟება - თუ სიზმარში მიპატიჟება მიიღეთ, ცხადში თქვენი მეგობრის სიყვარულში დარწმუნდებით. შეიძლება გამოჩენილიც კი გახდეთ, რითაც მათი მადლიერი დარჩებით. თუ თქვენ მოსაპატიჟებელ მოსაწვევებს არიგებთ, ცხადში მაღალ წრეში მიგიღებენ და შეძლებთ თქვენი თავის საუკეთესო მხარიდან წარმოჩენას. ვინმეს სტუმრად დაპატიჟება–ნერვიულობის ნიშანია. თუ თქვენ გეპატიჟებიან–ეს უსიამოვნებებს მოასწავებს.

მიტოვება, მიგდება - თუ სიზმარში თავს მიტოვებულად გრძნობთ, ცხადში გაგიჭირდებათ გეგმების განხორციელება. თუ თვითონ მიატოვებთ ვინმეს, ცხადში მოულოდნელ უსიამოვნებებს ელოდეთ. თუ სიზმარში სახლიდან წამოხვედით–ცხადში მუდმივად ბედის გამოცდა გელით.
თუ სიზმარში უარს ამბობთ სიყვარულზე, ცხადში მეგობრები ზურგს შეგაქცევენ. თუ თქვენ მიატოვეთ საყავრელი–ეს მოულოდნელი გამდიდრების ნიშანია; თუ მიატოვებთ ბავშვს–თქვენი დაუფიქრებელი და ქარაფშუტული საქციელი უსიამოვნებებს მოგიტანთ; თუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს, ეს ან პირდაპირ აგისრულდებათ, ან უფროსებთან ჩხუბი მოგიხდებათ.
სიზმარში რელიგიაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ თავად დაზარალდებით თქვენი ცუდი ხასიათის გამო. თუ თქვენ ან თქვენი მეგობარი ტოვებთ ჩაძირულ გემს, თქვენ უიმედო საქმეს წამოიწყებთ, ხოლო თუ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიაღწევთ ნაპირს, თქვენი ინტერესები გამართლდება და საქმეში წარმატება გელით

მიწა - თუ სიზმარში ხედავთ კარგ, ნაყოფიერ მიწას–ეს კარგი ნიშანია. ქვიანი და გამხმარი მიწა–საქმეში წარუმატებლობაა. თუ ზღვაში ბანაობისას შორს დაინახეთ მიწა, ეს სიზმარი მაუწყებელია მოულოდნელი, ბრწყინვალე პერსპექტივისა, რომელიც თქვენ წინ იხსნება

მიწისქვეშეთი - თუ დაგესიზმრათ, რომ მიწისქვეშეთში ცხოვრობთ, თქვენს კეთილ სახელს საფრთხე ელის. მეტრო ან მიწისქვეშა რკინიგზა ნიშნავს, რომ თქვენ ისეთ საქმეებს აწარმოებთ, რომელიც წარმატებას არ მოგიტანთ

მიწისძვრა - სიზმარში მიწისძვრის ნახვა ცუდი ნიშანია. ის მიუთითებს ბიზნესის დაცემაზე და უბედურებაზე, რომელიც დაკავშირებულია ეროვნებათშორის ომებთან და არეულობასთან

მკერავი - მკერავი სიზმარში რთული მოგზაურობის ნიშანია. თუ თქვენსა და მკერავს შორის რაღაც გაუგებრობა წარმოიშობა–თქვენი ჩანაფიქრის განხორციელების შემდეგ კმაყოფილებას ვერ მიიღებთ. თუ მკერავი ზომას გიღებთ–მზად იყავით ხანგრძლივი ჩხუბისათვის

მკერდი - ახალგაზრდა ქალი თუ სიზმარში ხედავს, რომ მკერდშია დაჭრილი–ემუქრება უბედურება. ჭუჭყიანი ან გამხდარი მკერდის ნახვა სიყვარულში დიდი იმედგაცრუებაა–მოგიწევთ მრავალ მეტოქესთან გამკლავება. თუ მკერდი თეთრი და სავსეა–მოასწავებს წარმატებასა და ბედნიერებას. თუ სიზმარში თაყვანისმცემელი თავის მზერას თქვენს მკერდს აპყრობს–მალე დანებდებით მის დაჟინებულ არშიყს

მკვდარი, გარდაცვლილი - მკვდრის დასიზმრება გაფრთხილებას ნიშნავს. თუ გარდაცვლილი მამა დაგესიზმრათ ან მას დაელაპარაკეთ, ეს გაფრთხილებთ სარისკო გარიგებაზე, ფრთხილად იყავით საქმეში, თქვენ გარშემო მტრებია. ამ სიზმარის შემდეგ ქალიც და კაციც თავის რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს. თუ სიზმარში ხედავთ გარდაცვლილ დედას–უსიამოვნებები გელით. ეს ასევე ახლობლების ავადმყოფობას ნიშნავს. თუ გესიზმრებათ და, ძმა ან ნათესავი, ეს იმის ნიშანია, რომ ვინმე ფულად დახმარებას მოგთხოვთ.
თუ გარდაცვლილი მხიარული და ცოცხალია, ე.ი. ვიღაც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენს და შეიძება სერიოზული დანაკარგი განიცადოთ. თუ ადრე გარდაცვლილი რომელიმე ნათესავი სიზმარში თქვენგან რაიმე დაპირებას იღებს–ცუდი პერიოდი გელით და უმჯობესია მეგობრების რჩევას დაუჯეროთ.
გარდაცვლილის ხმა–ეს ერთადერთი ზებუნებრივი ძალაა, რომელსაც ადამიანის ტვინი აღიქვამს; მაგრამ მისი ახსნა ძალზე რთულია და ადამიანებს ისღა დარჩენიათ, რომ თავის სუბიექტურ შეგრძნებებს მიენდონ.
პარაცელისი ამის შესახებ წერდა,,...ისე ხდება,რომ ადამიანის სულები, ხშირად ჩვენთან სიზმრებში მოდიან და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, თუ რას გვეუბნებიან ისინი, რადგან ეს არც მირაჟი და არც ილუზია არ არის; ეს სიმართლეა და ისიც შეიძლება, რომ ადამიანმა სიზმარში სულებს უკეთ გაუგოს, ვიდრე ცხადში. თუ სულს ამ დროს შეკითხვას დაუსვამ, ეჭვიც არ უნდა შეგეპაროს, რომ სწორ პასუხს მიიღებ. ამგვარად, სწორად დასმული შეკითხვა ბევრის გაგების საშუალებას მოგცემს. ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ასეთი ხილვები ხშირად აქვს. ისინი ადრე ავად იყვნენ და მათ მიიღეს პასუხი, თუ როგორ განკურნებულიყვნენ. ეს შეიძლება ყველა რჯულისა და სარწმუნოების ადამიანს დაემართოს..." (ავტორის შენიშვნა).

მკვლელობა, მკვლელი - სიზმარში ნანახი მკვლელობა მოასწავებს რაღაც ბოროტებას, რომელიც დაჩრდილავს თქვენს ცხოვრებას. არ არის გამორიცხული, რომ თქვენ მართლაც აღმოჩნდეთ ვიღაცის ძალადობრივი სიკვდილის მოწმე.
თუ გესიზმრებათ, რომ თვითონ ჩაიდინეთ მკვლელობა, მაშინ ცხადში ჩათრეული იქნებით უსიამოვნო მოვლენებში, რომლებიც ჩრდილს მიაყენებენ თქვენს რეპუტაციას. თუ თქვენ მკვლელობის მსხვერპლი გახდით, ეცადეთ თავი დააღწიოთ კონკურენტების ხრიკებს.
თუ გესიზმრებათ, რომ მკვლელი აპირებს მოგაყენოთ დარტყმა –რაღაც განცდები რეალურ ცხოვრებაში თქვენგან მოითხოვენ ხასიათის სიმტკიცეს; თუ თქვენ თვითონ ჩაიდინეთ მკვლელობა თავდაცვის მიზნით, მაშინ რეალურ ცხოვრებაში გელით სწრაფი დაწინაურება; თუ მკვლელი მსხვერპლს ადგას თავზე–თქვენს უიღბლობაზე მიუთითებს.

მკითხავი, ჯადოქარი - თუ სიზმარში მკითხავს ხედავთ, ეს საეჭვო სიამოვნებისაგან თავის არიდებაზე გაფრთხილებთ, რამეთუ მას არასდროს მოაქვს ადამიანისათვის ბედნიერება.

