2/04/2012

რატომ ზამთრის საბურავი?


  საბურავის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც მძღოლისათვის ასევე ავტომობილისათვის. ზოგადად არსებობს საბურავის სამი ტიპი, ზამთრის, ზაფხულის და ორივე სეზონის საბურავები. საბურავებს მარჯვენა ან მარცხენა მხარეს აქვთ აღნიშვნა თუ რომელ სეზონს განეკუთვნებიან.  ამინდიდან გამომდინარე ყურადღება გავამახვილოთ ზამთრის საბურავებზე. როდესაც ტემპერატურა +7 ◦C ქვემოთ ეცემა რეკომენდირებულია ზამთრის საბურავებზე გადასვლა.

რა უპირატესობები გააჩნია ზამთრის საბურავებსს? ზამთრის საბურავები უზრუნველყოფენ ყინულის საფარზე საბურავის უკეთ მოჭიდებას.  მოძრაობისას საბურავსა და ყინულის საფარს შორის წარმოიქმნება წყლის თხელი ფენა, რაც იწვევს ავტომობილის მოცურებას. ზამთრის საბურავები დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით, რომლითაც წყლის თხელ ფენას ისრუტავს და შედეგად მას პირდაპირი შეხება და უკეთესი მოჭიდება აქვს ზედაპირთან.