ილაპარაკე საათით მობილურზე – Apple-ის ახალი სმარტ საათის ფასი $329-399 იქნება

ახალი პროდუქტების პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი სმარტ საათი Apple Watch Series 3 წარადგინა. მის ციფერბლატზე გულისცემის სიხშირე აისახება. გარდა ამისა, საათს შეუძლია მფლობელის არითმიის ამოცნობა და ამის სესახებ შეტყობინება.


ახალი პროდუქტი Watch OS 4 ბაზარზე 19 სექტემბრიდან გამოვა.
პროდუქტში LTE-მოდულია. ახლა უკვე შესაძლებელია iPhone-ის სახლში დატოვება და ტელეფონზე საუბრის შესაძლებლობა მფლობელს საათით ექნება. ამავდროულად ნომერი იგივე იქნება, რომელიც სმარტფონზეა. ასე რომ, ახალი პროდუქტი შესაძლებლობას იძლევა ტელეფონზე საათით ილაპარაკოთ.
ახალი პროდუქტის ფასი $329-ია ფიჭური მხარდაჭერის გარეშე, ფიჭური მხარდაჭერით კი – $399.
loading...
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...