საწმენდ, სარეცხ, საბან საშუალებებს ვიყენებთ ყოველდღიურად და ძალიან გავიშინაურეთ ისინი, ისე რომ არც ვაცნობიერებთ მათ მავნე გავლენას ჩვენზე..
ამერიკის ასოციაციის მოწამვლის კონტროლის ცენტრების მონაცემებით საწმენდი-სადენზინფექციო, არომატული, სარეცხი, საპონი და საბანი საშუალებები წამყვან ადგილს იკავებენ ყოფაცხოვრებაში ტოქსიკურობის თვალსაზრისით. საშუალო ამერიკული ოჯახი იყენებს 60-მდე სინთეტიკურ საშუალებას, რომელთა მრავალგზის გამოყენების შედეგად ოჯახში იქმნება ჯანმრთელობის პრობლემები. ამასთან ეს საშუალებები არა მარტო უშუალოდ ზემოქმედებენ, არამედ გაიფანტებიან თქვენი საცხოვრებლის ჰაერში, რომლის დაბინძურების დონეც შესაძლოა 100-ჯერ მეტიც კი იყოს ქუჩის ჰაერზე. უსაფრთხოების მიზნით ამერიკის მოქალაქეებს არ ურჩევენ ისეთი საშუალებების გამოყენებას, რომლებიც შეიცავს შემდეგ ნითიერებებს:
აცეტონი
გამოიყენება ლაქების ამოსაყვანად, საღებავების, მათ შორის მანიკურების მოსაცილებლად.
შედგენილობაში იხსენიება როგორც: 2-Propanone; Dimethyl ketone; Dimethylformaldehyde; Methyl ketone; Propanone.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება, ნაყოფის განვითარების შეფერხება, კანისა და თავლების გაღიზიანება.
ამიაკი – Ammonia
გამოიყენება საღებავისა და წებოს მოსაცილებელ, ფანჯრებისა და მინის ჭურჭლის საწმენდ საშუალებებში, აეროზოლებში.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: თვალებისა და სასუნთქი გზების ძლიერი გაღიზიანება, თავის ტკივილი, შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ითვლება პოტენციურ კანცეროგენად (სიმსივნის გამომწვევად). რეაქციაში შედის მათეთრებელთან, რის შედეგად გამოიყოფა ძლიერ მომწამვლელი გაზი ქლორი, რომელიც თავის მხრივ იწვევს თვალების, ცხვირისა და პირის წვას.
მათეთრებელი
გამოიყენება სარეცხ საშუალებებში, უნიტაზის და სხვა საწმენდ-სადენზინფექციო საშუალებებში.
შედგენილობაში იხსენიება როგორც: Sodium hypochlorite, hypochlorite bleach, chloramine, bleach, hydrochloric acid, trihalomethanes.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: თვალების, სასუნთქი გზების, კანის გაღიზიანება. განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებს გულის დაავადებიანებსა და ასთმიანებზე. შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ჩაყლაპვის შემთხვევაში სიკვდილიც. ტოქსიკურია ღვიძლისთვის. ამიაკთან შერევისას გამოყოფს ქლორს.
ფორმალდეჰიდი
გამიყენება ფართო დიაპაზონში, მათ შორის ავეჯის გასაპრიალებლებში, წებოებში, იზოლაციებში, ჰერმეტიკებში, საპნებსა და გელებში, ცხოველების შამპუნებში, სასუქებში, ობისა და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებში, ჰაერის გამწმენდებში (ოსვეჟიტელ), აეროზოლებში და სხვა. უმრავლესად მისი წებოთია დამზადებული ბურბუშელა-ფილები (დსპ), ძირითადად რომლითაც მზადდება ჩვენში ავეჯი. ღია ჭრილებიდან წლების მანძილზე ორთქლავს ეს შხამი ჩვენს საცხოვრებელში.
