რეკლამა აწვდის მასებს ინფორმაციას პროდუქტის შესახებ და პოულობს საბოლოო მომხმარებელს. რეკლამის ძირითად მიზანს ინტერნეტში წარმოადგენს მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა, რასაც უნდა მოჰყვეს მათ მიერ რეკლამის დამკვეთის ვებ-გვერდის მონახულება. მაგრამ მარტივი სარეკლამო ტექნოლოგიების დრო წარსულში დარჩა. ამ ეტაპზე პირველ ადგილზე დგას "ანტირეკლამა"!
რა არის ანტირეკლამა? ესაა რეკლამა, რომელსაც გააჩნია უკუ-ეფექტი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა რეკლამა, რომელიც, კი არ იზიდავს, არამედ უკუაქცევს. ეს ტყუილია.
ანტირეკლამა გაცილებით უკეთესად იპყრობს ინტერნეტ მომხმარებელთა ყურადღებას, ვიდრე ჩვეულებრივი რეკლამა. ამ შესაძლებლობას მას ანიჭებს ადამიანთა ინტერესი ყოველივე უჩვეულოსა და სკანდალურისადმი.
რომელიმე კომპანიის ანტირეკლამა წამოჭრის განხილვის თემას და ამძაფრებს საზოგადოების შესაბამისი ფენების ინტერესს. ანტირეკლამის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ იწყება მეორე ფაზა – რეკლამა. აქ ხდება კომპანიაზე გავრცელებული ყველა ნეგატიური მასალის გაბათილება და მოსდევს მისი ძლიერი მხარეების დემონსტრირება. წარმოდგენილი იქნება ფაქტები, რომლებიც გამორიცხავენ მსგავსი სიტუაციების არსებობას. ამავდროულად კომპანია გიჩვენებთ თავის საიმედოობას და მზადყოფნას ნებისმიერი სიტუაციისთვის.
რეკლამა და ანტირეკლამა - ესაა ორი, ურთიერთშემავსებელი მეთოდი ინფორმაციის მისაწოდებლად, რომელიც ორიენტირებულია რეკლამის ობიექტზე ყურადღების მისაპყრობად. ისინი არა მხოლოდ ავსებენ ერთმანეთს, არამედ ერთმანეთიდან გამომდინარეობენ. ორივე მიმართულება შეიძლება იყვნენ ოპონენტები, მაგრამ მუდამ ერთად თანაარსებობენ. რომელია უკეთესი - თავად გადაწყვიტეთ!
Комментариев нет:
Отправить комментарий