8/29/2017

ბიზნესი-ინტერნეტ ბიზნესი

რა არის საჭირო ბიზნესის დასაწყებად
ყველას   შეუძლია   აწარმოოს   ბიზნესი,    მაგრამ,   არსებობენ   სხვადასხვა   დონის ბიზნესმენები. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც   აწარმოებს ბიზნესს უნდა ცდილობდეს განვითარებას,    რათა     დაბალი   დონიდან   იქცეს    მაღალი      დონის მწარმოებლად. რასაკვირველია ყველა  ვერ    გახდება უმაღლესი   დონის    ბიზნესმენი, რადგან     დიდ მონდომებასთან     ერთად    უნდა    გაგაჩნდეს განსაკუთრებული ნიჭი, საშუალო დონეს კი ყველას   შეუძლია  მიაღწიოს, თუმცა  სხვადასხვა  ადამიანებს ამისათვის სჭირდებათ სხვადასხვა დრო (დაახლოებით 5-დან 15  წლამდე).

    რასაკვირველია ბიზნესში ფინანსური წარმატება მნიშვნელოვანია მაგრამ ,  მთავარი მოტივაცია  უნდა   იყოს უდიდესი სურვილი საკუთარი   პოტენციალის  რეალიზაციისა. უნდა აწარმოოთ ის  საქმე რომელიც გაინტერესებთ, სადაც ხედავთ თქვენს  მოწოდებას, რომელსაც შეიყვარებთ და გააკეთებთ მაქსიმუმს მისი განვითარებისათვის.
  
  დაისახეთ   მიზნები.  ამ მიზნების მიღწევის გზები. დაყავით    ეტაპებად, თვითოეულ ეტაპს დაუწესეთ შესრულების დრო.მტკიცედ მიჰყევით ამ გეგმას.

რა უნდა შესთავაზოთ ბაზარს
იმისათვის   რომ, თქვენმა  ბიზნესმა  დიდხანს იარსებოს, აუცილებელია  შექმნათ უმაღლესი     ხარისხის    პროდუქცია   ან     მომსახურება.   თქვენი     პროდუქტით     ან მომსახურებით პირველ რიგში თავად უნდა იყოთ   კმაყოფილი.  დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ  მაქსიმუმს სთავაზობთ  მომხმარებელს. კმაყოფილი მომხმარებელი თავად გაუწევს რეკლამას არსებულ პროდუქტს მეზობლებთან,     მეგობრებთან, კოლეგებთან, ნათესავებთან   და   ა. შ.   რაც წინაპირობა იქნება ბაზარზე მისი პოპულარობის.
ბიზნესმენის 5 ძირითადი ამოცანა
1.დასახოს მიზნები საკუთარი ორგანიზაციისათვის
2.ადამიანების სწორედ შეჩევა
3.მიეცეს ამ ადამიანებს სწორი ინსტრუქციები თუ როგორ უნდა შეასრულონ სამუშაო
4. მართოს ურთიერთობები თანამშრომლებს შორის
5.ერკვეოდეს მარკეტინგში

წარმატებული ადამიანის  აზროვნება
...ნუ    შეგაშინებთ     წარუმატებლობა.   სცადეთ   კიდევ.  თქვენი მცდელობები აუცილებლად დაფასდება.
...იქონიეთ  მუდმივი ურთიერთობა  იმ  ადამიანებთან, ვინც იცის გაცილებით თქვენზე მეტი, რომლებსაც აქვთ თქვენზე მეტი გამოცდილება და ეცადეთ მათგან ისწავლოთ მაქსიმუმი.
...შეარჩიეთ სწორი გარემოცვა. 
...მოიპოვე ინფორმაცია,მიიღე გადაწყვეტილება და დაიწყე მუშაობა.
...იმისათვის რომ გახდე მდიდარი ბევრი  ადამიანი უნდა გაახარო. 
...გახდი სასარგებლო სხვებისათვის.
...ისწავლე ფულით სწორი სარგებლობა.
...რაც ბევრს გასცემ მით მეტად იქნები ბედნიერი.
...ძალიან, ძალიან უნდა გინდოდეს კარგად ცხოვრება.
 ...შედეგი ,ანალიზი, მოქმედება.
...გინდა უკეთესი შედეგი შეცვალე ქმედებები.
...იყავით სწორ ტალღაზე გამარჯვებისკენ.
...განსაზღვრეთ სად ხარ და სად გინდათ იყოთ და დასახეთ მიზნის მისაღწევი გზა.
...ისწრაფე სრულყოფილებისაკენ , მუდმივად ავარჯიშე გონება და სხეული.
...გააკეთე სხვებისთვის ის რაც გინდა გაუკეთო საკუთარ  თავს.
...გააკეთე იმაზე მეტი რასაც შენგან მოელიან. 

