ტიზერული რეკლამა

ინტერნეტ რეკლამის ეს სახე წარმოადგენს, მომზიდველი სურათისა და დამაინტრიგებელი  სათაური-ლინკის ერთობლიობას, რომელზეც დაწკაპების შემთხვევაში, საიტის მფლობელი იღებს    გარკვეულ  შემოსავალს.  რეკლამის    ამ  ფორმას  მედწილად  იყენებენ  ისეთი   ვებ რესურსები,  რომელთა   მომხმარებელი   ძირითადად  არიან   ქალბატონები.  ასეთი   ტიპის რეკლამაზე,    თუ     საიტი  პოპულერულია  და  მნახველთა   რაოდენობა  რამდენიმე  ათასს აჭარბებს, შესაძლებელია თვეში  500$-დან 1000$-მდე  შემოსავლის მიღება.

     იმისათვის რომ ტიზერული რეკლამაზე გქონდეთ მაღალი შემოსავლები, აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ საიტის რომელ ადგილებში განათავსოთ სარეკლამო ბლოკები. არსებობს უამრავი ხრიკები, თუ სად და როგორ მოიხმაროთ ისინი. ბევრი ამ ილეთებს წარმატებით იყენებს და მაქსიმუმ შედეგებსაც აღწევს.   ამისათვის უნდა დარეგისტრირდეთ ისეთ ტიზერულ ქსელებში  
მაგალითად
 როგორიც არის ონლაინ-სერვისები: http://teasernet.com/; http://ladycash.ru/. დარეგისტრირდებით ამ რესურსებზე და იწყებთ მუშაობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ტიზერული რეკლამისთვის ყველა საიტი არ გამოდგება. მნიშვნელოვანია საიტის თემატიკა. ასეთებია საიტები ქალებისათვის, სამედიცინო თემაზე შექმნილი ვებ გვერდები და ასე შემდეგ. ეს საკითხი აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ გსურთ შემოსავალი იყოს ნორმალური.

     უნდა ვიცოდეთ სარეკლამო ბლოკების სწორედ განთავსება. ამისათვის შედით იმ საიტებზე რომლებიც შექმნილია მსგავს თემებზე და დააკვირდით თუ რომელ ადგილებში აქვთ განთავსებული მფლობელებს სარეკლამო ბლოკები. ასევე თვითონაც უნდა ჩაატაროთ ექსპერიმენტები. შეუცვალეთ ყოველ კვირა სარეკლამო ბლოკებს განთავსების ადგილი და დააკვირდით შემოსავლებს. დაახლოებით ერთ თვეში თქვენთვის ნათელი გახდება, თუ საიტის რომელი ადგილები ითვლება "მსუყე" შემოსავლის წყაროდ.
loading...
Related Posts Plugin for WordPress, Blogger...