მკითხაობა - თუ სიზმარში თქვენ გმკითხაობენ ან თავად მკითხაობთ ვინმეს–ორივე შემთხვევაში ნიშნავს, რომ თქვენ ზოზინობთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანის გადაწყვეტილების მიღებისას, სიფრთხილეს გამოიჩენთ. თუ ასეთ სიზმარს ნახულობს ახალგაზრდა პიროვნება, ბედი დააყენებს ორ თაყვანისმცემელს შორის არჩევანის წინაშე, მას აღელვებს ორივეს მდგომარეობა როგორც ბიზნესში, ისე საზოგადოებაში. თუ მას ესიზმრება, რომ დანიშნულია მკითხავზე, ე.ი. მან უკვე გააკეთა თავისი არჩევანი–ის უნდა მიენდოს თავის ინტუიციას, რათა თავი აარიდოს სიღარიბეს ქორწინების შემდეგ

მლესავი - მლესავის დასიზმრება–ცხადში ვიღაც ეცდება უცერემონიოდ ჩაერიოს თქვენს პირად ცხოვრებაში. ქალიშვილს ეს სიზმარი უქადის უიღბლო ქორწინებასა და მონოტონურ სამუშაოს, რომელიც მას არ მოუტანს სიხარულსა და არც შეძლებას

მლიქვნელობა - თუ თქვენ სიზმარში ეძებთ პატივსა და გამორჩენას–რეალურ ცხოვრებაში დაუმსახურებლად დაიკავებთ საპატიო თანამდებობას. თუ თავად იქცევით მლიქვნელურად–მალე რაღაც ძვირფასის გაღება მოგიწევთ მსხვერპლად მეტის შეძენის იმედად

მობათქაშება - კარგად მობათქაშებული კედლები თქვენი სწრაფი წარმატების ნიშანია. თუ დაგესიზმრათ, რომ ბათქაში ცვივა–უბედურება გელოდებათ

მოგზაური - როცა ქალს მოგზაური ესიზმრება–ელის მოულოდნელი, სასიამოვნო შეხვედრები. კაცისთვის ასეთი სიზმარი–გაფრთხილებაა, მან შეიძლება მოგზაურობისას ფული დაკარგოს

მოგზაურობა - მოგზაურობა სიზმარში–პირად ცხოვრებასა და საქმეებში წარმატებას მოასწავებს,; თუმცა, თუ ის ადგილები, სადაც თქვენ მოგზაურობთ, უცნობი და უინტერესოა–ავადმყოფობა გელით. მანქანით მოგზაურობა–თქვენი მოგზაურობა ძალზე რთული იქნება, მაგრამ თუ თქვენთან ერთად სხვებიც მოგზაურობენ, მაშინ იგი სასიამოვნო აღმოჩნდება.
როცა სიზმარში თქვენი მეგზურები კარგ ხასიათზე არიან, ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები გელით. მაგრამ თუ მათთან განშორება მოწყენილობას იწვევს, ცხადშიც ხანგრძლივი დაცილება გელოდებათ; თუ სიზმარში სწრაფად დაბრუნდით მოგზაურობიდან, რომელიც, წესით, ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, ეს თქვენი საქმიანობის შესანიშნავი პერსპექტივის მაუწყებელია

მოდელი, ნატურა - სიზმრად ნანახი პოზიორი, ნატურა გაფრთხილებთ, რომ უაზრო ხარჯი გაგაღატაკებთ და თქვენი ახლობლები დაგძრახავენ ამის გამო. თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში თავის თავს ხედავს ნატურად ან ცდილობს გახდეს მოდელი, ეს რეალურ ცხოვრებაში ნიშნავს ეგოისტ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობას

მოლარე - სიზმარში მოლარის ნახვა უსიამოვნების მომასწავებელია. უცნობი ადამიანები გაიძულებენ, მისცეთ მათ ის, რაც თქვენ გეკუთვნით. თუ სიზმარში თქვენ სჭირდებით ვინმეს, ცხადში შეეცდებით იცრუოთ, დაემუქრებით რა ვიღაც შეძლებულ ადამიანს

მომავალი - სიზმარი მომავალზე დაგეხმარებათ თავი ხელში აიყვანოთ და არ გადადგათ მოუფიქრებელი ნაბიჯი

მომაკვდავი - სიზმარი მომაკვდავ ადამიანზე ნიშნავს, რომ უბედურება მოვა იმ მხრიდან, საიდანაც თქვენ ნაკლებად ელოდებით. თუ გესიზმრებათ, რომ კვდებით–ე.ი. ცხადში არაკეთილსინდისიერად ეპყრობით თქვენს მოვალეობებს. ზოგჯერ ეს სიზმარი მოასწავებს ავადმყოფობას, რომელიც, საბედნიეროდ, მძიმე არ იქნება.
თუ სიზმარში თქვენ თვალწინ კვდება გარეული ცხოველი, მაშინ რეალურ ცხოვრებაში წარმატებით დააღწევთ თავს სხვის ცუდ გავლენას; იგივე სიზმარი შინაური ცხოველების მიმართებაში გიქადით უსიამოვნებებს. მომაკვდავი არსების გამოსახულება არის ნათელი შთაბეჭდილება გამოღვიძებული ცნობიერებისა, რის შედეგად ადამიანი უფრო ძლიერად გრძნობს სიხარულს ან მწუხარებას ცხადში მომავალი მოვლენების გამო და უყურებს მას სხვა მხრიდან. ამ ახალი აზრის შეძენამ, რომელიც შეიქმნა მძიმე სიზმრის შედეგად, უნდა განამტკიცოს სული და დაეხმაროს, მშვიდი გადაწყვეტილებით შეხვდეს გარდაუვალს

მომთაბარე - მომთაბარე პიროვნება სიზმარში ახლობლების დატოვებას ნიშნავს; თქვენ მიამიტად იმედოვნებთ, რომ ბედნიერებას სახლის გარეთ პოვებთ. თუ ამგვარი სიზმარი ახალგაზრდა გოგონას დაესიზმრა, იგი შეიძლება მოტყუებული დარჩეს; თუ იგი შეძლებს მომთაბარის გვერდის ავლას, ასეთი ხვედრი მას ასცდება. როცა ამ ამპლუაში საკუთარი თავი დაგესიზმრებათ–ძნელი ცხოვრება მოგელით

მომხიბვლელობა, შარმი - თუ სიზმარში ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევით–თქვენი განჭვრეტა დაგეხმარებათ ბოროტებისაგან თავის დახსნაში. ასეთი სიზმარი გოგონას მიანიშნებს, რომ ურიგო არ იქნებოდა უფროსების კეთილი რჩევების გათვალისწინება; თუ წინააღმდეგობას უწევთ ვინმეს–ცხოვრებაში თქვენი სიბრძნე და შეხედულებათა ფართო სპექტრი შესანიშნავ რეპუტაციას შეგიქმნით. თუ სიზმარში ცდილობთ ვიღაცაზე ზემოქმედების მოხდენას საკუთარი მომხიბვლელობით–გასაჭირში ჩავარდებით.

მოპირკეთება - სიზმარში ნანახი მოსაპირკეთებელი სამუშაოები მითითებაა იმაზე, რომ რეალურ ცხოვრებაში თქვენს რწმუნებებს დამაჯერებლობა აკლია და თქვენ, ნებით თუ უნებლიედ, მუდმივად შეცდომაში შეგყავთ მეგობრები

მორევი - მორევის ნახვა სიმბოლოა უდიდესი საშიშროებისა, რომელიც ემუქრება თქვენს ბიზნესსა და რეპუტაციას. თუ ძალიან ფრთხილად არ იქნებით, შეიძლება ინტრიგების მსხვერპლი გახდეთ

მორჩილება - სიზმარში მორჩილების გამოხატვა ნიშნავს, რომ იმ ადამიანების წინაშე, ვის აზრსაც თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, არც თუ კარგი მხრიდან წარმოჩინდებით. ხანდახან ეს სიზმარი ფინანსურ სიძნელეებზე მეტყველებს.
თუ სიზმარში ვინმეს დაიმორჩილებთ, თქვენი ბედის პატრონი იქნებით და გარშემომყოფთა პატივისცემასაც დაიმსახურებთ

მოსავალი - სიზმარში მოსავალის აღების ყურება–გალაღებისა და სიამოვნების მომასწავებელია. დიდი მოსავალი სიზმარში–ძალიან კარგი წინასწარმეტყველებაა სახელმწიფოს ეკონომიკისათვის. ცუდი მოსავალი სიზმრის მნახველს იღბალს არ უქადის.
თუ გესიზმრებათ, რომ წარმატებას მიაღწიეთ რომელიმე საქმეში–გელით სწრაფი წინსვლა სამსახურში და ბედნიერება სიყვარულში. თუ სხვა ხალხი აღწევს წარმატებას–თქვენ მთლიანად შეგიძლიათ დაეყრდნოთ მეგობრებს

მოსამსახურე - თუ დაგესიზმრათ, რომ მოსამსახურე გყავთ, წარმატება გელით, მაგრამ თქვენი ხასიათის გამო ბევრ მტერს შეიძენთ. თუ მოსამსახურე დაითხოვეთ სამსახურიდან–ცხადში მალე გაიგებთ, ომ თქვენი გარემოცვიდან ვიღაც არაკეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობებს. თუ სიზმარში მოსამსახურემ გაგქურდათ, ე.ი. მეგობრების წრეში უპატიოსნო ადამიანები გყავთ

მოქანდაკე - მოქანდაკე სიზმარში ნიშნავს არსებული სამსახურის შეცვლას უფრო ნაკლებშემოსავლიანით, თუმცა ეს სამსახური შეიძლება მეტად პრესტიჟული აღმოჩნდეს. თუ ქალს სიზმარში მოქანდაკე შეუყვარდა, მას გაუჩნდება მაღალი თანამდებობის თაყვანისმცემელი

მოქცევა (ზღვის) - მოქცევა სიზმარში თქვენი წარმატებული საქმიანობის ნიშანია

მოღალატე - თუ მოღალატე დაგესიზმრათ–ე.ი. თქვენი გაქურდვა სურთ. თუ სიზმარში ვინმე მოღალატედ გთვლით ან თავად ხართ მოღალატე, უახლოეს მომავალში თქვენი ცხოვრება გართულდება

მოჩვენება - სიზმარში უცნაური, აუხსნელი მოჩვენება ნიშნავს საქმეების არევას, ავადმყოფობას. თუ ხედავთ ვიღაცის სახეს, ეს ნიშნავს აგრესიულობასა და შეშფოთებას არა მარტო თქვენს წრეში, არამედ უფრო ფართო მასშტაბით, შესაძლოა, მთელს ქვეყანაშიც. თუ თქვენი მეგობარი მძიმედ ავადაა და სიკვდილის პირას იმყოფება–ის გამოგეცხადებათ თეთრ ტანსაცმელში ღამე მოჩვენებად. სიკვდილისა და ავადმყოფობის მოჩვენება ისე გვანან ერთმანეთს, რომ ხშირად მათი განსხვავება შეუძლებელია, ნებისმიერი სახით სიზმარში თქვენ წინ მოჩვენების გავლა ნიშნავს, რომ თქვენ შეეცდებით იპოვოთ უჩვეულო გადაწყვეტილება ბიზნესის განსავითარებლად, ასევე, შეეცდებით შეცვალოთ თქვენი პირადი ცხოვრების ატმოსფერო და წრე. რაღაც დროით მოსალოდნელი მოვლენები მოგეჩვენებათ საშინლად, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი დალაგდება. უმაღლესი ნება ყოველთვის მიმართულია კაცობრიობის სასიკეთოდ

