7/02/2011

სქესობრივი პოტენციალი და გარეგნობა



ადამიანის გარეგნობის მიხედვით შეიძლება მის სქესობრივ ქცევასა და სექსუალურ პოტენციალზე ვიმსჯელოთ, მაგრამ მანამდე აუცილებელია გავარკვიოთ, რას გულისხმობს სექსუალურობის ცნება. სექსოლოგები სექსუალობას "სქესობრივ კონსტიტუციად" მოიხსენიებენ, რაც იმის აღმნიშვნელია, რა დონეზე სჭირდება სქესობრივი ურთიერთობა ამა თუ იმ პიროვნებას და როგორია მისი სქესობრივი უნარი. ბევრი სექსუალურად მიიჩნევს ლამაზ, მოწესრიგებულ, ღრმა დეკოლტესა და მინი ქვედაკაბაში გამოწყობილ ქალს, ან საზოგადოების გულსა და სულს, მოდურად ჩაცმულ, ლაღ, იუმორით აღსავსე მამაკაცს.

სინამდვილეში ზოგიერთ მათგანს სექსუალურს ნამდვილად ვერ უწოდებთ. სქესობრივი კონსტიტუციის მიხედვით ადამიანები ძლიერ, საშუალო და სუსტ ტიპებად იყოფიან. არსებობს გარეგნულ ნიშანთა კომპლექსი, რომელსაც ადამიანის სექსუალობის შესაფასებლად იყენებენ.


ფეხის სიგრძე
დღეს მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ადამიანთა ნუსხას გრძელფეხება მოდელები და მსახიობები შეადგენენ, არადა, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მაღალ ფეხებსა და სექსუალობას შორის საერთო არაფერია. მოკლეფეხება და ტანდაბალი ადამიანი ამ კუთხით შესაძლოა გრძელფეხებასაც აღემატებოდეს. რამდენად ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია აქვს ადამიანს, ამის დადგენაში ტროქანტერული ინდექსი დაგეხმარებათ. მის გამოსათვლელად სხეულის სიგრძე ქვედა კიდურის სიგრძეზე უნდა გაყოთ.

ქალები, ინდექსი
2,01-დან 2,05-მდე - ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია.
1,97-დან 2,00-მდე - საშუალო სქესობრივი კონსტიტუცია
1,88-დან 1,96-მდე - სუსტი სქესობრივი კონსტიტუცია.

მამაკაცები, ინდექსი
1,99-დან 2,00-მდე - ძლიერი სქესობრივი კონსტიტუცია.
1,92-დან 1,98-მდე - საშუალო სქესობრივი კონსტიტუცია
1,85-დან 1,91-მდე - სუსტი სქესობრივი კონსტიტუცია.

გახსოვდეთ, რაც უფრო ნაკლებია ადამიანის ქვედა კიდურის ზომა სხეულის სიგრძესთან შედარებით, მით უფრო ძლიერი ტემპერამენტი და სქესობრივი კონსტიტუცია აქვს მას.


თმა
ყველაზე ვნებიანი და ტემპერამენტიანი ადამიანები შავთმიანები არიან. ისინი საწოლში ლიდერის პოზიციას იკავებენ, უყვართ ექსპერიმენტები, ენერგიულობით გამოირჩევიან. ქერათმიანები შედარებით სუსტი კონსტიტუციისანი, მაგრამ გაცილებით ნაზები და რომანტიკულები არიან. წაბლისფერთმიანები ამ ორის თვისებებს აერთიანებენ. ჰორმონ ტესტოსტერონის სიჭარბე მამაკაცებში ადრეულ გამელოტებას იწვევს, ამიტომ ზოგიერთი მელოტი მამაკაცი ძლიერი სქესობრივი კონსტიტუციით გამოირჩევა. სექსოლოგები მნიშვნელოვან ნიშნად მიიჩნევენ თმიანობას შუბლის არეში - რაც უფრო მეტი თმაა ამ მიდამოში, მით უფრო სექსუალურია ადამიანი.


ცხვირი
სქესობრივი ქცევის შესახებ ინფორმაციას ცხვირიც გვაწვდის. რაც უფრო თვალში საცემი, დიდი და ფართოა იგი, მით უფრო ძლიერი, ენერგიული და ამტანია მისი პატრონი. ასეთი ადამიანები კარგად გრძნობენ პარტნიორის სურვილებს და შეუძლიათ იყვნენ ერთსა და იმავე დროს ძალზე ვნებიანნი და ძალზე ალერსიანნი. სწორი, არწივისმაგვარი ცხვირი ძალასა და აგრესიულობაზე მიანიშნებს. ასეთი ცხვირის პატრონები საკუთარ შეგრძნებებზე უფრო არიან ორიენტირებულნი, ვიდრე პარტნიორის სურვილებზე, თავისებურად მოქმედებენ, ზეაქტიურობის ფონზე კი სინაზის დეფიციტს განიცდიან. აპრეხილი ცხვირი პატრონის კრიტიკულ ბუნებაზე მეტყველებს. ასეთი ადამიანები ითვალისწინებენ როგორც საკუთარ, ისე პარტნიორის სურვილებსა და შეხედულებებს. მრგვალი ცხვირის პატრონები როგორც საქმიან ცხოვრებაში, ისე ინტიმურ ურთიერთობაში რბილ, დამთმობ ხასიათს ამჟღავნებენ. მათთვის მთავარი პარტნიორია, ამიტომ საკუთარ სურვილებს ადვილად სწევენ უკანა პლანზე.


ტუჩები
ტუჩები ემოციურობასა და მგრძნობიარობაზე მეტყველებს. კარგად განვითარებული სქესობრივი გრძნობების მქონე ადამიანებს სქელი და დიდი ბაგეები აქვს, განსაკუთრებით - ქვედა ტუჩი. სწორედ ის გახლავთ სარწმუნო ინდიკატორი - თუ იგი ზედაზე გაცილებით სქელია, ადამიანი სუპერმგრძნობიარეა. თუმცა დიდი ტუჩები ჯერ კიდევ არ ნიშნავს ძლიერ სქესობრივ კონსტიტუციას; ისინი მხოლოდ იმას გვამცნობენ, რომ ადამიანი მგრძნობიარეა და სქესობრივი ურთიერთობა უყვარს. წვრილი და თხელი ტუჩების პატრონები ლიდერის მიდრეკილებებითა და ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან. გრძნობებსა და სექსუალურ ურთიერთობებში მათ თავშეკავება ახასიათებთ.


ნიკაპი
ფართო ქვედა ყბა ძლიერ მამაკაცებს აქვთ, ამიტომ გარკვეულ მნიშვნელობას იძენს ნიკაპიც. რაც უფრო მასიურია ნიკაპი, მით უფრო ძლიერია სექსუალურად მისი პატრონი. ასეთი ადამიანები ვნებიანები და ამტანები არიან, მაგრამ ეშინიათ ღრმა გრძნობების, უიღბლო სიყვარულისა და ხელისკვრის. საწოლში ძლიერები არიან, თუმცა აკლიათ სინაზე.


თვალები
პატარა თვალები ოდნავ შებერილი ქვედა ქუთუთოებით სენსორული სიამოვნების მოყვარულთ ამხელთ. მგრძნობიარე ადამიანებს წვრილი თვალის ჭრილი აქვთ. მნიშვნელოვანია თვალის ფერიც - რაც უფრო ინტენსიური და თბილია იგი, მით უფრო მხურვალე და ენერგიულია მისი პატრონი. მუქი ყავისფერი თვალები ვნებიან ადამიანებს აქვთ, ძლიერი სექსუალობის მატარებლები არიან მწვანე თვალების პატრონებიც - ისინი გამომგონებლები, ნაზები და მგრძნობიარენი არიან, პარტნიორის შერჩევას დიდ როლს ანიჭებენ, ბევრს გასცემენ და ბევრსაც ითხოვენ.

კისერი
ტესტოსტერონი ამოკლებს და ასქელებს სხეულის ნაწილებს, ამიტომ სექსუალური კონსტიტუციის მანიშნებელია კისერიც. ძლიერი კონსტიტუციის მქონე მამაკაცებს კისერი მოკლე აქვთ. გრძელი ქვედა კიდურების მქონე მამაკაცის ძლიერ ფიზიკურ შესაძლებლობებს მსხვილი და ძლიერი კისერი ამხელს. ასეთები ადვილად აღწევენ საწადელს, რადგან მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ძნელია. ვიწრო, სუსტი და გრძელი კისერი საშუალო ან სუსტი კონსტიტუციის მანიშნებელია.


მტევანი
ქიროლოგების აზრით:
1. ძლიერი სქესობრივი ძალა და ვნება, თვით აგრესიის ჩათვლით, დამახასიათებელია:
მამაკაცებისთვის, რომლებსაც აქვთ უხეში ხელები, საშუალოზე დიდი ზომის მტევანი, ფუძესთან განიერი, წითელი, ხორციანი და მსხვილი თითები, ფართო ფრჩხილები, კარგად გამოხატული ბორცვი ცერა თითთან.
ქალებისთვის, რომელთაც აქვთ საშუალო ზომის მტევანი და თითები, შემსხვილებული ბოლო ფალანგები, ოვალური ფრჩხილები, წითელი კანი, ფართო ხელისგულები და კარგად განვითარებული ბორცვი ცერა თითთან.

