საშინელი ამინდია, წვიმს. ატალახებულია ყველაფერი, მათ შორის ჩემი ხასიათიც. არავინაა სახლში, მარტო ვარ.
ვერ ვიტან ასე ყოფნას...
განსაკუთრებულ პატივს ვცემ მიზანდასახულ ადამიანებს – ისინი თავიანთ ოცნებებს აუხდენელ ოცნებებად არ ტოვებენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ცხოვრებისაგან უფრო და უფრო მეტი მიიღონ.
ისინი არასოდეს ივიწყებენ თავიანთ სურვილებს და ყოველთვის აღწევენ საწადელს. თუ ვერ აღწევენ და ის მაინც იციან, რომ ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, დრო ტყუილად არ დაუკარგავთ და სანანებელი არ აქვთ: ”ადრე დავნებდიო…”
მათ ზუსტად იციან, რა უნდათ, რა შეუძლიათ… არიან რეალიზებული პიროვნებები, რომლებიც ერთ ადგილზე არასოდეს ჩერდებიან და იყინებიან.
იჭერენ ყოველ წამს და ტკბებიან სიცოცხლით, რომ მერე ”სიკვდილის სარეცელზე არ მიხვდნენ, თურმე არ უცხოვრიათ”.
მეც მინდა ასეთი ვიყო – გამბედავი, მამაცი, შეუპოვარი!!!
და ეს უკვე არის მიზანი, რომელსაც მე აუცილებლად მივაღწევ.
დავამარცხებ სიზარმაცეს, ძილისგუდობას – ვიმუშავებ ბევრს, რომ ყველაფერი მივიღო, რაც მინდა და ვიყო ძალიან, ძალიან წარმატებული!

Комментариев нет:
Отправить комментарий