მოწმე, მოწმის ჩვენებები - თუ სიზმარში ვინმეს წინააღმდეგ მოწმის ჩვენებას აძლევთ, გავლენიანი ადამიანები თქვენზე ზეწოლის მოხდენას შეეცდებიან. თუ დაგესიზმრათ, რომ ვინმე ჩვენებას თქვენს წინააღმდეგ აძლევს, მეგობრისთვის თხოვნაზე უარის თქმა მოგიწევთ. თუ თქვენ დაცვის მხარის მოწმე ხართ, ცხადში რაღაც ბინძურ საქმეებში შეიძლება აღმოჩნდეთ ჩარეული

მოწყალება - თუ თქვენ სიზმარში მოწყალებას გასცემთ, სინამდვილეში აღმოჩნდებით იმ ადამიანის მდგომარეობაში, რომელსაც მიმართავენ ისეთი თხოვნით, რომლის შესრულება მას, თავისი მდგომარეობის გამო, არ შეუძლია. თუ სიზმარში ეხმარებით საქველმოქმედო ორგანიზაციას, შესაძლოა, თქვენი უფლება რაღაც შემოსავლიანი საკუთრების შესახებ საკამათო გახდეს. გელით უსიამოვნებანი და ჯამრთელობის გაუარესება.
თუ თავად ითხოვთ მოწყალებას ან იღებთ დახმარებას, ცხადში მძიმე შრომის მრავალი წელი და დანაკრგი შეიცვლება საქმეებში მყარი წარმატებით. საერთოდ, სიზმარი მოწყალებაზე გპირდებათ სიკეთეს, თუ ის გულით გაიცემა ან მიიღება

მოხუცები - თუ სიზმარში მოხუცები დაგესიზმრათ, ისეთი მოვლენა მოხდება, რომელიც წონასწორობიდან გამოგიყვანთ

მჟავა, მჟავე - სიზმარში მჟავე რაღაცის დალევა მოასწავებს თქვენს აფორიაქებას. თუ ქალი სიზმარში სვამს მჟავე ღვინოს, შეიძლება მან თავისი არამაკომპრომეტირებელი საქციელით თავისი თავი ხაფანგში მოიმწყვდიოს. სიზმარი ასევე მიუთითებს მას, რომ ყურადღებით მოეკიდოს თავის ჯანმრთელობას. სიზმარში იმის გაგება, რომ მჟავა შხამიანია, მიგანიშნებთ, რომ თქვენ შეძლებთ ვიღაცის ვერაგული ჩანაფიქრის გახსნას.

მსახიობი - მსახიობი ქალის დასიზმრება ნიშნავს უღრუბლო სიხარულსა და კმაყოფილებას. მტირალი, დამწუხრებული მსახიობი მიგანიშნებთ რთულ სიტუაციაზე, რომელშიც თქვენ დახმარებას აღმოუჩენთ მეგობარს და იხსნით მას უბედურებისაგან.
თუ სიზმარში ქალი თავის თავს ხედავს მსახიობად, ცხადში მას მოუწევს ლუკმა–პურისთვის ბრძოლა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, მძიმე შრომა მას მოუტანს დამსახურებულ კმაყოფილებასა და სიხარულს. თუ ქალს ესიზმრება, რომ ის შეყვარებულია მსახიობზე, მაშინ მისი ნიჭი და ტალანტი საშუალებას მისცემს, რომ თავისი სამუშაო შეასრულოს იოლად და სიამოვნებით.
მსახიობი მამაკაცი, რომელიც კვდება სპექტაკლის მსვლელობისას, იმ უბედურების მიმანიშნებელია, რომელიც თქვენი გეგმების განხორციელებას შეუშლის ხელს. მოხეტიალე, ღატაკი მსახიობი მიგანიშნებთ უსიამოვნო ცვლილებებზე, საქმის წახდენაზე. კომფორტულად და მდიდრულად მცხოვრებ ხალხს ასეთი სიზარი მიანიშნებს მოსალოდნელ რევოლუციაზე. სიზმარში მსახიობზე დანიშვნა გაფრთხილებთ, რომ თქვენი გატაცება მიგიყვანთ მწარე დასასრულამდე

მსხალი - მსხლის ჭამა ნიშანია არც თუ ისე წარმატებული საქმიანობისა და მცირე ავადმყოფობისა. ბრწყინვალე, ოქროსფერი ნაყოფი ხეზე მოასწავებს თქვენ წინაშე შესანიშნავი პერსპექტივის გადაშლას. მსხლის კრეფა სიზმარში გპირდებათ სასიამოვნო მოულოდნელობას, რომელიც შეცვლის იმედგაცრუებას. დაკონსერვებული მსხალი მიგანიშნებთ, რომ თქვენ ფილოსოფიურად უდგებით ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდას. თუ აკეთებთ მსხლის ჩირს–გელით უფერული სიყვარული და მოსაწყენი მეგობრობა

მსხვერპლი - თუ თქვენ სიზმარში რაღაც ინტრიგის მსხვერპლი გახდით, ეს მაუწყებელია მწუხარებისა და ცუდი განწყობისა, გამომდინარე იქიდან, რომ მტრები გაჯობებენ, მდგომარეობა ოჯახში დაიძაბება. თუ სიზმარში ვინმეს ემუქრებით ძალადობით, ცხადში არაკეთილსინდისიერი გზით მიიღებთ სიმდიდრეს, თქვენი საქციელი კი გამოიწვევს უკმაყოფილებას კომპანიონებში

მსჯავრდებული - თუ სიზმარში თვალს ადევნებთ უცნობი, მაგრამ წესიერი ხალხის დაპატიმრებას–ცხადში მზად იყავით უსიამოვნებისათვის. უფრო სწორად რომ ვთქვათ, თქვენ ვერ გადაწყვეტთ თქვენი ჩანაფიქრის ბოლომდე მიყვანას, რადგანაც ხელმოცარულობის შიში სურვილს გაგიქრობთ. თუ ხალხი დაპატიმრებისას ცდილობს წინააღმდეგობის გაწევას–გელით წარმატებები საქმიანობაში

მტაცებელი ფრინველი - თუ სიზმარში მტაცებელ ფრინველს ნახავთ, ეს მოტყუების მანიშნებელია. თუ შეძლებთ მის მოკვლას, მოტყუებას თავიდან აიცილებთ. თუ ახალგაზრდა ქალი მტაცებელ ფრინველს თავისი შვილებისაგან იგერიებს, ცხადში მისი ყველაზე სანუკვარი სურვილები ახდება, მაგრამ ერთი პირობით, თუ იგი შრომისმოყვარეობას გამოიჩენს. თუ მტაცებელი ფრინველები თავს გესხმიან, ცხადში თქვენი არაკეთილმოსურნეებისაგან სერიოზული საშიშროება გელოდებათ. მკვდარი მტაცებელი ფრინველი მტრებზე გამარჯვებას მოასწავებს

მტერი - თუ სიზმარში მტრებზე გაიმარჯვეთ–ე.ი. ცხადში გამონახავთ ძალებს სიძნელეთა გადასალახავად და მიაღწევთ წარმატებას. თუ ხედავთ, რომ მტრები ცილს გწამებენ–ბიზნესში წარმოგექმნებათ წინააღმდეგობანი. ჭკვიანური იქნება, თუ სიფრთხილეს გამოიჩენთ. საერთოდ სიზმარში მტრებზე გამარჯვება ყოველთვის ნიშნავს თქვენს გამარჯვებას რეალურ ცხოვრებაში

მტვერი - მტვერი სიზმარში უპრინციპო ადამიანებთან შეხვედრას გიქადით. თუ თქვენს თავს მტვრის გარემოცვაში ხედავთ, ეს მცირეოდენი ფულის დანაკარგს მოასწავებს. სიზმარში მტვრის ჩამობერტყვა–ცხადში სიტუაციის კვლავაც თქვენს სასარგებლოდ მოტრიალებას ნიშნავს

მტრედი - მოღუღუნე მტრედები ნიშანია მშვიდობისა და სიხარულისა ბავშვის დაბადებისას. გოგონას მსგავსი სიზმარი უწინასწარმეტყველებს სწრაფ და ბედნიერ ქორწინებას. სიზმარში თუ თქვენ ან სხვა ვინმე ნადირობთ მტრედებზე–თქვენი გულქვაობა გავლენას იქონიებს თქვენს ურთიერთობაზე ხალხთან; ამავე დროს, ეს სიზმარი გაფრთხილებთ უღირსი საქციელის შესახებ. მფრინავი მტრედები მიგანიშნებენ, რომ ყველა გაუგებრობა უკან დარჩა; ამავე დროს, ეს ნიშანია შორეული მეგობრის შესაძლო გამოხმაურებაზე

მუნჯი - სიზმარში მუნჯთან ურთიერთობა რიგ უცნაურ მოვლენებს მოასწავებს, სადაც აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ, საზოგადოებაში კი გარკვეულ მდგომარეობას მიაღწევთ. თუ გესიზმრათ, რომ დამუნჯდით–თავს დაგატყდებათ უსამართლო ბრალდებები–ნუ იქნებით ძალიან გულახდილი, მით უფრო, განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან

მური - მური სიზმარში მოსალოდნელი წარუმატებლობის მომასწავებელია. შეყვარებულთათვის ეს სიზმარი იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ უფრო მომთმენნი უნდა გახდნენ