როგორ დავზოგოთ წლები
ყოველთვის ისწავლეთ ექსპერტებისგან

...1.განსაზღვრეთ  რამდენის გამომუშავება გსურთ წლის ბოლომდე
...2. განსაზღვრეთ   რა უნდა   გაკეთდეს   რომ   ეს   მოხდეს, გაყიდვების რა რაოდენობაა საჭირო რომ ამას მივაღწიო, რა  ფასი  უნდა ღირდეს თითოეული  გაყიდვა, ხარჯების რა პროცენტს არ უნდა გადავაჭარბო,
...3.ამის შემდეგ დაგეგმეთ კონკრეტული  ნაბიჯები,  თუ   როგორ    უნდა   გადაწყვიტოთ თვითოეული ეს პუნქტი.რამდენი ადამიანი არის საჭირო ამ მიზნის მისაღწევად, თანხის რა რაოდენობა  უნდა ჩავდოთ რეკლამაში,
...4. გამომდინარე იქიდან რაც თვენ ჩამოწერეთ უნდა  განუსაზღვროთ  ვალდებულებები და    მკაფიო    ამოცანები   თქვენს    ხალხს   და   ეს  ყველაფერი   უნდა   გაშალოთ     ისე დეტალურად    რომ,  რომ   კონკრეტულ   შემსრულებელს    მკაფიოდ   ესმოდეს რა უნდა გააკეთოს და როგორ.

შედეგი-ანალიზი- მოქმედება 

    ...1.   შედეგი   --   უნდა      განისაზღვროს     მკაფიოდ     გადასადგმელი    ნაბიჯების მოსალოდნელი შედეგები. ის შედეგები, რომელთა   მუდმივი   გაუმჯობესება გვინდა უნდა იყოს გამოსახული კონკრეტულ    ციფრებში  . შეადარეთ  ამ  კვირის შედეგები  წინა  კვირის    შედეგებს,   ანალოგიური   პერიოდის   წინა  წლის  შედეგებს, რაც  იმის  განსაზღვრაში     დაგეხმარებათ   სად   იმყოფებით   დღეს  და რა დინამიკით ვითარდებით.
   ...2.  ანალიზი  --   ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ბიზნესში.   გასაზღვრეთ   რა დაინახეთ შედეგების შეჯამებისგან და გაანალიზეთ რატომ მოხდა ასე.
   ...3.მოქმედება--ღრმა ანალიზი თავად მიგანიშნებთ რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ. მთავარია ეს ნაბიჯები გაიწეროს და გადაეცეს უპირობო შესრულებისთვის.

   როგორც კი ამ პროცესს დანერგავთ მუდმივ, ყოველკვირეულ შესრულებაში   თქვენი ბიზნესი დადგება განვითარების და ზრდის რელსებზე.  ეს სისტემა  აბსოლუტურად ყველა   ბიზნესში მუშაობს და მოაქვს გამაოგნებელი შედეგები.

