2/04/2012

„მე ჯანმრთელი გული მაქვს და მშვიდად მძინავს! მომბაძე შენც!“


             გული არის კუნთოვანი ორგანო, რომელიც სისხლს გადატუმბავს სისხლძარღვებში. გულსა და სისხლძარღვებს ერთად კარდიოვასკულარული ანუ გულსისხლძარღვთა სისტემა ეწოდება. გულს გარს აკრავს პერიკარდიუმის პარკი. იგი შედგება გარეთა მემბრანისგან (პერიკარდიუმისგან) და ღრუსაგან (პერიკარდიუმის ღრუ), რომელიც გარეთა მემბრანასა (პერიკარდიუმსა) და გულს შორისაა მოთავსებული. ამ ღრუში არის საამორტიზაციო სითხე (პერიკარდიული სითხე).

            გულს აქვს ოთხი საკანი: ორი წინაგული და ორი პარკუჭი. ყველა მათგანი ამოფენილია თხელი ქსოვილოვანი შრით, რომელსაც ეწოდება ენდოკარდიუმი. საერთოდ, გულის ციკლი ასე მიმდინარეობს: ჯერ ორივე წინაგული იკუმშება და გადაისვრის სისხლს შესაბამის პარკუჭებში, რომლებიც ამ დროს დუნდებიან, რათა სისხლი მიიღონ; შემდეგ წინაგულები დუნდებიან და იღებენ სისხლს, ხოლო პარკუჭები იკუმშებიან, რათა სისხლი გადაისროლონ. გულის საკნის მოდუნების ფაზა არის მისი დიასტოლის ფაზა; შეკუმშვის ფაზა სისტოლის ფაზაა.



              სწორედ აქედან წარმოსდგება სისტოლური (წნევის გაზომვისას ზედა მაჩვენებელი) და დიასტოლური (ქვედა მაჩვენებელი) წნევა. პარკუჭთა სისტოლის ფაზის შემდეგ დგება ხანმოკლე პაუზა, რომლის დროსაც გულის ყველა საკანი დიასტოლის (მოდუნების) ფაზაშია.

          გულის კუნთი შედგება განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისგან. მისი გამუდმებული შეკუმშვები გამოწვეულია იმ ზონებიდან წამოსული სტიმულაციებით, რომლებიც ელექტრულ იმპულსებს წარმოქმნიან. ნებისმიერი ნერვული იმპულსი ან აჩქარებს, ან ანელებს გულის კუნთის მუშაობას.

              ყველა, ზემოთ აღნიშნული გულის ორგანული შედგენილობა, რომ იყოს ჯანმრთელი და გულის რითმი იყოს მოწესრიგებული, საჭიროა 6-თვეში ერთხელ ჩატარებულ იქნას ფიტოთერაპიული მკურნალობა.

           მისასალმებელია, რომ მსოფლიოში და საქართველოში დაწესდა ე.წ. გულის დღე. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან აცილების ან გულის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. რამდენი „დანიშნულებაც“ არ უნდა მოგვცეს ექიმმა, რამდენიმე დეტალი ცალსახად ნათელია:  ნუ მოწევ! მეტი ივარჯიშე! აკონტროლე ემოციები და თავი აარიდე მუდმივ დაძაბულობას ან დამთრგუნველ გარემოს! დროულად მიმართე კარდეოლოგს!