მუყაო - მუყაოს დასიზმრება ნიშნავს, რომ ერთგული მეგობრები გაგცემენ მნიშვნელოვან საქმეში. მუყაოს დაჭრა–თქვენ აღმოფხვრით ყველა სიძნელეს, შეეცდებით რა, მიაღწიოთ უფრო მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას

მუშტით დარტყმა (ხელკეტით) - სიზმარში, რომელშიც თქვენ ვინმეს მუშტი ან ხელკეტი დაარტყით, მოასწავებს ოჯახურ ჩხუბს. თუ თქვენ დაგარტყეს–გემუქრებათ ავადმყოფობა და უსიამოვნებები სამსახურში. თუ სიზმარში მოიგერიეთ თქვენდამი მომართული დარტყმები–ცხადში ბევრს მიაღწევთ, იმ პირობით, თუ გონივრულად მოაწესრიგებთ ურთიერთობებს გარშემომყოფ ხალხთან

მუცელი - სიზმარში საკუთარი მუცლის ნახვა მაუწყებელია მომავალში თქვენი გეგმების შესრულებისა, მაგრამ სასურველის მისაღწევად მოგიწევთ ძალების დახარჯვა. სიზმარში თქვენი გამხდარი მუცლისა და მოდუნებული კანის ნახვა–მწარე განსაცდელია: ადამიანები რომლებიც ჭეშმარიტ მეგობრებად მიგაჩნდნენ, უგულებელგყოფენ.
გაბერილი მუცელი უბედურების ნიშანია, თუმცა თქვენ დაძლევთ მას და მალე იგემებთ თქვენი შრომის ნაყოფს. ცუდის მაუწყებელია სიზმარი, როცა საკუთარ მუცელზე ხედავთ სისხლს, ან თქვენი ბავშვის მუცელს არა აქვს ჯანმრთელი შეხედულება: მოსალოდნელია უბედური შემთხვევა ან ტრაგედია ოჯახში, ბავშვებისათვის კი–ინფექციური დაავადება

მუწუკები - მუწუკები სხეულზე–როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მოშლილობაა. მუწუკების ნახვა ლაპარაკობს დანაკარგზე და სულიერ შერყევაზე; მაგრამ თუ თქვენ იხვევთ ან წამალს იდებთ წყლულზე, თქვენი სურვილები და ოცნებები აცხადდება ახლობლების გასახარად. წყლული ბავშვის სხეულზე–მწუხარებაა: შეიძლება თქვენი ბავშვი ავად გახდეს, გეგმები კი ჩაგეფუშოთ.
მუწუკებიანი ადამიანი სიზმარში ავადმყოფობას მოასწავებს. თუ გოგონას ესიზმრება, რომ სახე მუწუკებით აქვს დამახინჯებული, ცხადში მისი საქციელი ჭორაობისა და განსჯის საგანი გახდება

მუხა - მუხნარის ნახვა გპირდებათ კეთილდღეობას. კარგის მაუწყებელია სიზმარი, როდესაც მუხებს ქვეშ რკო უყრია. გატეხილი მუხის ნახვა–განსაცვიფრებელი ამბავი და უსიამოვნო სიურპრიზია. თუ მუხა ესიზმრებათ შეყვარებულებს, ისინი მალე შეხვდებიან ერთმანეთს და გარემოება ხელს შეუწყობს მათ ქორწინებას

მუხლი - სიზმარში თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი მუხლები ჩვეულებრივზე დიდია, უბედურებას მოასწავებს. თუ ისინი გტკივათ ან გახევებულია, ესეც ცუდის მიმანიშნებელია.
თუ ქალს სიზმარში ლამაზი, მრგვალი მუხლები აქვს, მას უდიდესი წარმატება ექნება მამაკაცებში, მაგრამ არც ერთი მათგანი ხელს არ სთხოვს. ჭუჭყიანი მუხლები მოასწავებს თავქარიანი საქციელით გამოწვეულ ავადმყოფობას

მუხლუხი - მუხლუხის ნახვა სიზმარში მოასწავებს სწრაფ შეხვედრას მდაბალ, პირფერ ადამიანებთან. კარგად მოიქცევით, თუ თავს აარიდებთ მათთან შეხვედრას; შესაძლოა, გელოდეთ დანაკარგი სიყვარულსა და ბიზნესში. ეს სიზმარი შეიძლება გაფრთხილებდეთ ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, რომლიდანაც თითქმის არ იქნება გამოსავალი

მღვდელი - მღვდელი, საერთოდ, ავადმყოფობისა და სულიერი მოუსვენრობის ნიშანია. თუ გოგონა მღვდელზეა შეყვარებული, ცხადში მას შეყვარებულის მიმართ უნდობლობის საბაბი მიეცემა. თუ პირიქით, მღვდელი ცდილობს მისი სიყვარულის მოპოვებას, ცხადში მას გართობისადმი ზედმეტ მისწრაფებაში დაადანაშაულებენ.
თუ სიზმარში მღვდელს აღსარებას ეუბნებით, ცხადში დამცირება გელოდებათ. რამდენადაც მღვდელი ადამიანების სულიერი მამაა, მისი დასიზმრება მათ ყოველთვის ახსენებს თავიანთ სისუსტეებსა და ნაკლოვანებებს. თუ სიზმარში მღვდელთან საუბარზე უარს აცხადებთ, ცხადში ვიღაც შეეცდება თავის ძალაუფლებას დაგიმორჩილოთ. თუ სიზმარში მღვდელი დაღლილი მოგეჩვენათ, ცხადში ფრთხილად იყავით: ბოროტება სადღაც ახლოს არის.
თუ გრძელთმიანი მღვდელი დაგესიზმრათ, ცხადში ძალაუფლების მოყვარე და ეგოისტ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა; თუ მღვდელი სიზმარში მოწყენილია–ცოდვას ჩაიდენთ; თუ სიზმარში მღვდელს ეკამათებით, ცხადში საქმეში დამარცხდებით; თუ თავად კითხულობთ ლოცვებს–თქვენი საქმეები თავადაც არ მოგეწონებათ

მშვილდისარი - მშვილდისრის ნახვა ნიშნავს უდიდეს მოგებას, რომელსაც მიიღებთ სხვების უგერგილობის გამო თავიანთი გეგმების განხორციელების საქმეში. მშვილდიდან ცუდად გასროლა–იმედგაცრუებაა, რომელსაც განიცდით ბიზნესში წარუმატებლობის გამო

მშობლები - თუ სიზმარში თქვენი მშობლები ბედნიერად გამოიყურებიან, ეს ადამიანებთან ჰარმონიულ ურთიერთობასა და სასიამოვნო საზოგადოებას ნიშნავს. თუ ისინი სიკვდილის შემდეგ მოგევლინებიან–ეს მაუწყებელია მოსალოდნელი უსიამოვნებისა: წინდახედულება გამოიჩინეთ საქმიანობაში.
თუ მშობლები ცოცხალი გყავთ და მათ დამშვიდებულებს და ბედნიერებს ხედავთ–სასიამოვნო ცვლილებები გელით. ახალგაზრდა ქალს ასეთი სიზმარი ქორწინებასა და კეთილდღეობას უქადის. თუ სიზმარში თქვენი მშობლები შავებში არიან ჩაცმულნი, ცხოვრების სასიხარულო მოვლენები გვერდს აგივლიან. თუ მშობლები დამწუხრებულნი არიან–თქვენი საქმეები და სიყვარულო საფრთხის ქვეშაა

მცენარეები - სიზმარში მცენარეები–საზრუნავის მაუწყებელია. თუ მცენარე შხამიანია, ეს თქვენ შესახებ გავრცელებულ ჭორებს ნიშნავს. სასარგებლო მცენარეები ოჯახში კეთილდღეობას და სასიკეთო მეგობრების შეძენას გპირდებათ. მარადმწვანე მენარეები, რომლებიც სახლისაგან მოშორებით იზრდებიან, ცოდნის გაღრმავებისა და წარმატების ნიშანია.

მძვინვარება, გააფთრება - თუ სიზმარში გააფთრების გრძნობა დაგეუფლათ, ცხადში ახლობლებს დაუმსახურებლად აწყენინებთ. თუ თავად გამოიწვიეთ ვინმეს გამძვინვარება, სამსახურში უსიამოვნებებს ელოდეთ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მისი შეყვარებული გააფთრებულია, მათი ურთიერთობები აუცილებლად დასრულდება

მძივი - თუ სიზმარში მძივს ხედავთ, ე.ი. ძალიან მალე თქვენით დაინტერესდებიან გავლენიანი ადამიანები. თუ სიზმარში ითვლით მძივებს, გელით სასიხარულო ამბავი. მძივის ასხმა–გავლენიან ადამიანთა კეთილგანწყობაა, მძივების დაფანტვა–მეგობრების პატივისცემის დაკარგვა

მწერები - მწერები ავადმყოფობას მოასწავებენ. თუ თქვენ მათგან თავს დაიცავთ–გაგიმართლებთ, მაგრამ, შესაძლოა, პრობლემები გქონდეთ ახლობლების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით

მწირი, განდეგილი - განდეგილი სიზმარში სევდისა და მარტოობის სიმბოლოა: შეიძლება, მეგობართაგან ვიღაცამ არ გაამართლოს თქვენი ნდობა; თუ საკუთარი თავი გესიზმრებათ განდეგილად, რთული თუმცა საინტერესო სამუშაო გელით. თუ განდეგილის საცხოვრებელში მოხვდით–თქვენ მტრებს ღირსეულად მოექცევით.

