5/26/2016

აფთიაქის გახსნა

საააფთიაქო ბიზნესი ყოველწლიურად ფართოვდება. ავადმყოფი ადამიანების რიცხვი არ მცირდება, მედიკამენტების ფასი იზრდება, ადამიანები განუხრელად ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ფართოდ იყენებენ საპროფილაქტიკო სამკურნალო საშუალებებს. დიდ როლს თამაშობენ აგრეთვე სარეკლამო კომპანიები. სააფთიაქო ჩეკები საკმაოდ სოლიდურ თანხებს შეიცავენ. მედიკამენტების ვარგისიანობის ვადა საშუალოდ, ორი წელია. ჩამოთვლილი ფაქტორების წყალობით, სააფთიაქო ბიზნესი საკმაოდ  მომგებიანია.
თანამედროვე ბაზარი სავსეა აფთიაქებით, მაგრამ თუ კონსტრუქციულად მივუდგებით საკითხს, შესაძლებელია, „არაფრისგან“  შევქმნათ საკუთარი აფთიაქი სავაჭრო ცენტრის, მეტროს სადგურების, სამედიცინო დაწესებულებების მახლობლად. იზრუნეთ შენობის დიზაინზე, ლამაზ შუშის ვიტრინებზე, პროფესიონალურ პერსონალზე და არ დაგავიწყდეთ რეკლამა, „ შთამბეჭდავი სახელი“  და ზომიერი ფასები.