მათთვის ვინც იწყებს ინტერნეტ ბიზნესს ნულიდან
ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობა ერთხელ მაინც დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ ეშოვა ფული ინტერნეტის საშუალებით. ამასთან ერთად, არა პატარა თანხები არამედ ათასები და ათობით ათასებიც კი.პრიციპში რომ ითქვას,ინტერნეტის მასშტაბებისთვის ეს არც თუ  დიდი თანხებია და მათი გამომუშავებაც სავსებით შესაძლებელია,თუ აირჩევთ სწორ სტრატეგიას  და არ დააკლებთ ძალისხმევას.მათ ვინც პირველად იწყებს ამ სფეროში მოღვაწეობას პოულობს ინტერნეტში ამ თემის შესახებ ზღვა ინფორმაციას  და რთულია მათთვის გაარკვიოს რომელია მათში მითი და რომელი რეალობა. სიტუაციას ამძიმებენ ის პიროვნებებიც რომლებიც ჰპირდებიან არარეალურ შემოსავლებს და ყველაფერ ამას არანაირი ძალისხმევის ფასად. ახალბედა ადვილად იჯერებს, რომ სწრაფად იშოვის ფულს და ამისთვის არაფერს არ გააკეთებს. რასაკვირველია მისი შედეგი ნულის ტოლი იქნება , რაც მასში იწვევს იმედგაცრუებას და უერთდება  იმ უიღბლოთა რიცხვს რომლებიც გახდნენ არაპატიოსან ადამიანთა მცდარი ინფორმაციის მსხვერპლნი. 
   არავისთვის   არ   იქნება   სიახლე    თუ  ვიტყვით, რომ , ნებისმიერს უყვარს "იოლი ფული", თავისი ასაკის, სქესის,აღმსარებლობის თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად.  ადამიანთა 90% -ისათვის ინტერნეტი ასოცირდება მუქთა შემოსავალთან, რაც რა თქმა უნდა ასე არ არის და თანხების გამომუშავებისთვის ინტერნეტში საჭიროა შრომა და თქვენ წარმოიდგინეთ არა ნაკლები შრომა, ვიდრე სხვა სფეროში. გარჯის და ძალისხმევის გარეშე, არავინ არაფერს არ მოგცემთ.როგორც იტყვიან, უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ამასთანავე როგორც ჩვეულებრივ ბიზნესში,ინტარნეტ ბიზნესშიც უნდა ჩაიდოს გარკვეული თანხები რათა მოხდეს თქვენი პროდუქტის ან მომსახურების პოპულარიზაცია.თუ თქვენ ფიქრობთ რომ, თქვენი ბიზნესი  ინტერნეტში მოგიტანთ შემოსავალს   ინვესტიციის გარეშე, მაშინ უნდა გითხრათ რომ ეს ბიზნესი 100-დან 99 შემთხვევაში არ იმუშავებს. 
   ფულის    გამომუშავება    რომ    დაწყოთ  საჭიროა   თანხების   ჩადება ინტერნეტ პროექტებში, რეკლამაში, ვებ საიტებში და ა.შ. 
 აქვე უნდა ითქვას რომ ინტერნეტში ფულს, ბევრს და უცებ ვერ გამოიმუშავებთ. ნუ ენდობით მათ ვინც ამას გპირდებათ.ინტერნეტ ბიზნესში ბევრი ასეთი მახეა და არაერთი გამოუცდელი  და ახალბედა გაბმულა მასში.

ინტერნეტ ბიზნესის ოქროს წესები
როდესაც იწყებთ ბიზნესს ინტერნეტში, მიუდექით მას ისევე სერიოზულად, როგორც ჩვეულებრივ, ტრადიციულ, ოფლაინ ბიზნესს. მიუდექით მას, არა როგორც მორიგ სატელიტს ან რომელიმე უმნიშვნელო, პატარა პროექტს, არამედ შეხედეთ მას როგორც სრულფასოვან, სერიოზულ საქმეს. შეეცადეთ შეადგინოთ ბიზნეს გეგმა. დაგეგმეთ თქვენი პროექტის განვითარების რამოდენიმე წლიანი პერსპექტივა. მაშინ, საწყის ეტაპზევე, შესაძლებელია გასაგები გახდეს, რომ  ამ პროექტის დაწყება თქვენთვის არ იქნება საინტერესო და უმჯობესი იქნება, გაცილებით სერიოზული პროექტით დაკავდეთ, რადგან თქვენთვის უინტერესო და პატარა პროექტების კეთება არ იქნება სერიოზული ფინანსების მომტანი, ან საერთოდაც არ მოიტანს არანაირ თანხებს. მხოლოდ სერიოზული პროექტებს და მათდამი  სერიოზულ დამოკიდებულებას მოაქვს, სერიოზული ფული.

