3/07/2019

გუშინ მივდიოდი ავტობუსით , გადავიხადე , ყურსასმენები გავიკეთე, მოულოდნელად საშინელი კივილი შემომესმა. მგზავრებმა უკან გაიხედეს იქ კი

ისეთი ხმა იყო თითქოს ვიღაც მოკვდა, მაგრამ მძღოლი არ დაიბნა და თქვა : შემდეგ გაჩერებაზე სამშობიაროაო. ის მგზავრები, ვინც  ამ გზით არ მოდიოდნენ ჩავიდნენ ავტობუსიდან. მე კი დავრჩი, არსად არ მეჩქარებოდა, თან მინდოდა ორსულ გოგონას რამით დავხმარებოდი. ავტობუსის მძღოლმა მიუხედავად იმისა, რომ მისი გზა არ იყო დიდი სისწრაფით გააქროლა ავტობუსი , თან სიგნალ- სიგნალით, თითქოს სასწრაფო დახმარება ყოფილიყო.
ქუჩაში მიმავალ ავტობუსს ყველა აგინებდა ასეთი სიჩქარით მიმავალი , რომ დაინახეს, მაგრამ რას იზამდა, სხვა გზა არ ჰქონდა…

უცებ ქალის ტელეფონი ავიღე და შევეცადე მისი მეუღლის ნომერი მომეძებნა. მოვძებნე თუ არა დავურეკე და ამბავი შევატყობინე, რაც ხდებოდა. ვუთხარი , რომელ სამშობიაროში მიგვყავდა. მე და მძღოლმა შევიყვანეთ გოგონა სამშობიაროში, ამასობაში სანამ ქმარი მოვიდოდა მე და მძღოლმა დიდხანს ვისაუბრეთ . ის ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა …
ძია ზურას , დაახლოებით 30 წლიანი გამოცდილება  აქვს, ის საუკეთესო ადამიანია!