მწუხარება - თუ სიზმარში ფიზიკურ ტანჯვას განიცდით, ცხადში მოუსვენრობა და დარდი გელოდებათ. თუ სიზმარში ფულის ან ქონების დაკარგვას განიცდით–თქვენი ახლობლების ავადმყოფობა ან საქმეში წარუმატებლობა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაგირღვევთ; თქვენ დაგჭირდებათ დიდი ძალისხმევა, რომ წონასწორობა არ დაკარგოთ

მწყემსი - მწყემსი ფარის მწყემსვის დროს–ფერმერებს დიდ მოსავალს, ხოლო სხვა ადამიანებს დიდ წარმატებას უქადის. თუ მწყემსი უსაქმურობს–ავადმყოფობა და ქონების დაკარგვა მოგელით

მწყერი - ცოცხალი მწყერი ბედნიერებისა და წარმატების ნიშანია, მოკლული–სერიოზული უსიამოვნების. თუ სიზმარში თქვენ მწყერი მოკალით, ცხადში საუკეთესო მეგობრის მიმართ ძალზე სასტიკი იქნებით. მწყრის ჭამა სიზმარში ნიშნავს საქმეებში დაუფიქრებლობასა და მფლანგველობას

მჭედელი - მჭედლის დასიზმრება ნიშნავს, რომ საქმე, რომელზეც დიდი ძალისხმევა დახარჯეთ, გასარგებლებთ

მხარე (გვერდიდან შეხედვა) - თუ სიზმარში გარემომცველ საგნებს მხოლოდ ერთი მხრიდან ხედავთ, ცხადში ის ადამიანი, ვისაც თქვენ საქმიან წინადადებას გაუკეთებთ, მას უყურადღებოდ დატოვებს. თუ თქვენს განცდებს თითქოს გვერდიდან უყურებთ, ცხადში სამსახურში უსიამოვნებები გელოდებათ. თუ თქვენს თავს სხვა მხრივ უყურებთ, როგორც ძლიერ და ჯანმრთელ ადამიანს, ცხადში წარმატება და კეთილდღეობა გელოდებათ

მხარი - შიშველი მხარი სიზმარში ბედნიერ ცვლილებებს ნიშნავს. თუ დაგესიზმრათ, რომ თქვენი მხრები გამხდარი და ძვლიანია, ცხადში ვიღაცის ახირებაზე გახდებით დამოკიდებული

მხიარულება - თუ სიზმარში თქვენ მეგობრებთან ერთად ხართ ახალგაზრდა, მხიარული და ბედნიერი–კარგი ნიშანია. ეს სიზმარი გპირდებათ, რომ მთელი ეს მხიარულება ცხადშიც გაგრძელდება და ყველა საქმე წარმატებული იქნება

ნადირობა - ნადირობა სიზმარში სიმბოლოა შეუსრულებელ გეგმათა განხორციელებისა. ნაკვალევს გაყოლა და ნადავლის მოპოვება ნიშანია წინააღმდეგობათა წარმატებით დაძლევისა. თუ სიზმარში ნადირობისას არ გაგიმართლათ–მალე მიიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თქვენს საქმიან ურთიერთობებს შეეხებიან და დაზარალდებით. სიზმარში მონადირეების მხიარული შეძახილების გაგება ნიშნავს, რომ ბედი კეთილგანწყობილი იქნება თქვენ მიმართ

ნავი - ნავზე სინათლის ნახვა, თუ წყალი სუფთაა–ბრწყინვალე პერსპექტივის ნიშანია. თუ წყალი მღელვარეა–ეს სიზმარი მოასწავებს უსიამოვნო ცვლილებებს. თუ თქვენ მხიარულ კომპანიასთან ერთად ჩასხდებით ნავში, ყოველგვარი თავგადასავლების გარეშე–თქვენს თავზე ბედნიერების წვიმა წამოვა. უბედურია ის ადამიანი, ვინც სიზმარში ხედავს, თუ როგორ ვარდება მღელვარე წყალში ნავის ბორტიდან

ნათესავი (ბიჭი) - თუ თქვენი ნათესავი სიზმარში ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსეა–გამდიდრდებით; წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნებები გელით. თუ ქალს დაესიზმრა ნათესავი, ბედი მას გამოცდას უმზადებს

ნათლობა, მონათვლა - თუ თქვენ სიზმარში ნახავთ ნათლობის ცერემონიას, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაიმყარებთ თქვენს რეპუტაციას, უფრო დამაჯერებლად იდგებით თქვენს შეხედულებებზე, მოიპოვებთ მეგობრების პატივისცემას. თუ სიზმარში თავად ინათლებით, ცხადში გელით დამცირება, მაგრამ მედგრად გაუმკლავდებით სხვების საკეთილდღეოდ.
თუ ხედავთ იოანეს მიერ ქრისტეს მონათვლას იორდანიაში–გიდგებათ სულიერ სიცარიელესთან ბრძოლის პერიოდი და თქვენ გააკეთებთ არჩევანს ახლობლების წინაშე ვალდებულებასა და ფარული ოცნების შესრულებას შორის, რომელიც უკავშირდება მდგომარეობისა და სიმდიდრის პატივმოყვარულ სურვილს

ნაკადული - სიზმარში ნაკადული მკვეთრ შთაბეჭდილებებს ნიშნავს. თუ ნაკადული წყალუხვია, თქვენ სანერვიულო გაგიჩნდებათ. დამშრალი ნაკადული იმედგაცრუებას მოასწავებს, მაგრამ ბედი დაკარგულის დასაბრუნებლად შანსს გაძლევთ

ნაკაწრი - თუ გესიზმრებათ, რომ ვინმეს კაწრავთ, ეს გარშემომყოფთა მიმართ თქვენს გადამეტებულ გაღიზიანებულობაზე მიუთითებს. თუ სიზმარში თქვენ დაგკაწრეს, ცხადში ვიღაც შეეცდება ჩირქი მოგცხოთ

ნაკელი - ნაკელის გროვა კარგი ნიშანია, განსაკუთრებით მეწარმეთა და მიწათმოქმედთათვის. ის მოასწავებს წარმატებულ გარიგებასა და უხვ მოსავალს. თუ ასეთი სიზმარი დაესიზმრა გოგონას, იგი წარმატებულად გათხოვდება

ნაკვერჩხლები - გავარვარებული, კაშკაშა ნაკვერჩხლები ნიშნავენ სასიამოვნო ცვლილებებს; თუ სიზმარში ნაკვერჩხლებს ურევთ–გელით უზარმაზარი სიხარული ჩამქრალი ნაკვერჩხალი გულგატეხილობას მოასწავებს

ნაკლი, მანკი - თუ თქვენ თავს სიზმარში ნაკლიან ადამიანად ხედავთ, ცხადში ბოროტი ჩანაფიქრები გაგიჩნდებათ და თქვენი რეპუტაცია ეჭვქვეშ დადგება. თუ მანკიერი ადამიანები გესიზმრებათ, ბედი თქვენი ახლობლების მიმართ მკაცრი იქნება

ნალი - მთლიანი ნალი წარმატების ნიშანია, გატეხილი–პირიქით. თუ დაგესიზმრათ ღობეზე მიჭედებული ნალი–მოულოდნელი, დიდი წარმატება გელოდებათ. თუ თქვენ ნალი იპოვნეთ და აიღეთ, მოულოდნელად დიდი თანხა გექნებათ

ნამსხვრევები - ნამსხვრევები თქვენს სხეულში უსიამოვნებას გიქადით, რომელსაც სხვები გიქმნიან. თუ ფეხი გაიჭერით ბასრი ნამსხვრევით–უსიამოვნო ადამიანის ვიზიტი გელით, ზოგჯერ კი საქმის გაუარესებას ნიშნავს

ნამცხვარი - თუ სიზმარში ნამცხვარს მიირთმევთ–იცოდეთ, გარემოცვაში არაკეთილმოსურნე ხალხი გყავთ, რომლებიც თქვენთვის ზიანის მოყენებას ცდილობენ. თუ გოგონას დაესიზმრა, რომ მან ნამცხვრები გამოაცხო, ცხადში შეიძლება საკუთარი ქარაფშუტობის გამო დაზარალდეს

ნანგრევები - ნანგრევები რთულ სამუშაოს მოასწავებენ, რომლის შედეგიც ძალზე უმნიშვნელო იქნება. თუ ნანგრევები შეყვარებულებს ესიზმრებათ, ერთ–ერთი მათგანი თავის პირობას დაარღვევს. მიწათმოქმედი ასეთი სიზმრის შემდეგ დაკარგავს მოსავალს. ერთი სიტყვით, თუ ძველებური შენობის ნანგრევები გესიზმრებათ, შორეულ ქვეყანაში მოგზაურობა მოგიწევთ, მაგრამ, სამწუხაროდ მარტოობაში

ნარდი - ნარდის თამაში სიზმარში ნიშნავს, რომ თქვენ ვიღაცას ესტუმრებით, სადაც არც თუ სიამოვნებით შეგხვდებიან, თუმცა თქვენი გულკეთილობა დაგეხმარებათ, აღადგინოთ მეგობრული ურთიერთბები. თუ სიზმარში თქვენ აგებთ ნარდში–წარუმატებლობა იქნება თქვენი თანამგზავრი ყოველგვარი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება

ნარკოტიკები - თუ თქვენ სიზმარში ნარკოტიკს მოიხმართ, ე.ი. გაქვთ ხალხზე ზემოქმედების უნარი და გაფრთხილდით. თუ ვიღაცას უშლით ხელს ნარკოტიკის მიღებისას–ხალხს სიხარულს ჩუქნით და ბევრ კარგ საქმეს აკეთებთ.
თუ ვიღაცას აძლევთ ნარკოტიკს, ნიშნავს მცირე გაუგებრობას რომლიმე ახლობელთან. თუ გესიზმრათ, რომ თქვენი შეყვარებული ცხოვრებაზე იმედგაცრუების გამო მიეძალა ნარკოტიკს–გელით წარუმატებლობა საქმეში და მეგობრებთან წინააღმდეგობანი

ნარჩენები - ნარჩენები პირადი ხასიათის გაფუჭებას მოასწავებენ; ხშირად ეს მაუწყებელია წარუმატებლობებისა საქმის დასაწყისისას.

