7/20/2011

მოდა პუტკუნა გოგონებისთვის

მოდა პუტკუნა გოგონებისთვის

  ვიცი, ვიცი, რომ შენი პარამეტრები არათუ ძალიან შორს არის 90-60-90-
 სგან, არამედ მედიუმი ზომაც დიდი ხანია სანატრელი გაქვს… ისიც ვიცი,
 რომ მაღაზიაში შესვლაც კი არ გინდა, რადგან კონსულტანტი გოგონა
 ამრეზით შემოგხედავს და ირონიულად გეტყვის, რომ “დიდი ზომები არ
 აქვს” ან “ეს შენ არ მოგიხდება.”

მერე კი იწყება გაუთავებელი დიეტები, ზოგჯერ შიმშილი, უფრო ხშირად
 ნერვიულობა, მაგრამ..…მაინც არაფერი გამოდის..

მოდი, ერთი წუთით დაივიწყე ყველაფერი: დიეტები, გამყიდველი გოგონა, პატარა ზომის ტანსაცმელი და ყურადღებით წაიკითხე ის, რასაც ახლაკოსმო გირჩევს ანუ

შარვალი

მერე რა, რომ შენი მეგობრები ძალიან დაბალწელიან შარვლებს
 ატარებენ და შენც ამასვე გირჩევენ?! მათი ხერხემალს აკრული
 მუცელი ამას იტანს, მაგრამ შენი აღნაგობისთვის, არა მგონია,
 ასეთი შარვალი იდეალური იყოს.

"ყველაფერი ერთ ბლოგში..." გირჩევს, რომ უპირატესობა ე.წ. საშუალოწელიან, ტანზე
 მომდგარ შარვალს მიანიჭო, ოღონდ ასეთ შარვალზე სასურველია,
 გრძელი, ოდნავ ფართო ბლუზი ჩაიცვა. ასე მშვენივრად შენიღბავ
 კილოგრამებს და თავდაჯერებულიც იქნები.

ქვედაბოლო

გრძელი და ფაშფაშა?

არავითარ შემთხვევაში! ასეთ ქვედაბოლოში სუპერმოდელიც კი ოდნავ
 გაპუტკუნებული გამოჩნდება.
 აი სულ სხვაა მიდი, წელში ნახევრად გამოყვანილი ქვედაბოლო.
 გეთანხმები, ასეთი ტანსაცმელი შეიძლება ძალიან მოდური არ არის,
 მაგრამ სამაგიეროდ კლასიკურ პიჯაკთან ერთად, მინიმუმ 5-6
 კილოგრამს “მოგაპარინებს.”

ბლუზი

ვიცი, რომ მოტკეცილი ტოპები ძალიან მოგწონს, მაგრამ..
 "ყველაფერი ერთ ბლოგში..." გირჩევს, განიერი და კისრიდან დაშვებული ბლუზები ატარო. ჯერ
 ერთი მოდურია და მეორეც: შენი სხეულის პრობლემური ნაწილები არცერთ
 კეთილისმსურველს თვალში არ შეეჩხირება.…

Комментариев нет: