7/22/2012

ქართული ხალხური ცეკვები

დავლური
დავლური ელეგანტური ქალაქური ცეკვაა ვაჟთა და ქალთა წყვილების შესრულებით. ის გადმოგვცემს ქალაქის ატმოსფეროს. ცეკვაში მინიშნებაა ევროპული სამეფო კარის მენუეტზე. დავლურის მოძრაობები ნაკლებ რთულია და ვაჟთა და ქალთა ურთიერთობა ნაკლებ ფორალური. ცეკვა სრულდება მრავალი წყვილის მიერ და მუსიკითა და ფერადოვანი კოსტუმებით გვიხატავს არისტოკრატული ნადიმის სურათს სცენაზე.



ქართული
ეს ქართული ცეკვის კვინტენსენციაა. ქართულის ქორეოგრაფიული დადგმა სცენისთვის განხორციელდა, მაგრამ სრულდება ძალზედ განსაზღვრული წესებისა და ურთიერთობის თანმიმდევრობით ქალსა და მამაკაცს შორის. იგი შედგება 5 ნაწილისგან, სადაც კაცი იწვევს ქალს საცეკვაოდ, ამას მოსდევს ერთად ცეკვა, კაცის სოლო შესრულება, ქალის სოლო შესრულება და დასკვნა, სადაც ისინი ერთად ცეკვავენ. ცეკვისთვის დამახასიათებელია სხეულის ზედა ნაწილის გამართულად ჭერა. მოძრაობები იმართება მკაცრი წესებით: კაცს უფლება არა აქვს ქალის შეხებისა, თვით სამოსისაც კი.
ჯეირანი
ჯეირანი აღმოსავლური ცეკვაა, რომელიც სრულდება ქართულ სტილში და წარმოადგენს ნადირობას მითიურ ცხოველზე.
ნარნარი
ნარნარი ქალთა ცეკვაა; ცეკვავენ საზეიმო თავყრილობისას.
ყაზბეგური
ყაზბეგური ყაზბეგის მთიანი რეგიონის ცეცხლოვანი ცეკვაა. ყოველი მოცეკვავე თავის თავს საუკეთესო სახით წარმოაჩენს. ყაზბეგურისთვის ნიშანდობლივია საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე მთების ტრადიციებისა და კულტურის ნაირგვარობა. მთების შედარებით ცივი და უხეში ატმოსფერო ნაჩვენებია მხნე, ენერგიულ და ზუსტ მოძრაობებში. ცეკვა სრულდება კაცების მიერ..
ფარიკაობა
ფარიკაობა მეომრის ცეკვაა ხევსურეთის ჩრდილო-აღმოსავლური რეგიონიდან. გოგონა შემოდის სცენაზე, ეძებს თავის სატრფოს. ის გამოჩნდება, მაგრამ შეტაკება უხდება სხვა მეომრებთან. მეომრები იბრძვიან ხმლითა და ფარით. როდესაც გოგონა თავის თავსაბურავს მეომრებს შორის აგდებს, ტრადიციის თანახმად,ისინი წყვეტენ ბრძოლას.