ნაქარგი - თუ ქალი თავის თავს ხედავს ნაქარგობასთან, ეს ნიშნავს, რომ ის თავისი ტაქტიანობით მალე მიიპყრობს ყურადღებას. ამით ის შეძლებს, წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები–აკეთოს ყველაფერი საუკეთესოდ, რასაც ხელს მოკიდებს. ცოლიანი მამაკაცისათვის ნაქარგობის ნახვა კარგი ნიშანია: მის ოჯახში მალე გამოჩნდება ახალი წევრი. შეყვარებული ბიჭისათვის ეს მიმანიშნებელია ჭკვიან და ყაირათიან გოგონაზე დაქორწინებისა

ნაღები, კრემი - თუ სიზმარში ათქვეფილ ნაღებს გაწვდიან, თქვენ სიმდიდრე და პროფესიული წარმატება გელით. გლეხებს ეს სიზმარი კარგ მოსავალს და ოჯახურ ბედნიერებას ჰპირდება, შეყვარებულებს კი სწრაფ დაქორწინებას

ნაყიდი, ნავაჭრი - თუ სიზმარში რაიმეს ყიდულობთ, ეს მოგებისა და სასიამოვნო მოვლენების მაუწყებელია

ნაცნობები - თუ დაგესიზმრათ, რომ შეხვდით ნაცნობს და მხიარულად საუბრობთ მასთან, ეს მიგანიშნებთ საქმეებში წარმატებაზე, ოჯახში მცირე უთანხმოების ფონზე; მაგრამ თუ თქვენ კამათობთ ან თქვენი საუბარი ხმამაღალია–ცხადში გელით დამცირება და ჩხუბი. თუ შეხვედრისას გრძნობთ უხერხულობას, ან გესიზმრებათ, რომ თქვენი შეხვედრა უადგილოა–დამნაშავე იქნებით უკანონო გარიგებაში, მეორე მხარე კი, ყოფილ საიდუმლოს აქცევს საზოგადოების საკუთრებად.
თუ ახალგაზრდა ქალი სიზმარში ხედავს რამდენიმე ნაცნობს ერთად, ასეთი სიზმარი ჰპირდება მას სიყვარულს, რომლის მოპოვების შემდეგ არასოდეს დაინანებს მასზე დახარჯულ ენერგიას. თუ სიზმარში მისი ნაცნობების წრე ფართო არ არის, მას ელის უინტერესო და ნაცრისფერი ცხოვრება. სიზმარში ნაცნობების ნახვის შემდეგ შეიძლება შეხვდეთ მათ ან გაიგოთ რაიმე მათ შესახებ

ნაძვის ხე - სიზმარი ნაძვის ხეზე სასიხარულო მოვლენის მაუწყებელია. თუ გესიზმრებათ, რომ ნაძვის ხიდან სათამაშოებს ხსნიან–დღესასწაულს სამწუხარო მოვლენები შეენაცვლებიან

ნაწლავები, კუჭ–ნაწლავი - თუ გესიზმრებათ ნაწლავები, ეს გაფრთხილებთ–თავს დაგატყდებათ სასიკვდილო საფრთხე–შეიძლება დაკარგოთ მეგობარი. თქვენი ნაწლავის ნახვაც ავადმყოფობასთან დაკავშირებულ საფრთხეზე მიგითითებთ, რომელიც იმოქმედებს მეგობრებთან ურთიერთობაზე. შესაძლებელია სერიოზული დანაკარგიც და აგრეთვე, მრავალი მცირე უსიამოვნება.
თუ დაგესიზმრათ, რომ მუცელს ითბობდით რადიატორთან და დაიწვით, გქონდათ უსიამოვნო განცდა და ითხოვდით შველას, გელით მოულოდნელი უბედურება ან უკურნებელი სენი. თუ ცდილობთ, თავი დააღწიოთ ამ საშინელ მდგომარეობას, ამით უფრო მიუმატებთ თქვენს თავს უსიამოვნებებს და ასე იქნება მანამ, სანამ თქვენ არ გაძლიერდებით სულიერად და მედგრად არ შეხვდებით ფათერაკებს

ნახერხი - ნახერხი სახლში აშლილობას გიქადით, რომელიც გამოუსწორებელი შეცდომით არის გამოწვეული

ნახირი - საქონლის ნახირი მწვანე მინდორზე–კეთილდღეობის ნიშანია. გამხდარი და ჭუჭყიანი ცხოველები–ცხადში სიღარიბეს და უიმედობას მოასწავებენ. თქვენ მყარი დასაყრდენი უნდა ეძებოთ.
თუ საქონლის ნახირი დამფრთხალი გარბის, თქვენი კარიერა საფრთხის წინაშე დადგება და ძალზე დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ მდგომარეობის გადასარჩენად. თუ დაგესიზმრათ, რომ ძროხას წველით–ცხადში დიდძალი ქონების პატრონი გახდებით. თუ ქალს დაესიზმრა ასეთი სიზმარი, იგი ისეთ ადამიანს შეხვდება, რომელიც მისი სიყვარულის ღირსია.
თუ ხბო დედის რძეს წოვს, ეს ნიშნავს ან შეყვარებულის დაკარგვას, ან ეს ადამიანი ძალზე აყოვნებს თავისი გრძნობების გამომჟღავნებას. ბევრი ხბო სიზმარში საყოველთაო სიყვარულსა და ლამაზი ქალის კეთილგანწყობას მოასწავებს. მაგრამ თუ ხბოები ცუდად გამოიყურებიან–თქვენ უფრო გაგიჭირდებათ თქვენი მიზნების ასრულება. გრძელრქებიანი ან შავი ხბოები მტრების გაჩენას მოასწავებს.

ნაჯახი - ნაჯახის დასიზმრება მიგანიშნებთ, რომ თქვენი ბედნიერება და კეთილდღეობა მთლიანად თქვენს ხელშია. თუ გესიზმრებათ ადამიანი, რომელსაც ხელში ნაჯახი უჭირავს–თქვენ ბევრი მხიარული მეგობარი გეყოლებათ. ქალს ასეთი სიზმარი უქადის არა მდიდარ, მაგრამ საკმაოდ ღირსეულ ქმარს. გატეხილი ან დაჟანგული ნაჯახი–ავადმყოფობა და დანაკლისია

ნეკნები - თუ სიზმარში ნეკნები დაგესიზმრათ, სიდუხჭირე და სიღარიბე არ აგცდებათ

ნეკროლოგი - ნეკროლოგის ნახვა ნიშნავს, მძიმე და უსიამოვნო მოვალეობებს. თუ თქვენ ყურადღებით კითხულობთ ნეკროლოგს, ცუდ ამბებს შეიტყობთ შორი გზიდან

ნემსი - ნემსის ხმარება სიზმარში მოახლოებული მწუხარების ნიშანია, რომელსაც განიცდით თქვენი ახლობელი ადამიანის სიმპათიის დაკარგვის გამო. ნახვა, თუ როგორ უყრით ნემსში ძაფს, ნიშნავს, რომ საკუთარზე მეტად სხვების პრობლემებით ხართ დატვირთული. ნემსის ძებნა–ნიშანია ტყუილი შიშისა. ნემსს თუ იპოვით, ე.ი. შეიძენთ ახალ მეგობარს, რომელსაც ეყვარებით და პატივს გცემთ. გატეხილი ნემსი–სიმარტოვისა და სიღარიბის ნიშანია

ნესვი - ნესვი ნიშნავს ცუდ ჯანმრთელობასა და ბიზნესის ცუდ განვითარებას. სიზმარში ნესვის ჭამა ნიშნავს, რომ რომელიღაც წინდაუხედავი მოქმედება შეგაშფოთებს. თუ თქვენ ხედავთ ნესვსს ბაღის კვლებში, ე.ი. უსიამოვნებები მოულოდნელად შემოტრიალდებიან თქვენს სასიკეთოდ

ნიანგი - თუ გესიზმრებათ ეს სისხლისმსმელი არსება, ე.ი. გემუქრებათ ტყუილი ყველაზე ახლო მეგობრისაგან, მტრებიც ყოველ კუთხეში დაგიყარაულდებიან. თუ თქვენ ნიანგის ზურგსუკან გაივლით–გელით უსიამოვნებანი, რომლებთანაც დამოუკიდებლად მოგიწევთ ბრძოლა და წარმატებით გაუმკლავდებით. იყავით ყურადღებით–ყველაზე ახლო მეგობარსაც კი ნუ გაუხსნით გულს

ნიახური - ნიახურის დიდი კონა ნიშნავს, რომ მალე თქვენ ძალაუფლებას მოიპოვებთ და დიდი წარმატება გელოდებათ. დამპალი და დამჭკნარი ნიახური მოვლენების სამწუხარო შემობრუნებას მოასწავებს. თუ სიზმარში ნიახურს მიირთმევთ, ვიღაცის უსაზღვრო სიყვარულსა და ერთგულებას მოიპოვებთ. თუ გოგონა ნიახურს საყვარელ ადამიანთან ერთად მიირთმევს, მას დიდძალი მემკვიდრეობა ელის

ნიმუშები - თუ სიზმარში საქონლის ნიმუშებს მიიღებთ სავაჭროდ, საქმე კარგად წაგივათ; თუ მოგზაურს ესიზმრება, რომ მან კოლექციისათვის შეგროვილი ნიმუშები დაკარგა, ცხადი გახდება, რომ რეალურ ცხოვრებაში იგი დაიბნა საქმეებში ან სასიყვარულო ურთიერთობებში. თუ ქალი სიზმარში ხედავს მისთვის გამოგზავნილი საქონლის ან ხელოვნების საგანთა ნიმუშებს, მალე მას მშვენიერი შესაძლებლობა ექნება, რათა გაამრავალფეროვნოს თავისი დასვენება

