ასეთები არიან ქართველი ქალები..
ან ასეთია სტერეოტიპი მათზე..
ამთავრებენ უმაღლესს, თავისუფალ დროს გოგოებთან კაფეში ყავას მიირთმევენ, წერენ ფეისბუქზე სტატუსებს დიდ სიყვარულზე, იცნობენ ახალ და ახალ მამაკაცებს; არ ეშინიათ ურთიერთობებში კიდევ მორიგი იმედგაცრუების და შემდეგ ყველაფერს ახლიდან იწყებენ.
მუშაობენ საშუალო და მაღალანაზღაურებად სამსახურებში, ზრუნავენ წონის კორექციაზე და 23 წლის ასაკში ნაოჭების მომრავლებაზე წუწუნებენ.
ზოგი თბილ ოჯახზე ოცნობებობს, ზოგი კი სასიამოვნო სექსზე. ან ორივეზე ერთად.
30 წლამდე თხოვდებიან, (არ გათხოვების შემთხვევაში კი დიდხანს სწუხან ამაზე); 40 წლამდე ვერ გათხოვების შემთხვევაში კი შვილზე ოცნებობენ ..
წარმოუდგენიათ საკუთარი თავი საყვარელ მამაკაცთან ერთად. როგორ უვლიან, ზრუნავენ მასზე. როგორ უვლის და ზრუნავს საყვარელი მამაკაცი მათზე..
ზოგი single, ზოგიც კი – in an open relationship-შია.. მაგრამ ძალიან უჭირთ საკუთარი თავის წარმოდგენა მამაკაცის გარეშე.
ლამაზები, წარმატებულები, საინტერესო ქალები, რომლებსაც აუცილებლად ჭირდებათ მეორე ნახევარი. თუ ქუჩაში შეგხვდებიან, გკითხავენ, გყავს თუ არა მამაკაცი და უარყოფით პასუხს მიიღებენ – სახეზე მომენტალურად შეცოდების მიმიკას დაინახავთ.
შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ უბრალოდ ისწავლონ, რომ ნებისმიერი მეორე ადამიანის გარეშეც შეიძლება ბედნიერების მიღება და არ არის აუცილებელი ამისთვის დაოჯახება, ან ბოიფრენდი ან სულაც ძაღლის აყვანა..
შეიძლება გავიდეს პერიოდი და ქართველმა ქალებმა ბოლომდე იპოვონ საკუთარი თავი.. ყველანაირი დანამატის გარეშე..
ასეთები არიან ქართველი ქალები..
ან ასეთია სტერეოტიპი ...
Комментариев нет:
Отправить комментарий