5/22/2016

სიმართლე 23 მაისის შესახებ!

მოგესალმებით!

გუშინ, როდესაც ფანჯარაზე ფეხი დამიცდა და გადავვარდი,
პირველი აზრი, რამაც თავში გამიელვა იყო: „მორჩა“.

ანუ მივხვდი რომ მე-16 სართულიდან გადავარდნა უეჭველი
სიკვდილი იყო, მაგრამ უცნური ის არის, რომ არ შემშინებია.

უბრალოდ, რაღაცნაირი სინანულის განცდა დამეუფლა. რამდენი
რამის გაკეთებას ვაპირებდი და ვერ მოვასწარი.

უცებ ყურში ჩამესმა ხმა, შორეული, მაგრამ ცხადად ნათქვამი:
"გაშალე ფრთები, გაფრინდი"

მართლაც, გავშალე ხელები და ჰოი საოცრებავ მე გავფრინდი!
და ამ დროს გამომეღვიძა. დილის 4 საათი იყო... ავიღე ტელეფონი
და ჩავინიშნე: "თუ მიწა ფეხქვეშ გეცლება - გაფრინდი!"

ვაგრძელებთ ტოტალური ილუზიის თემას.
ჩემი გუშინწინდელი გზავნილის შემდეგ, წერილი წერილზე მომდის
ფოსტაშიც და ფესბუკზეც შეკითხვით: „რა ხდება, რა იქნება 23 მაისს?“

ისე, საოცარია, როგორ მუშაობს ინტრიგა...
მაშ ასე, გპასუხობთ: არაფერი განსაკუთრებული, მეგობრებო, ეს იქნება
ერთი ჩვეულებრივი დღე... უმრავლესობისთვის!

ჩემს ხელმომწერთა ბაზაში სულ რაღაც 4 ათასამდე ადამიანია,
ფეისბუკ გვერდზე 11 ათასზე ოდნავ მეტი და მეგობრებში 3 ათასი და
ამ ადამიანებში ჩემის აზრით გამოერევა ალბათ ერთი 50 ადამიანი,
რომლებსაც ემახსოვრებათ ეს დღე  მთელი სიცოცხლე.

შეიძლება მათ შორის თქვენც აღმოჩნდეთ. ვინ იცის. ყოველი
შემთხევისთვის შედით თქვენს ელფოსტაში ხვალ,  23 მაისს
და გახსენით ჩემგან მიღებული წერილი.

აინშტაინი ამბობდა: „სიგიჟეა ყოველდღე აკეთო ერთი და იგივე და
ელოდო განსხვავებულ შედეგსო“
. ჩვენ მასიურად მოგვიცვა ამ სიგიჟემ.
ადამიანებს არაფრის შეცვლა არ უნდათ აზროვნებაში და ქმედებებში
და ელოდებიან რომ რაღაცნაირად ხვალ მაინც მათაც გაუღიმებთ ბედი.

მაგრამ ეს არის ტოტალრი ილუზია!
თუმცა ჩვენ, ნებისმიერ შემთხვევაში ვაგრძელებთ წინსვლას. მე
ვგულისხმობ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, რომლებსაც ესმით რაზეც ვსაუბრობ.

P.S. დააყენეთ თქვენს მობილურზე შეხსენება ხვალინდელ დღეზე, 23 მაისზე!
P.P.S. და წადით დღეს ოჯახთან ან/და მეგობრებთან ერთად სადმე კინოში ან თეტრში, ან გაისეირნეთ ბუნებაში. ბოლოს და ბოლოს დღეს ხომ კვირაა.

შევხვდებით მწვერვალზე!