   ძალზედ მნიშვნელოვანია, იმ ნიშის არჩევა, რომელშიც უნდა აკეთოთ ბიზნეს-პროექტი. ხშირად ადამიანები გებულობენ რომ, რომელიმე ნიშაში მომუშავე, გადის სერიოზულ თანხებზე და თვითონაც ამ ნიშას ირჩევენ, იმის იმედით,რომ იგივეს კეთება მათაც გამოუვათ. ამ შემთხვევაში მათ ავიწყდებათ რომ, აღნიშნულ ნიშაში შეიძლება დახვდეთ მაღალი კონკურენტული გარემო და მასში თავის დასამკვიდრებლად, საჭირო იყოს გარკვეული გამოცდილების ქონა. შეეცადეთ გააკეთოთ ბაზრის ანალიზი, შეარჩიეთ რამდენიმე ისეთი ნიშა რომლებიც თქვენთვის საინტერესოა და ერკვევით მასში, აგრეთვე გაითვალისწინეთ რამდენად სასიამოვნო იქნება თქვენთვის, ამ სფეროში მუშაობა და გაანალიზეთ შემდეგი მომენტები: რამდენად მაღალია კონკურენცია არჩეულ ნიშებში და რა თემატიკის საიტები არსებობს უკვე ბაზარზე. შესაძლებელია თვითონ ნიშა იმდენად დიდი იყოს, რომ იძლეოდეს მისი ქვე თემებად დაყოფის საშუალებას. ასევე უნდა მიექცეს ყურადღება რამდენად დიდი ხანია არსებობენ კონკურენტი საიტები ბაზარზე და რამდენად რეალურია, აჯობოთ მათ. თუ ჩათვლით რომ კონკურენცია ადეკვატურია, და შეძლებთ მასში მუშაობის გაგრძელებას, დაიწყეთ იმის გაანალიზება, თუ როგორ მონეტიზირდებიან აღნიშნული პროექტები, და რა გზებით ხდება მათ მიერ ფულის შოვნა. ამის გარეშე, ხშირ შემთხვევაში წარმოიშვება შემდეგი პრობლემა. კეთდება მშვენიერი საიტი, აღწევენ ვიზიტორთა მაღალ მაჩვენებელს, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, რესურსის მფლობელებმა არ იციან, როგორ მოახდინონ საიტის მონეტიზაცია და როგორ გავიდნენ რეკლამის პირდაპირ დამკვეთებზე. ამიტომ შეხედეთ როგორ აკეთებენ ამას კონკურენტები. დააკვირდით რა სახის რეკლამები არის გამოყენებული საიტზე და მონეტიზაციის რა დამატებით ხერხებია გამოყენებული. თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ იგივე მეთოდები და მიიღოთ კარგი შედეგები.

     შეარჩიეთ კარგი ხოსტინგი და ნუ დაიშურებთ მისი შეძენისათვის თანხებს. ამასთან დაკავშირებით ხშირად წარმოიქმნება პრობლემა. ადამიანი აკეთებს კარგ საიტს, ბაზარიც მშვენივრად ღებულობს მას და დგება მომენტი როცა საიტი ვეღარ ახერხებს ნორმალურ მუშაობას, რადგან იზრდება  რესურსზე ვიზიტორთა რიცხვი და ხოსტინგს აღარ შეუძლია ამ დონის ნაკადის გატარება. ეს კი გარკვეული შემოსავლების დაკარგვას ნიშნავს. დავუშვათ არსებობს დიდი პროექტი, რომელზეც ვიზიტორთა რაოდენობა წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალია. თუმცა დროდადრი რომელიმე სიახლეს ან სტატიას მკვეთრად იტაცებს ბაზარი და საიტზე ვიზიტორთა რიცხვიც, შესაბამისად მნიშვნელოვნად იმატებს. ტექნიკური შესაძლებლობები კი (ამ შემთხვევაში ჰოსტინგი),ამ მომენტისათვის, ვერ პასუხობენ საიტის მოთხოვნებს. შესაბამისად თუ თქვენ გადაავლებთ თვალს რესურსის მუშაობის მონაცემებს, ეს იქნება იანდექს მეტრიკა თუ გუგლი ანალიტიქსი, როდის მუშაობდა საიტი და როდის არა, შესაძლებელია დაინახოთ რომ ,მთელი თვის განმავლობაში  რამოდენიმე საათი ან რამოდენიმე დღე, რესურსი პრაქტიკულად გაჩერებული იყო და არ მუშაობდა, რაც დაკარგულ მოგებაზე მიუთითებს. უნდა გაიაზროთ რომ, საიტის ერთი დღის შემოსავალმა, სრულიად შესაძლებელია ჰოსტინგის წლიურ გადასახდელ თანხაზე გაცილებით მეტი შეადგინოს და ასეთი წვრილმანების გამო მნიშვნელოვანი თანხები დაიკარგოს.

