რა შეიძლება აქ ითქვას?!
ვინ შექმნა ისინი?
ღმერთი ალბათ მართლაც გენიოსია...
თმები, ამბობენ ყველაფერი თმებთან არის კავშირშიო,
როდესაც სახეზე გეხება ის ნაზი კულულები და თითქოს გინდა სამუდამოდ ჩაძირო მათში...
ტუჩები, როდესაც ისინი ეხებიან შენს ტუჩებს გგონია, თითქოს ეს არის პირველი ღვინის ყლუპი ხანგრძლივი გზის შემდეგ უდაბნოში,
მკერდი... დიდი, საშუალო, პატარა ბალიშები რომლებზეც ერთი სული გაქვს როდის დადებ თავს და სამუდამოდ ჩაიძინებ...
ფეხები, არ აქვს მნიშვნელობა რას გვანან ისინი ბერძნულ სვეტებს, თუ ლუდის ბაკალს, სამაგიეროდ მათ შორის სამოთხის კარია...
ქალის სურნელი, რომელსაც შეუძლია ჭკუიდან გადაგიყვანოს, რომელსაც 1 კილომეტრის მანძილზე გრძნობ და არ გინდა გაქრეს...
life is nothing without you
ქართულმა ზეპირსიტყვიერებამ მრავალი გმირის სახელი შემოგვინახა. მათ შორის არიან საქვეყნოდ ცნობილი ქართველი ქალები. ზოგიერთმა მათგანმა მტერთან ბრძოლაში გამოიჩინა თავი, ზოგი სოციალურ უსამართლობას არ შეეპუა, ზოგმაც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საჭიდაო მოედნებზე გაითქვა სახელი. იმან, ვისზეც ახლა მინდა მოგითხროთ, სამივე "ფრონტზე" ისახელა თავი. ამ საოცარი სულიერი და ფიზიკური ძალის მქონე ქართველი ქალის გვარი ისტორიაში არ დარჩა, სახელად კი ანა რქმევია, თუმცა უფრო ანაბაჯს ეძახდნენ:
"ანამ თქვა, მეტი სახელი, ბაჯი, მასზედა მქვიაო,
მტერს რომ მეხივით უხვდები, მისთვის დას მეძახიანო."
"ყველა იცნობს ანას გურჯისტანშია, ნატრულობენ სპარსნი, ჰინდნი, ფრანგები,
რადგან ანა საქართველოს ებოძა, ბრძოლისველზე ბევრი მტერი უხოცა.
დიდ ბატონმა ვერცხლის ხმალი უბოძა, დააწერა მამულისა რანგები."
მუხათელები ანას ჭიდაობის ამბებსაც ჰყვებიან: ერთხელ, თურმე, ქმარსა და მამამთილთან ერთად კვირაცხოვლობის დღეობაზე ყოფილა. იქ ჭიდაობა გამართულა და თელეთელებს მუხათელები დაუმარცხებიათ. ანას დამცირებულად უგრძვნია თავი და საჭიდაოდ გასულა. თელეთელების ფალავანი ხომ დაუმარცხებია, მისთვის მიუყოლებია ბორბალოელი სოსია, დურდუკელი პოღოსა, ყაზახელი ვართანა, ქიზიყელი შაქრუა, კუმისელი ყასაბი თედო და მუშტი-კრივით მებრძოლი, ავლაბრელი კარაპეტა. ეს ამბავი ცნობილ თბილისელ ფალავანს, გეო ტერტერაშვილს შეუტყვია და ანა საჭიდაოდ გაუწვევია. გიორგობა დღეს მთელი თბილისი ბოლნისისაკენ დაძრულა, სადაც ორთაბრძოლა იყო დანიშნული. ანა მამათილისა და მაზლის თანხლებით წასულა. გზად, მდინარე ხრამთან, ბორჩალოელი ყაჩაღის, ბაირამას, ბანდას გადაყრიან. ყაჩაღებს ანას მამათილი მოუკლავთ, ხოლო მაზლი მკლავში დაუჭრიათ. ამის შემდეგ ყაჩაღთა მეთაურს ქალის გაუპატიურება დაუპირებია.
ანამ ახლოს მისულ ყაჩაღს ხანჯალი წააძრო და იქვე გაათავა, დანარჩენები გააქცია. შემდეგ მკვდარი მამათილი ცხენს დააკრა და დაჭრილ მაზლს სოფელში გაატანა, თავად კი ბაირამას ცხენით ბოლნისისაკენ გასწია.
ყაჩაღებზე ნაკლები დღე არც იმ ტერტერაშვილისთვის დაუყრია - მიწაზე ისე დაუნარცხებია, რომ დაცემულს ცხვირ-პირიდან სისხლი წასკდომია და სამი დღის თავზე მომკვდარა.
Комментариев нет:
Отправить комментарий