შედგენილობაში იხსენიება როგორც: Methanal, formic aldehyde, methaldehyde, formalin, urea formaldehyde, phenol formaldehyde.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: კანცეროგენულია, აზიანებს DNA-ДНК, შესაძლოა გამოიწვიოს ასთმა, ნერვული აშლილობა, ტკივილი სახსრებში, დეპრესია, თავის ტკივილები, ტკივილი მკერდში, ყურის ინფექციები, ქრონიკული დაღლილობა, უძილობა, თავბრუხვევა.
ნაფტალინი
შედის ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალებში, ზოგიერთ საღებავებში, ცხოველების დასამუშავებელ საშუალებებში, დეზოდორანტებში.
შედგენილობაში იხსენიება როგორც: Moth balls, moth flakes, naphthene, white tar, tar camphor.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: პოტენციური კანცეროგენია, აზიანებს სისხლს, ღვიძლს, თირკმელებს, იწვევს კატარაქტას და თვალის რქოვანის დაზიანებას.
ნიტრობენზოლი Nitrobenzene
გამოიყენება იატაკისა და ავეჯის საპრიალებლებში
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: გულისრევა, ზედაპირული სუნთქვა, კანის გაუფერულება, კიბო, თანდაყოლილი დეფექტები, სიკვდილი.
პარადიქლორბენზოლი
გამოიყენება ნაფტალინში, დეზოდორანტებში და სხვა
შედგენილობაში იხსენიება როგორც: p-Dichlorobenzene, benzene, PDCB, paramothballs, para crystals, paracide, p-DCB.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: პოტენციური კანცეროგენია, აზიანებს ღვიძლს, თირკმელებს, ფილტვებს. გადის „დუსტის-დდტ“ კლასში.
პერქლორეთილენი (ტრიქლორეთანის გამხსნელი)
გამოიყენება წებოებში, ლაქ-საღებავებში, ხალიჩების, ჟანგის, ავტომობილების საწმენდ საშუალებებში, ფრჩხილების ლაქებში.
შედგენილობაში იხსენიება როგორც: Tetrachloroethylene, ethene, ethylene.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: ღვიძლისა და თირკმელების დაზიანება. ცნობილი კანცეროგენია.
ნავთობის დისტილატი Petroleum Distillates
გამოიყენება ფრჩხილების ლაქებში, საღებავებსა და რეზინის წებოებში, გასაფრქვევ წებოებში, შელკოგრაფიულ მელანში, გრილის ასანთებ სითხეებში, ლაქ-საღებავებში, ავტო საპრიალებლებში.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: ნერვიული სისტემის მოშლილობა, თირკმელები, კანისა და თვალების გაღიზიანება, ხანგრძლივი ზემოქმედებისას თვალების დაბინდვა.
მათეთრებელი ქლორი Chlorine Bleach
გამოიყენება უნიტაზის და ფილების საწმენდებში, ნადებებისა და ჟანგის მოსაცილებლებში, სამრეცხაოებში, ლაქებისამომყვანებში, დეზოდორანტებში.
შედგენილობაში იხსენიება როგორც: Sodium hypochlorite, hypochlorite bleach, chloramine, bleach, hydrochloric acid, trihalomethanes.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: კანის დაწვა, დიარეია, გადაყლაპვის შემთხვევაში სიბრმავე.
ნატრიუმის წყალჟანგი
გამოიყენება კონცენტრირებულ საწმენდებში, ცხიმის მოსაცილებლებში, ავტომობილის, ფილების, სამზარეულოს საწმენდებში, სარეცხ ფხვნილებში, უნიტაზის საწმენდებში, ობის მოსაცილებლებში, სადეზინფექციო საშუალებებში.
შედგენილობაში იხსენიება როგორც: Lye, caustic soda, soda lye, ascarite
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები: კანისა და თვალების წვა, რეფლექსების დათრგუნვა, ქსოვილების დაზიანება გადაყლაპვის შემთხვევაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий