ჩემი პიროვნების ფორმირებაზე ალბათ ყველა ადამიანმა მოახდინა გავლენა,
ვისთანაც შეხება მქონია, მაგრამ ძირითად, გარდამტეხ მომენტებში რამდენიმე
ადამიანი იყო მთავარ როლში:
ჩემი კლასელი და მეგობარი ნატო, რომელმაც ჩემი პირადი დღიური მოიპარა და მერე
"მაშანტაჟებდა", ვიღაც ბიჭს, რომელსაც მე მოვწონდი, თავს თუ არ შეაძულებ,
სკოლის კედლებზე გავაკრავ ამ დღიურის ფურცლებსო
მე დღიურთან ერთად ვარდისფერი ილუზია მომპარეს, სადაც მხოლოდ კეთილი
ადამიანები იყვნენ. "შენ თუ არ იქნები ცუდი, არავინ არ გაგიკეთებს არაფერს
ცუდს"(©დედაჩემი) და პირველად გამიჩნდა სურვილი ვინმესთვის სახე ამეხია და
მცდელობა წარმატებით დასრულდა
მამაჩემი - ყველა ცუდი თვისება, რაც მაქვს, მისგან გადმოვაკოპირე
ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელმაც ჩემი IQ-ს განვითარებაში დიდი წვლილი
შეიტანა მასწავლა, როგორ უნდა იყო კეთილი და როგორ უნდა გამოიყენო საკუთარი
თავი წარმატებისთვის.
ჩემი მეგობარი დათო - "ჭირისა და ლხინის გამზიარებელი" - რომელიც სულ
10-11-ჯერ მყავს ალბათ ნანახი, მაგრამ მუდმივად მაძლევდა და მაძლევს ძალას,
რომ ვიარო წინ.
დედაჩემის მეგობარი, რომელიც გარდაიცვალა. რომლესაც ლექსებიდან ვიცნობ უფრო
მეტად, ვიდრე პირადად და რომლისგანაც სიყვარული ვისწავლე.
დედაჩემი - რომელიც ჩემი მეგობარია, რომელმაც უფრო მეტი იცის ჩემზე, ვიდრე
მე, რომელიც სულ ჩემს მხარეზეა, მაგრამ არასოდეს კარგავს ობიექტურობას,
რომლის იმედი ყოველთვის მაქვს და რომლის გამოც, ნებისმიერს გავუთხრი და
ჩავაწვენ ჩემი ხელით
და ბოლოს ჩემი ყოფილი ქმარი... - არ განვავრცობ, თავში არ აუვარდეს
მგონი მოვრჩი ))
მგონი ჯენერალში გავუშვებ ამ თემას )))))))))
პოსტის ავტორია: Doloress
3/24/2011
შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე...
Tags
About www.giorgigigeo.com
თქვენ იმყოფებით allinterse.blogspot.com - ზე, აღნიშნულ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, სტატიები, ფოტოები, ვიდეორბი, რეკლამები და სხვა ნებისმიერი მასალა არ წარმოადგენს საიტის საკუთრებას და ვერ აიღებს მის შინაარსზე პასუხისმგებლობას.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий