7/15/2011

ოტია იოსელიანი


 14.07.2011- ამ დღეს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ოტია იოსელიანი : ( საშინლად დამწყდა გული.. არიან ადამინები რომლების სიკვდილიც უბრალოდ ვერ წარმოგიდგენია : ( ბავშვობაში ვგიჟდებოდი “დაჩის ზღაპრებზე” “9 მთას იქეთ” ზღაპრებზე : ((( ძალიან მიყვარდა ოტია იოსელიანი.
  “ბევრი ვაკეთე და ვაშენე, მეყოფა, აწი სხვებმა აშენონ და აკეთონო, რომ იტყვი და ხელებს დაიბან, იცოდე, იმ დღიდან ანგრევ, თუ რამე აგიშენებია” – ამ სიტყვების ავტორს, მწერალს, დრამატურგს, კინოსცენარისტსა და საზოგადო მოღვაწეს, ოტია იოსელიანს 81 წელი 16 ივნისს შეუსრულდა.

ოტია იოსელიანის თხზულებები პირველად 1954 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობების პირველი კრებული “კარის მეზობლები” მწერალმა 1957 წელს გამოსცა.

იოსელიანი ინტენსიურად მუშაობდა საბავშვო მწერლობის დარგში (კრებულები “ცხრა მთას იქით”, 1969; “დაჩის ზრაპრები”, 1973; “ცაგამთენია”, 1973 და სხვა). ავტორია ათამდე პიესისა, რომელთაგან რამდენიმე (“ადამიანი იბადება ერთხელ”, “როცა სიყვარული მოვა”, “სანამ ურემი გადაბრუნდება”, “ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”) დაიდგა საქართველოს და საკავშირო თეატრების სცენაზე. ავტორია კინოსცენარებისა “ჩქარი მატარებელი”, “მალე გაზაფხული მოვა”, “თეთრი ქალიშვილი” და სხვა. იოსელიანის ცალკეული თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის” ორდენით.

ყალიონმა მოკლა ეგ მეუბნება პაპა. კარგი რა პაპა რა ყალიონმა 81 წლის იყო.. და მახსენდება რომ პაპა უკვე 83 წლისაა :/ ანუ მე ორი წლის წინ უნდა მოვმკვდარიყავი?! ძალიან ამიჩუყდა გული:((
  ძალიან მეშინია ჩემი მოხუცების სიკვდილის : ((((((

Комментариев нет: