5/20/2016

რეკლამირებული ტყულის და ტოტალური ილუზიების სამყაროში!

მოგესალმებით!
1974 წელს, ფილიპინებში, პოლიციას ჩაბარდა 52 წლის
იაპონელი პორუჩიკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში
იმალებოდა ჯუნგლებში, სადაც ის საგანგებო მისიით
გადასვეს 1944 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში
აგრძელებდა თავის მისიას.

ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, მაგრამ იმპერატორის
ერთგულმა ჯარისკაცმა ეს არ იცოდა და განაგრძნობდა
პოსტზე ყოფნას მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა
რომლებშიაც ამ ხნის განმავლობაში უწევდა ცხოვრება.

მთელი 30 ელი ეს ჯარისკაცი იმყოფებოდა ილუზიაში.
დღეს კი, თითქმის ყველა ადამიანი ვცხოვრობთ დაუსრულებელი
რეკლამირებული ტყუილისა და ილუზიების სამყაროში.

დილიდან საღამომდე თავს გვევლებიან და გვატყუებენ
პოლიტიკოსები, საერთაშორისო კორპორაციები, რელიგიური სექტები.

მათ სურთ არა მარტო შემოგვაპარონ არასაჭირო საგნები
და მომსახურებები, არამედ აკონტროლონ ჩვენი ფიქრები,
სურვილები და გრძნობები. მათი სტრატეგია არის- ჩვენი
გართობა და დარწმუნება იმაში, რომ ჩვენზე ზრუნავენ.

ბევრი მიამიტი იჯერებს, რომ სამყარო მის გარშემო ტრიალებს
და როდესაც დგება იმედგაცრუების პერიოდი, ის წყევლის გაჩენის
დღეს, იწყებს ღვთის გმობას, საკუთარ უბედურებაში ადანაშაულებს
ირგვლივ ყველას და ყველაფერს და არ შეუძლია, გაიგოს მარტივი
ჭეშმარიტება:

ყველაფერი, რაც დღეს გაგვაჩნია, ან არ გაგვაჩნია, რა მდგომარეობაშიც
დღეს ვიმყოფებით, არის ჩვენი აზროვნების, ჩვენი ტვინის მუშაობის
შედეგი და თუ გვინდა გვქონდეს უკეთესი შედეგი, მაშინ უნდა
ვავარჯიშოთ ჩვენი ტვინი, უნდა დავხვეწოთ ჩვენი აზროვნება...

მაგრამ, უბედურება ის არის რომ ჩვენ თითქოს ეს ყველაფერი
ვიცით, მაგარამ რეალურად ცოდნის საქმეში გამოყენებაზე რომ
მიდგება საქმე, უცნაური რაღაც გვემართება. ამ „რაღაცას“ ბაბუაჩემი
ხუმრობით „ორშაბათობას“ ეძახდა.

ვარჯიშს ვიწყებ - ორშაბათიდან...
უცხო ენის კურსებზე სიარულს - ორშაბათიდან...
გამოცდებისთვის მზადებას - ორშაბათიდან...

და ა.შ. "ორშაბათიდან" "ორშაბათიდან" ორშაბათიდან"...
მოკლედ ეს „ორშაბათი“ რომ არ იყოს რა გვეშველებოდა.
თუმცა, იმედია, თქვენ „ორშაბათობის“ გავლენიდან
უკვე დიდი ხანია გამოხვედით... და თუ ჯერ არა, მაშინ
დროა უკვე. ამიტომ დაიწყეთ დღესვე და იმოქმედეთ!

P.S. ხო, მართლა, უახლოეს ორშაბათს, 23 მაისს რას აკეთებთ?
როგორც ყოველთვის? ჩვეულებრივი ორშაბათია? არაფერი განსაკუთრებული?
ან იქნებ სწორედ ამ დღეს მოხდება თქვენს ცხოვრებაში ის, რასაც ვერასდროს ვერ დაივიწყებთ?
ვინ იცის...

შევხვდებით მწვერვალზე!