7/22/2012

ლეონარდო და ვინჩი/Leonardo Da Vinci


ლეონარდო და ვინჩი გარდა იმისა იყო უდიდესი მხატვარი,ის ასევე დაჯილდოებული იყო სხვა უამრავი ნიჭითაც: ნიჭიერი მოქანდაკე, პოეტი, მეცნიერი, არქიტექტორი და ინჟინერი. მისი გამოგონებები საუკუნეებით წინ უსწრებდა დროს .აი ზოგიერთი მათგანი:

ვერტფრენის პირველი სახე სურათზე

წყლის ტუმბო



საფრენი აპარატი
 ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს იტალიის ქალაქ ვინჩში ,ფლორენციასთან ახლოს .რადგანაც მისი მშობლები არასდროს არ ყოფილან დაქორწილებულნი ,ის ცხოვრებდა მამასთან ერთად.20 წლის ასაკის ლეონარდო ისე ხატავდა რომ მისი ხატვის მასწავლებელმა დაიფაცა რომ ფუნჯს ხელში აღარასდროს დაიკავებდა და აღარასდროს დახატავდა.ლეონარდოს ხატვის გარდა სხვა საგნებიც აინტრესებდა და ხშირად ატარებდა ექსპერიმენტებს,რომ ამა თუ იმ მოვლენისათვის ახსნა მოეძებნა.ის იყო ერთ ერთი პირველი რომელმაც გაკვეთა ადამიანის სხეული რომ გაერკვია თუ როგორ მუშაობდნენ ადამიანის ორგანოები.
და ვინჩი უდიდესი გამომგონებელიც იყო ,მისი სამეცნიერო კვლევები და არქიტექტურის და მათემატიკის ცოდნა დაეხმარა მას შეექმნა ახალი ხელსაწყოები და დანადგარები. მაგალიათად მან დახატა საფრენი აპარატი 400 წლით ადრე სანამე თვითმფრინავს გამოიგონებდნენ, აგრეთვე მან დახატა მაღვიძარა , წყალქვეშა ნავი, ხიდი და ბევრი სხვა მრავალი...... . სულ მთლიანობაში მან შექმნა 1000ზე მეტი გამოგონება.
ლეონარდო და ვინჩის მიერ დახატული სურათები იყო უნიკალური მან შექმნა ხატვის უფრო რეალისტური სტილი.არცერთი მხატვარი არ ხატავდა ადამიანს ისე როგორც და ვინჩი,მის მიერ დახატული ადამიანს რეალურისგან ვერ განარჩევდით. მისი ცნობილი შედევრი მონალიზა ამ სტილის საუკეთესო შედევრია,იხილეთ სურათები:

მონალიზა

მონალიზა

ამ ტილოს შესაქმნელად მას 4 წელი დასჭირდა. სამწუხაროდ ადამიანმა რომელმაც შეუკვეთა ეს ნახატი არ მოეწონა ნამუშევარი და უარი უთხრა ფულის გადახდაზე. თუმცა 10წლის შემდეგ და ვინჩიმ ის მიყიდე საფრანგეთის მეფეს 492 უნცია ოქროდ ($300,000) .მონალიზა დღესაც ამშვენებს ლუვრის სასახლის კედლებს. დავინჩის კიდევ ერთ-ერთი უნიკალური შედევრია "last supper"(საიდუმლო სერობა) რომელზეც გამოსახულია იესო ქრისტე თავის 12 მოციქულთან ერთად.
"last supper"(საიდუმლო სერობა)

"last supper"(საიდუმლო სერობა)

ლეონარდო და ვინჩი იყო აგრეთვე დიდებული მუსიკოსი.ის საკმაოდ კარგად მღეროდა და უკრავდა თავისივე გამოგონებულ ინსტრუმენტზე. ლეონარდო და ვინჩი გარდაიცვალა 1519 წლის 2 მაის 67 წლის ასაკში.