ხანდახან რა უბედური ვარ ხოლმე, ასე მგონია ეს დასასრულია, მაგრამ დილა თენდება და თითქოს დარდიც ქრება, ან უბრალოდ ტკივილს შევეჩვიე და ვეღარ ვგრძნობ, რომ რაღაც მაწუხებს.
მეფიქრება! ფიქრებში ჩაფიქრებული ვარ... ახლა არ ვიცი რას ვწერ, ან რა მინდა, უბრალოდ ვბოდავ ჩემთვის, რადგან ყველა დღე ერთია...
ჩემი სამყარო, მარტო ჩემია! ყველაფერი ცუდადაა, დამსხვრევის და ნგრევის ზღვარზე, მაგრამ იმედი მაინც არ კვდება, არ ვიცი ეს პატარა იმედი საიდანაა ჩემში შემორჩენილი, მაგრამ ის მაინც მაძლიერებს და მაძლებინებს, ალბათ ერთადერთი ნამდვილი მეგობარია ჩემი.
Комментариев нет:
Отправить комментарий