   როდესაც გააკეთებთ პროექტს, ნუ ეცდებით თავიდანვე ის იყოს იდეალური და მასში ჩადოთ დიდი თანხები. უნდა დაგეგმოთ თანხის ჩადების ეტაპები, თუ რა დროს რაში დახარჯოთ ფული. არ არის საჭირო გააკეთოთ საუკეთესო საიტი, საუკეთესო დიზაინი, არ არის საჭირო ყველაფერი ამის შეკვეთა და დიდი თანხების ხარჯვა. შესაძლებელია ისე მოხდეს რომ, პროექტის განვითარების პირველივე სტადიაზევე, დაკარგოთ მის მიმართ ინტერესი, ან თვითონ პროექტი დადგეს მოულოდნელი სირთულეების წინაშე, ან მაქსიმლურად ბევრი გააკეთოთ, მაგრამ ვერ გაითვალისწინოთ კონკურენციის სიდიდე. ამიტომ თავიდან საჭიროა ყველაფერი აკეთოთ მინიმალური დოზებით, და ეს დოზები პროექტის განვითარების ეტაპზე, შესაბამისად გაზარდოთ. ჩადოთ უფრო მეტი თანხები, გააკეთოთ რეინვესტიციები და გახვიდეთ უფრო მაღალ დონეებზე.

  ხშირ შემთხვევებში საიტის მფლობელები მხოლოდ საძიებო სისტემებიდან შემოსულ ტრაფიკს (საიტის სტუმრების რაოდენობა) აქცევენ ყურადღებას. ამ დროს საჭიროა მიმართოთ დივერსიფიკაციის მეთოდს. მიიღეთ ტრაფიკი ფორუმებიდან, სოციალური ქსელებიდან, გამოიყენეთ იმეილ მარკეტინგი და ა. შ. ეცადეთ გამოიყენოთ ყველანაირი საშუალება რათა მოიზიდოთ ვებ-რესურსზე ვიზიტორები და გახადოთ ინტერნეტ სივრცისათვის მეტად ცნობადი და პოპულარული.

     უმეტესად გამოიყენება ვებ-გვერდის მონეტიზაციის ერთი, ან მაქსიმუმ ორი მეთოდი. ძირითადად ეს არის კონტექსტური რეკლამა და ლინკები. რესურსის მფლობელებს ჰგონიათ რომ ამ მეთოდებით საიტს შემოაქვს მაქსიმალური შემოსავალი და ზოგიერთებისათვის ეს შესაძლებელია მისაღები თანხებიც იყოს, მაგრამ თუ საუბარია სერიოზულ ბიზნესზე და შემოსავლების მაქსიმალურ მიღებაზე, მაშინ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შესაძლებელია პირდაპირი რეკლამის დამკვეთთა მოზიდვაც. აიღეთ ტელეფონის ყურმილი და დაურეკეთ ყველა იმ ორგანიზაციას და კომპანიას, რომლებსაც პოტენციურ რეკლამის დამკვეთებად ჩათვლით და გააცანით თქვენი საქმიანობა. სრულიად შესაძლებელია მოეწონოთ მათ ის, რასაც თქვენ აკეთებთ და შეისყიდონ თქვენს საიტზე, თავიანთი ბიზნესის რეკლამირებისათვის საბანერო ადგილები. თუ ამ მეთოდის გამოყენება არაფერს არ მოგცემთ, იმას მაინც გაიგებთ და მიიღებთ გამოცდილებას თუ როგორ მუშაობს ბაზარზე აღნიშნული მეთოდი, რასაც ახალი პროექტის შექმნის პროცესში, შესაძლებელია გაითვალისწინებთ. ასევე შესაძლებელია დაიწყოთ თანამშრომლობა რომელიმე ბიზნესთან და თქვენი ვებ-რესურსის გამოყენებით საიტის ვიზიტორები გახადოთ ამ ბიზნესის საპარტნიორო პროგრამის მონაწილეები. ამ მეთოდით გაცილებით მეტის გამომუშავებაა შესაძლებელი, ვიდრე გგონიათ, მით უმეტეს რომ დანარჩენ საქმეს თავად პარტნიორი ორგანიზაცია გააკეთებს და ამ შემთხვევაში თქვენი ფუნქცია შუამავლის როლით შემოიფარგლება, საპარტნიორო პროგრამასა და ვიზიტორს შორის, სადაც თქვენც მოგებული გამოდიხართ და პარტნიორიც.

