3/07/2019

ცნობილი გახდა ჯანმრთელობის ელექსირი, ტიბეტელი ბერების საიდუმლოს ფარდა აეხადა

საუკუნეების განმავლობაში მედიცინა ყალიბდებოდა და ვითარდებოდა , როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით. თავდაპირველად ხალხური მედიცინის, ხოლო შემდეგ მეცნიერული მედიცინის სახით, რომლის ნაწილიც ხალხური მედიცინაც გახდა. მედიცინის ძირითად მიზანს კი საუკუნეების განმავლობაში ადამიანების გამოჯანმრთელება , დაავადებების მკურნალობა იყო და არის კიდევაც.

ორი აზრი არ არსებობს, რომ ამ ქვეყნად თითოეული ჩვენგანისთვის ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის და მისი ყიდვა ფულით არ შეიძლება. ისიც ცნობილია , რომ დაავადებათა ნაწილი შეძენილი, თანდაყოლილი ან კიდევ გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. ეს ყველაფერი მეცნიერების შესწავლის საგანი იყო წლების განმავლობაში . ინერგებოდა ახალ-ახალი სამედიცინო პრაქტიკა და მკურნალობის მეთოდები. ხშირად იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მკურნალობა უფრო მტკივნეულ პროცედურებთან იყო დაკავშირებული ვიდრე, თავად ტკივილი იყო, მაგრამ თანდათან ხდებოდა მისი დახვეწა., ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი წინაპრები სამკურნალოდ ძირითადად ბალახებს და მათი მეშვეობით დამზადებულ ნაყენეს იყენებდნენ.
ჩვენთვის კარგად ნაცნობი ტიბეტელი ბერებიც სწორედ ამ საშუალებებს იყენებდნენ დაავადებების განსაკურნებლად და ამასთან ისიც აღსანიშნავია, რომ მკურნალობის წესებსა და ხერხებს ჩანაწერების სახით გადასცემდნენ მომავალ თაობებს .ამ დროს დაავადებების ძირითად პრევენციად სისხლისა და ლიმფას გაწმენდა ითვლებოდა და ხშირად ამ მიმართულებით მუშაობდნენ. პაციენტიც მალე უბრუნდებოდა სტაბილურ მდგომარეობას.
დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული იყო რეცეპტები და მკურნალობის წესები, რომლებიც უახლეს წარსულში იქნა აღმოჩენილი და ამჟამად თქვენ გაგაცნობთ ტიბეტელი ბერების ძალზედ ეფექტურ ხერხს სისხლისა და სისხლ-ძარღვების გასაწმენდად, ამასთან გაითვალისწინეთ ისიც, რომ მასში შემავალ პროდუქტებს აქვს უკუჩვენებები და მათი თვითნებურად ჩატარება ორსულებისა და კუჭ-ნაწლავის პრობლემების მქონე პირებისთვის არ არის რეკომენდირებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
1 . ქრისტესსისხლას ნაყენი – ლიმფას გამწმენდი. ეს მცენარე ძალზედ ცნობილია თავისი დადებითი და ეფექტური ქმედებით. მისი ნაყენით ხდება ლიმფური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება , ასევე იგი წმენდს ჭარბი პათოგენური ბალასტისაგან . ეს მცენარე არა მხოლოდ ტიბეტელი ბერების , არამედ ჩვენი წინაპრების მიერაც უახლეს წარსულში ხშირად გამოიყენებოდა.
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ იგი :
ქრისტესსისხლას მცენარე დავჩეჩქვოთ კარგად და გამოვადინოთ წვენი. მისი 10 წვეთი გავაზავოთ 70 მილიგრამ სამედიცინო სპირტში, აღნიშნული ნაყენი მუდამ შენახული გქონდეთ მაცივარში. მისი მიღება დაიწყეთ დილიდან. დილით საუზმის წინ მიიღეთ 1 წვეთი, სადილის წინ -2 წვეთი , ვახშმის წინ კი -3 წვეთი, ხოლო ყოველ მომდევნო დღეს გაზარდეთ ერთი წვეთით დოზა. მაგალითად მომდევნო დღეს მიიღეთ დილით სადილის წინ 2 წვეთი, სადილის წინ – 3 წვეთი, ხოლო ვახშმის წინ კი – 4 წვეთი. ასე გააგრძელეთ სანამ არ ახვალთ 15 წვეთზე, ხოლო თხუთმეტი წვეთის შემდეგ კი – უკუთვლით, ერთი წვეთის დაკლებით, და ასე გააგრძელეთ პროცედურა. თითო წვეთის დაკლებით ყოველ დღე. მთავარია ზემოთ მოყვანილი პრინციპი არ დაგავიწყდეთ და ისე ჩაატაროთ პროცედურა.
2. კოჭას ნაყენი . ( კოჭა, იმბრი , ჯინჯერი ) ორგანიზმიდან ყველა ტოქსინის – ქიმიური, რადიაციული და საკვების გამოდევნის არაჩვეულებრივი უნარი გააცნია კოჭას. იგი ასუფთავებს სისხლს. ის ასევე  ებრძვის ჭარბ წონას, აუმჯობესებს კანსა და თმას. ამდენად მისი ხშირი გამოყენება ძალიან კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ იგი :
1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით 10-20 გრამ ნედლ ნედლეულ კოჭას ან 1 ჩაის კოვზ კოჭას ფხვნილს. გავაჩეროთ დაახლოებით 10 წუთი და შემდეგ დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმონის წვენი გემოვნებით. ეს ნაყენი დალიეთ დილით საუზმემდე ნახევარი საათით ადრე ნახევარი ჭიქა, ხოლო მეორე ნახევარი შეგიძლიათ მიირთვათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
 3 . ნიორი – ჩვენთვის კარგად ცნობილიპროდუქტი, რომელიც გარდა საკვები დანიშნულებისა, ასევე ცნობილია სამკურნალო თვისებით, კერძოდ მას გააჩნია ანტიბაქტერიული და სადენზიფექციო თვისებები და ის ამდენად სიცოცხლის გამახანგრძლივებელ ელექსირადაც გვევლინება. ნიორი ძალიან ბევრ რამეს კურნავს .
იგი აძლიერებს იმუნურ სისტემას, კლავს პარაზიტებს და ზრდის მეტაბოლიზმს. რაც შეეხება სისხლისა და სისხლ-ძარღვოვანი სისტემის გაწმენდას , ტიბეტელი ბერები მას ელექსირის სახით წარმოგვიდგენენ.
როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ იგი :
40 გრამი ნიორი დავაქუცმაცოთ და დავასხათ 100 მლ არაყი ან სპირტი, შემდეგ მიღებული მასა მოვათავსოთ მინის კონტეინერში და შევინახოთ 10 დღის განმავლობაში ბნელ და მშრალ ადგილას. აღნიშნული ნაყენი მივიღოთ ყოველ დღე, დღეში 2-3 ჯერ ჭამის წინ –  ნახევარი საათით ადრე –  10 წვეთი. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია 1 თვის ვადამდე.