მოკლედ ძალიან სასაცილოა მარა გუშინ ვფიქრობდი (ძილის წინ პრი ეტამ)
რატომ არის რომ საგრძნობი ზომის მუცელი (ღიპი, ღიპუცა როგორც გინდათ დაუძახეთ მარა მე მაინც განახებთ მათ შორის სხვაობას ჩემი აზრით) მამაკაცებზე მისაღებია ზოგადად და ქალებზე არა??
მოდით იმისათვის რომ გასაგები იყოს რას ვგულისხმობთ განახებთ რომელი როგორ გამოიყურება ჩემი აზრით, მაშ ასე დავიწყოთ:
მუცელი,ღიპუცა,ღიპი
ხოდა ახლა რას ვამბობდი, არც ერთი ამათგანი განსაკუთრებულად არ მიმაჩნია, ხოდა რატომაა რომ ზოგში ეს იწვევს ზიზიღს და უსიამოვნო ემოციებს??
მე პირადად მამაკაცში (ნუ რა თქმა უნდა თუ ის ძაააალიან დაბალი არაა და ღიპის გარშემოწერილობა 2 მეტრს არ აღემატება:) ) არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ ვიზუალური მხარის ამ ნაწილს.
ახლა მეორე მომენტი საკმარისია გოგოს ჰქონდეს (ჩემს მიერ დარქმეული) ღიპუცა ან რამე მაგდაგვარი უკვე რაღაც სხვანაირი ემოცია უჩნდებათ მამაკაცებს, ქალს ჩემი აზრით მუცლის არეში ძალიან ბრტყელი ადგილი არ უხდებათ, ვთვლი რომ პატარა ღიპუცა ქალზე ძალიან მიმზიდველია.
ხოდა მოკლედ გუშინ იმდენი ვიფიქრე ამ თემაზე რომ ძილმაც გადამიარა, არადა ესეც არ იყოს რაღაც სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი :) საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე ამ ამბავზე დამეწერა რადგან თანამოაზრე ვერც მდედრებში და ვერც მამრებში ვერ ვიპოვნე :)
Комментариев нет:
Отправить комментарий