2. ძლიერი და მუდმივი ლიბიდო, ვნება და მგრძნობელობა ყოველგვარ აგრესიას მოკლებული ქმედებებით დამახასიათებელია:
მამაკაცებისთვის, რომლებსაც აქვთ შედარებით მცირე ზომის, არც ისე უხეში მტევანი, ხორბლისფერი ან ფერმკრთალი (მაგრამ არა წითელი) კანი, რამდენადმე კვადრატული ფორმის თითები, ელასტიკური ხელისგული.
ქალებისთვის, რომელთაც აქვთ ფერმკრთალი კანი, რბილი და რელიეფური ხელისგული.

3. საკმაოდ კარგად გამოხატული სექსუალური ლტოლვა, ძლიერი და ღრმა გრძნობების გამოხატვის უნარი და, რაც მთავარია, საკუთარი თავისა და საქციელის სრული ფლობა ახასიათებთ:
მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ შედარებით მცირე ზომის მტევანი და ბორცვი ცერა თითთან, მტკიცე ხელისგული, ჰარმონიულად გამოხატული ხაზები და კვანძოვანი თითები, რომელთა შორისაც პატარა, თავისუფალი არეებია. ასეთები დახვეწილი და კრეატიული პარტნიორები არიან.
ქალებს, რომელთაც აქვთ შედარებით გრძელი თითები, პატარა ხელისგული, სწორი ხაზები.

4. სუსტი კონსტიტუცია, სექსისადმი დაქვეითებული ინტერესი დამახასიათებელია ცივი მამაკაცებისა და ფრიგიდულობისადმი მიდრეკილი ქალებისთვის. ასეთები არიან:
მამაკაცები მოდუნებული, ფერმკრთალი და სუსტი ხელისგულით, გლუვი, სწორი და სუსტი თითებით.
ქალები ვიწრო, ბრტყელი, პატარა, სუსტი, მოდუნებული, თეთრი ან მონაცრისფრო ხელის კანით.


სხვა საგულისხმო ნიშნები
არსებობს კიდევ რამდენიმე ნიშანი, რომლებსაც ასევე ითვალისწინებენ სქესობრივი კონსტიტუციის განსაზღვრისას. მათი დადგენა ადამიანის ახლოს გაცნობის შემდგომ არის შესაძლებელი. საპირისპირო სქესისადმი ლტოლვის ფორმირების ასაკი:

მამაკაცები
11 წლამდე - ძლიერი კონსტიტუცია.
12-დან 14-მდე - საშუალო კონსტიტუცია.
15-დან - სუსტი კონსტიტუცია.

ქალები
9 წლიდან - ძლიერი კონსტიტუცია.
12-დან - საშუალო კონსტიტუცია.
15-დან - სუსტი კონსტიტუცია.

მამაკაცებში პირველი ეაკულაციის ასაკი
12 წლამდე - ძლიერი.
13-დან 15-მდე - საშუალო.
16 წლიდან - სუსტი.

ქალებში პირველი ორგაზმის განცდის ასაკი
13 წლამდე - ძლიერი.
23-მდე - საშუალო.
35 წლამდე – სუსტი.

ქალებში მენარქეს (პირველი მენსტრუალური სისხლდენა) ასაკი
10 წლამდე - ძლიერი.
13 წლამდე - საშუალო.
16 წლამდე - სუსტი.


მოძრაობა
ადამიანის სექსუალური ქცევის შესახებ მეტყველებს მისი მანერები, განსაკუთრებით - სხეულის მოძრაობა. რაც უფრო გრაციოზულად და ლამაზად ცეკვავს ადამიანი, მით უკეთ ფლობს სხეულს და სექსუალურია. ასეთი ადამიანები მშვენივრად ერკვევიან  სიყვარულის ხელოვნებაში, გამომგონებლები არიან. მოცეკვავის მარტივი, უბრალო მოძრაობები იმაზე მეტყველებს, რომ ის საწოლშიც ასეთივეა. თავისუფალი, ლაღი სიარულის მანერა აქვთ მათ, ვისაც ინტიმური ურთიერთობებისა ბევრი რამ გაეგება, მოდუნებული, მოშვებული სიარული კი გვამცნობს, რომ ამ ადამიანს არ ჰყოფნის ენერგია, ფანტაზია, სიმტკიცე და რწმენა, რაც საწოლში მის ქცევაზეც აისახება. ძლიერი და სწრაფი სიარული იმპულსურ საყვარელს ახასიათებს. იგი ვნებიანია, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობები არ იზიდავს. ჯარისკაცული სიარულის მანერა აქვთ ძლიერ, თავდაჯერებულ ადამიანებს, რომლებიც საწოლში განსაკუთრებული ფანტაზიით არ გამოირჩევიან. ადამიანის სექსუალობის განსაზღვრისთვის ჩამოთვლილი ნიშნები მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ სექსუალური პოტენციალის განსასაზღვრად მხოლოდ ერთ მათგანზე დაკვირვება არ კმარა; რაც უფრო მეტ ნიშანს გაითვალისწინებთ, მით უფრო ზუსტი იქნება შედეგი.


Комментариев нет: