ამ ბოლო დროს ხშირად წუწუნებ, რომ ყველაფერი ძალზე მოსაბეზრებელი გახდა…
მოდი, ახალი წელი ახალი მოვლენებით კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ და შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანოთ.
1. შემოდი ხშირად ამ ბლოგში, რომელსაც ხშირად არ კითხულობ, მაგრამ გაინტერესებს, უამრავი საინტერესო ინფორმაციაა.
2. შეცვალე მენიუ. მიეცი ფანტაზიას გასაქანი და ჩვეულებრივი საჭმლისგან რაიმე ახლის შექმნას ეცადე.
3. რაც შეეხება შენს ვარცხნილობას, ის ყველა შემთხვევაში უნდა შეიცვალოს, თან ისე, რომ საკუთარმა თმამ თავდაჯერება და სიხალისე შეგმატოს.
4. შენი აიპოდის პლეილისტი დაიზეპირე, მაგრამ მაინც ჯიუტად ატრიალებ ერთსა და იმავეს. არც კი იფიქრო სხვა სიმღერების ჩაწერა, უბრალოდ, ცოტა ხნით აიპოდი რადიოთი ჩაანაცვლე.
5. შეიცვალე ძილის პოზა და ადგილი. განსხვავებული, კომფორტული და ახალი ძილის პოზა არაჩვეულებრივ განწყობას მოგანიჭებს გაღვიძებისთანავე.
6. ესტუმრე შენს უახლოეს ადამიანს ან ოჯახის წევრს, რომელსაც სრულიად განსხვავებული გემოვნება აქვს და ითხოვე მისი საყვარელი წიგნი.
7. ადგილი შეუცვალე ლეპტოპს. მაგალითად, თუკი ის ჩვეულებრივ საძინებელ ოთახში გედო, გადაიტანე მისაღებ ოთახში. ეს პატარა ცვლილება სახლის დიზაინზეც აისახება და ახალ ატმოსფეროში შენი მუშაობის ხარისხიც გაიზრდება.
8. შემდეგში, როცა შენს პარტნიორთან ან მეგობართან ერთად ისადილებ რესტორანში, სთხოვე მას, შენ მაგივრად შეუკვეთოს და შენც იგივე გააკეთე.
9. შეიტანე ცვლილებები სექსშიც. აქაც შენი ფანტაზიის იმედი გვაქვს! და ხშირად შემოდი allinteres.blogspot.com ბლოგში , რომლებშიც აუცილებლად წააწყდები საინტერესო რჩევებს.
10. წადი საყიდლებზე! ვერავინ დამაჯერებს, რომ რაიმე ისე კარგად ამაღლებდეს განწყობას, როგორც ახალი სამოსი, მით უმეტეს, რომ საახალწლო წვეულებაზე არაჩვეულებრივად უნდა გამოიყურებოდე! შესაძლოა ძველი ტანისამოსიც მიიტანო მკერავთან, ან, თუ გეხერხება, თვითონვე გადააკეთე.
11. ალბათ შენს სამსახურში არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც კარგად ხარ განწყობილი. შესთავაზე მათ წინასაახალწლო წვეულების მოწყობა, რომელზეც ყველა თავის მეგობარს მოიყვანს.
12. შეეცადე შეინარჩუნო სხეულის ლამაზი ფორმები. ცოტაოდენი ფიზიკური დატვირთვა ასევე დაგეხმარება ზედმეტი და ნეგატიური ენერგიის მოშორებაში.
13. შესთავაზე მეზობელს ან რომელიმე ახლობელს სულ ცოტა ხნით თავის ბავშვებთან ძიძის ნაცვლად დაგტოვოს. დამიჯერე, ბავშვებთან გატარებული დრო, რაც უნდა დამღლელი იყოს, დადებითი ენერგიით მაინც დაგმუხტავს.
14. ალაბათ არასდროს მოგწონდა მძიმე როკის კონცერტებზე დასწრება. მენდე, ხანდახან ის, რაც მიუღებლად გეჩვენებოდა, შესაძლოა საუკეთესო ადგილი აღმოჩნდეს ცუდი ენერგიის დასახარჯად. თანაც ცხოვრებაში ერთხელ ყველაფერი უნდა გამოსცადო.
15. საყიდლებზე მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს, სთხოვე რომელიმე მათგანს შეგირჩიოს ისეთი რამ, რაც სულაც არაა შენს სტილში, არადა, ის ფიქრობს, რომ ძალიან მოგიხდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий