"ოდესღაც ვფიქრობდი, რომ ორგანიზაციის ფუნქციონირება ექვივალენტური იყო სიმფონიური ორკესტრის ფუნქციონირებისა, თუმცა ახლა სხვაგვარად ვფიქრობ: ეს უფრო მეტად ჯაზს წააგავს,რადგან აქ უფრო მეტია იმპროვიზაცია"- ვარენ ბენისი
რას ნიშნავს იყო "კარგი მმართველი"?
კარგი მმართველი შეიძლება არ იყოს ადამიანი, რომელიც არის ძალიან გამოცდილი, მკაცრი, ორგანიზებული, ნიჭიერი, რომელსაც შეუძლია შთამბეჭდავად ისაუბროს და თავი მოაწონოს ადამიანებს. გახსოვდეთ, რომ კარგი მმართველი ადამიანია, რომელიც შედეგებს აღწევს!
რა გვჭირდება იმისათვის, რომ შედეგებს მივაღწიოთ და ვიყოთ კარგი მმართველები?
საქმის სიყვარული. უნდა გიყვარდეთ საქმე, რომელსაც უძღვებით. საქმის სიყვარული დაგეხმარებათ, რომ იყოთ მოტივირებული და მუდმივად ენთუზიაზმითა და წარმატების მიღწევის ჟინით სავსე. დიახ, როდესაც შენი საქმე გიყვარს ყველაფერ სხვას გვერდზე დებ და ერთადერთი რაზეც ფიქრობ ეს არის პროგრესი - სურვილი იმისა, რომ წინ წახვიდე და შედეგს მიაღწიო.
"არაფერია ადვილი, მაგრამ ორმაგად უფრო რთული ხდება, როდესაც მას ზიზღით აკეთებთ".
დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ. ადამიანები კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივები არიან. და იმისათვის,რომ ამ აქტივებმა ორგანიზაციის წარმატებისათვის მუდამ პროდუქტიულად იმუშაონ საჭიროა მათი მუდმივი მოტივირება და წახალისება.
სამწუხაროა, მაგრამ მომუშავეთა უმეტესობა თავს იშვიათად გრძნობს ღირებულად და დაფასებულად. რატომ ხდება ეს, როცა არც ისე რთულია ადამიანი დააფასო და საჭირო პიროვნებად აგრძნობინო თავი ?! დამერწმუნეთ, რომ ეს არც ისე დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
"ჩემს ყველაზე დიდ ღირსებად მიმაჩნია ის, რომ შემიძლია ადამიანებში შრომის ენთუზიაზმი აღვძრა. მიმაჩნია, რომ ერთადერთი ხერხი, რომლის წყალობითაც შეიძლება ადამიანში კარგი თვისებები განავითარო არის ის, რომ საჯაროდ აღიარო მისი თვისებები და წაახალისო იგი. ადამიანს შრომის ინტერესი, რომ გავუჩინო მასში ვეძებ ისეთ თვისებებს, რომლებიც ნამდვილად ქების ღირსია და გულწრფელად გამოვხატავ ჩემს აღტაცებას."-ჩარლ შვაბი (მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მენეჯერი)
ავტორიტეტი. მარტო შენ კი არ უნდა სცემდე შენს თანამშრომლებს პატივს, ისინიც ანალოგიურ დამოკიდებულებას უნდა იჩენდნენ თქვენს მიმართ. ყოველ თანამშრომელს უნდა უყვარდე, გაფასებდეს და შენს ყოველ მიცემულ დავალებას, მიღებულ გადაწყვეტილებასა, თუ გაწეულ რისკს ნდობითა და პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს.
პასუხისმგებლობის გრძნობა. შენ გჭირდება პასუსიმგებლობის გრძნობა, რომ მიხვდე ვინ ხარ სინამდვილეში! გჭირდება პასუსმგებლობის გრძნობა, რომ იყო უფრო დისციპლინირებული, სამართლიანი და მოტივირებული...
შემოქმედებითი უნარი - შენ გჭირდება შემოქმედებითი უნარი, რომ სწორად განსაზღვრო პრობლემები, გახადო ისინი უფრო საინტერესო, უფრო მიმზიდველი და წაიყვანო გუნდი მათი მოგვარების გზებისაკენ. ასევე შემოქმედებითი უნარი საჭიროა იმისათვის, რომ გახადო სამუშაო უფრო საინტერესო, უფრო დახვეწილი,მარტივი და პროდუქტიული.
Комментариев нет:
Отправить комментарий