6/27/2017

10 მავნე რჩევა სექსის შემდეგ

სექსი უკვე შედგა, თუმცა იმისთვის, რომ განმეორდეს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო რამდენიმე რჩევა. ამიტომ, როგორც კი დაამთავრებ შენს საქმეს:

1. გაწმინდე სასქესო ორგანო მისი ჯემპრით ან კაბით. თუ მასთან სახლში ხარ, გირჩევ, გაწმინდო აუხლოესი ფარდით ან მისი პირსახოცით. ხომ უნდა დატოვო თავისი ფერომონები მის საგრაფოში. 

2. არანაირი მოფერება! არც კი გაბედო! არ უთხრა, რომ მასთან საუკეთესო სექსი გქონდა, არც აკოცო. სექსის შემდეგ ქალები მყრალ ხასიათზე დგებიან და იმისთვის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს არც კი ჩაეხუტო. 

3. არ მისცე უფლება მოწიოს! ეს მავნეა ორგანიზმისთვის და ზოგადად - მეორედ თუ მოგინდა სექსი, სიგარეტის სუნმა შეიძლება გუნება გაგიფუჭოს. 

4. სექსის შემდეგ შხაპი მიიღე. თან აუცილებლად ჰკითხე, რამდენი კაცი ჰყავდა შენამდე. თან, შენს ქალებზეც მოუყევი. 

5. თუ მოხდა ისე, რომ ვერ იყუჩე ნეტარება, აუცილებლად უთხარი მას. დაელაპარაკე. აღნიშნე, რომ ეს პირველად ხდება, რომ პრობლემა მასშია და არა შენში. ცელულიტი, ცუდად გაპარსული ფეხები, უშნო მენჯი, ძალიან ბევრი ტონალური, რომელიც დნება ზაფხულობით და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ძმაო, ფანტაზია არ გიღალატებს 

6. გამოუძახე მას ტაქსი. რა თქმა უნდა, არ გადაიხადო მგზავრობის ფული, თუმცა, მალევე მოიშორე. შენ დასვენება გჭირდება. სექსი ხომ დიდი შრომაა.

7. სანამ ტაქსს ელოდებით, შენთვის მოამზადე საკვები, მოადუღე ყავა. დაივიწყე ქალი, შეგიძლია შიშველმა იარო, აბოყინო. ის, რაც მას უნდოდა, მან უკვე მიიღო. 

8. სექსის შემდეგ სწრაფად გაგზავნე შენი გოგონა შხაპის მისაღებად, რომ მისმა ოფლის სუნმა არ შეგაწუხოს. აუცილებლად უთხარი, რომ სწორედ ამიტომ აგდებ აბაზანიში. 

9. თუ მასთან სახლში ხარ, დაიკიდე ყველაფერი. მოიმზადე საჭმელი, ნუ ადგები საწოლიდან, უყურე ტელევიზორს. შენ ხომ გმირი ხარ. შენ ხომ მას შეუსრულე წარმართ ვირტუოზთა ცეკვა. 

10. ნუ აცილებ ქალს ტაქსამდე, ზოგადად კარამდეც ნუ აცილებ. მან გზა იცის. როცა დაგემშვიდობება, ხმამაღლა დააბოყინე. ქალებს ეს მოსწონთ.