აფთიაქის ბიზნეს-გეგმა - მზა მაგალითი.
მოცემულ მაგალითში ბიზნესის დასაწყებად საჭირო ფასობრივი დიაპაზონი მერყეობს 20 ათას დოლარსა ( სააფთიაქო პუნქტი)  და 1 მილიონ დოლარს (აფთიაქების ქსელი)  შორის.
ხშირად ფასები საკმაოდ მაღალია და გამყიდველს სურს, შეისყიდოს თავისი შენატანები და მიიღოს შემოსავალი. სარგებლიანი შესყიდვა მოითხოვს საიმედო და კომპეტენტური კონსულტანტის მხარდაჭერას, რომელიც კარგად ერკვევა აღნიშნულ ბიზნესში. აფთიაქის შესყიდვისას, პირველ რიგში, ყურადღება ექცევა მის ხელსაყრელ ადგილმდებარეობას, მომწოდებლებთან მოქმედ კავშირებს. მნიშვნელოვანი რგოლებია აგრეთვე შენობის რემონტი, რეკლამა, კავალიფიციური პერსონალი. როგორც ვხედავთ, კარგი ბიზნეს-რესურსების შესყიდვა არც ისე ადვილია. ასევე საკმაოდ რთულია  „ ნულიდან“ სააფთიაქო ბიზნესის დაწყება, თუ  სათანადოდ არ ფლობთ ამ საქმის საფუძვლების , რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ცოდნას.
თუ სწორად დაგეგმავთ და აწარმოებთ თქვენს სააფთიაქო ბიზნესს, სავარაუდო შემოსავალი შეადგენს თვეში 3000-15000 დოლარს.
როგორ გავხსნათ აფთიაქი  „ ნულიდან“?
დავგეგმოთ მომავალი საქმიანობა
მომგებიანი საქმიანობისთვის აუცილებელია, კარგად ვერკვეოდეთ სააფთიაქო ბიზნესის სპეციფიკაში. არსებობს სააფთიაქო ჯიხურები, პუნქტები, მინი-მარკეტების ტიპის აფთიაქები და სააფთიაქო ქსელი. აგრეთვე არსებობს განსხვავებული ასორტიმენტი ( მედიკამენტები, სამკურნალო და საბავშვო კოსმეტიკა, ჯანსაღი კვება, სადიაგნოსტიკო საშუალებები და ა.შ.). რეცეპტორული დანიშნულების სამკურნალწამლო საშუალებების რეალიზაციის უფლება მხოლოდ აფთიაქებსა და პუნქტებს აქვთ, ამიტომ უპირველეს ყოვლისა, უნდა გადავწყვიტოთ, რა სახის ასორტიმენტზე ვიმუშავებთ. გარდა ამისა, მომსახურე ფარმაცევტი გამოცდილი უნდა იყოს სააფთიაქო მოღვაწეობის სფეროში.
აფთიაქის გახსნა ხანმოკლე ვადაში
შენობის შერჩევა, რემონტი, ტექნიკა, პერსონალი, - აღნიშნული საკითხები მხოლოდ თქვენი მოსაგვარებელია და ამ ყველაფრის ორგანიზება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში. საქმიანობის დასაწყისში ყველაზე ხანგრძლივი და დამღლელი  პროცესი - აფთიაქის ლიცენზიის მოპოვებაა. მის მოგვარებას დაახლოებით 2 თვე სჭირდება, გამოუცდელი  დამწყებისთვის კი - თითქმის ნახევარი წელი.
ხელსაყრელი ადგილმდებარეობა - წარმატების საწინდარი
დიდი რაოდენობით კლიენტების მოსაზიდად აუცილებელია აფთიაქის ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა ანუ ხალხმრავალი ადგილები. ეს შეიძლება იყოს მეტროს  სადგურები, მჭიდროდ დასახლებული საცხოვრებელი მასივები,სავაჭრო და სამედიცინო ცენტრები, ტრანსპორტის გაჩერებები და სხვ.
დაბოლოს, დავაკონკრეტებთ, რომ წარმატებული საქმიანობის 50% დამოკიდებულია აფთიაქის ადგილმდებარეობაზე, 30% - მომსახურე პერსონალზე, 10% - კონკურენციაზე, დანარჩენი კი - რეკლამა და ფასების პოლიტიკა - თქვენზე ან აფთიაქის ხელმძღვანელზე.
კოლექტივი
მნიშვნელოვანია მომსახურე პერსონალისთვის მუშაობის კომფორტული პირობების შექმნა, დაწყებული პროვიზორიდან და დამთავრებული დამლაგებლით. თანამშრომლებს სამსახურში სიარულისა და მუშაობის სტიმული და ხალისი უნდა ჰქონდეთ.  დაუნიშნეთ ნორმალური ხელფასები, დააწესეთ წამახალისებელი პრემიები. 2001 წელთან შედარებით პროვიზორების ხელფასი 80%-ი თ გაიზარდა. პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება , სასურველია სამუშაო გამოცდილებაც.
ფართო ასორტიმენტი
მუდმივად განაახლეთ შეთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი, შემოიტანეთ  აფთიაქში წამლების უცხოური და ადგილობრივი წარმოების გამოცდილი მრავალფეროვანი ანალოგები, კოსმეტიკური საშუალებები, ჯანსაღი  და საბავშვო კვება, მინერალური წყლები, ბალახეული ჩაის სხვადასხვა სახეობები და სხვ.
კომპიუტერული ტექნიკა და სხვა აღჭურვილობა
კლიენტების სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მიზნით აუცილებელია  თქვენი აფთიაქის კომპიუტერული პროგრამებით ოპტიმიზაცია, რის წყალობითაც სწრაფად დააფიქსირებთ და დაიმახსოვრებთ შეკვეთების რაოდენობას, გამოიყენებთ დისკონტულ პროგრამებს, ნათლად და ზუსტად დაითვლით  ფინანსებს, რომლებიც ახალი შესყიდვებისთვის გჭირდებათ და ა.შ.
არ დაგავიწყდეთ მაცივრები, შესაბამისი ავეჯი, კონდიციონერები და კლიენტებისთვის მყუდრო გარემოს შემქმნელი სხვა ატრიბუტები.
რა ღირს აფთიაქის გახსნა?
თუ აფთიაქს იჯარით აიღებთ, დანახარჯების „ლომის წილს“  იჯარის გადასახადი შეადგენს. მეორე ადგილზეა - აღჭურვილობის ღირებულება. საიჯარო ხელშეკრულება გააფორმეთ მინიმუმ 4-5 წლიანი  ვადით.
არაწამგებიანი საქმიანობას შეადგენს დღეში 20-25 ათასი რუბლის მოცულობის გაყიდვები, დანარჩენი კი - უკვე მოგებაა. წარმატებული ბიზნესის დროს თვიური ბრუნვა შეადგენს საშუალოდ 1 მილიონ რუბლს.
აფთიაქი შენობის რემონტით დაახლოებით ღირს 40-50 ათასი დოლარი.
აგრეთვე:
  • იჯარა - 5000 დოლარიდან;
  • რემონტი - 20000;
  • სავაჭრო და სალაროს აღჭურვილობა - 12000;
  • მაცივრები - 1000;
  • პროგრამული აღჭურვილობა - 3000;
  • ნებადართული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები - 5500;
  • გარეგანი ფირნიშები და სხვ. დამატებითი წვილმანები - 3000;
სულ აფთიაქის გახსნას სჭირდება დაახლოებით 52500 დოლარი .