კონტექსტური რეკლამა

ბევრ ინტერნეტ რესურს შორის რომლებიც სპეციალიზირებულები არიან საიტებსა და ბლოგებზე კონტექსტური რეკლამის განთავსებით, გამორჩეული ადგილი უჭირავთ  
Google AdSense-სა და Яндекс.Директ-ს. ეს გახლავთ პარტნიორული პროგრამები, რომლებიც გთავაზობენ რეკლამის განთავსებას თქვენს მიერ შექმნილ ვებ რესურსზე. არა აქვს მნიშვნელობა ეს საიტი იქნება თუ ბლოგი. გარდა იმისა რომ საიტი უნდა იყოს ხარისხიანი მასალით შევსებული  და უნდა იყოს პოპულარული , არსებობს რიგი პირობებისა რომლების უნდა იყოს დაცული, რათა მოგეცეთ აღნიშნულ პროგრამებში გაწევრიანების საშუალება. გეტყვით იმასაც რომ ფულის გამომუშავების ამ მეთოდით, სწორი ძალისხმევის შემთხვევაში, სოლიდურ შემოსავლების მიღებაა შესაძლებელი. თუმცა ქართველ მომხმარებელს უმეტეს შემთხვევაში მოეთხოვებათ ინგლისური ენის ან უკიდურეს შემთხვევაში, რუსული ენის კარგი ცოდნა.


      Яндекс.Директ-ი უფრო მეტად ორიენტირებულია რუსულ ენოვან მომხმარებელზე.   
Google
  კი ინგლისურ ენოვანზე.

      პროგრამაში გაწევრიანების შემთხვევაში, სარეკლამო ბლოკების განთავსება ხდება თქვენს საიტსა თუ ბლოგზე. საიტის დამთვარიელებელი თუ დააწკაპებს რეკლამის ლინკზე, თქვენს ანგარიშზე ირიცხება გარკვეული რაოდენობის თანხა. ერთი წკაპის ფასი სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაა. ეს ძირითადად დამოკიდებულია საიტის თემატიკასა და სარეკლამო ბლოკის მდებარეობაზე, თუმცა არსებობს სხვა კრიტერიუმებიც. ეს ძალიან დიდი თემაა და დაინტერესების შემთხვევაში,  საჭიროებს გულმოდგინე შესწავლას.

  Яндекс-ის სარეკლამო პროგრამაში გასაწევრიანებლად რეკომენდირებულია მიმართოთ ყველაზე პოპულარულ მართვის ცენტრს "პროფიტ პარტნერს". გადადით საიტზე  http://blog.profit-partner.ru/ ,  დარეგისტრიდით და გაიარეთ საიტის მოდერაცია. საიტს ყოველ დღიურად უნდა ჰყავდეს მინიმუმ 300 მნახველი და ხელი უნდა მიუწვდებოდეთ საიტის სტატისტიკაზე. დაწვრილებით წესებს გაეცნობით იანდექსის წესებში. თუ ვერ გაივლით მოდერაციის პროცესს, საჭიროა გაერკვეთ მიზეზებში, გამოსწოროთ დაშვებული შეცდომები და მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეძლებთ გაიაროთ ხელახალი მოდერაციის პროცესი.

      რაც შეეხება Google AdSense-ს, აქ გაცილებით მარტივადაა საქმე. დარეგისტრირების შემდეგ, ამოწმებთ თქვენს საპასპორტო მონაცემებს  შემოსავლების მისაღებად,  ამოწმებთ პინ კოდს რომელსაც, დროის გარკვეულ მონაკვეთში, მიიღებთ პირად ელექტრონულ ფოსტაზე,  დააწკაპებთ ლინკზე (ჩემი განცხადებები), შეადგენთ  საკუთარ განცხადებებს, განათავსებთ საიტზე და  იწყებთ თანხების გამომუშავებას  ყოველგვარი მოდერაციის გავლის გარეშე.
loading...
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...