აჭარული
აჭარული ტიპიური ცეკვაა აჭარული რეგიონიდან, რომელიც სრულდება ქალებისა და კაცების მიერ საზეიმო ვითარებისას. განდაგანა წყვილთა ცეკვაა და ამასთანავე წარმოდგენის ცენტრალური მოვლენა. ცეკვა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ვაჟთა ძლიერი, აქტიური მოძრაობებით ქალთა ნარნარი მოძრაობების ფონზე. ურთიერთმოქმედებები თავისუფალია, მსუბუქი და კეკლუცურიც კი.
ხორუმი
ხორუმი უძველესი აჭარული საომარი ცეკვაა. ის ათასობით წლით თარიღდება. ხორუმი გამოხატავს ქართველი ხალხის უსაზღვრო სიძლიერეს. თავდაპირველად ეს ცეკვა სრულდებოდა კაცების მიერ, მაგრამ დროსთან ერთად ტრადიცია შეიცვალა. ხორუმი ოთხ ნაწილიანია. სცენაზე შემოდის რამდენიმე მოცეკვავე, რომლებიც დასაბანაკებელ ადგილს ეძებენ და საომარ ტერიტორიას ზვერავენ. შემდეგ კი მზვერავებს ლაშქრის დანარჩენი წევრებიც უერთდებიან. ხორუმი სიმბოლოა ქართული მეომრული სულისა და ვაჟკაცობისა.
ხანჯლური
ცეკვაში კარგად გამოსჭვივის, თუ როგორი მიდრეკილება აქვთ ქართველებს ოსტატობისა და სრულყოფილების დაუფლებისაკენ. მწყემსები, წითელ ჩოხაში (კაცების ტრადიციული სამოსი) გამოწყობილნი, ერთმანეთს ეჯიბრებიან ხანჯლების ხმარების ოსტატობასა და ურთულესი ილეთების შესრულებაში. ერთი შემსრულებელი მეორეს ცვლის და სცენაზე სიმამაცისა და ოსტატობის ზეობაა. რადგან ხანჯლური ხანჯლებითა და დანებით სრულდება, ის უზარმაზარ ოსტატობასა და წვრთნას მოითხოვს თითოეული შემსრულებლისაგან.
კინტოური
კინტო ძველი თბილისის ქუჩის მოვაჭრე იყო. მაგრამ ის არა მხოლოდ საქმიანი კაცია, არამედ შემოქმედებითი, სწრაფი და იუმორით აღსავსე პერსონაჟი, ყოველთვის მზადმყოფი ჭკვიანური საქციელისათვის. როგორც კი კლიენტი საქონელს ირჩევს, კინტო აბრეშუმის მოსახვევს იღებს თავისი ვერცხლის ქამრიდან და სასწორად იყენებს. ამ ცეკვაში აღმოსავლური რიტმი იგრძნობა, მისთვის ასევე დამახასიათებელია ექსტრავაგანტური საცეკვაო ილეთები და იუმორით სავსე სახასიათო ჟესტები. შესანიშნავი ნაზავია ფარსისა და ვირტუოზული ცეკვისა.
მთიულური
ცეკვები მთიანი რეგიონებიდან. კაცების მოძრაობები ძალზედ ძლიერი, მკვეთრი და ექსპრესიულია. ქალი მოცეკვავეებიც ძალზე მარჯვეები და მოხდენილები არიან. მშვენიერი მელოდიებითა და რიტმით ეს ცეკვები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს მაყურებლის მეხსიერებაში.
ხევსურული
ეს ცეკვა ქართული სულის ერთ-ერთი საუკეთესო გამოხატულებაა. ხევსურული აერთიანებს სიყვარულს, მამაცობას, ქალისადმი პატივისცემას, სიმტკიცეს, შეჯიბრს, ოსტატობას, სილამაზესა და ფერადოვნებას ერთ საინტერესო წარმოდგენაში. ცეკვა იწყება მოარშიყე წყვილით; მოულოდნელად მეორე ახალგაზრდა კაცი გამოჩნდება, რომელიც აგრეთვე ქალის გულს ეძიებს. კონფლიქტი წამოიჭრება და მალე გადაიზრდება სასტიკ შერკინებაში ორ ვაჟსა და მათ მომხრეებს შორის. ჩხუბი დროებით წყდება ქალის მანდილით. ტრადიციულად, როდესაც ქალი თავის მანდილს ორ მამაკაცს შორის აგდებს, ყველა უთანხმოება და ბრძოლა წყდება. თუმცა, როგორც კი ქალი სცენას სტოვებს, ბრძოლა უფრო ძლიერად გრძელდება. ახალგაზრდა კაცები ორივე მოწინააღმდეგის მხრიდან ერთმანეთს ხმლებითა და ფარებით ერკინებიან. ზოგ შემთხვევაში, ერთ კაცს სამთან უწევს ბრძოლა. დასასრულს, ქალი (ან ქალები) შემოდის და და კვლავ აჩერებს ბრძოლას თავისი მანდილით. ისევე, როგორც თითქმის ყველა ტიპიური ქართული ცეკვა, ხევსურულიც ძალზე ტექნიკურად რთულ ილეთებს შეიცავს და მოითხოვს ინტენსიურ წვრთნასა და უდიდეს ოსტატობას, რათა ცეკვის შესრულებისას ვინმე არ დაშავდეს.
სამაია
სამაია სამი ქალის ცეკვაა. მიჩნეულია, რომ მისი წარმოშობა უკავშირდება პრე-ქრისტიანულ ხანას და გამოხატავს საქორწილო ლხინისადმი მიძღვნილ ზეიმს. შინაარსობრივად ცეკვა ასევე შეიცავს თაყვანისცემას მეფე თამარისადმი, რომელიც მეფობდა მე-12 - მე- 13 საუკუნეების მიჯნაზე და რომლის მეფობაც ოქროს ხანადაა აღიარებული საქართველოს ისტორიაში.მოცეკვავე ქალები ხელოვნების, მუსიკისა და პოეზიის წარმომადგენლად განიხილებიან, როგორც ისინი გამოსახულები არიან მცხეთის ცნობილი კათედრალის უძველეს ფრესკაზე. ქორეოგრაფია ერთდროულად მონუმენტური და მსუბუქია. მოცეკვავეების სახეებზე იკითხება დუმილით აღსავსე უკიდურესი კდემამოსილება.
ქალთა მოხეური
ქალები მაღალ მთიანი კუთხეებიდან ცეკვავენ ბევრად უფრო აქტიურად, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში. მოხდენილობითა და ენერგიულობით ყოველი მოცეკვავე თავის უზადო ოსტატობას წარმოაჩენს.