ამ ინსტრუქციაში მე გაგაცნობთ ყველაზე სწრაფ და საუკეთესო საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ არ გაებათ ვირტუალური სივრცის ქსელში. მოგეხსენებათ უამრავი ადამიანი იტანჯება ამ პრობლემით, უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენც გვეხება ეს საკითხი. მოდით ერთად შევუდგეთ პრობლემის მოგვარებას.
უპირველესად სანამ რაიმეზე უარს ვიტყოდეთ კარგად უნდა გავიაზროთ თუ რატომ ვაკეთებთ ამას. ბევრი აუქმებს საკუთარ ანგარიშს (ექაუნთს), ეს შეიძლება კარგიც არის, თუმცა პრობლემას მეტი გააზრება სჭირდება.
დავიწყოთ იმით, რომ ჩამოვთვალოთ რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის სოციალურ ქსელებს:
ურთიერთობები უფრო აქტიური ხდება
შეგვიძლია ახლო კავშირი დავამყაროთ იმ ადამიანებთან რომლებიც ჩენგან შორს არიან
სხვადასხვა პროექტებისა თუ ღონისძიებების დაგეგმვა კომფორტულად და მარტივად
ძველი ნაცნობების მოძიება და მათთან კონტაქტი
როგორც ხედავთ არც თუ ისე ბევრი დადებითი და ღირებული მხარე აქვს სოციალურ ქსელებს.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ესენია:
იწვევს დამოკიდებულებას
დროის ფუჭი კარგვაა
თვალისა და ნერვული სისტემის დაზიანება
იკარგება კონტაქტი გარე სამყაროსთან
როგორც ვხედავთ სოციალურ ქსელებს აქვთ, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები, მთავარი პრობლემა მის არასწორ ან არაგეგმიურ გამოყენებაშია, თორე სოციალური ქსელების სჭორად გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია მისგან საკმაოდ კარგი სარგებელის მიღება.
მაგალითისათვის სტუდენტს რომელსაც ხვალ გამოცდა აქვს შეიძლება დღევანდელი დღეს კომპიუტერთან გაატაროს, ეს ყველაფერი კი ამ სიტყვებით დაიწყო “მოდი ერთი წუთით შევიხედები”.
დავივიწყოთ ეს მავნე ჩვევა, ერთ ან ათ წუთში ჩვენ ვერაფერს ღირებულს ვერ გავაკეთებთ. ამიტომ საერთოდ ნუ შევიხედებით. მათ ვისთვისაც თქვენ საინტერესო და მნიშვნელოვანი ხართ სხვა გზებსაც გამონახავენ თქვენს მოსაკითხად.
სოციალურ ქსელებს ურთიერთობის მხრივ თავისებური ხიბლი აქვს, ამიტომ მისგან უარის თქმა როგორც ზემოთ დავწერე არ იქნება სწორი. უბრალოდ ვეწვიოთ ხოლმე ასეთ საიტებს დღის ბოლოს და დავუდგინოთ საკუთარ თავს დროის მკაცრად განსაზღვრული ლიმიტი.