ნიმფა - წმინდა წყალში მობანავე ნიმფა გიწინასწარმეტყველებთ გართობას, ყველა სხვა შემთხვევაში ნიმფების დასიზმრება იმედგაცრუების ნიშანია. თუ გოგონას ესიზმრება ნიმფების ბანაობა–ბედის კეთილგანწყობას მოასწავებს, თუმცა სიხარული საეჭვო იქნება. თუ გოგონა ნიმფაში საკუთარ თავს ხედავს, ე.ი. თავის სილამაზეს ის ეგოისტური მიზნებისათვის იყენებს, რითაც მამაკაცებს იმედებს უცრუებს

ნიორი - თუ სიზმარში ნივრის თესვით ხართ დაკავებული, ცხადში სიღარიბის შემდეგ უეცრად დიდ სიმდიდრეს მიაღწევთ. გოგონას ეს სიზმარი გარიგებით ქორწინებას უქადის. თუ სიზმარში ნიორს მიირთმევთ, ცხადში მაღალ იდეალებს მოსახერხებელი ცხოვრებისეული პოზიციით შეცვლით

ნიჟარები - თუ სიზმარში ნიჟარებს აგროვებთ–დაფიქრდით თქვენი ხასიათის იმ თვისებაზე, რასაც ზედმეტი ხელგაშლილობა ფლანგველობა ჰქვია, და არამარტო ფულის, არამედ დროისაც. თუ ფეხქვეშ ბევრ ლამაზ ნიჟარას ხედავთ–თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის

ნისლი - სიზმარში თუ ნისლში ხართ გახვეული, გელით საეჭვო გამარჯვება და უსიამოვნებები ოჯახში. თუ ნისლი იფანტება–თქვენი წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. თუ ხალხი თავს აღწევს ნისლს, ცხადში წარმატებას მიაღწევთ სხვების უბედურების ფასად

ნიღაბი - თუ სიზმარში ატარებთ ნიღაბს, ეს ნიშნავს ურთიერთობის დროებით გართულებას თქვენთვის ძვირფას ადამიანთან, ხოლო რჩევები, რომელსაც თქვენ მისცემთ მას, არასწორად იქნება გაგებული. ერთი სიტყვით, ამ დროებითი დაშორებით თქვენ სარგებელს მიიღებთ.
თუ ნიღაბში სხვები არიან–წააწყდებით სიცრუესა და შურს. თუ უბრალოდ ნიღაბს ხედავთ–გელით ღალატი და საქმეების წახდენა. ახალგაზრდა ქალისათვის ნიღბის გაკეთება იმის მაუწყებელია, რომ ის მოატყუებს მისდამი მეგობრულად განწყობილ ადამიანს. თუ ქალი იცლის ნიღაბს, ან ხედავს, ამას სხვები აკეთებენ, ეს ნიშნავს, რომ მისი თვალის ახელის მცდელობა წარუმატებელი იქნება. ასეთი სიზმრები გახსენებენ, რომ მორიდებული იყოთ

ნიშადურის სპირტი - თუ დაგესიზმრათ ნიშადურის სპირტი, უკმაყოფილო იქნებით თქვენი მეგობრის საქციელით, რასაც შეიძლება მოჰყვეს ჩხუბი, ურთიერთობის გაწყვეტა. თუ გოგონა ნახავს ასეთ სიზმარს–შეიძლება შეცდეს მასში, ვინც მეგობრად მიაჩნდა

ნიშნობა - ნიშნობა სიზმარში ახალნაცნობობას, მეგობრებს გპირდებათ

ნიშნობის ბეჭედი - ქალისათვის გაწმენდილი, მბზინავი ნიშნობის ბეჭდი იმის ნიშანია, რომ მის ცხოვრებაში ღალატსა და წინააღმდეგობებს ადგილი არ ექნება.
თუ ბეჭედი დაგეკარგათ ან გაგიტყდათ, მწუხარე ცხოვრება გელოდებათ. თუ თქვენი მეგობრის თითზე წამოცმული ნიშნობის ბეჭედი გესიზმრათ, ვიღაცის დაპირებას სერიოზულად არ მიიღებთ; ასეთი სიზმარი სულიერ სიღრმეზე მიანიშნებს

ნიჩაბი - ნიჩბის დასიზმრება ნიშნავს, რომ გამოგიჩნდებათ რაღაც შრომატევადი, მაგრამ სასიამოვნო საქმე. გატეხილი ნიჩაბი–იმედების მსხვრევაა

ნიძლავი - სიზმარში ნიძლავის დადება ცხადში მიზნის მიღწევისათვის შეუფერებელი ქმედებების გამოყენებას ნიშნავს. წაგებული სანაძლეო იმ ზარალზე მიანიშნებს, რომელსაც თქვენი ნათესავი მოგაყენებთ. თუ სიზმარში უარს ამბობთ ნიძლავის დადებაზე ცხადში მოვლენები თქვენს საწინააღმდეგოდ წარიმართება, ხოლო პირიქით, თუ მოიგებთ ნიძლავს, ბედისწერა კვლავ თქვენკენ შემობრუნდება

ნოტარიუსი - სიზმარში ნოტარიუსის ნახვა ნიშნავს, რომ სასამართლო პროცესი გელით; გარდა ამისა, სიზმარი მოასწავებს დაუკამყოფილებელ სურვილებს და საიდუმლო ჩანაფიქრს. თუ ქალმა მიმართა ნოტარიუსს, იგი რისკის ფასად სასწორზე დადებს თავის რეპუტაციას

ნუში - ნუში სიზმარში კარგის მაუწყებელია. ის აღნიშნავს კარგ მდგომარეობას, შემატებას, თუმცა ბედნიერება შეიძლება მალე შეცვალოს მწუხარებამ. თუ ნუშის ნაყოფი გაფუჭებულია, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევთ, თუნდაც გარემოებები იშვიათად წარმატებულად განვითარდეს



ობელისკი - ქვის ცივი ობელისკი სევდიან ამბებს მოასწავებს; სიზმარში ობელისკთან მდგარი შეყვარებულები ცხადში წინააღმდეგობათა ბადეში გაებმებიან

ობობა - ობობა სიზმარში საქმისადმი ყურადღებიან და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ნიშნავს, რომელიც აუცილებლად დაგიფასდებათ. ობობა, რომელიც ქსელს აბამს თქვენს სახლში, ბედნიერებასა და კათილდღეობას მოასწავებს.
თუ სიზმარში ობობა გიკბენთ, ცხადში ღალატს ელოდეთ. თუ დაგესიზმრათ ობობას ქსელი ობობებით კარგის მომასწავებელია–იგი ჯანმრთელობას, წარმატებასა და მეგობრების მხარდაჭერას გპირდებათ. თუ სიზმარში დიდი ობობა დააფრთხეთ, ე.ი. ცხოვრებაში სწრაფი წარმატება გელით და საშიში ადამიანებიც კი მხარს დაგიჭერენ. თუ დაგესიზმრათ ერთი დიდი, ერთი კი პატარა ობობა, რომლებიც თქვენკენ მორბიან, ეს სიზმარი წარმატების მაუწყებელია; მაგრამ თუ დიდი ობობა გიკბენთ, მაშინ მტრები წარმატებას წაგართმევენ, თუ პატარა ობობა გიკბენთ, ვიღაცის შურს და მცირეოდენ უსიამოვნებას უნდა ელოდოთ.
თუ თქვენ გარბიხართ დიდი ობობისაგან, ნიშნავს, რომ წარმატება ზურგს გაქცევთ. თუ მას მოკლავთ, გეძლევათ წარმატების დიდი შანსი. თუ ობობა გაცოცხლდა და ისევ დაგედევნათ, გელით ავადმყოფობა და თქვენი ბედი შეიცვლება. თუ გოგონას ესიზმრება ოქროს ობობები–მისი ბედი მოახლოებულია

ობობას ქსელი - ობობის ქსელი–სასიამოვნო საზოგადოებისა და საქმიანი წარმატებების ნიშანია

ობოლი - თუ სიზმარში ობოლის მიმართ სინანულს განიცდით, ცხადში მიტოვებულ ადამიანებს დახმარებას აღმოუჩენთ. თუ ობოლთან ნათესაობა გაკავშირებთ, მეგობრების წინაშე აღებული ვალდებულებები დიდ ტვირთად დაგაწვებათ და ეს მათ მხრიდან თქვენ მიმართ გაუცხოებას გამოიწვევს

ობსერვატორია - თუ სიზმარში ტელესკოპით ათვალიერებთ პლანეტას და ვარსკვლავებს–წინ წაიწევთ საზოგადოებრივ საფეხურებზე და საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებთ. გოგონასათვის ასეთი სიზმარი სიხარულის სიმბოლოა, მაგრამ თუ ცა დაფარულია ღრუბლებით, მაშინ თქვენი სწრაფვა განუხორციელებელი დარჩდება

ოთხთვალა - ოთხთვალა სიზმარში მოულოდნელი სტუმრების გამო ადრე დაგეგმილი მოგზაურობის გადადებას ნიშნავს

ოკეანე - სიზმარში წყნარი ოკეანის ნახვა კარგია–მეზღვაურს ელის წარმატებული ზღვაოსნობა, მეწარმეს ფინანსური წარმატებები, ახალგაზრდებს კი ნათელი და სუფთა სიყვარული. ოკეანეში შორს გაცურვა და იმის მოსმენა, როგორ ეხეთქებიან ტალღები თქვენს გემს, ნიშნავს იმას, რომ თქვენს ოჯახში ჩხუბისა და გაყრის პერიოდი იწყება. თუ სიზმარში თქვენ ნაპირზე დგახართ და ხედავთ, როგორ ეწევიან ტალღები ერთმანეთს, გათავისუფლდებით იმ ადამიანთა ზეგავლენისაგან, რომლებიც არ გსიამოვნებენ.
თუ ისევ ოკეანე გესიზმრებათ თავისი სიგრძე–სიგანითა და სიღრმით–თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობა და სიძნელეები ერთმანეთის მონაცვლეები იქნებიან. წყნარ, მშვიდ ოკეანეში ცურვა ყველა საქმეში წარმატებას გპირდებათ

ოკულისტი - ოკულისტის კონსულტაცია ცხოვრებით უკმაყოფილების ნიშანია. ეს სიზმარი გიქადით აგრეთვე, რომ თქვენ საკმაოდ ღირებულ საშუალებებს მიმართავთ, რათა საკუთარი ცხოვრება გახადოთ ისეთი, როგორიც გინდათ

ომი - ომის ნახვა სიზმარში ნიშნავს თქვენი საქმეების მძიმე მდგომარეობას და ოჯახში განხეთქილებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ მისი შეყვარებული ომში მიდის, მაშინ ის გაიგებს რაღაც არასასიამოვნოს მისი ზნე–ჩვეულებების შესახებ.
თუ სიზმარში ხედავთ, რომ თქვენმა ქვაყანამ ომი წააგო, ნიშანია მომავალი სოციალური და პოლიტიკური კრიზისისა, თუმცა თქვენს პირად ინტერესებს ეს არ შეეხება. თუ გესიზმრებათ გამარჯვება, მაშინ თქვენს ოჯახში დაისადგურებს ჰარმონია, საქმიანობაში კი წარმატება.