     საიტის მონეტიზაციისთვის ძალიან კარგია ყველა არსებული მეთოდის გამოყენება, თუმცა ამ მეთოდების უფრო მეტად სრულყოფაც არის შესაძლებელი. მაგალითად განვიხილოთ ლინკების გაყიდვის მეთოდი. შეგიძლიათ განათავსოთ ლინკები და ივაჭროთ  ავტომატზე. ეს მეთოდი ზარმაცებისთვისაა, მაგრამ თუ თქვენ დაიწყებთ მათი ფასებით და რაოდენობებით თამაშს, მაშინ  სრულიად შესაძლებელია დამატებით 30%-დან 50%-მდე მოიგოთ. იგივე ეხება კონტექსტურ რეკლამასაც. თუ მხოლოდ სარეკლამო ბლოკებს განათავსებთ ეს იქნება მხოლოდ ერთი სახის მოგება. თუ თქვენ შეისწავლით მათი სწორედ განთავსების მეთოდებსა და საიტის შესაბამისად სწორი დიზაინის შერჩევას, მაშინ შემოსავალიც შესაბამისად აიწევს.

    არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ტიზერული რეკლამაც, რომელსაც ხშირ შემთხვევაში გამოიყენებენ ქალების თემაზე შექმნილი საიტები. აქაც შესაძლებელია ექსპერიმენტების ჩატარება.თუ უბრალოდ განვათავსებთ საიტზე რამდენიმე ტიზერს მიმდევრობით, ამ შემთხვევაში კონვერსიამ შესაძლებელია 1 ან 2 პროცენტი შეადგინოს. მათი განთავსების ადგილის სწორედ შერჩევის შემთხვევაში   კი, კონვერსიის გაზრდა ერთ ორ თვეში, 10%-დეა შესაძლებელი.

     საუკეთესო ვარიანტია ყველა აღნიშნული მეთოდის მაქსიმალური დივერსიფიკაცია. აკეთეთ ერთად რამდენიმე პროექტი.  გააკეთეთ აღნიშნული პროექტები სხვადასხვა ნიშებში და გამოიყენეთ ამ პროექტებში მონეტიზაციის სხვადასხვა მეთოდები.  ზოგიერთი მნიშვნელოვანი პროექტი შესაძლებელია ფასიანი წვდომითაც გაკეთდეს ესემესების ან სხვა მეთოდების დახმარებით. თუ ბაზარი შეიცვლება და ზოგიერთი პროექტი ვეღარ შეძლებს არსებობას, თქვენ გექნებათ სხვა რიგი პროექტებისა, რომლებიც ბაზარზე დარჩენისა და აქტიურობის საშუალებას დაგიტოვებენ. შესაბამისად ამოგებული ან უბრალოდ დანაზოგი თანხები შეგიძლიათ ჩადოთ იმ რესურსების უფრო მეტად განვითარებისათვის, რომლებიც, იმ მომენტისათვის უკეთესად მუშაობენ.

  ერთი სტატია ვერ დაიტევს იმ ზღვა ინფორმაციას რასაც  აღნიშნული თემა მოიცავს. მეთოდები და წესები გაცილებით მეტია, მაგრამ თუ, სტატიაში მოყვანილი რომელიმე რჩევის ან მეთოდის გამოყენება მოგიტანთ წარმატებას თქვენს ინტერნეტ-ბიზნეს საქმიანობაში, ჩავთვლით რომ ამ სტატიამ და მთლიანად ჩვენმა პროექტმა თავის საქმე გააკეთა.

გისურვებთ წარმატებებს! 

ბიზნესი-ინტერნეტ ბიზნესი