ეხლა სითბოს შემცველ გამომხატველობით მოქმედებებზე მინდა გესაუბროთ.
ეჭვი მაქვს რომ ყველა ადამიანს (მეტად თუ ნაკლებად) აქვს შიში რომ იქნება უარყოფილი (быть отвергнутым) და აქედან გამომდინარე თავს უფრო ადრე ”იცავენ”, ვიდრე შესაძლებელია მათმა ქმედებამ ზემოთ ნახსენები შედეგი გამოღოს.ადამიანებს უჭირთ გამოხატონ სითბო, უბრალოდ დადებითი დამოკიდებულება და კეთილგანწყობა იმის შიშით, რომ მეორე მხარე ამას უარყოფს, არ მიიღებს და შესაძლოა დასცინოს კიდეც ამ ქმედებას.
ვვარაუდობ რომ სითბოს ადრესატი ადამიანიც იმიტომ იქცევა აგრესიულად, ცივად და უკმეხად ,რომ მასაც რაღაც შიშები და თავდაცვითი რეაქციები ამოძრავებს. ყველას აქვს (ოდნავი მაინც) შიში, რომ იქნება მიტოვებული, გულნატკენი ან სულაც იმედგაცრუებული.
ძალიან მენანება ხოლმე ყველა ის ემოცია და დადებითი მუხტი რომელსაც ”ვაგზავნი” ვიღაცის მიმართულებით , მაგრამ ყოველთვის მაქვს იმის იმედი რომ აუცილებლად მექნება უკუგება (ცუდად ჟღერს მაგრამ ასეა) . ყველა ადამიანი ხომ დადებითი განწყობით და ემოციებით, სითბოთი და სიყვარულით საზრდოობს?
Комментариев нет:
Отправить комментарий