7/22/2012

ზიგმუნდ ფროიდი


 
 ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა 1856 წელს მორავიაში(ახლანდელი ჩეხეთის რესპუბლიკა)4 წლის იყო ფროიდი რომ მისი ოჯახი გადავიდა ვენაში საცხოვრებლად. 8დედმამიშვილიდან ის იყო ყველაზე უფროსი და ყველაზე გამორჩეული ნიჭით,ის ყოველთვის გამორჩეული იყო კლასში და დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა წიგნების კითხვაში.
1873 წელს მან ჩააბარა ვენის უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლის პირველ თვეები გაუსაძლისი აღმოჩნდა ფროიდისთვის,მისი წარმომავლობის გამო (ის ხომ ებრაელი იყო) მას მუდმივად ამცირედბდენ და მასხარად იგდებდნენ,ამან ის უფრო მიზანდასახული გახადა ცხოვრებაში.1881 წელს მას მიენიჭა სამედიცინო ხარისხი (მედიცინის ხარისხი).



ფროიდი თავდაპირველად მუშაობდა ლაბორატორიაში ,მაგრამ რადგანაც ხელფასი ძალიან დაბალი იშოვა სამსახური ვენის საავადმყოფოში,აქ ის მუშაობდა სხვადასხვა განყოფილებაში ფსიქიატრიულის ჩათვლით.მას დალიან აინტერესებდა ადამიანის გონება და სწავლობდა ნერვიულ სისტემას და გონებრივ დაავადებებს.რამდენიმე თვის შემდეგ ფროიდი გადავიდა პარიზის კლინიკაში,რომ მიეღო გაკვეთილები ცნობილი სპეციალისტებისაგან ამ დარგში.
მალე ფროიდმა თავად გახსნა საკუთარი ფსიქიატრული კლინიკა,ის მუშაობდა პაციენტებთან რომლებიც დეპრესიაში იყვნენ ან უცნაური ქცევები ჰქონდათ.დავდაპირველად ის იყენებდა ჰიპნოზს.ჰიპნოზის ქვეშ პაციენტებს ხანდახან ახსენდებოდათ თუ წარსულში რამ გამოიწვია მათი პრობლემები.ბევრი ექიმი ეწინააღმდეგებოდა მის ამ მეთოდს,მაგრამ ფროიდი აგრძელებდა ექსპერიმენტებს.მალე მან დაიწყო პაციენტების განკურვა ახალი მეთოდით რომელსაც ფსიქოანალიზი ერქვა: ეს მეთოდი შემდგომში მდგომარეობდა : ფროიდი საშუალებას აძლევდა პაციენტებს ელაპარაკათ თავიანთ პრობლემებზე (ნებისმიერ თემაზე) რამდენიმე საათის განმავლობაში.თავდაპირველად პაციენტებს არ ახსენდებოდათ რამ გამოიწვია მათი დეპრესია ,მაგრამ თანდათანობით მათ მეხსიერება უბრუნდებოდათ და ახსენდებოდათ ის მოვლენები რამაც გამოიწვია მათი პრობლემები,ამის შემდეგ ბევრი პაციენტი უკეტესად გრძნობდა თავს.
ფროიდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სიზმრებს,მას სჯეროდა რომ პაციენტების უცნაური ქცევა ხშირად დაკავშირებული იყო წარსულ მოგონებებთან(შიშთან,სურვილთან,დარდთან) და ეს ყველაფერი თავს იჩენდა სიზმრებში ,ამიტომაც ის ხშირად აიძულებდა პაციენტებს გაეხსენებინათ თავიანთი სიზმრები,ეს მას უადვილებდა მათი პრობლემების გაგებას და მათ გადალახვას.1910 წელს მან აღწერა წიგნი "სიზმრების ინტერპრეტაცია",რომელშიც ის სიზრმის ახსნას გვთავაზობდა,ხალხი შოკირებული იყო ისინი აცხადებდნენ რომ სიზმრებს არავითარი საერთო არ ჰქონდათ ხალხის პრობლემებთან.ზოგმა ქვეყანამ აკრძა კიდეც მისი წიგნები,ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა ყოფილ თანამოაზრეებში,მაგრამ ფროიდი ზალიან ჯიუტი ადამიანი იყო და აგრძელებდა თავის ნაშრომებზე მუშაობას .
ფროიდი გარდაიცვალა 1939 წელს 83 წლის ასაკში.