3/07/2019

დიეტა , რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე და 1 თვეში 20 კილო დავიკელი, მისი შედეგი თქვენც ნამდვილად გაგაოცებთ.

მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და გასწავლოთ ისეთი დიეტა, რომელმაც მე თვითოაც გამაოგნა. ამ დიეტის წყალობით 1 თვეში 20 კილო დავიკელი .
მართალია ყველა დიეტას აქვს თვისი ნაკლოვანება და დიეტის დაცვა არავის არ მიაჩნია სასიამოვნო პროცესად. ამ შემთხვევაში თქვენი ტანჯვა მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდება, ხოლო მეორე დღიდან შეგიძლიათ ჭამოთ ყველაფერი , თუმცა ცნობილი ოქროს წესი აუცილებლად უნდა დაიცვათ – 6 საათის მერე არ ვჭამთ. დიეტა უნდა დაიცვათ 30 დღის განმავლობაში.

როგორ დავიცვათ დიეტა :
1 ლიტრა გადადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კონიაკი ან არაყი, 1 ცალი ლიმონის წვენიც ჩააწურეთ და ბოლოს 1 სუფრის კოვზი თაფლი.
ეს ნაზავი კარგად ავურიოთ ერთმანეთში და მთელი 1 დღე უნდა ვიმყოფინოთ. დავლიოთ ყლუპ-ყლუპად,  მაშინ როცა მოგვშივდება. მართალია ასე უცებ სასმელზე გადასვლა ძალიან გაგიჭირდებათ , მაგრამ მთავარია პირველი ერთი დღე გაუძლოთ, მეორე დღიდან კი – შეგიძიათ მიირთვათ ის რაც გსურთ , ოღონდ 6 საათამდე. მერწმუნეთ ნამდვილად შედეგის მომტანი დიეტაა. ამ დიეტის დადებითი მხარე ისიცაა , რომ დიეტის დაცვით ნერვოზს ნამდვილად არ აიკიდებთ და არც კუჭს დაიზიანებთ.
მინდა ასევე ერთი კარგი რჩევა მოგცეთ, რაც არ უნდა ადვილად მოგეჩვენოთ დიეტა  ან მისი პირობები, კარგი იქნება, თუ დიეტასთან ერთად ცოტას წაივარჯიშებთ, ან რაიმე აქტივობით დაკავდებით , თუ ვარჯიშისთვის დრო არ გყოფნით , რადგან მთელი დღე იმაზე ფიქრი , რომ ვერ შეძლებთ ან გშივდებათ , მერწმუნეთ ხელს ნამდვილად შეგიშლით და ვერცერთ დიეტას ვერ დაიცავთ. ამასთან ვარჯიში ნამდვილად სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.