ომლეტი - თუ სიზმარში ომლეტს წვავთ–უფრთხილდით ცბიერ და მლიქვნელ მეგობრებს. შესაძლოა, თქვენი მოტყუება სცადოს იმ ადამიანმა, ვისაც ენდობით

ოპერა - სიზმარში მოსმენილი ოპერა სულიერად მიანიშნებს ახლობელ ადამიანებთან უეცარ ნაცნობონაზე და კეთილ გარემოებებზე საქმიან სფეროში

ორაგული თუ ორაგული დაგესიზმრათ, მაშინ მრავალი სასიამოვნო ვალდებულებებისა და ბედნიერების განცდა დიდხანს გაჰყვება თქვენს ცხოვრებას. თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება, რომ ჭამს ორაგულს, მაშინ ის გათხოვდება მხიარულ და მზრუნველ ადამიანზე, რომელიც მის ცხოვრებას უზრუნველყოფილსა და სასიამოვნოს გახდის

ორანგუტანი - ორანგუტანის დასიზმრება–ვიღაც თქვენს გავლენას გამოიყენებს თავისი უკეთური მიზნების განსახორციელებლად; გოგონას ასეთი სიზმარი რჩეულის ღალატს უქადის

ორატორი - თუ სიზმარში მოხიბლული ხართ ორატორის ტკბილსიტყვაობით–სინამდვილეში წამოეგებით ვიღაცის მზაკვრობას და დაეხმარებით ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს. თუ ქალს სიზმარში შეუყვარდა მჭერმეტყველი ადამიანი, ცხადში მის სიყვარულში დიდ როლს ითამაშებს გარეგნული მხარე

ორთქლის ღუმელი - ორთქლის ღუმელი უსიამოვნებაზე მიანიშნებს თქვენი საქმეების გაძღოლის უცოდინარობითაა გამოწვეული. თუ ქალი ორთქლის ღუმელის შესამოწმებლად ჩადის სარდაფში, მას ცხადში ელის დანაკარგი ან, შესაძლოა, ავადმყოფობაც

ორკესტრი - თუ გესიზმრებათ, რომ უკრავთ ორკესტრში–წინ მხიარული გართობა გელით; ასევე არ იდარდოთ თქვენი შეყვარებულის ერთგულებაზე–ის არ გიღალატებთ. თუ გესიზმრათ, რომ ორკესტრი უკრავს, ნებისმიერ გარემოებაში კეთილგანწყობილი იყავით ხალხის მიმართ და ისინიც ასევე გიპასუხებენ, ბედი კი მუდამ თქვენს მხარეზე იქნება

ორმო - თუ ღრმა ორმოში იხედებით, საქმეებში გაურკვეველ რისკზე წახვალთ. თუ ამ სიზმარს გოგონა ნახავს, მას თავისი შეყვარებულის გამო ნერვიულობა მოუწევს. თუ თქვენ ორმოში ჩავარდით, დიდი უბედურება გელით; მაგრამ თუ დროულად გაგეღვიძათ, შეიძლება ყველაფერი კარგად დამთავრდეს. თუ თქვენ ორმოში ჩადიხართ, ე.ი. ჯანმრთელობა მსხვერპლად მიგაქვთ მაქსიმალური წარმატების მისაღწევად

ორსულობა - თუ ქალი სიზმარში ორსულადაა, ის ქმართან ვერ იქნება ბედნიერი, ხოლო ბავშვები ლამაზები არ ეყოლება. ქალიშვილს ეს უქადის შერცხვენასა და დაცემას. ფეხმძიმე ქალს ასეთი სიზმარი ჰპირდება კეთილ დასასრულს და ძალების სწრაფ აღდგენას

ორღანი - ორღანის საზეიმო და ამაღლებული მუსიკა მტკიცე მეგობრობასა და საიმედო კეთილდღეობას გპირდებათ; თუ გესიზმრათ ორღანი ტაძარში–ე.ი. თქვენი ოჯახი დაშლის პირასაა. თუ ორღანი ასრულებს მელოდიურ მუსიკას–გელით წარმატება და დიდება. სევდიანი სიმღერა ორღანის თანხლებით მიანიშნებს თქვენს მომქანცველ სამუშაოზე

ორღანისტი - ტაძარში ან საკონცერტო დარბაზში დანახული ორღანისტი ნიშნავს შფოთვას, რომელსაც მეგობარი მოგანიჭებთ; თუ ახალგაზრდა ქალს ესიზმრება თავისი თავი ორღანისტად, რეალურ ცხოვრებაში მისი გადამეტებული მოთხოვნილება შეყვარებულის მიმართ მათი გაუცხოების მიზეზი გახდება

ოქრო - თუ სიზმარში ხელში გიჭირავთ ოქრო–ძალიან გაგიმართლებთ ყველა წამოწყებაში. თუ ქალმა საჩუქრად მიიღო ოქროს ნივთი, მონეტა ან სამკაული, ის გათხოვდება მდიდარ, მაგრამ ანგარებიან ადამიანზე. სიზმარში ნაპოვნი ოქრო ნიშნავს, რომ თქვენი ღირსება დაგეხმარებათ, ადვილად მოიპოვოთ პატივი და სიმდიდრე. თუ სიზმარში დაკარგეთ ოქრო–საკუთარი დაუდევრობით ხელიდან გაუშვებთ საუკეთესო შანსს თქვენს ცხოვრებაში.
თუ სიზმარში განიზრახეთ ოქროს ზოდის გადამუშავება, ცხადში თქვენ შეეცდებით უკანონოდ ისარგებლოთ სხვების უფლებით იმ დროს, როცა თქვენ უნდა ფიქრობდეთ სახლზე, სადაც მწიფდება ჩხუბი.

ოფლი, ოფლის დასხმა - თუ თქვენი თავი ოფლიანი დაგესიზმრათ, წარმატებით გადალახავთ წინააღმდეგობებს, რომლებისაც არ გეშინოდათ

ოფიციანტი - ის, ვისაც დაესიზმრა ოფიციანტი, შეძლებს დროის სასიამოვნოდ გატარებას მეგობართა წრეში. კუშტი და მოუწესრიგებელი ოფიციანტი მიგანიშნებთ, რომ მოგიწევთ სტუმართმოყვარეობის გამოჩენა იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ გესიმპათიურებათ

ოსპი (ბოტ.) - ოსპი სიზმარში იმის ნიშანია, რომ თქვენს ოჯახში არაჯანსაღი ატმოსფერო ჩამოყალიბდა. გოგონა ასეთი სიზმრის შემთხვევაში, თავის საქმროთი უკმაყოფილო იქნება, მაგრამ მშობლების ძალდატანებით შესაძლოა მაინც გაყვეს მას ცოლად

ორცოლიანობა - მამაკაცისათვის სიზმარში ორცოლიანობა ნიშნავს, რომ მას არ ჰყოფნის ვაჟკაცობა და საღი აზრი. ქალისათვის ასეთი სიზმარი მოასწავებს, რომ მის პატიოსნებას საფრთხე ემუქრება, თუ ის არ იქნება წინდახედული და გონიერი

ოქროს თევზი - სიზმარში ოქროს თევზის ნახვა კარგი ნიშანია, რომელიც გპირდებათ მრავალ სასიკეთო მოვლენას. ახალგაზრდა ქალს ეს სიზმარი ჰპირდება ლამაზ, უზრუნველყოფილ ქმარს. თუ თევზი მძინარე ან მკვდარია, ქალს ელის მძიმე განსაცდელი

ოჩოფეხები - თუ ოჩოფეხები დაგესიზმრათ, ეს თქვენს მყიფე საზოგადოებრივ მდგომარეობაზე მიანიშნებს. თუ სიზმარში ოჩოფეხიდან ჩამოვარდით, ცხადში ზედმეტად მიმნდობი ხასიათის გამო უბედურება გემუქრებათ. როგორც წესი, ეს საქმიან ურთიერთობებს ეხება

ოხრახუში - ოხრახუში ისეთ წარმატებას მოასწავებს, რომელიც დიდი შრომით არის მიღწეული; იგი ასევე ჯანმრთელობას და კარგ გარემოცვას ნიშნავს. თუ ოხრახუში ხშირად გესიზმრებათ–დიდი ოჯახი და ბევრი სასიამოვნო გარჯა მოგელით

ოჯახი - თუ სიზმარში თქვენს ბედნიერ და მეგობრულ ოჯახს ხედავთ, უზრუნველყოფილი ცხოვრება გელით. თუ დაგესიზმრათ მშვიდი და ბედნიერი ოჯახი, ცხადში იმედგაცრუება და მწუხარება გელით